Skip to content

C ჰეპატიტი – საფრთხე, რომელიც ყველას გვემუქრება

March 31, 2012

2007 წლის მონაცემებით საქართველოში 200 000 ადამიანია დაავადებული C ჰეპატიტით, რაც, მოსახლეობის საერთო რაოდენობასთან შედარებით, კატასტროფული მაჩვენებელია, ამასთანავე, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ეს მხოლოდ ოფიციალური მონაცემებია, შესაბამისად, ვითარება გაცილებით მძიმეა.

ჯანმრთელი ღვიძლი

რა არის C ჰეპატიტი?

ცე ჰეპატიტი არის ღვიძლის დაავადება, რომელსაც იწვევს ვირუსი. ის ზომით საკმაოდ პატარაა.ვირუსი სისხლში მოხვედრის შემდეგ აღწევს ღვიძლამდე და იქ იბუდებს, სადაც იწყებს გამრავლებას.

როგორ ხვდება ვირუსი სისხლში?

ვირუსი სისხლში შეიძლება მოხვდეს რამდენიმე გზით:

სისხლის გზით: გადასხმა, ნარკოტიკების მოხმარება ინფიცირებულის შპრიცით და არასტერილური სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენებით.

სქესობრივი კონტაქტი: დაუცველი სქესობრივი კონტაქტი ინფიცირებულთან.

ვერტიკალური გადაცემა: მშობიარობის, ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.

რა სიმპტომები ახასითებს C ჰეპატიტს?

კანის სიყვითლე, მუქი ფერის შარდი, ღია ფერის განავალი, მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, მარჯვენა ფერდქვეშა არეში ტკივილი, დაღლილობა.

რას ცვლილეებს იწვევს ვირუსი ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ?

ვირუსი აზიანებს ღვიძლის უჯრედებს, რასაც ეწინააღმდეგება ადამიანის იმუნური სისტემა, ეს ყოველივე კი იწვევს ,,ანთებით“ პროცესს, რომელიც ტოვებს ნაკვალევს, რასაც სამედიცინო ტერმინით ფიბროზს უწოდებენ. მრავლობითი ფიბროზი შეიძლება გადაიზარდოს ციროზში (ღვიძლის დაშლა).

რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ თავიდან ავიცილოთ C ჰეპატიტი?

მოვითხოვოთ, რომ სილამაზის სალონებსა და სტომატოლოგიურ კლინიკებში მოგვემსახურონ სტერილური ინსტუმენტებით. სტერილიზაციის ნორმების დაცვა აუცილებელია პირსინგის და ტატუს გაკეთების შემთხვევაშიც.

დავიცვათ თავი ინფიცირებულთან სქესობრივი აქტის დროს.

რა მოვიმოქმედოთ თუ ინფიცირებულის სისხლი მოხვდა კანის დაზიანებულ ადგილზე?

უნდა ჩამოვიბანოთ ნელთბილი წყლით და მივმართოთ ექიმს. არ შეიძლება დაზიანებულ ადგილზე სისხლის გამოწოვა ან რაიმე სხვა საშუალებით სისხლის გამოდენა ჭრილობიდან.

რა შედეგები მოაქვს ადამიანისთვის C ჰეპატიტს?

C ჰეპატიტმა შესაძლოა გამოიწვიოს ციროზი, ღვიძლის კოლაფსი(მუშაობის შეჩერება) შემდგომი სიკვდილით, ღვიძლის კიბო.

როგორ იკურნება C ჰეპატიტი?

C ჰეპატიტის სამკურნალოდ არსებობს 2 პრეპარატი: პეგილირებული ინტერფერონი (კვირაში ერთხელ ინექცია კუნთში) და რიბავირინი (ტაბლეტების ყოველდღიური მიღება). თუ მკურნალობის კურსმა წარუმატებლად ჩაიარა, არ შეიძლება წამლების ხელახლა მიღება.

რა ჯდება C ჰეპატიტის მკურნალობა?

C ჰეპატიტის გამომწვევი ვირუსი

ცე ჰეპატიტის მკურნალობა ღირს 12–დან 21 000 ევრომდე.

რას აკეთებს სახელმწიფო C ჰეპატიტით დაავადებულთა დასახმარებლად?

სახელმწიფო არ იღებს საკუთარ თავზე პასუხიმსგებლობას C ჰეპატიტით დაავადებულთა მიმართ. ასევე, არცერთი სადაზღვევო კომპანიის პაკეტი არ ითვალისწინებს ამ ვირუსით დაავადებულების მკურნალობას. რა შეიძლება იწვევდეს  სახელმწიფოს მხრიდან ამგვარ დამოკიდებულებას?

1.მკურნალობასთან დაკავშირებული მაღალი ფასები;

2.მკურნალობის შემთხვევაში განკურნების გარანტიის არარსებობა;

3.ინფიცირებულების მხრიდან სათანადი რეაგირების არქონა, რასაც საფუძვლად უდევს საზოგადოებაში არსებული სტიგმა–დისკრიმინაცია

რა არის სტიგმა–დისკრიმინაციის გამომწვევი მიზეზი?

ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი არის ინფორმაციის არქონა/ნაკლებობა ან დეზინფორმაცია.

C ჰეპატიტით დაავადებულებიც ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანები არიან, როგორც სხვები. დაუშვებელია მათი გარიყვა ამ რაიმე სხვა ფორმით დისკრიმინაცია.

საქართველოს კონსტიტუცია

მუხლი 38

საქართველოს მოქალაქენი თანასწორნი არიან სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში განურჩევლად მათი ეროვნული, ეთნიკური რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა. საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად მათ უფლება აქვთ თავისუფლად, ყოველგვარი დისკრიმინაციის და ჩარევის გარეშე განავითარონ თავიანთი კულტურა, ისარგებლონ დედაენით პირად ცხოვრებაში და საჯაროდ.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია

მუხლი 7

ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და, განურჩევლად რაიმე განსხვავებისა, ყველას აქვს უფლება თანაბრად იყოს დაცული კანონის მიერ. ყველა ადამიანს აქვს უფლება თანაბრად იყოს დაცული ამ დეკლარაციის დამრღვევი ყოველგვარი დისკრიმინაციისაგან და ასეთი დისკრიმინაციის ყოველგვარი წაქეზებისაგან.

                                          საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ

მუხლი 26

ყველა ადამიანი თანასწორის კანონის წინაშე და ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე კანონით თანაბარი დაცვის უფლება აქვს. ამ მხრივ უნდა აიკრძალოს ყოველგვარი დისკრიმინაცია და კანონი უნდა უზრუველყოფდეს ყველა პირის თანასწორ და ეფექტურ დაცვას რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა გარემოებების გამო დისკრიმინაციის წინააღმდეგ.

იცი თუ არა, რომ

გარდა C ჰეპატიტისა, არსებობს კიდე A, B და D ჰეპატიტები;

28 ივლისი არის ჰეპატიტებთან ბრძოლის საერთაშორისო დღე;

მსოფლიოში 180 მილიონი ადამიანია ინფიცირებული C ჰეპატიტით;

ვირუსის ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში, შესაძლოა, დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს 15–25 წლის განმავლობაში;

C ჰეპატიტი აივ–ინფექციაზე ათჯერ უფრო გადამდებია;

C ჰეპატიტის ვირუსი გარემოში მდგრადია: 16 დღე _ 25˚ C, 2 დღე _ 37˚ C, 6 კვირა _ 4˚ C;

სტომატოლოგთან ვიზიტისას საშიშია არა მხოლოდ არასტერილური ინსტრუმენტები, არამედ, წინა პაციენტთან გამოყენებული გამაყუჩებელიც, რომლის გამოცვლაც აუცილებელია მომდევნო პაციენტთან მუშაობისას, ხოლო ტატუს გაკეთების შემთხვევაში აუცილებელია მელნის გამოცვლა ყოველ ჯერზე, რადგან მელანში ნემსის ჩაყოფის დროს, ვირუსი შესაძლოა გადავიდეს სითხეში და შემდეგ მხოლოდ ნემსის გამოცვლა არ იქნება საკმარისი დაავადების თავიდან ასაცილებლად.

C ჰეპატიტით დაავდებულთა 70 % ნარკოტიკის მომხმარებელია.

C ჰეპატიტის გამომწვევი მიზეზი არის მხოლოდ და მხოლოდ ვირუსი, არ არსებობს დაინფიცირების სხვა გზა. მაგალითად, საზოგადოებაში გავცელებულია შეხედულება, თითქოს ბევრი სმისგან შეიძლება ადამიანი დაავადდეს C ჰეპატიტით. სასმელის ხანგრძლივად მიღებამ, შესაძლოა გამოიწვიოს ღვიძლის სხვა დაავადებები, მაგრამ არა C ჰეპატიტი.

C ჰეპატიტი არ გადადის ჩახუტებით, კოცნით და კეთილი ნების გამოვლენით, იყავი ლოიალური და დაიცავი ინფიცირებულთა უფლებები!

P.S. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ამ საიტს

About these ads
No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 269 other followers

%d bloggers like this: