Monthly Archives: მარტი 2013

სიმართლე აგრარულ უნივერსიტეტზე

აგრარული უნივერსიტეტისათვის ავტორიზაციის წართმევასთან დაკავშირებით უკვე ბევრი ითქვა და დაიწერა. გადავწყვიტე, თავი მოვუყარო ყველაფერს, რათა ვინც ამ პოსტს წაიკითხავს, დარწმუნდეს განათლების სამინისტროს უსამართლო გადაწყვეტილებაში. ძალიან გთხოვთ, ყველაფერი  ყურადღებით წაიკითხეთ.

ავტორიზაციის საბჭოს მიერ გამოვლენილი 7 ბრალდება, რის გამოც აგრარულ უნივერსიტეტს შეუწყდა ავტორიზაცია და არგუმენტები, რომლებიც აბათილებს (!!!) ამ ბრალდებებს:

ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს აგრარული უნივერსიტეტისათვის ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე ეფუძნება იმ გარემოებას, რომ თითქოსდა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიერ დადასტურდა ავტორიზაციის სამივე სტანდარტის დარღვევა, ასევე, სტუდენტის სტატუსის შეჩერების კანონით დადგენილი წესის უგულებელყოფა. ავტორიზაციის საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებით, დადგინდა 7 დარღვევა, რომელთაგან თითოეული კანონით არის უნივერსიტეტისათვის ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი.

 ბრალდება #1. სტუდენტების გარიცხვა: დარღვეულია „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლი და „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტრორიზაციის დებულების“ 32-ე მუხლი: აგრარულ უნივერსიტეტს თავისი აქტით დადგენილი აქვს ფინანსური დავალიანების გამო სტუდენტისათვის სტატუსის შეწყვეტის შესაძლებლობა, რაც არალეგიტიმურად ლახავს სტუდენტების უფლებებს. კანონმდებლობით, ფინანსური დავალიანება უნდა წარმოადგენდეს სტუდენტისთვის სტატუსის შეჩერების და არა მისი შეწყვეტის საფუძველს. განსხვავება მნიშვნელოვანია, ვინაიდან, სტატუსშეჩერებულ სტუდენტს შეუძლია სტატუსის აღდგენა 5 წლის განმავლობაში, ხოლო სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში, შეწყვეტიდან 12 თვის გასვლის შემდეგ პირს ხელახლა მოუწევს ჩააბაროს გამოცდები და ხელახლა ჩაირიცხოს უნივერსიტეტში. ასეთი შემთხვევა აგრარულ უნივერსიტეტში 2011 წლიდან დღემდე რამდენიმე ასეული გამოვლინდა, კერძოდ, 609 სტუდენტს შეწყვეტილი აქვს სტატუსი, მათი ნაწილის მიმართ საბჭომ, სწორედ, აღნიშნული მუხლის დარღვევა დაადგინა.

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პოზიცია #1 ბრალდებასთან დაკავშირებით:  Continue reading

აბსურდული სასამართლო

ვინც არ არის გარკვეული აგრარულის ამბებში, ამ პოსტის მიზანსა და არსს ვერ გაიგებს

მე ვიყავი ლოთი, ისეთი ლოთი, რომ ჩემი გამოსწორების შანსი ნულის ტოლი იყო, ყოველდღე მქონდა ე.წ. ზაპოი, სასმლის ფულის გამო ვმათხოვრობდი, ამდიოდა სუნი და ჩემი ღვიძლი დღითი-დღე იწყებდა დაშლას. მეგობრებიც მხოლოდ სასმლის ხათრით მეძმაკაცებოდნენ, ბევრჯერ მძინებია ტროტუარზე მაწანწალა ძაღლებთან ერთად.

ამ დროს გამოჩნდა კეთილი ადამიანი, რომელმაც წამიყვანა გამოსასწორებელში, მიმკურნალა, ჩემზე დიდი ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინა, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რათა აღედგინა ჩემი შელახული რეპუტაცია, რათა მე შემძლებოდა, დამებრუნებინა სამსახური, ბინა, მანქანა და შვილებისთის მიმეცა ხარისხიანი განათლება. ძველი საზიზღარი ლოთის ნიშნებიც კი არ შემომრჩა. ეს კეთილი მკურნალი ექიმი კი პარალელურად აგრძელებდა ჩემზე ზედამხედველობას, რათა ისევ არ დამელია და ძველებურად არ გავლოთებულიყავი.

ამ დროს ერთ გავლენიან კაცს მოეწონა ჩემი ცოლი და გადაწყვიტა თავიდან მოვეშორებინე. ამ კაცს ჩემი მკურნალი ექიმიც სძულდა, რადგან მან ვერ შეძლო ჩემნაირი ლოთების განკურნება ამ ექიმისგან განსხვავებით.

ერთ დღეს მეგობრის დაბადების დღეზე ვიყავი მეუღლესთან ერთად. ვიწრო წრეშიო, რომ იტყვიან. ყველამ შესვა იუბილარის სადღეგრძელო. მეც მოვწრუპე, თუმცა ჩემს გონებას არანაირად არ დატყობია, აბსოლუტურად ფხიზლად ვგრძნობდი თავს. მეგობრებმა გააგრძელეს ლხინი, კარგადაც შეზარხოშდნენ, ზოგი მათგანი ცუდად გახდა, ზოგმა “გაჭედა”, ზოგს უბრალოდ დაეძინა. მე კი სრულიად ფხიზელი ვადევნებდი ამ ყველაფერს თვალს. გადავწყვიტეთ სახლში წასვლა, რადგან ჩვენი შვილები სახლში მარტონი იყვნენ.  გარეთ რომ გამოვედით, გადავწყვიტე, რადგან 2 წვეთი ალკოჰოლი მაინც მქონდა დალეული, მანქანა სახლში დამეტოვებინა და სახლში ტაქსით წავსულიყავი. დავინახე მანქანა ყვითელი ტრაფარეტით და ხმამაღლა დავუძახე: “ტაქსიი!”. მანქანა გაჩერდა, ფასზე მოვრიგდით და სახლში მშვიდობით მიმიყვანა. Continue reading