Tag Archives: C ჰეპატიტი

C ჰეპატიტი – საფრთხე, რომელიც ყველას გვემუქრება

2007 წლის მონაცემებით საქართველოში 200 000 ადამიანია დაავადებული C ჰეპატიტით, რაც, მოსახლეობის საერთო რაოდენობასთან შედარებით, კატასტროფული მაჩვენებელია, ამასთანავე, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ეს მხოლოდ ოფიციალური მონაცემებია, შესაბამისად, ვითარება გაცილებით მძიმეა.

ჯანმრთელი ღვიძლი

რა არის C ჰეპატიტი?

ცე ჰეპატიტი არის ღვიძლის დაავადება, რომელსაც იწვევს ვირუსი. ის ზომით საკმაოდ პატარაა.ვირუსი სისხლში მოხვედრის შემდეგ აღწევს ღვიძლამდე და იქ იბუდებს, სადაც იწყებს გამრავლებას.

როგორ ხვდება ვირუსი სისხლში?

ვირუსი სისხლში შეიძლება მოხვდეს რამდენიმე გზით:

სისხლის გზით: გადასხმა, ნარკოტიკების მოხმარება ინფიცირებულის შპრიცით და არასტერილური სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენებით.

სქესობრივი კონტაქტი: დაუცველი სქესობრივი კონტაქტი ინფიცირებულთან.

ვერტიკალური გადაცემა: მშობიარობის, ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.

რა სიმპტომები ახასითებს C ჰეპატიტს? Continue reading

შენი ონლაინ კამპანია

ინტერნეტ–სივრცეში მორიგი ძრომიალისას საინტერესო კონკურსს გადვაწყდი:  შენი ონლაინ კამპანია ,  რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო   ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრთან ერთად ატარებს. კონკურსის მიზანია ონლაინ კამპანიის ჩატარება იმ ფარგლებში, რასაც მოიცავენ ზემოთდასახელებული სამინისტრო. თუ როგორი სახის უნდა იყოს ონლაინ აქტივობა, ეს დამოკიდებულია  კონკურსანტზე და, რაც მთავარია, ამ ყველაფრის შეფასება არ მოხდება მხოლოდ ლაიქებზე დაყრდნობით, არამედ კომპეტენტური ჟიური გადაწყვეტს გამარჯვებულის ვინაობას.

1.პირველ ეტაპზე კონკურსანტებმა ატვირთეს ერთწუთიანი ვიდეოები, სადაც მოკლედ ჩამოაყალიბეს თუ რის გაკეთებას აპირებენ ონლაინ კამპანიის ფარგლებში. Continue reading