Skip to content

მაინც ყველანი მოვკვდებით

March 6, 2017

ეგზისტენციალური ფილოსოფიის მიხედვით არსებობს სამი სახის სასოწარკვეთილება:

  • პირველია, როდესაც ხარ სასოწარკვეთილებაში, მაგრამ არ იცი ამის შესახებ;
  • მეორეა, როდესაც იცი, რომ სასოწარკვეთილებაში ხარ, ვერ ეგუები ამ მდგომარეობას და ცდილობ ამოძვრე;
  • და მესამე, როდესაც იცი, რომ სასოწარკვეთილებაში ხარ, მაგრამ ეგუები ამ მდგომარეობას და ისე აგრძელებ ცხოვრებას.

ყველაზე რთული, რა თქმა უნდა, მესამე მდგომარეობაა, რადგან რთულია იცოდე, რომ ხარ სასოწარკვეთილებაში და ამას ეგუებოდე, ძალიან ბევრი შრომა, ფიქრი და შინაგანი ბრძოლების გადალახვაა საჭირო, რომ მიაღწიო ამ მდგომარეობას.

მე მგონია, რომ ყველა ადამიანი 27 წლის შემდეგ ცუდად არის და ეს ბუნებრივი მდგომარეობაა. ეს 27 წელი საშუალოდ ავიღე, შეიძლება ზღვარის ოდნავ დაწევაც და აწევაც. 27 წლამდე კონკრეტული მიზნები გაქვს, რომლებსაც რაღაც ვადები აქვს და ნელ-ნელა მიყვები ამ საფეხურებს. სწავლობ სკოლაში და იცი, რომ მერე უნივერსიტეტში უნდა ჩააბარო, აბარებ უნივერსიტეტში და იცი, რომ მერე სამაგისტროზე უნდა გააგრძელო სწავლა, ამთავრებ სამაგისტროს და იწყებ მუშაობას და მერე? მუშაობ, მუშაობ, მუშაობ, მუშაობ, მუშაობ, მერე ახალი სამსახურია შენი მიზანი, ადიხარ კარიერული განვითარების სხვა საფეხურზე და ისევ მუშაობ, მუშაობ, მუშაობ და მერე? ეს არის ცხოვრება? დაახლოებით 27 წლის ასაკში ხვდები, Read more…

იოდის კლეტკები

March 5, 2017

სახლში გდების მესამე დღე წარმატებით მიმდინარეობს, დავალაგე სახლი, კარაქსის თითქმის ყველა ფილმს ვუყურე. განწყობის ბრალია თუ ამ რეჟისორის ფილმებშია მარტო ყოფნის არაადამიანური სევდა, არ ვიცი.

 

მარტო ყოფნას აქვს თავისი მინუსები, მაგალითად გუშინ ლამის ვიტირე იმის გამო, რომ ზურგზე ნანემსარი მტკივა და ე.წ. იოდის კლეტკებს ვერ ვიკეთებ და ჩემი თავი შემეცოდა, რომ არ არსებობს ასეთი ადამიანი ვისაც, აი, ასე უბრალოდ მიწერ: ჰეი, მოდი, მჭირდები, ზურგზე იოდის კლეტკები გამიკეთე. აი, ხომ სასაცილოა, მაგრამ მე ზუსტად ეს მჭირდება ძალიან, რომ ვინმემ იოდის კლეტკები გამიკეთოს ზურგზე…

ჰოდა, დავფიქრდი ამაზე და მივხვდი, რომ ძალიან შევზღუდე საკუთარი თავი ურთიერთობებში, იმდენად მაქვს იმის შიში ვინმეს არ ეგონოს რამეს ვავალდებულებდე, რომ არასოდეს არავის არაფერს არ ვთხოვ, არადა, რეალურად რა პრობლემაა, გქონდეს ურთიერთობა ადამიანთან, რომელიც მოვა და უბრალოდ იოდის კლეტკებს გაგიკეთებს ზურგზე…

იოდის კლეტკები იქით იყოს და ნებისმიერი სურვილის შეზღუდვა განპირობებულია მხოლოდ იმით, რომ სხვა არ შევაწუხო. კი, კი, მე ეს ძალიან მჭირდება, მაგრამ როგორ ვთხოვო ეს ვიღაცას… კი, მე ახლა უბრალოდ ტირილის ხასიათზე ვარ, მაგრამ როგორ ვიტირო, მტირალა გოგოები არავის მოსწონს… კი, მე ახლა მინდა ვიწუწუნო და ათასი სისულელე ვილაპარაკო რაციონალური საუბრების ნაცვლად, მაგრამ ვის უნდა შენი აბდაუბდის მოსმენა… ყველას ძლიერი, გაწონასწორებული, მხიარული, ლამაზი, დალაგებულად მოლაპარაკე სჭირდები და თუ ამ ჩამონათვალს არღვევ, გეშინია არ აიკრა იარლიყი სტანდარტული ისტერიჩკა გოგოსი, რომელიც სხვებს სულ რაღაცას სთხოვს და ავალდებულებს. ეს სტატუსების მოთხოვნა საზოგადებისგან ხომ მარაზმია, მაგრამ მეორე მარაზმია, როდესაც შენი პანიკური შიშის გამო ამ სტატუსების მიმართ, ყველაფერს გაურბიხარ…

9b7025dcf679140d3c2aafc8c98a1e44

ცოტა რამ დეპრესიაზედ

March 3, 2017

დღეს სამი მარტია, დასვენების დღე. ვიფიქრე, დილით გვიან გავიღვიძებ-მეთქი, მაგრამ, ტრადიციულად, ადრე გამეღვიძა და დილის ცხრა საათზე უკვე ჭიქა ყავით ხელში ვიჯექი ლეპტოპთან. გარეთ არც გამიხედავს, ისიც კი არ ვიცი როგორი ამინდია. რადგან მუქი ფარდები მაქვს, სინათლეც დიდად არ შემოდის და აზრზე არ ვარ სამყაროში რა ხდება.

ხამდახან რამდენიმედღიანი კარჩაკეტილობა მაშინებს და ვფიქრობ რომ სადმე გავიდე, მერე მახსენდება, რომ სოციალური კომუნიკაციები საკმაოდ დიდი ხანია გაწყვეტილი მაქვს ადამიანებთან და ვრჩები სახლში. სიმართლე გითხრათ, როგორ მოვახერხე ის, რომ ძალიან კომუნიკაბელური, აქტიური და დიდი სანაცნობო წრის მქონე ადამიანი ვიქეცი ასოციალურ არსებად, არ ვიცი. ვერც იმას ვიტყვი მომწონს თუ არა ეს მდგომარეობა, არა, დიდად არ მომწონს, თუმცა არც ხალხმრავალი ადგილები მიზიდავს დიდად, ასე რომ სჯობს ისევ სახლში ვიყო.

ჩემი გაუცხოება სმაყაროს მიმართ რამდენიმე თვის წინ დაიწყო. თავიდან მიხვდი, რომ აღარცერთი ადგილი, სადაც დავდიოდი, აღარ მომწონდა და არ მიზიდავდა, მერე დისკომფორტი შემიქმნა ადამიანებთან ურთიერთობამ, მერე დამეწყო გაურკვეველი შიშები, რომელთა ახსნა სრულიად შეუძლებელია, უფრო სწორედ, საჯაროდ თქმა დიდად არ მინდა. მერე მივედი ფსიქოლოგთან, Read more…

ყველაზე უინტერესო პოსტი

March 2, 2017

არ ვიცი რატომ გადავწყვიტე ისევ დავწერო ხოლმე ბლოგზე, ალბათ ნატალიას პოსტმა იმოქმედა. ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ დამეზარება, მაგრამ ჯანდაბას, ვცდი 🙂

რამდენიმე დღეა რაც ჩემს სახლში დავბრუნდი და მარტო ვცხოვრობ, დიდი ბედნიერებაა, როცა გინდა მაშინ დაეგდო დივანზე, საწოლზე ან თუნდაც იატაკზე, იარო გინდა ჩაცმულმა და გინდა გახდილმა, გინდა იმღერო, გინდა იცეკვო და მოკლედ, რაც გინდა ის აკეთო, აეე :))

ახლა ცუდი ამბავი – ასე ერთი კვირის წინ ძაღლმა მიკბინა და აცრებზე დავდივარ, დღეს ვიყავი მესამედ, დამრჩა კიდევ ორი აცრა.

დავიწყე Gravity Falls-ს ყურება და ორ დღეშივე დავამთავრე, გადავწყვიტე, რომ ეს იქნება ჩემი საყვარელი ანიმაციური სერიალი. Wendy ჩემი საყვარელი პერსონაჟი გახდა და ვფიქრობ ბლოგზეც მისი ფოტო ხომ არ დავაყენო 🙂 9b7025dcf679140d3c2aafc8c98a1e44

ხვალ დასვენების დღეა და დამწუხრებული ვარ, არ ვიცი ამდენი დასვენების დღე რაში გამოვიყენო, მაინც სახლში უნდა ვიწვე, ფილმებს ვუყურო ან წავიკითხო, ფეხს არ გავდგამ გარეთ.

დღეში ვსვამ ხუთ ჭიქა ყავას, ახლა მეორეზე ვარ, მალე დავიწყებ მესამეს.

დღეს კარგი ამინდია, არ ვიცი უნდა მიხაროდეს თუ არა, იდეაში, გარეთ რომ გავდივარ და სიცივისგან არ ვკანკალებ, მიხარია, ჰოდა, შესაბამისად, ალბათ უფრო მიხარია ვიდრე არა.

მალე ერთი თვე ხდება რაც სასმელი არ დამილევია, ამას ძაღლის ნაკბენის აცრებიც დაემატა და ახლა ხომ საერთოდ არ შეიძლება დალევა.

კიდე რა უნდა დავწერო ჩემი უზომოდ უინტერესო ცხოვრებიდან აღარ ვიცი.

აბა მე ვიცი 🙂

წონასა და სხვა უბედურებებზე

November 17, 2016

მთელი ცხოვრება მსუქანი ვიყავი, მსუქანი, რა, ალბათ, უფრო პუტკუნა, მაგრამ, რა თქმა უნდა, მუდამ უზარმაზარი წონის არსებად აღვიქვამდი საკუთარ თავს. ოდესღაც, ბავშვობაში კი გახლდით ძვალი და ტყავი, მაგრამ, აი, გარდატეხის ასაკში რომ მოვიმატე, დავრჩი და დავრჩი პუტკუნა, უფორმო გოგოდ.

ჩემი წონა ეს იყო ტანჯვის განუწყვეტელი ჯაჭვი, როდესაც ყოველთვის, როდესაც სარკეში ვხედავდი საკუთარ თავს, მეზიზღებოდა ის უფორმო, უფერული და მახინჯი გოგო, რომელიც იქიდან მიყურებდა და კი, ეს ტანჯვა მხოლოდ წონას არ ეხებოდა, ვერ ვიტანდი იმ ფერმკრთალ, ულამაზო სახის ნაკვთების მქონე წვრილთვალება გოგოს, რომლისგანაც საცოდაობისა და უბედურების მეტი არაფერი მოდიოდა.

საკუთარი თავის სიძულვილი გრძელდებოდა ქუჩაში, როდესაც გამონაკლისის გარეშე ყოველთვის მეგონა, რომ აბსოლუტურად ყველა, ვინც მხვდებოდა, დამცინოდა ჩემი სიმახინჯის გამო. გრძელდებოდა სკოლაში, მერე უნივერსიტეტში, ყველგან, ცხოვრების ნებისმიერ ნაბიჯზე.

დიეტაზე, ფაქტობრივად არასოდეს ვყოფილვარ, რადგან არ შემეძლო და ეს ცალკე მტანჯავდა, ჭამა იმდენად მიყვარს, რომ უბრალოდ თვალთ მიბნელდებოდა, თავს ვერ ვიკავებდი და Read more…

სქემებში მოქცევის პარადიგმებზედ

June 9, 2016

ტექსტის სათაურის ორი ვარიანტი მქონდა, არსებულის გარდა იყო მეორე: “სქემების იდენტიფიკაციისთვის თანამედროვე სამყაროს ბღაუჭებში”. ვერ შეველიე ვერცერთს, ბოლოს, უბრალოდ, მოკლე დავტოვე. 

რამდენიმე დღის წინ მე და ჩემი მეგობარი ვსაუბრობდით სქემებზე, კლიშეებზე და სტერეოტიპულ მიდგომებზე, გადავწყვიტე, ეს თემა ცოტა განმევრცო.

დისკურსი მდგომარეობდა შემდეგში: რამდენად გვაქცევენ გარშემომყოფი ადამიანები სქემებში და აღგვიქვამენ ისე, როგორც დანარჩენ სამყაროს, როდესაც აშკარად ამ ყველაფერზე მაღლა ვდგავართ (სნობიზმს ნუ დამაბრალებთ, თქვენი ჭირიმე, ეს ხუმრობაა ერთგვარი 🙂 )

ყოველდღიურ რუტინაში მოქცეულები ხშირად ვხვდებით სიტუაციებში, როდესაც გვესაუბრებიან იმაზე, რაც თავისთავადია; ამოდიან იმ პოსტულატიდან, რომ ეს შეიძლება არ ვიცოდეთ და უარესი, იმასაც არ უშვებენ, რომ ჩვენ შეიძლება იმაზე მეტიც გვესმოდეს, ვიდრე ეს კონკრეტული საკითხი მოიცავს.

მე და ჩემს მეგობრებს ადამიანებთან მიდგომის კონკრეტული სტანდარტები გვაქვს, ვიცით ვის როგორ ველაპარაკოთ, რადგან ურთიერთობის პროცესში ვხვდებით რა შესაძლებლობები აქვთ გარშემომყოფებს. მიდგომის ეს სტანდარტი არაა თავისთავადი ყველასთვის. თუმცა ამაში გასაოცარი თითქოს არაფერია; თუკი ყოველდღიურად გარშემორტყმული ხარ სოციუმით, რომელიც სტერეოტოპულად აზროვნებს და ლოგიკის ისეთ მარტივ ჯაჭვს ვერ გასცდენია, როგორიცაა Read more…

ერთი წელი კახას გარეშე

November 12, 2015

13 ნოემბერი. კახა ბენდუქიძის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ხანდახან ვფიქრობ, რომ ის არ მომკვდარა, სამოგზაურობ არის წასული და ერთხელაც, მოულოდნელად დაგვადგება თავს, გვეჩხუბება ყველა სისულელეს გამო, რაც კი გავაკეთეთ ამ ერთი წლის განმავლობაში და ჩვეული ნაბიჯით წავა თავის კაბინეტისკენ.

10697291_10204463638646905_6947007928378805279_oხანდახან მგონია, რომ მასთან მუშაობის და ურთიერთობის დეტალები მავიწყდება, ამიტომ ხშირად ვიხსნებ მასთან მუშაობის დროს, თითოეულს დღეს და დეტალს, რადგან არ შეიძლება დაგავიწყდეს, რომ იცნობდი და მუშაობდი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანთან ერთად.

ვიხსენებ დეტალებს, წვრილმანებს, რომლებსაც თავის დროზე მნიშვნელობა არ ჰქონდა. როგორ ისწორებდა სათვალეს, როგორ იღიმოდა, როგორ ჯდებოდა კაბინეტში ტახტზე, როგორ ჭამდა სამუშაო მაგიდაზე დაყრილ ფისტაშკებს და თხილს, როგორ ათვალიერებდა  შეხვედრების განრიგს, როგორ სვამდა ჰიბისკუსის ჩაის, როგორ კითხულობდა სამუშაო მაგიდაზე დალაგებულ გაზეთებს, როგორ იხსნიდა საათს ხელიდან და ასწორებდა, როგორ მიდიოდა წიგნების კარადასთან და მიხსნიდა რა პრინციპით დამელაგებინა წიგნები, როგორ მოდიოდა ხანდახან ხელჯოხით, როცა ფეხი სტკიოდა, როგორ ხუჭავდა თვალებს, როდესაც გაბრაზებული იყო, როგორ მიდიოდა სამუშაო დღის მერე ლიფტამდე და გზადაგზა მკარნახობდა Read more…