Skip to content

ათენის ჩანაწერები

November 24, 2010

2010.IX.04:

როგორც იქნა ჩამოვედით…

მერე იყო უცნობი სახეები, სახლი, დედა, დედა, დედა…

დედა იყო ყავისფერი და უზომოდ თბილი, ვიგრძენი…

ძილი მშვიდი და უშფოთველი

მეორე დღეს კი ზღვა…

ზღვა იყო ლურჯი და ამოუცნობი, ვერ გავბედე შესვლა, ვიჯექი და ვფიქრობდი, უცნაურ სიზმარში მეგონა თავი, ვერ ვიაზრებდი რომ ათენში ვიყავი.

ათენი… მე ვიცნობდი ანტიკურ ათენს, მაგრამ ამას არა – თანამედროვე შენობებით ავსებულს და მკვეთრად განსხვავებულს ჩემი ათენისგან, მაგრამ ყველაფერი მაშინვე შეიცვალა, როგორც კი აკროპოლისი ვნახე! იცით ეს რა იყო? არ იცით, არა! ეს იყო მე! კიი, მე! ყველგან მე იყო და სხვა არფერი!

აკროპოლისი, ნიკეს, ათენას ტაძრები, ო, კარიატიდები! თემიდას ტაძარი, დიონოსეს თეატრი, კიდევ მე დავდიოდი იქ, სადაც დადიოდნენ პერიპატეტიკოსები! ო, ეს იყო აღმაფრენის უკიდურესი წამი!

ემოციები სახლში მახრჩობდნენ, ვერ ვიაზრებდი არ მჯეროდა რომ იქ ვიყავი, იმ ადგილზე, რომელზეც არსებული ინფორმაციის, ფოტოების, იმ სამყაროს გარემოცვაში ვიმყოფებოდი 2 წელი და უცებ ეს ყველაფერი ხელშესახები გახდა!

მერე იყო ოლიმპიური სტადიონი, აგორა, ბერძნული და რომაული სტოა, ბიბლიოთეკა… კვლავ ემოციები, ფიქრები, განცდები… ამას თან ახლდა დაღლის ისეთი შემოწოლა, როდესაც გრძნობ, რომ უკვე აღარ ძალგიძს არსებობა! გინდა მოშორდე ამ ამაზრზენ სხეულს და იქ არსებულ მარადისობაში დაივანო! გარშემო იმდენია არქაული, ანტიკური და ეს ყოველივე, თითოეული დეტალი იმდენად დიდებული და ღვთაებრივია! და შენ შეგიძლია თითქმის ყველაფერს შეეხო ხელით!

2010.IX.o7:

აქ ჯონათან ლივინგსტონები არ არიან, მხოლოდ ერთი-ორი უმიზნო თოლიაა, მაგრამ როგორ შეიძლება თოლია უმიზნო იყოს?…

ზღვა კი ლივლივებს, ის ახლა თბილია და მარილიანი, გემები ფარავენ ჰორიზონტს და რამდენიმე იახტა კი ნაპირთან ახლოს მიმოდის.

მხოლოდ ერთი კვირა გავიდა… როგორ მოვასწარით ამდენი რამის ნახვა, გადატანა, განცდა, გააზრება ერთ კვირაში? მგონია, რომ 1 თვეა გასული უკვე…

დღეს ზღვა ისეთი ლამაზია, როგორც არასდროს… ლურჯია, საოცრად ლურჯი… ტალრები მშვიდად ევლებიან მას ზემოდან, ჰორიზონტთან კი რუხ ნისლში იკვეთებიან გემები, უცნაური რუხი ნისლია, ის ზემოთ ღიავდება და ცის ფერს ერწყმის, მერე კი ღრუბლებია, აქა-იქ მიმოფანტული ღრუბლები… თოლიები არ ჩანან… ჩემი ზღვა… ოჰოო! აი, გამოჩნდა! ასეთი დიდი გემი ჯერ არ მინახავს აქ! ის თეთრია და ნელა მიაპობს ლურჯი ზღვის ტალღებს…

3 Comments leave one →
  1. July 12, 2011 13:44

    ათენიიიიიიი ❤❤❤ მეც განვიცადე ეს ყველაფერი შარშან,დარეტიანებული დავდიოდი ❤❤❤ ძალიან დიდი შეგრძნებები გამოიწვია ჩემში…

  2. Qeta permalink
    July 26, 2011 15:41

    ჩვენ რომ ვიყავით, ნინოს ხშირად ვეუბნებოდი ჩვენ აქ უნდა ვიყოთ და ნათია არა თქო : ))) ზუსტად ვიცოდი სხვანაირად აღიქვამდი ყველაფერს❤ გამიხრდა შენი ბლოგის ნახვა❤

  3. ნათია permalink*
    July 26, 2011 16:48

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: