Skip to content

HYDRA

November 26, 2010

2010.IX.12:

გაორებული ვარ…

კუნძული HYDRA…

წარმოვიდგენდი ოდესმე HYDRA-ზე თუ მოვხვდებოდი? აქ ყოფნის განცდები სცდებიან სღვარს, რომლამდეც ვარ მე… ზღვა იმდენად ლურჯია, რომ ჟრუანტელი მივლის…

სახლი თეთრია, თეთრი და ცისფერი… აქ ყველაფერი თეთრი და ცისფერია, ნავები სულ მიდი-მოდიან, ცემი ფანჯრიდან ხედი კი არასდროს ყოფილა ასეთი ლამაზი!

აქ არაფერია თანამედროვე ნავების და გემების გარდა… არაა მანქანები, სკუტერები, მოტოციკლები, ველოსიპედები, მხოლოდ ცხენები და ვირები, ასევე უამრავი კატა🙂

მზის ჩასვლა კი… არ დამინახავს, ღრუბლები ჩამოეფარნენ, ვხედავდი ვხედავდი საბურველიდან გამომავალ სხივებს, რომლებიც ეცემოდნენ ზღვის ზედაპირს და საოცარ სანახაობას ქმნიდნენ…

ქარის წისფვილები ამაყად აღმართულან, ზღვა კი ისვენებს… მოჩანს თეთრი ზოლი, რომელიც კატერმა დატოვა ნავსადგურში შემოსვლისას…

2010.IX.13:

დილით ადგომაც არასდროს ყოფილა ასეთი მშვენიერი! შენი გადასაფარებლის სილურჯე ერწყმის ფანჯარასთან დაწყებულ ზღვას და გგონია რომ მთელი ღამე ტალღები განანავებდნენ…. თითქოს შენ თვალწინ იბადება კუნძულის კლდოვანი მონაკვეთი და სულ რაღაც 2 ნაბიჯით წინ მიმოდიან კატერები! ზღვის სილურჯეს ცა აგრძელებს ჰორიზონტთან და ხარ ღვთაებრივ სილურჯეში გახვეული!… მაგრამ…

მაგრამ გულის ტკივილამდე მინდა საქართველოში! ო, როგორ მწყურია მშობლიური ჰაერის ჩასუნთქვა! იდრა ციდან მოვლენილი სასწაულია, მაგრამ მე საქართველოს 1 ქვასაც კი არ მირჩევნია ეს კუნძული! დავიღალე ამდენი უნიკალურობის ხილვით, უბრალოება მომენატრა… ჩემი საქართველო მინდა, იქ არიან ჩემი ადამიანები…

ღმერთო, რა ლამაზია აქ ყველაფერი! ეს ხომ ისეთი ადგილია, როგორზედაც ყოფნაზე ოცნებობდი მუდამ? აქ არაა დამანგრეველი თანამედროვე ტექნოლოგიები, ყველაფერი ძველი და სასწაულებრივად ლამაზია. მაინც საქართველოში მინდა… არ ვიცი მე არ ვარ პატრიოტი, ჭეშმარიტი პატრიოტი, ჩემთვის ჩუმად მიყვარს ჩემი სამშობლო და არ ვყვირი ხმამაღლა, არ მაინტერესებს პოლიტიკა… არ ვარ პატრიოტი… გულანთებულ პატრიოტს თავისი ქვეყნის ყველაფერი უნდ აინტერესებდეს, მე კი… მე კი ჩუმად ჩემთვის მიყვარს მხოლოდ იგი… ხევსურეთზე ჩუმ ოცნებაში ყოფნა გაგრძელდება თბილისში დაბრუნებისთანავე, აქაც ხევსურეთი მიდგას თვალწინ, HYDRA-ს ლურჯი ზღვის ზედაპირს ვუმზერ და ხევსურეთზე ვფიქრობ…

2010.IX.14:

მივხვდი! არაფერ შუაშია მონატრება სამშობლოსადმი და ვერგაჩერება ამ უმშვენიერეს კუნძულზე! აქ არ არიან ჩემი ადამიანები! მათთან ერთად ყველგან წავალ და გაორებული განცდები აღარ შემიპყრობენ. ამ კუნძულზე ჩემს ადამიანებთან ერთად რომ ვყოფილიყავი, ასეთი ნოსტალგია არ მექნებიდა.

ჩვენ ყველას გვყავს ჩვენი ადამიანები და მათთან ერთად მთებს შევძრავთ! მერე კი ერთად მოგვენატრება საქართველო და…

ან იქნებ ჩვენი ადამიანების და სამშობლოს მონატრება გადახლართულია ერთმანეთზე და არ შეიძლება მათი გახლეჩა? ჩვენ გვიყვარს ჩვენი სამშობლო ჩვენს ადამიანებთან ერთად! ახლა აქ ყოფნა კი უდიდესი სასწაულია!

No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: