Skip to content

ცხოვრების განსხვავებული აღქმა

December 7, 2010

ყველა ადამიანი განსხვავებულ ენაზე საუბრობს და თითოეული ჩვენგანი სხვადასხვანაირად აღიქვამს სამყაროს. ადამიანების აღქმა და მსოფლმხედველობა საკმაოდ განსხვავებულია. ზოგისთვის ადამიანური ღირებულებები მხოლოდ ფიზიკური მხარით განისაზღვრება, ზოგისთვის გრძნობები და ემოციებია უმთავრესი, სულიერი სამყარო, ზოგისთვის კი გონებრივ პრინციპს ეფუძნება ყოველივე. აუცილებელი არ არის, რომ გარკვეული რიგობითობა მივანიჭოთ მათ და კიდევ ვუწოდოთ რიცხვითი სახელები ადამიანის განვითარების მომდევნო სტადიებს, სახელების დარქმევა ყოველგვარი რიგისა თუ სტადიებად დაყოფის გარეშეც შეიძლება. ესეც, ალბათ, ჩემეულად აღქმული სამყაროა, სხვისთვის შეიძლება მნიშვნელოვანიც იყოს ჩვენი რიგობითობა.

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ახერხებენ ფიზიკურზე, ფსიქიკურსა და გონებრივზე დაყრდნობით, მათი თანაბარზომიერი შერწყმით, ამ ყოველივეზე მაღლა დგომას, ემოციების მართვას და გაცილებით ღირებულ მოვლენებზე დაფიქრებას, რომელთათვისაც საგნის გარეგნული კი არა, შინაგანი მხარეა მთავარი, საგნის სიღრმისეულობაა მიმზიდველი.

წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ წინ აღმართულია დიდი კედელი, ზოგიერთი დაკმაყოფილდება ამ კედლის გარეგნული მხარის დათვალიერებით და მოკლედ ჩამოაყალიბებს თუ რა არის ეს. ზოგიერთი კი ამ მხარეს თვალს შეავლებს და მერე კი დაინტერესდება თუ რა ხდება შიგნით, მეორე მხარეს, იქნებ ის აბსოლუტურად განსხვავებულია იმისგან რასაც ჩვენ ერთი შეხედვით ვამჩნევთ, ან იქნებ მას აქვს გაგრძელება და ოთხკუთხედს ქმნის; ან, იქნებ ის სინამდვილეში, მხოლოდ და მხოლოდ, ერთი უბრალო კედელი კი არ არის, არამედ სასახლის ფასადის ნაწილია?

მოკლედ… ცხოვრება გაცილებით ღრმაა და რთული ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს… ან იქნებ მე ვართულებ ცხოვრებას?

არ ვიცი…

One Comment leave one →
  1. lobzhanidze permalink
    January 28, 2011 01:42

    კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ მოვლენებს ან საგნებს მარტივად შევხედოთ და ამავდროულად კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ცხოვრებაში ყველაფერი გავართულოთ. ამის ასახსნელად ალბათ რამდენიმე გვერდის დაწერა მომიწევს, ამიტომაც სხვა დროისთვის შემოვინახავ.
    ისე კი, კარგი პოსტი იყო 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: