Skip to content

უაზრობა

January 11, 2011

უაზროდ ვარ…

მხოლოდ ეს და მეტი არაფერი!

ვგრძნობ როგორ მეძალება ემოციები, რომლებსაც ვერ ვაძლევ ვერანაირ მიმართულებას, არ ვიცი რა გზით წავიდე და როგორ გავთავისუფლდე ამ უაზრობისგან… გამომწვევ მიზეზებსაც კი ვერ მივაგენი, ჰმ! მგონი მე მათ ვიგონებ… ვიგონებ ცუდ ფაქტებს ჩემი ცხოვრებისას და ძალით ვდარდიანდები! სინამდვილეში არც ისე ცუდად არის ყველაფერი, მაგრამ მე როგორ ვიცხოვრო ისე თუ უბედური არ ვიქნები, თუ არ მივიღებ სევდის დღიური დოზას? თუ არ ვიტირე ერთხელ მაინც, არ დავაკნინე საკუთარი თავი თუ რაოდენ უბადრუკი ვარ, არ გადმოვაგდე თუნდაც ერთი ცრემლი, არ დავიბოღმე საკუთარ თავზე, არ ვეწუწუნე მეგობრებს… ის დღე რა დღეა?…

ხანდახან ძალინ მეშინია საკუთარი ემოციების, რომლებიც ჩემი აბსოლუტური წარმმართველები არიან, არ ვიცი როგორ ვაკონტროლო ისინი, 2 დიდ უკიდურესობას შორის ვარ მოქცეული და შუაში რა ხდება წარმოდგენა არ მაქვს!

შემიძლია ვიყო უზომოდ ბედნიერი გაცისკროვნებული ღიმილით სახეზე, მეორე წამში კი უსაზღვროდ უბედურად ვიგრძნო თავი და წამლების დიდი დოზის დალევა მომინდეს… შემიძლია ვტიროდე საშინლად, რამოდენიმე წამში კი ღიმილმა შეცვალოს საავდრო ღრუბლები… მე მეშინია ამ ორი უკიდურესობის… ოქროს შუალედზე არ ვოცნებობ, მხოლოდ ოდნავ წონასწორობას ვნატრობ ხოლმე, ემოციების სულ ოდნავ ძირს დაწევას, რომლებითაც პირთამდე სავსე ვარ და დამძიმებული.

ვოცნებობ ყოველთვის შემეძლოს თავის შეკავება მაშინ, როდესაც მინდა ვიტირო, არ ვთქვა ისეთი რამ რისი თქმაც არაა მართებული, ცხელ გულზე არ მივიღო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები და ა.შ. საკუთარი თავის კონტროლი არ შემიძლია, ეს მღლის, მთრგუნავს, მაშინებს ადამიანებთან ურთიერთობისას.

ემოციები მღლიან, მწურავენ, სიგიჟემდე მაკარგვინებენ თავს. რამდენჯერ მიცდია, რომ გამეკონტროლებინა ისინი, ვყოფილიყავი მშვიდად, აუღელვებლად მეცხოვრა, მაგრამ არ გამომდის, თუმცა გარეგნული ცვლილებები აშკარაა, რამდენიმე დღის წინ ვსაუბრობდით ჩემი ემოციურობის საკითხე მეგობრებთან ერთად, რომლებმაც აღნიშნეს, რომ პირველ კურსზე გაცილებით ,,მღელვარე” და გაუგებრობამდე ემოციური ვიყავი, ახლა კი გაცილებით მშვიდი ვარ, მაგრამ სამწუხაროდ აქ ერთი რამ შეიცვალა მხოლოდ: გარეგნულმა ნიშნებმა გადაინაცვლეს შიგნით, შესაძლოა ახლა საოცარი მღელვარებით აღვსილი აღარ ვსაუბრობ და არც მობილური ტელეფონის დარეკვისას ვხტები ერთი მეტრით ზემოთ, თუმცა შინაგანი მღელვარება იგივე დარჩა.

თუმცა, სიმართლე რომ ვთქვა, არჩევანის წინაშე რომ მომიწიოს დადგომა ჩემს ახლანდელ მდგომარეობასა და ოქროს შუალედს შორის, არაფერს შევცვლიდი… ემოციურობას აქვს დადებითი მხარეები, რომლებსაც ვერასდროს გაიგებ, ალბათ, თუ არ ხარ აღსავსე ემოციებით! სამყაროს სილამაზის აღქმა ემოციურად, თითოეული წვეთის, თითოეული ქვის, კენჭის, ფოთლის, ყველაზე, ერთი შეხედვის უმნიშვნელოს, დანახვა, აღქმა ემოციურად, ეს იმდენად საოცარ განცდებთან არის დაკავშირებული, რომ მსგავს მომენტებში ყოველთვის მადლობას ვწირავ უფალს ასეთად ყოფნისთვის!

არ არსებობს სიტყვები, რომლითაც შემეძლებოდა გადმომეცა ემოციებისგან გამოწვეული სიხარული, რაც დაკავშირებულია ზემოთხსენებულ სამყაროს ესთეტიურ აღქმასთან და ადამიანებთან ურთიერთობასთან, თითოეული წამი, რომელიც დაკავშირებულია სიყვარულის დომინირებასთან ჩემში, გენიალური და განუმეორებელია! სისულელეა ხოლმე მხგავს მომენტებში სხვა ყველაფერი, ცივი რაციონალიზმი, წმინდა გონების ბატონობა.

დაე ვიყო ასეთი, არ მინდა სხვაგვარად ყოფნა! დადებითი მხარე იმდენად საოცარი აქვს გრძნობებზე დაყრდნობით ცხოვრებას, რომ ათასწილად ჯაბნის ის უარყოფითს!

უბრალოდ ახლა ვარ უაზროდ, აირია ბევრი რამ, მაკლია ძვირფასი ადამიანები, რომლებთანაც ვარ ბედნიერი… თითქოს საკუთარი თავი დავკარგე… არადა ისინი ახლოს არიან, არსად წასულან, მხოლოდ მე დავიკარგე სადღაც შორს, საკუთარი თავის უაზრო ძიებაში…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: