Skip to content

გაურკვევლობა პიკს აღწევს

January 21, 2011

რამდენი ხანია ვფიქრობდი რა მიქმნიდა პრობლემებს ადამიანებთან ურთიერთობისას, როგორც იქნა მივხვდი – გულახდილობა! ჰმ, საინტერესოა, ყოველთვის მეგონა, რომ თუკი ბოლომდე გულწრფელი ვიქნებოდი გაცილებით ადვილი იქნებოდა ცხოვრება და გაცილებით უკეთ შევძლებდი ნდობის მოპოვებას.

თურმე ვცდებოდი, ბევრს მივეცი საშუალება ემართა ჩემი ცხოვრება ისე რომ ვერც კი ვაცნობიერებდი, ახლა კი დათრგუნული ვარ, თურმე რამდენი რამ იციან ჩემზე ისეთმა ადამიანებმა, რომლებმაც ნამდვილად არ ღირს ასე ღრმად მიცნობდნენ… თუმცა მხოლოდ ასეთი ადამიანების ფაქტორი არაფერ შუაშია, თანდათან ვიწყებ იმის გაცნობიერებას, რომ არის ისეთი მოვლენები, რომლებიც არაა საჭირო მათი ყველაზე ახლობელ ადამიანებთან გამხელაც კი, იმიტომ კი, არა რომ არ ენდობი, უბრალოდ ამით საკუთარ ემოციებსა და განცდებს ახვევ მათ, საკუთარ ტკივილს უნაწილებ ისე, რომ არც ეკითხები.

რაც დრო გადის იმაშიც უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ სხვებისგან არასდროს უნდა ელოდე იმავეს რასაც შენ უკეთებ, უმეტეს შემთხვევებში იმიტომ ვარ ხოლმე დათრგუნული, რომ ბევრი არასწორად იგებს ჩემს რჩევას, ყურადღებას, სითბოს და ა.შ. ვერაფრით ვიგებდი რატომ მოდიოდა ხოლმე უარყოფითი რეაქცია მაშინ, როდესაც მე მთელი გულით და სულით კარგის გაკეთება მინდოდა.

სიმართლე გითხრათ ახლაც არ მესმის ეს და ხშირად ვკამათობ ამაზე, ბევრსაც ვფიქრობ, მაგრამ სათანადო დასკვნა ვერაფრით გამომიტანია, ნუთუ ჩემშია მხოლოდ პრობლემა? ნუთუ ასე ცუდია ის ფაქტი, რომ ვიღაცას უნდა დაგეხმაროს, შენდამი სითბო გამოიჩინოს, ამ ყოველივეს მლიქვნელობად აღქმა, ცუდი ქვეტექსტის დანახვა აქ რა საჭიროა?! ვერ ვხვდები და, ალბათ, კიდევ დიდხანს ვერ მივხვდები.

ამ საკითხზე ჩემმა მეგობრებმა საბოლოოდ შეწყვიტეს ჩემთან კამათი, ვერაფრით გამაგებინეს რატომ არ უნდა გავუკეთო ყველას სიკეთე, არ ვიყო ყველასთან გულწრფელი… არ ვიცი, უკვე ისე დავიბენი, რომ აღარ ვიცი როგორ მოვიქცე, რადგან ყველა ამას მეუბნება ასეც უნდა იყოს, ისინი მართლები არიან, მაგრამ ვერაფრით ვწვდები ამ სიმართლის არსს, ვერაფრით… იქნებ რაც მე კარგი მგონია სინამდვილეში სულაც არაა სიკეთე და მართლაც არასათანადოდ ვიქცევი უმეტეს შემთხვევებში, მაგრამ ეს თუ ასე აღმოჩნდება დაინგრევა ყველაფერი რაც აქამდე ჭეშმარიტებად მიმაჩნდა, რაც სწორი მეგონა მთელი ეს წლები, გამოდის, რომ ახალი ცხოვრება უნდა დავიწყო სწორი შეხედულებებით… არ ვიცი, ამაზე ფიქრი მაბნევს, მთრგუნავს…

როგორია აღარ ვიყო გულწრფელი ადამიანებთან ურთიერთობისას? გამიჭირდება, როგორ შევიკავო ემოციები, როდესაც ისინი მომაწვებიან, აი, აქ, ყელთან და გარეთ გამოსვლას მოინდომებენ? ემოციების შეკავება, მათთვის სხვა მიმართულების მიცემა, ეს აბსურდულია ჩემთვის, ეს ხომ საკუთარი თავის მოტყუება იქნება, უპირველეს ყოვლისა, ვიდრე სხვების, როგორი იქნება ასე შეცვლილი ნათია? ნუთუ მზად არიას ყველა მიმიღოს ასეთად?

შეცვლილი ხომ ხელოვნური ვიქნები?…

5 Comments leave one →
  1. March 19, 2011 20:24

    მე 3 წლის წინ წავიკითხე იდიოტი და ჩემი თავი რომ აღმოვაჩინე, მერე გადავწყვიტე საზოგადოებაში შეცვლა… ნახავ შენც..
    არასწორად გაგიგებენ, ყველასთან არ აქვს აზრი.

  2. May 14, 2011 13:32

    ვერც კი წარმოიდგენ როგორ მესმის შენი…საერთოდ მაქსიმალისტი ვარ ყველაფერში, უზომო ,უსაზღვრო სიყვარული ვიცი,ამიტომაც სულ მცირე რაღაც მწყინს ხოლმე, ბუტიასაც მეძახიან..რა ვქნა მწყინს როცა რასაც გავცემ მაგის ნახევარსაც ვერ იმეტებენ ჩემთვის:(:(:( ისე მიჩირს ხოლმე გრძნონების გამოხატვა მიუხდავად უზომო სიყვარულისა.ასე მგონია მლიქვნელობასა და აფერისტობაში ჩამომართმევენ..და ვარ ასე ..დავათრევ გამოკეტილ გრძნობებს..უამრავმა ,ტუნდაც ახლობელმაც არ იცის როგორ მიყვარს და მაგათ გამო სიცოცხლესაც კი გავწირავ..უბრალოდ არ იციან..უფრო მეტიც ზოგს უგულოც ვგონივარ ალბათ..არ ვიცი როგორ მოვიქცე ადამიანებთან..ზოგი ისე გებულობს,ზოგი ასე..მერე მე მტკივა ყველაფერი და მე ვტირი:(:(:(

  3. ნათია permalink*
    May 15, 2011 12:28

    ძნელია იყო ასეთი, მეტისმეტად ემოციური… არ ვიცი რა გირჩიო მე თვითონ ვერ ვშველი საკუთარ თავს, ალბათ, იმით უნდა დავიმშვიდოთ თავი, რომ გულწრფელები ვართ და არ ვიტყუებით…

  4. partizan permalink
    May 21, 2011 15:30

    კეთილი იყავით🙂 , პატარა რეპლიკას დავარქმევდი ამას და მერე თავად გადაწყვიტეთ რა იქნება, თუ საქმეების გაკეთება, სიტყვების თქმა გსიამოვნებთ თქვით და გააკეთეთ და არ დაელოდო რით გიპასუხებენ! უბრალოდ შენ შენი გააკეთე და სულ ეგაა… ყოველთვის იქნებიან უკმაყოფილონი, უმადურნი და დაუნახავნი . მაგრამ ცხოვრება ღირს საქმეების კეთებად :)!!! მე ესე მგონია და ესე ვცხოვრობ :):):):)

  5. ნათია permalink*
    May 21, 2011 15:45

    დიდი მადლობა ასეთი რჩევისთვის, ვეცდები გავითვალისწინო🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: