Skip to content

თსუ – კრიტიკის გაცვეთილი საგანი

February 19, 2011

ბოლო დროს ხშირად მესმის თსუ-ს, მისი ფაკულტეტების დეკანებისა თუ დეკანატში მომუშავე პერსონალის კრიტიკა. სამწუხაროდ, მათთან პრობლემები მეც მექმნება. საბოლოოდ, უნივერსიტეტის ,,მაღალ თანამდებობებზე” მომუშავეთა არადეკვატურობაში მაშინ დავრწმუნდი, როდესაც წინა სემესტრის დასაწყისში საგნების დამთხვევის გამო დეკანტან მისულებს, მე და ჩემს მეგობარს, დეკანის მოაგდილემ გამოგვიცხადა, რომ თურმე თსუ-ში სტუდენტებს საგნები ერთმანეთს არ ემთხვევათ და მსგავს ,,სისულელეებს” ჩვენი სპეციალობის ბავშვები ვიგონებთ და ბოლოს ლამის უნივერსიტეტიდან გარიცხვით დაგვემუქრა, რადგან თურმე უდიდესი შეურაცხყოფა მიგვიყენებია ზრდილობიანად რომ ვთხოვეთ ერთ-ერთი საგნის გადატანა სხვა დღეს. არადა, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, უკვე მეოთხე წელია ყველას გვემთხვევა საგნები და აღარც მახსოვს მერამდენედ ვცდილობ ამ პრობლემის მოგვარებას.

სიმართლე გითხრათ, ბოლონიის პროცესს არაფერს ვერჩი, თეორიულად საკმაოდ ღირებული სისტემაა და მაქსიმალურად ანიჭებს სტუდენტს არჩევანის თავისუფლებას, შესაძლებელია ისე დაასრულო უნივერსიტეტი, რომ შენი სპეციალობისთვის აუცილებელი საგნების გარდა გაიარო სხვადასხა სპეციალობების საგნებიც, რომლებიც გაინტერესებს. ეს სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას  მიიღოს საკმაოდ მრავალმხრივი განათლება.

მაშ რაშია პრობლემა? რატომ იწვევს ამდენ გაუგებრობას სწავლის ახალი სისტემა? რატომ არის ამდენი დამთხვევა? გაურკვევლობა კრედიტებში? გამოცდენის ჩაბარების ბევრისთვის გაუგებარი სისტემა? რაც შეეხება პირველ კითხვას: ამის თავიდან აცილება შეუძლებელია. თუ მთავარი სპეციალობის პარალელურად ეუფლები მეორადსაც, ძალიან უნდა გაგიმართლოს რომ საგნები არ დაგემთხვეს ერთმანეთზე, ხოლო, როდესაც მსგავსი დამთხვევა ხდება, განცხადების დაწერის საფუძველზე შესაძლოა გადაგიტანონ საგანი შენთვის სასურველ დროს, მაგრამ ეს იშვიათ შემთხვევებში ხდება, მაგალითად, თუ საგანზე, რომლის გადატანაც გინდა ძალიან ცოტა ბავშვია (საბედნიეროდ, ამ პრობლემის მოგვარება ჩვენთან რთული არასდროს ყოფილა, კლასიკური ფილოლოგიის საგნებზე, რომელიც ჩემი ძირითადი სპეციალობაა, მხოლოდ 2-3 ბავშვი ვართ). მაშინ რა უნდა ქნან იმ სტუდენტებმა, რომლებიც ვერ მოახერხებენ საგნის გადატანას?

1.ლექტორთან შეთანხმების საფუძველზე დაესწრებიან ხან ერთ, ხან კი მეორე საგანს;

2. თუ ერთ-ერთი საგნის ლექტორი მტკიცე უარს ეტყვის დასწრების და აქტიურობის ქულის დაწერაზე, უნდა შეეგუოს ბედს და დასჯერდეს კოლიკვიუმის და გამოცდის შედეგებს. თუ ორივე საგნის ლექტორი ასეთი მკაცდი და შეუვალი აღმოჩნდება, არ უნდა იქონიოს მაღალი შეფასების იმედი;

3.ყველაზე უარესი შემთხვევა: საერთოდ გააუქმოს ერთ-ერთი საგანი, რადგან ფიზიკურად დასწრების გარეშე შეუძლებელია მისი სწავლა.

მსგავსი პრობლემის წინაშე დადგომა არავისთვისაა სასურველი, მით უმეტეს მაშინ, თუ ამის გამო გიწევს მეორადი სპეციალობის გაუქმება.

რაც შეეხება კრედიტებში გარკვევას, ესეც არაა მარტივი საკითხი. სტუდენტის პირად ანკეტაში სრული არეულობაა, ვერ გაიგებ ეს საგანი რატომ გაიარე თუ არსად ფიქსირდება. დეკანატში მისულს პასუხად გეუბნებიან, რომ ეს პრობლემა არაა, მთავარია რა გაიარე და არა ის თუ რა არის დაფიქსირებული, მაგრამ რა ვქნა მე, თუკი მსგავსი პასუხი არ მაკმაყოფილებს და მინდა ვხედავდე რას ვსწავლობ, რა ქულას ვიღებ, პრობლემები ხომ არ შემექმნება ამის გამო დიპლომის აღებისას, მაგრამ ამაზე პასუხის გაცემა არავის უნდა თუ არავინ იცის.. ეს უკვე  არ ვიცი🙂

კიდევ ერთი პრობლემაა გამოცდის პასუხების დროულად დადების საკითხი. მეორადი გამოცდების დრო ისე მოდის, რომ გარკვეული საგნის ქულები ჯერ არაა დადებული და სტუდენტი, როდესაც უკვე ეს მეორადი გამოცდებიც ჩავლილია, მაშინ იგებს რომ პირველ გამოცდაზე ჩაჭრილა.

ჩემთვის  გაუგებარია ასევე თუ რა საჭიროა ისეთი გამოცდების მაღლივში დანიშვნა, რომლებსაც მხოლოდ 2-3 ადამიანი გადის? თუ მიზანი ის არის, რომ ლექტორმა პირადი ნაცნობობის გამო არ დაუწეროს სტუდენტს ქულა, მაშინ ჩემ შემთხვევაში ეს არ ამართლებს, რადგან ლექტორი, რომელიც 3 თვე მასწავლიდა ერთ საგანს კვირაში 4-ჯერ, ნამდვილა ცნობს ჩემს ნაწერს და იცის თუ რომელი სტუდენტის ნაშრომს უწერს ქულას. თანაც მაღლივში დანიშნული ასეთი გამოცდების გამო 2-ჯერ მომიწია ორტომიანი უზარმაზარი ლექსკონების წაღება, რაც საკმაოდ გამიჭირდა, ხოლო ერთ ჩემს ჯგუფელს საერთოდ არ ჰქონდა ლექსიკონი, რადგან ლიდლი სკოტის ძველბერძნულ-ინგლისური ლექსიკონი ერთადერთი ჩვენს ბიბლიოთეკას აქვს და უზომოდ ძვიფასია შინაარსობლივადაც და კოლოსალური თანხაც ღირს, ამიტომ მაღლივში, რა თქმა უნდა, არავინ გაატანდა სტუდენტს ასეთ ძვირფას ლექსიკონს. ეს გამოცდა რომ უნივერსიტეტის მერვე კორპუსში ჩატარებულიყო, როგორც ადრე ხდებოდა, მსგავსი პრობლემა არ შეიქმნებოდა.

თუმცა, მიუხედავად ამდენი კრიტიკისა, შესაძლებელია სიტუაციის მოგვარება, ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სისტემა დაიხვეწება და უნივერსიტეტის სასწავლო დეპარტამენტებში და დეკანატებში ისწავლიან თუ როგორ მოეპყრან სათანადოდ სტუდენტებს.

3 Comments leave one →
  1. March 19, 2011 09:18

    შემთხვევით ვნახე ეს პოსტი .გეთანხმები სრული ქაოსია და აუცილებელია რო რაღაც შეიცვალოს
    http://wordgirl123.wordpress.com/2011/03/19/სტუდენტის-ოცნება/

  2. February 20, 2012 12:45

    ჩემს ფაკულტეტზე ჯერ მწვავე პრობლემები არ გვქონია, მაგრამ ეს ხომ 1 კურსია და ჯერ ყველაფერი წინაა :დდ
    შემიძლია გითხრა რომ კარგად გაქვს ყველაფერი ჩამოყალიბებული პუნქტობრივი სახე აკლია, შეადგინეთ დოკუმენტი ააგროვეთ ელომოწერები და შეიტანეთ დეკანატში – რაღაც გამოხმაურება მაინც მოყვება ამდენი ხალხის პროტესტს, თორემ მარტო თქმით არაფერი გამოვა…

  3. palataN13 permalink
    May 5, 2012 03:52

    “შესაძლებელია სიტუაციის მოგვარება, ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სისტემა დაიხვეწება და უნივერსიტეტის სასწავლო დეპარტამენტებში და დეკანატებში ისწავლიან თუ როგორ მოეპყრან სათანადოდ სტუდენტებს.”
    სამწუხაროდ ღრმად ვარ დარწმუნებული რომ მსგავსი, რამ, მანამდე არ მოხდება, სანამ ეს ძველი თანამშრომლები არ დატოვებენ თსუ-ს შენობას. არ ვამბობ ამას ბოროტულად, მაგრამ ამ ხალხს იმდენად აქვს სისხლში გამჯდარი მსგავი მოქცევა სტუდენტების მიმართ, რომ თამამად შეიძლება ვთქვათ: “კუზიანს სამარე გაასწორებსო”.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: