Skip to content

დაფარული ბედნიერებები

March 18, 2011

რაღაცნაირად ვარ… აღმაფრენით აღვსილი და თან სევდით შეპყრობილი. მიხარია, ჰოო, ძალიან მიხარია ერთი რაღაც, უმნიშვნელო წვრილმანი და სისულელეა, ვიცი, მაგრამ მაინც მიხარია!..

ყოველთვის წვრილმანები მახარებენ, მავსებენ, მათბობენ, იმედს მისახავენ გულში, კარგია მსგავსი წვრილმანებით რომ ივსება ხანდახან ჩემი ცხოვრება🙂

ცხადად აღსაქმელი ბედნიერებებით ბევრი ადამიანი ცხოვრობს, მე კი აღმოვაჩინე, უფრო სწორედ – მივხვდი, რომ ქვეყნად დამალული ბედნიერებები არსებობენ, ისინი ფეხის ყოველ ნაბიჯზე გვხვდებიან, ყველა ქვის, ყუთის, ხის, კორპუსის, კედლის, ბუჩქის თუ მანქანის უკან იმალებიან. მე მათ ვეძებ და ვაგროვებ, ვაგროვებ დაფარულ ბედნიერებებს, სახლში მომაქვს და ვხსნი. ისინი კარგად არიან შეფუთულნი და რაც უფრო მეტად ვცდილობ რომ გავხსნა დაფარული ბედნიერებები, მით უფრო საინტერესო ხდება ეს პროცესი და უფრო დიდია ამ ბედნიერების დანახვის შედეგად გამოწვეული სიხარული!

რაც დრო გადის, დაფარული ბედნიერებების ძიება სულ უფრო და უფრო საინტერესო და სახალისო ხდება!..

ჩვენი სამყარო სავსეა უამრავი დაფარული ბედნიერებით, კარგად უნდა მოვინდომოთ და ვიპოვით მათ აუცილებლად…

3 Comments leave one →
  1. March 19, 2011 04:51

    -დაე,არასდროს დაკარგო დაფარული ბედნიერების ძებნის სურვილი!

    • natusi permalink*
      March 23, 2011 20:37

      გმადლოოობ, იმედია არასდროს დავკარგავ🙂

  2. March 19, 2011 09:15

    momewona .xo bedniereba ufro dafarulia vidre xiluli .albat:)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: