Skip to content

რას ნიშნავს იყო მეამბოხე?

March 24, 2011

რას ნიშნავს იყო მეამბოხე? რამდენი ხანია მაწუხებს კითხვა სწორად გვესმის თუ არა ამ სიტყვის მნიშვნელობა და მისი გამოხატვის ფორმები? ნუთუ მეამბოხედ ყოფნა მაინც და მაინც ნგრევას მოითხოვს?

მე მხოლოდ პოლიტიკურად აქტიურ ახალგაზრდებს არ ვგულისხმობ, ზოგადად მაინტერესებს. ნუთუ აუცილებელია, რომ დავამციროთ მშობლები, გავიქცეთ სახლიდან, დავცინოთ გამეფებულ იდეოლოგიას, უარვყოთ და დავამტვრიოთ ყველაფერი იმდროისათვის ღირებული, რათა ჩამოვყალიბდეთ სრულყოფილ პიროვნებებად, ვიქცეთ ინდივიდებად?

რას ნიშნავს სინამდვილეში იყო მეამბოხე? იქნებ არსებობს სხვა გზა სრულყოფილ პიროვნებად ჩამოყალიბების, გარდა იმისა, რომ ვცემოთ, დავამციროთ მოწინააღმდეგე, გავიქცეთ სახლიდან, გავანადგუროთ კულტურული ღირებულებები?

თქვენ როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს იყო მეამბოხე?

3 Comments leave one →
  1. March 24, 2011 21:40

    ჩემი აზრით ზოგადი კუთხით თუ შევხედავთ, ადამიანები ვცდილობთ საკუთარი პიროვნება დავაარსოთ სამყაროში. ამისთვის გვესაჭიროება რაღაც, რასაც ჩვენ თვითონ გავაკეთებთ და ვანახებთ ყველას, რომ ეს რაღაც ნამდვილად ჩვენია! ველოსიპედის ახლიდან გამოგონება სისულელეა, ნამდვილ სიახლეს ვერ ვქაჩავთ, ამიტომაც მივმართავთ ადვილ ხერხს, პროტესტს… ვგმობთ გამეფებულს და ვაწვებით საწინააღმდეგოს რაც ეგრევე გვანსხვავებს გარეშე თვალისთვის და ამით იქმნება ახალი აურა ჩვენს გარშემო, ჩვენი აურა, რასი მეღებაც გვინდოდა!🙂

  2. March 24, 2011 21:51

    ”რას ნიშნავს სინამდვილეში იყო მეამბოხე? იქნებ არსებობს სხვა გზა სრულყოფილ პიროვნებად ჩამოყალიბების, გარდა იმისა, რომ ვცემოთ, დავამციროთ მოწინააღმდეგე, გავიქცეთ სახლიდან, გავანადგუროთ კულტურული ღირებულებები?”
    — ეს ნაღდად არაა სრულყოფილ პიროვნებად ჩამოყალიბების გზა და მეთიდები, მე ასე მგონია. მეამბოხეობა იმის წინააღმდეგ მესმის რაც არ მოგწონს მისი უსამართლობის გამო. არა?😐

  3. ნათია permalink*
    March 25, 2011 06:59

    ბოლო დროს და არა მხოლოდ ბოლო დროს დამკვიდრებული ტენდენციის გამო გამიჩნდა ეგ კითხვა. მომრავლდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც გვარწმუნებენ, რომ თუ არ ვიყვირეთ, ვცემეთ, გავანადგურეთ, დავამცირეთ, ვერ ჩამოვყალიბდებით პიროვნებებად. პირადად მე ასე სულაც არ მიმაჩნია, მეამბოხედ ყოფნა სხვაგვარად მესმის.
    ,,მეამბოხეობა იმის წინააღმდეგ მესმის რაც არ მოგწონს მისი უსამართლობის გამო” – კი, ეს არის მეამბოხეობა, მაგრამ ეს ზოგადი ფორმულაა ასე რომ ვთქვათ, მე მისი გამოხატვის ფორმებზე გავამახვილე ყურადღება. რაც არ მოგწონს, ის შეიძლება გაანადგურო ან უფრო ლმობიერი გზებით აღუდგე წინ, არჩევანი შენზეა🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: