Skip to content

გაზაფხულის სურნელით გაჟღენთილი დღეები

March 27, 2011

მიყვარს, ძალიან მიყვარს გამორჩეული,  გაზაფხულის სურნელით გაჟღენთილი დღეები, როდესაც არ გჭირდება არანაირი მიზეზი იმისთვის, რომ იყო კარგ ხასიათზე, იღიმოდე და ცხოვრება გიხაროდეს!

მიყვარს, როდესაც ირგვლივ ყოველივე მზის თბილი სხივებითაა მოფენილი და ხეებზე კვირტები სულ მთლად ახალი ამოსულია. ახლა გული სიხარულით მაქვს სავსე, ვიღიმი და ძალიან მინდა ხვალინდელი დღე მალე გათენდეს…

ვირბენ, ბევრს ვირბენ და ღიმილს არ მოვიშორებ არც ერთი წამით!

ბევრ უემოციო სახეს ვაწყდები ქუჩებში, მეტროში თუ სხვადასხა შენობის დერეფნებში, უემოციო და დაღლილ სახეებს.. გული მტკივა, მეკუმშება, მინდა ყველა იღიმოდეს, ყველას უხაროდეს გაზაფხულის დადგომა. ასეთი მომენტები ხომ ხშირად არ დგება ცხოვრებაში? და მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები გვაქვს იქნებ მოვახერხოთ და გავიღიმოთ? გავიღიმოთ და ერთად გადავლახოთ დაბრკოლებები?

აი, თქვენ, საჩუქრად თბილი სიმღერა, რომელიც ახლა აღმოვაჩინე და ძალიან მომწონს:

ყველას ღიმილიან დღეებს გისურვეებთ…🙂

4 Comments leave one →
  1. April 3, 2011 15:36

    მეც მიყვარს გაზაფხული და ველოდები მზიან დღეებს :მზე:

    • ნათია permalink*
      April 3, 2011 15:37

      მეც ველოდები, მაგარ სულ წვიმიანი, სევდით სავსე დღეებია ახლა…😦

  2. April 13, 2011 21:27

    აი, აქაც იგივეზე წუწუნები :დ თურმე ჯერ უნდა ეთოვა😦

  3. ნათია permalink*
    April 13, 2011 21:36

    ეს პოსტი რომ დავწერე იმ დღეებში ისე თბილოდააა, მეგონა ასე გაგრძელდებოდა :((

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: