Skip to content

Facebook-ი მართავს ჩვენს ცხოვრებას? ნაწილი I

March 28, 2011

დღეს, ჩვენი უმცროსი თაობისთვის განკუთვნილ ერთ-ერთ ჟურნალს ვათვალიერებდი და საკმაოდ საინტერესო სტატიას წავაწყდი Facebook-თან დაკავშირებით. ამ თემაზე ძალიან ბევრი დაიწერა და ითქვა, მაგრამ მაინც გადავწყვიტე იქ არსებული ინფორმაცია ბლოგზე ამეტვირთა. სტატია, თავის მხრივ, საკმაოდ დიდია, ამიტომ ორ ნაწილად გავყავი. დღეს გთავაზობთ პირველ მონაკვეთს, დანარჩენს კი მოგვიანებით, მეორე ნაწილში ავტვირთავ. მაშ ასე:

უკვე 500 მილიონი მომხმარებელი და ამდენივე ცხოვრების მონაკვეთია გამოფენილი კედელზე… ახალი თავისუფლება თუ ვირტუალური ტყვეობა?

ყველაფერი ხუმრობით დაიწყო: პრესტიჟულ ამერიკულ უნივერსიტეტში – ჰარვარდში, 2003 წლის ოქტომბერში მორცხვმა სტუდენტმა მარკ ცუკერბერგმა უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზის გატეხვა შეძლო. მას ერთი მიზანი ამოძრავებდა – ინტერნეტსაიტზე ყველა სტუდენტის ფოტოს ატვირთვა, რადგან აშშ-ში ყველა უნივერსიტეტი ინახავს კურსდამთავრებულთა ფოტოებს და მონაცემებს Facebook-ად წოდებულ სახელმძღვანელოში.

მარკის აზრით, სახალისო იქნებოდა ინტერნეტმომხმარებლისთვის ყველაზე ლამაზი ადამიანის კენჭისყრის შეთავაზება და იმავდროულად სტატისტიკის გამოქვეყნება. რამდენიმესათიანი პროგრამირების შემდეგ საიტი, სახელად facemash.com online რეჟიმში მუშაობდა და ეს ,,ზღვის მოულოდნელ მოქცევას” ჰგავდა: ხმის მიცემას ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ მარკი იძულებული გახდა, თავისი გასაჭირში ჩავარდნილი საიტი გაეთიშა! მომდევნო კვირების განმავლობაში უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისგან საყვედურები მიიღო და მისი გარიცხვის საკითხიც დადგა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ის იყო, რომ იდეამ გაამართლა… მისი საიტი სწრაფად იქცა სტუდენტებს შორის ინფორმაციის დაცვლა-გამოცვლის ადგილად, 2006 წელს კი ფართო მასებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა.

რატომ არის Facebook-ი ასე აუცილებელი კაცობრიობის დიდი ნაწილისთვის? პასუხი მარტივია: სოციალურ ქსელში ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია…

აქ ვხვდებით მეგობრებს:

,,საშუალო სტატისტიკურ” ფეისბუქელს 130 მეგობარი ჰყავს, თანაც ყოველი მათგანის ,,შეძენა” ერთი დაკლიკებით არის შესაძლებელი! სოციალურმა ქსელმა შექმნა მეგობრული სიახლეების ჩამონათვალი: კედლების დახმარებით რეალურ დროში ვხედავთ, თუ რას აკეთებენ ჩვენი მეგობრები, რა მოსწონთ და რა არა… სოციალურმა ქსელმა აშშ-ში გამოუშვა ახალი პროგრამა – Facebook Places, რომელიც smartphones-ების გეოლოკალიზაციის სიტემის საშუალებით ფუნქციონირებს. ის საზღვრავს და აჩვენებს ადგილს, სადვიმყოფებით და გვაძლევს შესაძლებლობას ვიცოდეთ, რომელი მეგობარი არის ახლომახლო.  იმედია, არც ქართველი FB-ელები დარჩებიან ამ სიახლის გარეშე!😀

აქ საკუთარ თავს ისე წარმოვაჩენთ, როგორც ვიტრინაში:

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება შოუში, სადაც ყველა გმირია! ქემერონ მერლოუ – სოციოლოგი, რომელიც სწავლობს Facebook-ის მოხმარებას, ამბობს, რომ ქსელის მთავარი ფუნქცია დისკუსია არ არის. აქ ვესაუბრებით მხოლოდ ოთხ-ექვს მეგობარს, დანმარჩენ დროს დაკვირვებასა და საკუთარი თავის ჩვენებას ვანდომებთ. ფეისბუქელი დაწვრილებით მოგვითხრობს, თუ ვინ არის და რას აკეთებს. ჰაკერები სწორედ აქ შემოდიან პაროლების დასადგენად და ჩვენი პერსონალური მონაცემების მოსაპარად. ამგვარად, 2009 წლის აპრილში, ახალგაზრდა ფრანგი ჰაკერისათვის, Hacker Croll-ისათვის, საკმარისი აღმოჩნდა twitter-ის ერთ-ერთი თანამშრომლის ელექტრონული მისამართის, ფოსტის კოდისა და დაბადების ადგილის გატეხა, რომ იქიდან აშშ-ის პრეზიდენტის – ბარაკ ობამას ანგარიშში შეეღწია (მე პირადად ძალიან მეპარება ეჭვი ამაში, მაგრამ რაც წერია იმას ვაკოპირებ)😀

აქ დრო გაგვყავს (საშუალოდ 55 წუთი დღეში):

ქსელში მოწყენა შეუძლებელია: აქ 550 000 აპლიკაციაზე მეტია ხელმისაწვდომი. ისინი Facebook-ზე მას შემდეგ ფინქციონირებს, რაც 2006 წლის აგვისტოში საიტმა მომხმარებლებს შესთავაზა შეექმნათ და გაეზიარებინათ გასართობი თუ სასარგებლო მინიპროგრამები. თუ ზოგი ძალიან პრაქტიკულია, როგორც ვიდეო ან კალენდარი, უმრავლესობა გართობას ემსახურება. მაგალითად, Farmaville-ის მოყვარული 62 მილიონი ფეისბუქელი ერთობა ვირტუალური სოფლის მეურნეობის გაძღოლით😀

FACEBOOK-ში მხოლოდ საშიანაო დავალებებს ვერ გააკეთებთ!

მოხსენება გაქვთ დასაწერი? ჩაწერეთ საძიებო სიტყვები Facebook-ზე და ნახავთ: Wikipedia-ს სტატია უკვე აქ არის! მაგრამ უფრო მეტის გასაგებად რჩება Google … Facebook-ის შემქმნელებს თავიანთ ქსელში Google-ით ძებნის წყაროს დამატება სურთ. საძიებო სიტყვუის ჩაწერით მივუღებთ არა მარტო Eacebook-ის გვერდებს, რომლებიც ამ თემას აშუქებენ, არამედ სხვა შესაბამის საიტებსაც. Eacebook-ი ასე აპირებს კიდევ უფრო აუცილებელი გახდეს.

ამ ზაფხულს -ის პროფილების რაოდენობამ 500 მილიონს გადააჭარბა: ეს კი კაცობრიობის მეთორმეტედია! რატომ ისწრაფვიან მისკენ? რა არის იქ ასეთი გენიალური?

ტესტი ხართ თუ არა დამოკიდებული?

1.რა სიხშირით ცვლით (ანახლებთ სტატუსს?)

  • დღეში რამდენჯერმე (A)
  • რას ნიშნავს ,,სტატუსის შეცვლა” (B)
  • კვირაში ერთხელ… როდესაც ამისთვის ვიცლი (C)

2.უცნობი გთხოვთ გახდეთ მისი მეგობარი, თანხმდებით?

  • თუ საერთო მეგობრები გვყავს, რატომაც არა (A)
  • აუცილებლად დავთანხმდები (B)
  • შევდივარ მის პროფილში და თუ ვხედავ, რომ საერთო ინტერესები გვაქცს, ვთანხმდები (C)

3.ელექტრონული ფოსტით რამდენ შეტყობინებას გზავნით თვეში?

  • შეუძლებელია დათვლა… დღეში საშუალოდ ოცს! (A)
  • ერთი თვალის გადავლებით დაახლოებით ოცს (B)
  • არასდროს მაქვს დრო ფოსტაში შესასვლელად (C)

შედეგები:

 A: მიეკუთვნებით აქტიური ფეისბუკელების უმრავლესობას ქსელში. ქსელით სარგებლობთ ახალი მეგობრების აღმოსაჩენად, რომლებიც თქვენს ინტერესებს იზიარებენ, ცდილობთ მათ თქვენ გარშემო გაერთიანებას, მთელს თქვენ ცხოვრებას ორგანიზებას უკეთებთ ქსელში ჩათაობით. მოკლედ, თქვენ ქსელზე ხართ დამოკიდებული!

B: არ იცნობთ Facebook-ს. მაგრამ ასე მხოლოდ ამ ტესტის გაკეთებამდე იყო!😀

C: საშუალო ფეისბუქელი ხართ: თქვენი დროის დიდ ნაწილს ატარებთ ქსელში მეგობრების შეტყობინებების კითხვაში (ჩაგესმით იმ ადამიანის ხმა, ვისაც იცნობთ!). სტატუსს ცვლით მაშინ, როდესაც შთაგონება გეწვევათ, გიწევთ შეტყობინების გაგზავნა ფილმის გასარჩევად. მოკლედ, აქ მოგწონთ, მაგრამ სერიოზული ბაგის – პროგრამული ან სისტემური შეცდომის შემთხვევაში, უნდა შეგეძლოთ მისი თავიდან აცილება.

რაც შეეხება იმას თუ რა საფრთხის წინაშე ვდგავართFacebook -ის მომხმარებლები და როგორ ავიცილოთ ის თავიდან,  პოსტის მეორე ნაწილში შემოგთავაზებთ🙂

No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: