Skip to content

Facebook-ი მართავს ჩვენს ცხოვრებას? ნაწილი II

March 28, 2011

შესაძლებელია თუ არა იმ ფოტოების პოვნა, რომლებიც წავშალეთ?

დიახ! ყოველ შემთხვევაში, მას აქვს ამის შესაძლებლობაც და ტევადობაც. როდესაც სოციალურ ქსელში ვტვირთავთ მონაცემებს, ეს იქნება ჩვენი სახელი და გვარი, ფოტო თუ ვიდეო, Facebook-ი მათ არეგისტრირებს აშშ-ში, მის კუთვნილ ერთ-ერთ სერვერზე. აქედან მოყოლებული ეს ინფორმაციები კონტროლდება კომპიუტერებისა და ელექტრონიკის პროდუქციის წარმოების ცენტრში. ვერავინ შეამოწმებს წაშალა თუ არა FB-მაც ჩვენი მონაცემები.

ერთ-ერთი მკვლევარი აცხადებს, რომ თვით სუპერჰაკერსაც კი მცირე შანსები აქვს იქამდე მისაღწევად, რადგან მონაცემები ზედმიწევნით დაცულიაFacebook -ის მიერ, ის ხომ, საბედნიეროდ, უსაფრთხოების ძლიერ მექანიზმს ფლობს. სპეციალისტის თქმით, ჩვენი მონაცემების გაჟონვის რისკი არ არის.

მას შემდეგ რაც სურათს პროფილში გამოვაქვეყნებთ, ის შეიძლება პოტენციურად დავკარგოთ წავშლით მას თუ არა. რადგან ერთხელ რომ გამოჩნდება, ნებისმიერს შეუძლია მისი დაკოპირება და ატვირთვა სხვა საიტზე. იქ ის შეიძლება მოეწონოს სხვა ინტერნეტ-მომხმარებელს, რომელსაც ის სხვა საიტზე გადააქვს…

 მონაცემი შეიძლება ათი წლის შემდეგაც გამოჩნდეს, მაშინ, როდესაც მისი არსებობაც კი აღარ გვემახსოვრება. ეს არის ინტერნეტის ყველაზე დიდი პრობლემა. (ჩემი აზრით, ამის გაკეთება არც ისე ადვილია, თუ არ გინდა, რომ უცხომ ნახოს შენი პროფილი, დახურე ის და მხოლოდ მეგობრებისთვის გახადე ხელმისაწვდომი).

ხომ არ ყიდის Facebook-ი ჩვენს პირად ინფორმაციას?

რა თქმა უნდა! ეს მისი შემოსავლის წყაროა… მსაგვსი საიტი ვერ შეძლებს არსებობას მეგობრობით, რადგან სერვერზე ფოტოების, ვიდეოების, 500 მილიონზე მეტი ადამიანის ყოველდღიური განწყობილების შენახვა – ძვირი სიამოვნებაა! რადგან ფეისბუქელი არ იხდის, ფულის შოვნის ერთადერთი საშუალება რეკლამაა, სოციალური ქსელი არ ყიდის თქვენს პერსონალურ მონაცემებს ყველა დეტალთან ერთად, იგი მხოლოდ ავრცელებს რეკლამას ყველა დაინტერესებული ფეისბუქელის გვერდზე.

,,ფეისბუქელთა რაოდენობა იზრდება, საჭიროა ახალი სერვერები ახალი მონაცემების შესანახად, უფრო მეტი ინჟინერი საიტის სამუშაოდ… მოკლედ შემოსავლის სხვა წყაროები უნდა გამოინახოს” – აცხადებს ერთ-ერთი მკვლევარი, ქევინ მელე, რომელსაც გაფიქრებაც კი არ უნდა, რომ ერთ დღესაც Facebook-ს მოუწევს პერსონალური მონაცემების ან ელექტრონული ფოსტის მისამართების მიყიდვა სარეკლამო ბიზნესისათვის.

არავის აქვს უფლება საჯაროდ მოგვაყენოს შეურაცხოფა:

თუ თქვენ შეურაცხყოფას გაყენებენ, შეგიძლიათ სასამართლოში უჩივლოთ ცილისმწამებელს. საბედნიეროდ არსებობს სხვა გამოსავალიც: დაეკონტაქტეთ პიროვნებას და სთხოვეთ შერაცხმყოფელი შეტყობინების წაშლა. მეორე: დაიწყეთ ცილისმწამებლური შეტყობინებების გაგზავნა Facebook-ისათვის ,,უფლებების დარღვევევის შეტყობინებაზე” დაკლიკებით. ქსელის მოდერატორებმა, რომლებიც 24 საათის განმავლობაში აკრძალულ გზავნილებზე ,,ნადირობენ “, სწრაფად უნდა წაშალონ ეს ინფორმაცია. მათ შეუძლიათ აგრეთვე მომხმარებლის დაბლოკვა,, თუ ამ უკანასკნელმა რამდენჯერმე დაარღვია წესები.  სამწუხაროდ, FB-ს ზოგჯერ კვირები სჭირდება რეაგირებისათვის, ზოგიერთი მინიშნება უპასუხოდაც კი რჩება.

Facebook-ზე დარეგისტრირებისას ყურადღებით გავეცნოთ წესებს:

სოციალური ქსელის მომხმარებლის წესებში შავით თეთრზე წერია: დარეგისტრირებით ყველა მონაცემს, რომელიც ფიგურურებს პროფილში, მას ,,ვუთმობთ”. გზავნილესი და ფოტოების გამოყენება სოციალურ ქსელს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია. ცხადია, Facebook-ის მფლობელი იფიცება, რომ ამას არასდროს გააკეთებს, მაგრამ კანონით ამის უფლება აქვს! არდადეგების ფოტოების ატვირთვა პრობლემეს არ შეგვიქმნის, მაგრამ თუ არტისტები ვართ დ ამომავალში შედევრების გაყიდვას ვგეგმავთ, უკეთესი იქნება თუ გამოფენას მოვაწყობთ!😀

აპლიკაციები – ჩვენი პროფილის სტუმრების სანახავად. არსებობს თუ არა სერვისი რეალურად?

ყველა ეს აპლიკაცია ტყუილი გახლავთ! იმისათვის რომ მათ შეძლონ ფუნქციონირება, საჭირო იქნება, ქსელი დატანხმდეს ყველა ფეისბუქელის დაკლიკების გადაცემას მათი ავტორებისათვის. და კიდევ- საბედნიეროდ, მარკ ცუკერბერგი ამაზე უარს ამბობს.

4 Comments leave one →
  1. April 1, 2011 17:11

    ასეთი ინფორმაციის შემდეგ კიდევ რომ გაქვთ ფეისბუქი მაგრად მიკვირს😀

  2. ნათია permalink*
    April 1, 2011 18:02

    რაა აქ გასაკვირი? მე რომ მსგავსი საფრთხის წინაშე არ ვდგავარ ვიცი😀 დარწმუნებული ვარ, რომ ის ინფორმაცია, რაც მე მაქვს FB-ზე, არაფრითაა ღირებული ამ სოციალური საიტის შემქმნელებისათვის. მსგავსი საფრთხეების წინაშე ალბათ უფრო ცნობილი ადამიანები დგანან, ან ისინი ვისაც 3000-4000 მეგობარი ჰყავს😀 მე, დარწმუნებული ვარ, არაფერი მემუქრება, თანაც, ასე თუ ისე, ვენდობი FB-ს😀

  3. April 1, 2011 18:36

    როცა ღირებული გახდება მერე ვეღარ დამალავ ^^
    თუნდაც ვერა ქობალიას სურათები გაიხსენე, ან იმ ვიღაც უცხოელი მასწავლებლის, ზუგდიდში რომ უვარდებიან ხოლმე მოცლილები თავისუფალ დროს შე პიდარასტოს ძახილით…😀
    ხო, ისე ნებისმიერი ჩატიც კი ინახება…

  4. ნათია permalink*
    April 1, 2011 18:51

    🙂 რა გითხრა, შეიძლება მართალი ხარ, მაგრამ მე მაინც არ ვფიქრობ მაგაზე🙂 FB-სთან ბევრი კარგი რამ მაკავშირებს და მსგავსი ნაკლებად მოსალოდნელი საფრთხეების გამო ვერ გავაუქმებ🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: