Skip to content

არ მინდა ვიყო ზომბი!

April 1, 2011

ხანდახან არ მესმის, არა, ჩემს მეგობრებს რომ ჰკითხო არასდროს მესმის მათი, რომ ეგოისტი ვარ და არ ვიცი მოსმენა, ვერასდროს ვერაფერს ვიგებ და მაინც ისე ვიქცევი ყოველთვის როგორც მინდა… არ ვიცი, არ ვიცი, სადაა ზღვარი ჭეშმარიტებასა და სიცრუეს შორის… ის კი ნამდვილად ვიცი რომ თუ რამეს არასწორედ ვაკეთებ, ამით მხოლოდ საკუთარ თავს ვუშავებ, ზიანი ჩემი მეგობრებისთვის არასდროს მომიტანია…

მართალია, ვიცი ხოლმე გამოკიდება ფუჭი იდეალებისადმი, თანაც სრულიად უსაფუძვლოდ, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი პრობლემაა, მხოლოდ მე უნდა ვაგო პასუხი ამაზე და არავის  დედამიწის ზურგზე, საკუთარი თავის გარდა, არაფერს ვუშავებ!

არავის ვთხოვ რომ ჩემი ესმოდეს, საკმაოდ დიდი გამოცდილების შედეგად მივხვდი რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ ხომ შეიძლება პატივი სცენ ჩემს არჩევანს, დაე გავაკეთო სისულელე, დაე წავიმტვრიო თავი, მერე ამის გამო ვიტირო, ვინანო, თავში ხელები ვიშინო…

მომეცით უფლება ვიყო თავისუფალი გადაწყვეტილების მიღებისას, ვიყო სპონტანური და წინასწარ არ ვადგენდე გეგმებს თუ რა უნდა გავაკეთო მომდევნო 1 კვირის განმავლობაში….

მომეცით უფლება გასაქანი მივცე ენერგიას, რომელიც მაწვება შიგნიდან და თუ არ გამოვუშვი, ასე მგონია დამახრჩობს… მომეცით უფლება მიყვარდეს ისე რომ მხოლოდ მიყვარდეს და მეტი არაფერი, მხოლოდ მიყვარდეეეს!

მომეცით უფლება არ ვიფიქრო მომავალზე და თითს ნუ მიქნევთ მაშინ, როდესაც მორიგ სისულეელს ვაკეთებ, ნუ მიყვირით, ნუ მსვამთ ჩარჩოებში… ნუ მაკონტროლებთ…

თავი ზომბი მგონია…

როდესაც სრულიად უსაფუძვლოდ მომინდება რომ დავიყვირო, ან გავიქცე, ან ვიტირო, ან ვიყო ბედნიერი, თუნდაც უბედური, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე – მომეცით ამის უფლება!…

თქვენ თუ ჩემი სპონტანურობა არ გესმით, მე თქვენი დაგეგმილი ცხოვრების წესი არ მესმის, დაზომბირებული ადამიანის წესი, მაგრამ ვიცი რომ ასეა საჭირო  იცხოვროთ, სწორად იქცევით და არაფერს გეუბნებით…

მხოლოდ ის მინდა რომ საფუძვლები არ მჭირდებოდეს ადამიანების სიყვარულისთვის, სიკეთისთვის, სიხარულისთვის, ბედნიერებისთვის, უბედურებისთვის, ყვირილისთვის, სიმღერისთვის, ძილისთვის, ღვიძილისთვის… და ა.შ. და ა.შ.

დაე ვიყო არანორმალური სხვების თვალში, დაე ილაპარაკონ ჩემზე, დაე გამკიცხონ, დამცინონ, გაიკვირვონ, მერე რა?! მთავარია ვიყო ის რაც ვარ და არა შეთითხნილი ნიღაბი, რომელიც ყველას უღიმის…

ყველაზე მეტად მიყვარს ჩემი მეგობრები და შესაძლოა იმიტომაც ვარ ასეთი, რომ ისინი არსებობენ ჩემს ცხოვრებაში და არა სხვები, რომლებიც ერთი-ორი რჩევის მოცემის შემდეგ ხელს ჩაიქნევდნენ და დამტოვებდნენ…

მიყვარხართ…

12 Comments leave one →
  1. ♥ Miss.Catalan.. ♥ permalink
    April 2, 2011 13:46

    როგორ მაგონებ ჩემს თავს🙂

  2. April 2, 2011 16:02

    ეჰ, სამწუხაროდ არც ჩემი ესმის ბევრს😦 მაგრამ რას ვიზამთ, ალბათ ასეა საჭირო… მალე მინდა ის დრო დადგეს, როცა ადამიანებს ჩემ გარშემო საბოლოოდ შევიცნობ და საბოლოოდ გამოვარკვევ, ვინაა ნამდვილი მეგობარი და ვინ -არა.

    პ.ს. შეშლილთა ქვეყანაში იყო ჭკვიანი, ეგეც სიგიჟის ნაირსახეობააო🙂 ეს რა შუაში იყო, მაგრამ მაინც. ვინც არ გგავს, ვერასდროს გაგიგებს ალბათ… საკუთარ ღირებულებებზე უარი არ თქვა …

  3. ნათია permalink*
    April 2, 2011 16:30

    მე კი მგონია, რომ ვინც არ მგავს, მასაც შეუძლია გამიგოს, როგორც მე შემიძლია ეს. შეიძლება სხვაზე ასე არ უნდა ვმსჯელობდე, რადგან მე შემიძლია, ეს იმას არ ნიშნავს რომ სხვასაც უნდა შეეძლოს🙂 ნუ, რა მოხდა მერე, გადავლახავ ყველაფერს, რა მათი ბრალია ჩემისთანა ცუდი მეგობარი რომ ჰყავთ🙂

  4. April 3, 2011 16:48

    გეთანხმები, მაგრამ წინ გახედვას მაინც ნუ ამოითვალწუნებ…
    სხვისი ნებართვა რად გინდა? ისე ვერ იყვირებ? ისე ვერ იხარხარებ? ისე ვერ იტირებ და ა.შ.? იცი ეგ უკვე შენზეა დამოკიდებული, თუ სხვების გავლენის ქვეშ მოექცევი, ვერაფერს შეცვლი. უბრალოდ დაიკიდე და აკეთე ის რაც გინდა…

    პატივისცემით, აწ უკვე მეგობრებისგან არაპროგნოზირებადად წოდებული ინდივიდი

  5. ნათია permalink*
    April 3, 2011 21:39

    დიდი მადლობა რჩევისთვის, არაპროგნოზირებადო ინდივიდო🙂 უბრალოდ, ამ ყველაფრის გაკეთება, მეგობრებთან ერთად მიხარია, თორე მარტოს, როცა მომინდება მაშინ დავიყვირებ და მაშინ გავიცინებ🙂

  6. ♥ Miss.Catalan.. ♥ permalink
    April 4, 2011 15:01

    მე პირადად არ მესმის ისეთი მეგობრის რომელსაც არ ესმის მეგობრის : ) თუ შენს მეგობრებს შენი არ ესმით,ეს შენი კი არა მათი პრობლემაა,ამიტომ შენ ნუ ფიქრობ იმას,რომ პრობლემა შენშია.პრობლემა მათშია🙂

  7. ნათია permalink*
    April 4, 2011 16:41

    საინტერესო რჩევაა, გამდლობ… მაგ კუთხით არასდროს შემიხედავს ამ საკითხისთვის, ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი… ისე კი, მირჩევნია ისინი უფრო იყვნენ მართლები ვიდრე მე…

    ჯობია მე ვიყო ცუდი და მყავდეს კარგი მეგობრები და არა პირიქით… რა ვთქვა, ასე მგონია და…

  8. ♥ Miss.Catalan.. ♥ permalink
    April 4, 2011 19:24

    არასწორად ფიქრობ(ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია)..შეიძლება ძალიან მკაცრი ვარ თუ არ ვიცი რა დავარქვა,მაგრამ თუ მეგობარს შენი არ ესმის,იმას საერთოდ რა საკითხზე უნდა ელაპარაკო არ ვიცი.მეგობარი რომელსაც შენი ტკივილი არ ტკივა,რომელსაც შენი სიხარული არ უხარია,რომელიც იმას არ განიცდის რასაც შენ უბედურების ჟამს,ის ვერაფერში გაგიგებს.ასეთი მეგობრის ყოლას კიდევ მირჩევნია მარტო ვიყო.. სწორად არის ნათქვამი ,,მეგობარს ჭირში იცნობ,ლხინში თვითონ გაგიცნობს”.. ასე რომ ჩემი რჩევა იქნება(მე ვინ მეკითხება მაგრამ მაინც) თავს ნუ იდანაშაულებ იმაში,რაც შენი ბრალი ნამდვილად არაა🙂 თუ მეგობარი ვერ გიგებს ვერაფერში (რაღცაში ვერ გიგებდეს კიდევ ჰო) ჯობია წახვიდე მისგან,ნუ დარჩები ისეთთან რომელიც ვერ გიგებს,მხოლოდ იმის გამო რომ მარტო არ დარჩე.. მუდამ მარტო ვიქნებით,სანამ არ შევუშვებთ ჩვენს სულში იმ აზრს რომ მარტო არ ვართ..საუკეთესო მეგობარიც კი არ იქნება ჩვენთან ერთად სამუდამოდ..ის დასაწყისში ვერ გამოგვყვება..ვერ ამოგვყვება მარტოობის დასასრულში..ვერ გამოგვყვება გარდაცვალების შემდეგ.. ამიტომ ჯობია გაილამაზო ცხოვრება სანამ ამის დრო გაქვს,თორემ დრო დაუნდობელია,იგი სწრაფად გადის და თავის დაღს თითოეულ ჩვენგანს ასვამს..გავა დრო და სარკეში ჩავიხედავთ და ვინ იცის უკვე მერამდენედ ვუსაყვედურებთ ღმერთს:რისთვის უფალო? რისთვის წავართვით ჩვენს თავ თავისუფლება და სილაღე?! ჯობია იმაზე შენმა მეგობრებმა იდარდონ..ამ შემთხვევაში შენ უდანაშაულო ხარ : ) შეიძლება თავი შეგაწყინე,მაგრამ მაინც უნდა მეთქვა🙂

  9. ნათია permalink*
    April 4, 2011 20:20

    რას ამბობ, თავი არ შეგიწყენია, პირიქით, დიდი მადლობა რომ მწერ :*

    არაა ადვილი ასე ხელაღებით კავშირი გაწყვიტო უახლოეს მეგობრებთან… შეიძლება ბოლომდე არცაა ჩემი სამყარო ჩამოყალიბებეული და კიდევ ბევრი რამ უნდა შეიცვალოს, ვნახოთ რა იქნება მომავალში. შეიძლება იმიტომ ვაგრძელებ ხოლმე ნაძალადევ ურთიერთობებს, რომ არ მინდა მარტო დავრჩე, არავის დაკარგვა არ მინდა, ვაითუ მერე მე აღმოვჩნდე არასწორი და მთელი ცხოვრება ვინანო არ შეცდომის გამო. ვნახოთ, რა იქნება მომავალში, ჯერჯერობით ყველაფერი კარგად არის.

    შენ კი, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გამხნევებისთვის, ასეთი თბილი სიტყვებისთვის :* რჩევების მოცემა ყოველთვის სასიამოვნოა და მე ყოველთვის ვისმენ და ვცდილობ გავითვალისწინო, მიხარია რომ შემომივლი ხოლმე :*

  10. ♥ Miss.Catalan.. ♥ permalink
    April 5, 2011 16:29

    ჰო,მესმის შენი პოზიციაც🙂 მარტოობა სულაც არაა ადვილი🙂 ეს მე არ მესწავლება..სამადლობელი კი ნამდვილად არაფერია,მე ყოველთვის იმას ვამბობ რასაც ვფიქრობ,მიუხედავად იმისა სწორია ეს თუ არა. შენც შემომიარე ხოლმე თუ სურვილი გექნება,იქნებ შენთვის საინტერესოს გადააწყდე რამეს :*

  11. April 8, 2011 09:07

    – როდემდე უნდა ითამაშო შენ ა? ამოდი კაკაო დალიე, დაანებე ქვიშაზე ხატვას თავი, დაისვრები!!!:))))

    • ნათია permalink*
      April 8, 2011 21:44

      როდემდე მართლაც…🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: