Skip to content

Dr. House

April 2, 2011

ვის არ უყვარს ექიმი ჰაუსი? ყველას გვიყვარს ის, იშვიათი გამონაკლისის გარდა🙂

სერიალი ფართოდ არის აღიარებული კრიტიკოსების და მაყურებლების მიერ. მეორედან მეოთხე სეზონების ჩათვლით ის ამერიკაში საუკეთესო სატელევიზიო შოუების ათეულში შედიოდა, 2008 წელს კი მსოფლიოში ყველაზე ნახვადი სერიალი იყო. მიღებული აქვს ოქროს გლობუსი და ემის ჯილდოები. აქამდე ეთერში გავიდა სერიალის 6 სეზონი. ამჟამად მიმდინარეობს მე–7–ს ჩვენება, რომლის ბოლო სერიის პრემიერა 2011 წლის 11 აპრილს შედგება (wikipedia).

სერიალი დაწყების დღიდანვე დიდი პოპულარობით სარგებლობდა მაყურებლებში და დღემდე არ დაუკარგავს აქტუალობა, მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით ერთი თვეა რაც Dr. House აღარ ჩანს ტელეეკრანებზე. რამ განაპირობა სერიალის ასეთი პოპულარობა საქართველოში და მთელ მსოფლიოში? რას აკეთებს ჰაუსი ამისთანას, რომ ყველას გული დაიპყრო? ის ხომ ერთი უჟმური, უტაქტო, არაკომუნიკაბელური და უხასიათო  ექიმია?

1.ჰაუსი ამსხვრევს სტერეოტიპებს (არ იცვამს ექიმის ხალათს, არღვევს კანონებს, რომელიც სამედიცინო სფეროშია დაწესებული, არ იცავს ეთიკის ნორმებს);

2.ჰაუსი, მიუხედავად იმისა, რომ სულ ბუზღუნებს და ყველას აჩვენევს თავს თითქოს არავინ უყვარს და ყველას დასცინის, გულის სიღრმეში მარტოსულია და სითბოს ნაკლებობას განიცდის;

3.აქვს იუმორის გრძნობა და მაშინაც კი, როდესაც პაციენტს სასწრაფოდ ესაჭიროება გადაუდებელი დახმარება, ახერხებს ხუმრობას;

4.არასდროს იბნევა. სერიალის ყურებისას, მისი ქმედებების შემხედვარეს, გვაქვს განცდა, რომ ის აუცილებლად ნახავს გამოსავალს და როდესაც ყველაზე ნაკლებად არის მოსალოდნელი, მაშინ მიხვდება თუ სად არის პრობლემის სათავზე. ამიტომაც ვბრაზობთ, როდესაც მას არ აძლევენ უფლებას გადაწყვეტილება მიიღოს, როდესაც ეჭვი ეპარებათ მის სიმართლეში და გვაოცებენ ჰაუსის ქმედებები, როდესაც ყველასგან ფარულად მაინც არღვევს აკრძალვას და ამით სიცოცხლეს უნარჩუნებს პაციენტს.

5.მას ფიზიკური ნაკლი აქვს, რომელიც ქვეცნობიერად დადებითად განგვაწყობს მისდამი და სერიალში, პარალელურად პაციენტებზე ზრუნვისას, ჩვენ ვხედავთ თუ როგორ იტანჯება ფეხის ტკივილის გამო, რაც კიდევ ერთხელ ზრდის სიმპატიას ჰაუსისადმი;

6.ჭკვიანია, თავისი საქმის პრფესიონალი, არასდროს ცდება და ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებას იღებს, თანაც, მაშინ, როდესაც ყველაზე დახლართულ სიტუაციაში იმყოფება და, ერთი შეხედვით, სრულიად შეუძლებელია რაიმე გამოსავლის მონახვა. მოულოდნელობის ეფექტზე დამყარებით კი ყველაფერი გვარდება, სიმპატია ჰაუსისადმი კი უფრო და უფრო იზრდება.

სტერეოტოპების მსხვრეველი სიმპატიური, მარტოსული, იუმორის გრძნობის მქონე ექიმი, რომელიც არავის უჯერებს და ყოველთვის ისე იქცევა, როგორც უნდა. საქმის ნამდვილი პროფესიონალი, თანაც მარტოსული… მეტი რაა საჭირო იმისთვის რომ ასეთმა ადამიანმა მასების გული დაიპყროს.

ამ ყველაფერს მე კიდევ ერთ ფაქტორს დავამატებდი: სურვილს, ხალხის მხრიდან, რომ მსგავსი ექიმები მართლა არსებობდნენ და ჰაუსის ყურებისას გვინდა გვჯეროდეს, რომ ყველაზე ურთულეს სიტუაციებშიც კი, ექიმი მონახავს გამოსავალს და გვიშველის. სასიამოვნოა იმის ნახვა როგორ ათენებენ ღამეებს ექიმები ჩვენს დიაგნოზზე ფიქრში, იძიებენ წინაპართა დაავადებებს, მოდიან ჩვენთან, სახლში, რათა ყოველი კუთხე-კუნჭული გადაამოწმონ და მიაგნონ ჩვენი ცუდად ყოფნის მიზეზს.

პარალელურად, სერიალში, ადამიანური ურთიერთობების საინტერესო ასპექტებია წინ გამოტანილი, თანაც საკმაოდ სერიოზულად, ყოველგვარი ხელოვნურობის გარეშე. ,,ექიმ ჰაუსზე” ნამდვილად პროფესიონალები მუშაობენ, რომლებმაც ძალიან კარგად იციან თუ რა მოახდენს მაყურებლებზე გავლენას და სწორედ ამას აჩვენებენ სერიალში.

ძალიან მიყვარს ექიმი ჰაუსი და რა ვქნა?🙂

9 Comments leave one →
  1. April 2, 2011 16:53

    არაფერი…. მეც მიყვარს და კიდევ ძალიანძალიან ბევრს…

  2. April 3, 2011 17:03

    მეც მიყვარს და რა უნდა ვქნათ?😀 ვერც ვერაფერი,გვიყვარდეს და ვიყოთ😀

  3. April 4, 2011 21:09

    როგორ გამიხარდა ამ პოსტის ნახვა!
    გარდა იმისა, რომ კარგად წერ, კიდევ ერთი დიდი + გაქვს ჩემს თვალში… ჰაუსზე გაქვს პოსტი… ამის მერე სულ წაგიკითხავ!

    • ნათია permalink*
      April 5, 2011 06:40

      დიდი მადლობა, მარიამ, ძალიან სასიამოვნოა თუ მოგწონს. მიხარია, მიხარია! :*

  4. GHOST permalink
    April 27, 2011 16:52

    ერთადერთი სერიალია რომელსაც არ დაუკარგავს საზოგადოებაში ინტერესი უფრო მეტიც არ შენელებულა..თან ხარისხიანათაც არის სერიალი გადAრებული, არა არის დამყარებული “ფანტასტიკურ” ჯანზრზე..ის სიპტომები თუ ავადყოფებები რიალურად არსებობს…ერთი სიტყვით მომავალი ექიმებისტვის მითუმეტეს დიაგნოსტიკებისთვის ზედ გამოჭრილი სერიალია, გერეგორი ჰაუსი არის მაღტლაც ძალიანსერიოზული სერიალი და ჩემი საყვარელი სერიალი მათ შორითაც, ყველაზე მეტად სიმპატიებს იწვევს ექიმი ვილსონი რომლის ხასიათ ერთგულად ეგუება.. უგებს დ ამუდამ გვერდში უდგას🙂..მოკლეთ მაგარია…

  5. November 6, 2011 08:03

    ძალიან კარგი, რომ გიყვარს🙂

    სხვათა შორის, შერლოკ ჰოლმსთან აქვს ჰაუსს პირდაპირი ალუზიები (მეტი რომ არ ვთქვათ). ჩემთვის ამითაც არის საინტერესო.

  6. orange permalink*
    November 6, 2011 08:07

    აი, ეგ არ ვიცოდი🙂 ახლა ჩავუჯდები და მომდევნო სეზონის ყურებას დავიწყებ, მომნატრებია ჰაუსი❤

  7. November 6, 2011 09:10

    მეც მიყვარს და მერვე სეზონის სერიებს ვუცდი ახლა🙂

  8. November 6, 2011 22:18

    მეეეც… მაგრამ რატომღაც არასდროს არ ვისურვებდი ასეთ კაცს ჩემს გვერდით, არადა როგორ მომწონს :)))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: