Skip to content

დიდი არეულობა ჩემს ცხოვრებაში

April 6, 2011

ხანდახან ადამიანები ისე ვიქცევით, რომ ვერ ვაცნობიერებთ საკუთარ საქციელს და არის ხოლმე ისეთი მომენტები ცხოვრებაში, როდესაც ადამინებთან ურთიერთობისას შენც მართალი ხარ და ისიც და ეს გკლავს, გირჩევნია შენ იყო არასწორი, შენ იყო საშინელი და ამაზრზენი, ვიდრე ორივენი მართლები… ეს დამთრგუნველია, ამაღელვებელი… არ შემიძლია ასეთ მდგომარეობაში ყოფნა… ხანდახან საკუთარ თავს ვადანაშაულებ მხოლოდ, მაგრამ ასეთი მიდგომით არაფერი გამომდის… ხან მხოლოდ სხვებს, მაგრამ  არ ესმით თუ რაშია მათი პრობლემა, მე კი მათი არ მესმის…

ხანდახან მგონია, რომ მთელი სამყარო მიპირისპირდება და მეუბნება რომ დამნაშავე ვარ, მთელი სამყარო იშვერს თითს ჩემსკე და დამცინის… გაორებული ვარ, აგერ უკვე მერამდენედ… არ ვიცი რა ვიფიქრო, ნუთუ ის ადამიანები, რომლებთანაც მაქვს ურთიერთობა, სიმადვილეში ჩემები არ არიან?!… ბოლო დროს გაუცხოება ჩადგა ჩვენს შორის, ბოლო დროს არა, თითქოს დიდი ხანია გაიდგა ფესვები და ახლა კი საბოლოოდ გაიფურჩქნა… მე კი სირაქლემასავით ქვიშაში თავჩარგული ვარ და გავურბივარ რეალობას, მეშინია იმის აღიარების რომ ის სამყარო, რომელშიც ვცხოვრობ ჩემი არ არის, უფრო სწორედ: აღარ არის…

მეშინია იმის აღიარების თუ როგორ დამეძაბა მეგობრებთან ურთიერთობა და თან ისე, რომ უკვე აღარაფერი აღარ გვარდება… მეშინია ვაღიარო რომ დაძაბული ვარ მათთან ურთიერთობისას და რომ ის თავისუფლება, რასაც განვიცდიდი გარკვეული ხნის წინ, სადღაც გაქრა…

არადა რა შეიცვალა? არც არაფერი, ისინი ისევ ისეთები არიან და ყველაფერი ძველებურად მიდის ჩემს ცხოვრებაში… ნუთუ მე შევიცვალე? კი, მაგრამ, რა დავინახე ისეთი ადამიანებთან ურთიერთობისას რამაც დამაშორა მათთან, რამაც უფსკრული გააჩინა ჩვენს შორის…

ნუთუ მხოლოდ მე ვქმნი პრობლემებს? ხომ შეიძლება არ ვიდარდო ამ ყველაფრის გამო და თუ მსუბუქად შევხედავ, ყველაფერი ძველებურ კალაპოტს დაუბრუნდება… რატომ ვდარდობ ამ ყველაფრის გამო, როდესაც ჩემ გარშემო ადამიანები შიმშილით იხოცებიან, შვილები უკვდებათ, დაბი და ძმები ეკარგებათ… მე კიდე მეგობრებთან წაკინკლავების გამო ვიკლავ თავს… მაგრამ რა ვქნა, არ მამშვიდებს ის ფაქტი რომ ჩემს გვერდით ადამიანებს გაცილებით დიდი პრობლემები აქვთ და უფრო მედგრად უძლებენ ამას ვიდრე მე… არ შემიძლია იმის მოსმენა რომ მე საშინელი ეგოისტი ვარ თურმე და რომ მსგავს სისულელეებზე ფიქრით ვიკლავ თავს… არ მეხმარება სხვისი ტკივილი საკუთარი დარდის გადავიწყებაში…

მტკივა ეს საშინელი გაუგებრობა, ეს გაურკვეველობა მტკივა, ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი მტკივა და მეკარგება… გული მეკუმშება და უიმედოდ ვარ… როდემდე?… არ ვიცი… ის კი ვიცი რომ ეგოისტი არ ვარ, იმდენად მაინც არა რომ საკუთარი ეგოიზმით ვინმეს რამე დავუშავო… მე მიყვარს ადამაინები, მთელი გულით მიყვარს, მე ყველასთან გულწრფელი ვარ, ყველას ვენდობი… ნუთუ ეს დანაშაულია? ნუთუ თბილი სიტყვების თქმა ჩემთვის ძვირფასი ადამიანებისთვის დანაშაულია? ნუთუ ის ფაქტი რომ სხვებივით არ შემიძლია თავის შეკავება და რომ ყოველთვის უსაზღვროდ გამოვხატავ სიყვარულს, დანაშაულია?

რა არეულ-დარეული გამომივიდა, რა მიკიბულ-მოკიბული, მაგრამ ახლა რასაც ვგრძნობ იმას ვწერ, რასაც განვიცდი მთელი არსებით, რაც მაწუხებს, სევდით მავსებს, რასაც ატირებამდე მივყავარ… სხვა დროს ნორმალურად დავალაგებ ამ აზრებს, ახლა კი მხოლოდ ეს ძალმიძს…

ძალიან ცუდად ვარ…

მარტო ვარ…

5 Comments leave one →
  1. ♥ Miss.Catalan.. ♥ permalink
    April 7, 2011 15:58

    ერთი ვიცი,რომ მარტო ნამდვილად არ ხარ! შეიძლება ვერ ამჩნევ,მაგრამ არიან ადამიანები რომლებიც მუდამ შენს გვერდით დარჩებიან.. როცა მიგაჩნია რომ ყველაზე უბედური ხარ,გაიცსენე,რომ შენზე ბევრად უბედურებიც არსებობენ,შენი პრობლემები იმათთვის სანატრელიც კია. სანამ შენს სულში არ შეუშვებ იმ აზრს რომ მარტო არ ხარ,მუდამ მარტო დარჩები.უნდა ისწავლო შენი ემოციებისა და გრძნობების მარვა,გაარკვიო,თუ ვინ ხარ,რა გსურს და რას მოითხოვ.უნდა გააცნობიერო რომ უბრალოდ არ შეიძლება ყველაფერში დამნაშავე შენ იყო,ეს შეუძლებელია.
    მიუხედავად ყველაფრისა,მაინც გაიღიმე..ვიღაცას შეიძლება შენი ღიმილი შეუყვარდეს.

  2. April 7, 2011 18:57

    პირველ რიგში მინდა გითხრა, რომ ძალიან საყვარელი ბლოგი გაქვს. რაც შეეხება მეგობრებს. ჯერ პატარა ხარ და ამიტომ არ იცი, რომ მეგობრობას დრო გამოცდის ხლომე. ცალმხრივი მეგობრობა არ არსებობს. თუ ძვირფასია თქვენტვის თქვენი ურთიერთობა დასხედით და იმსჯელეტ ამ პრობლემაზე. ორივე მხარემ მოუბოდიშეთ ერთმანეთს ან ღირებული არგუმენტები მოიყვანეთ. ბოლოს და ბოლოს ერთ ერთმა აღიაროს რომ მეორე უფრო მართალია და ბოდიში მოიხადოს იმის გამო რომ ვერ გააგებინა შეხედულება. თუ ამას ვერ ახერხებთ– დაშორდით!😉

    • ნათია permalink*
      April 7, 2011 19:21

      დიდი მადლობა🙂

      რაც შეეხება მეგობრებს, დაშორებამდე რაც დაწერე, ყველაფერი ვცადეთ, უამრავჯერ გვილაპარაკია, ძირისძირობამდე განგვიხილავს პრობლემები, გვიმსჯელია თუ რა იყო ჩვენს ურთიერთობაში ასეთი გაირკვეველი, ვერასდროს ვთანხმდებოდით, მიუხედავად ამისა მაინც ერთად ვართ, შეიძლება სწორედ ესაა მეგობრობა, როდესაც ჩვენ ერთმანეთს ვიღებთ ყველანაირი უარყოფითით და ამის გამო არ ვშორდებით, უბრალოდ, ბოლო დროს, ძალიან გადამღალა ამ მოუგვარაბელი პრობლემების მოგვარების მცდელობებმა და გადავწყვიტე ბლოგზე დამეწერა, მინდოდა გულიდან ამომეღო რასაც ვგრძნობდი. რაზეც ამ და კიდევ რამდენიმე სხვა პოსტში ვწერ, ამაზე გვილაპარაკია, მაგრამ, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, ვერ შევთანხმებულვართ…

      დაშორება კი… დაშორება არაა ასე ადვილი, როდესაც ჩვენ ვართ ერთი სამყაროს ნაწილნი და უამრავი მოგონება, უამრავი ადამიანი გვაკავშირებს ერთმანეთთან, ძირითადად ერთად ვართ, დისტანციის დაცვა ურთიერთობებში საკმაოდ რთული იქნება… ყოველთვის მჯეროდა, რომ მეგობრობა საოცარი რამეა და მის შესანარჩუნებლად მსხვერპლზეც მივდივართ ხოლმე და ამს არასდროს ვნანობდი, არ ვნანობდი იმას რომ ბოდიშს ვიხდიდი მაშინ, როდესაც მე ვიყავი მართალი, ვიცინოდი მაშინ, როდესაც მეტირებოდა და ა.შ… ახლა დაძაბულობამ პიკს მიაღწია და როგორ დასრულდება ყველაფერი არ ვიცი… თანაც აქ ხომ ერთ კონკრეტულ ადამიანს არ ეხება საქმე, მე რამდენიმე მეგობარზ ევსაუბრობ აქ, საკმაოდ რთულ სიტუაციაში ვარ…. დიდი მადლობა რჩევისთვის…

  3. ♥ Miss.Catalan.. ♥ permalink
    April 8, 2011 17:07

    პირადად მე მაინც ვფიქრობ რომ ძალიან განიცდი ამას,და შენ თავს იმაზე მეტს აბრალებ ვიდრე სინამდვილეშია.თუმცა მე შეიძლება არც მესმის,იმიტომ რომ არ მყოლია მეგობარი,ისეთი ვიზეც დაყრდნობა შეიძლება..ნუ არ ვიცი არ ვიცი

  4. May 11, 2011 18:35

    ase mgonia sakutari pikrebi wavikitxe…chemistana kidev yopila vigac:*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: