Skip to content

ბლოგი ჯობია თუ დღიური?

April 10, 2011

‎”ჩემი რჩევაა, რაც ძალიან, ძალიან გტკივათ და გაწუხებთ, იმაზე ნურაფერს დაწერთ.
რაც არ გტკივათ და არ გაწუხებთ, იმაზე ხომ არ უნდა მოცდეთ და არა.
საერთოდ კი წერა რა გამოსაგონებელი იყო ეს გამაგებინა და სხვა აღარც არაფერი მინდა” – დაწერა ერთმა ჩემმა მეგობარმა facebook-ზე სტატუსად და მეც მუზა მეწვია🙂 რატომ გვიჩნდება ადამიანებს სურვილი, რომ საკუთარი ტკივილის შესახებ ვილაპარაკოთ, ვუთხრათ სხვებს, ან თუნდაც საკუთარ თავს სარკეში, ვწეროთ, ვიყვიროთ, გამოვხატოთ ის ყველანაირი საშუალებით? ეს მხოლოდ ტკივილსა და დარდს არ ეხება, ჩვენ გვიყვარს ჩვენი სიხარულისა და ბედნიერების გამოხატვა საჯაროდ, საკუთარ ემოციებზე საუბარი გვხიბლავს.

ემოციების გამოხატვის საშუალება, გარდა ლაარაკისა და ყვირილისა, არის კიდევ დღიური და ბლოგი. 13 წლიდან ვაწარმოებ დღიურს, შენახული მაქვს ყველა ჩანაწერი და ხშირად ვავლებ ხოლმე თვალს. როდესაც თავს ცუდად ვგრძნობდი, ყოველთვის ვწერდი დღიურში, ბოლო დროს ვამჩნევ, რომ რაც ბლოგოსფეროს დავუმეგობრდი, ჩანაწერებს ისე ხშირად აღარ ვაკეთებ, დავშორდით მე და ჩემი დღიური🙂

რით ჯობია ბლოგი დღიურს? რა განაპირობებს მის შემოჭრას ჩვენს ცხოვრებაში ასე აქტიურად? რა საჭირო იყო ბლოგი რომ შევქმენი, მქონოდა დღიური და მეწერა იქ რამდენიც მინდოდა, ვინ მიშლიდა?

ბლოგის ქონის სურვილი იმით არის განპირობებული, რომ გვინდა ჩვენი დარდის შესახებ სხვამაც გაიგოს, სხვამ დაინახოს თუ რა დღეში ვართ, ტკივილის აფიშირებას ვახდენთ, გვჭირდება რჩევის მოცემა, თორემ რა უნდა იყოს სასიამოვნო იმაში, რომ ვიღაც სხვა შენი სულის კუნჭულებში იქექება? დღიურში რომ ვწერთ, ჩვენთვის ვწერთ, არავინ იცის იქ რა ხდება, ბლოგზე დაპოსტვით კი ჩვენი ტკივილის შესახებ ბევრი იგებს.

ბლოგის პლიუსი კიდევ ის არის, რომ აქ შეგიძლია ყველაფერი ისე მოაწყო, როგორც გინდა, სასურველი ფონით გააფორმო, თითქოს შენი პაწაწინა სახლია აქ, სადაც შემოდიხარ და ისვენებ🙂 იღებ სტუმრებს, საუბრობ მათთან კომენტარების სახით, ერთი ეგაა რომ ლუდს, ყავას, ან ჩაის ვერ სვამთ ერთად, თორემ სხვა ყველაფერი რიგზეა😀

სამაგიეროდ, ბლოგზე შეუძლებელია საკუთარი ხელით, კალმით წერა, ნებისმიერი ხაზის გავლება, რაღაცეების გადაჯღაპნა, რაღაცეების მიხატვა, კალიგრფიაში იკვეთება ხოლმე რა ემოციები იპყრობენ ამ მონაკვეთის წერისას ამის დამწერს, ასოები გელაპარაკებიან თითქოს და გეუბნებიან როგორ უკანკალებდა თითები ავტორს, ან როგორ მშვიდად წერდა. ზოგისთვის ეს ნაკლიც შეიძლება იყოს, ბლოგზე ყველაფერი დალაგებულად წერია, არ ჩანს სად რას ვშლიდით, როდესაც პოსტს ვწერდით, ასოები მწყობრი და დალაგებულია🙂

ჰო, კიდევ: ბლოგს ვერ გადაშლი, ვერ ჩაიხუტებ გულში, ვერ გადაფურცლავ და ვერ შეიგრძნობ მის სიძველეს, როგორ ვთქვა, ბლოგს არ აქვს აურა, დროის მატარებელი არაა თითქოს, აქ ადამიანის ემოციები ელექტრონულ ასოებად იქცევიან და ისე გაკითხებენ თავს… 

მოკლედ, დადებითი დღიურსაც აქვს და ბლოგსაც, ეს ჩვენი გადასაწყვეტია რომელს ავირჩევთ, ბლოგს თუ დღიურს, თუ ორივეს ართად😀

ვისაც არც დღიური გაქვთ და არც ბლოგი და არც ემოციების საჯარო გამოხატვა გინდათ, ეს თქვენ:

გუშინ გამომიგზავნა მეგობარმა ეს ფოტოები და ძალიან ვიხალისე🙂 ჩაბერეთ და გათავისუფლდით ყოველგვარი დარდისგან! ეჰ, ერთი ასეთი მეც მინდა…

13 Comments leave one →
  1. April 10, 2011 20:50

    რო ჩავბერო და არ გავნთავისუფლდე?😀

    • ნათია permalink*
      April 11, 2011 19:46

      ბექა, თუ თავის ფუნქცია ვერ შეასრულა ამ პაკეტმა, აბა, რისი მაქნისია? თუ არ გათავისუფლდები ე.ი. უხარისხო გიყიდია😀
      ანანო, ჰოუ, მართალია ხარ, ორივეს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები, მეც სწორედ მაგის ხაზგასმა მინდოდა.

  2. ♥ Miss.Catalan.. ♥ permalink
    April 11, 2011 11:45

    იცი რა არის..ბლოგი და დღიური ერთმანეთს ავსებენ.არის მომენტები,როცა იმდენად ცუდად ხარ,რომ გინდა არავინ გნახოს და გაიგოს შენი მდგომარეობა,მხოლოდ წერა გინდა და წერ დღიურში,არის მომენტები როცა სხვების რჩევა გჭირდება,ამ შემთხვევაში ბლოგზე წერ.ბლოგი-დღიური ერთმანეთს ავსებენ,და-ძმასავით არიან. მე დღიურს ეხლა ძალიან იშვიათად ვწერ,იმიტომ რომ ყველა მცდელობა ამაო გამოდგა იმისა,რომ ვინმეს არ წაეკითხა,ამიტომ ვარჩიე ბლოგი,რადგან მაინც ყველამ იცოდა რას ვწერდი დღიურში და დამალვას აზრი აღარ ქონდა.მიუხედავად ამისა,მაინც იმდენს ვწერდი,რომ რეაქციაში შევედი ასოებთან უკვე😀 დღიურსაც აქვს პლიუსები და ბლოგსაც,ორივე ერთმანეთს ავსებს..

  3. April 12, 2011 06:39

    14-15 wlis asakshi mec vawarmoebdi dghiurs, magram mere mivxvdi rom azri ar qonda, im wutshi ki shvebas vgrdznobdi emociebis gamoxatva da furcelze gadmotana rom shemedzlo, magram rodesac mogvianebit tvals gadavavlebdi, tavs isev ise vgrdznobdi rogorc misi dawerisas, mokled ar moqmedebda chemze dadebitad da avdeqi davxie da gadavyare. imis shemdeg dgiuris msgavsic ki agar shemiqmnia. ai blogs rac sheexeba aq vwer imaze rac miyvars da tavs kargad magrdznobinebs, adamianebs vuziareb chems siyvaruls da interess garkveuli sakitxebis mimart, rac dzalian msiamovnebs. warmatebebi dghiurisa da blogis warmoebashi😉

  4. April 13, 2011 21:23

    მთელი ერთი წელი ვწერდი დღიურებს… ყოველდღე… ახლაც ვინახავ, ბევრი რამე გადავაფასე და უკვე გადავხარშე… არის რაღაცები, რაც მაწუხებს ახლაც. დღიურის წერა მარტოობამ დამაწყებინა, სულიერ მარტოობას თითქოს მაგით ვუმკლავდებოდი. ახლა დღიურის მაგივრად ბლოგი მაქვს, არ ვიცი მაგივრობას წევს თუ არა… მგონი დღიური მაინც სხვაა… ის მხოლოდ შენია და სხვისი არავისი. უფრო პირადულია , ვიდრე თუნდაც ბლოგი… იქ ნაკლებად წუხარ სხვები რას იტყვიან, რადგან მაინც ვერ ნახავენ… იმედია ოდესმე ისევ დავუბრუნდები დღიურს…

  5. ნათია permalink*
    April 13, 2011 21:32

    როდესაც დღიურს და ბლოგს ვადარებდი ერთმანეთს, სწორედ გულახდილობის მომენტს ვგულისხმობდი, თორემ რაღაც პრობლემატურ საკითხს რომ განიხილავ ადამიანი ბლოგზე, ან რეიტინგის გამო რომ წერ პოსტებს, ეს სულ სხვა საქმეა. მე მაინტერესებს რა განსხვავებაა დღიურში არსებულ და აქ არსებულ გულახდილობას შორის,აქ ვმალავთ რამეს და დღიურში არა? თუ არაა დაცული ეგ მომენტი?

  6. April 13, 2011 21:36

    აქ არ მგონია იმ თემებზე ვილაპარაკო, დღიურში რომ ვწერდი. ”ვმალავ” ალბათ , იმიტომ რომ არ მინდა აქ დავწერო, ის რაც ჩემია და მარტო მე მეხება ჩემად მიჯობს დავიტოვო.

  7. ნათია permalink*
    April 13, 2011 21:41

    ჰო, მაგ მხრივ გეთანხმები, არის რაღაცეები რაც ჩვენთვის უნდა დავიტოვოთ და არავის გავანდოთ, შეიძლება დღიურსაც კი არა. ის ,,რაღაცეები” იმდენად ჩვენია, რომ მათი აღნიშვნის, მათზე საუბრის შემდეგ, ყოველთვის სიცარიელის განცდა მრჩებოდა, ამიტომ რაც დრო გადის, მით უფრო ვხვდები, რაზე ლაპარაკი გამხდის უკეთ და რაზე არა.

  8. April 19, 2011 10:34

    ყველაფერს თავისი ადგილი აქვს :იეს:

  9. April 20, 2011 13:44

    au magari ppstia momewona dzaan lamazi da sayvareli sityvebit weria🙂

    • ნათია permalink*
      April 26, 2011 22:15

      მიხარია თუ მოგეწონა :*🙂

  10. May 14, 2011 12:46

    2001 წლიდან მაქვს დღიურების კოლექცია..იმდენია უკვე აღარ მახსოვს რომელი სად დავმალე..სადაც მივდივარ ყველგან დავათრევ..მომბეზრდა ეერთხელაც და მოვამზადე დასაწვავად …ვერ გავიმეტე:(:(:(ვებოდიშებოდი და ვსუნავდი:(:(იქ ხომ მთელი ჩემი წარსული იყო:( ვერ აგიღწერთ რა გძნობა მეუფლება როცა მუხლებზე დავიდებ დღიურებს და გადავშლი..სულ ვტირი..ამეშლება ხოლმე ძველი მივიწყებული ტკივილები..მერე ვფიქრობ საერთოდ რატო ვწერ სულ ტკივილზე..ნუთუ ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ?:(:(:(რა საჭიროა ტკივილის გახსენება..მაგრამ მე მაინც ვწერ..როცა ვივსები და ვგრძნობ საზვარზე ვარ, მივრბივარ კალამს ვეცემი და ვიწყებ..ზოგჯერ საერთოდ ვერ ვხედავ რასაც ვწერ ,,,ისე ჩქარა და გულით ვწერ, ბევრჯერ მუხლებზეც გადავსულვარ წერა წერით..:(როცა დავიცლები ვაგდებ კალამს და მეც ძალაგამოცლილი ვეცემი საწოლზე..
    არ ვიცი ეს ყველაფერი რატომ დავწერე მაგრამ მგონი დღიური ჯობია…ტუმცა აქ ჯერ ახალი ვარ ვსწავლობ რაგაცეებს და იმედია გავშინაურდები:*

  11. ნათია permalink*
    May 15, 2011 12:25

    მეც მსგავს ემოციებს აღმიძრავენ ძველი დღიურები :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: