Skip to content

ვეძებ სამსახურს

April 13, 2011

სანამ ფაქტის წინაშე არ აღმოვჩნდი, იქამდე ვერ ვაცნობიერებდი თუ რას ნიშნავს იცხოვრო დამოუკიდებლად. ბავშვური წარმოდგენები მქონდა მომავალთან დაკავშირებით, ვამაყობდი საკუთარი პროფესიით და მეცინებოდა ადამიანებზე, რომლებიც პრაგმატულად აზროვნებდნენ, მეგონა მაღალი იდეალებზე ფიქრით მოსული მუდამ ბედნიერი ვიქნებოდი და, სავარაუდოდ,  ციდან ჩამომივარდებოდა სამსახური.

ბოლო 2 კვირაა ვზივარ და ვგრძნობ თუ როგორ მჭირდება დამოუკიდებლობა, მაქვს განცდა, რომ ვარ უსარგებლო, 21 წლის ასაკში ვაზივარ დედაჩემს კისერზე და არაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ მქონდეს საკუთარი შემოსავალი.

არასდროს მიმუშავია, ჩემი ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე ეს შეუძლებელი იყო, უნივერსიტეტი არ მაძლევდა ამის საშუალებას, 36-40 სალექციო საათი კვირაში, მეტისმეტად ბევრია იმისთვის, რომ შენ დრო გქონდეს მუშაობის, თანაც, გარდა ლექციებისა და სემინარებისა, ხომ უნდა მესწავლა კიდეც?  ასე ცხადად არასდროს მიგრძვნია თავი უსარგებლოდ, ჩემი რამდენიმე მეგობარი მუშაობს, ზოგს მოსწავლე ჰყავს, მე კიდევ არ მაქვს საკუთარი შემოსავალი, უკვე მრცხვენია დედაჩემი რომ მიხდის სწავლის გადასახადს, საჭმლის ფულს, საერთოდაც, მისი წვალების შედეგად რომ ვარ ცოცხალი და ვარსებობ, ეს უკვე არ მომწონს.

ბოლო 2 კვირაა ვაცდენ უნივერსიტეტს და ვეძებ სამსახურს, ასე მგონია, რომ ურთულეს მოვალეობებსაც კი შევასრულებ, ოღონდ კი მქონდეს  სამუშაო, თუმდაც მცირეშემოსავლიანი, თავიდან ესეც საკმარისი იქნებოდა, სტიმულს მომცემდა.

ბოლო დროს ვფიქრობ იმაზე, ხომ არ შევცდი პროფესიის არჩევისას? ვყოფილიყავი იურისტი ან ეკონომისტი და გაცილებით ადვილად გამომივიდოდა ყველაფერი. არა, იმის თქმა არ მინდა, რომ პოპულარული პროფესიის წარმომადგენლები დალხენილად ცხოვრობენ, მაგრამ მათთან შედარებით მე ნამდვილად ცუდ დღეში ვარ. ახლა რომ ვერკვეოდე პიარ-ტექნოლოგიებში, მენეჯმენტში, საბანკო საქმეში, ან იურისპრუდენციაში, გაცილებით ადვილად ვიპოვიდი სამსახურს, ახლა კი ეს არც თუ ისე ადვილია.

მახსოვს, პირველ კურსზე ლექციები რომ დაგვეწყო, ერთ-ერთმა ლექტორმა გვითხრა: ჰუმანიტარულზე ან მდიდრები აბარებენ ან არანორმალურებიო, მაშინ ძალიან გავბრაზდი, ეს რამ ათქმევინამეთქი, მაგრამ ახლა ვხვდები რისი თქმა უნდოდა ჩვენთვის მას🙂 ისიც ვიცი, რომ თუ ძალიან გიყვარს შენი პროფესია, აუცილებლად გამოგივა ყველაფერი, მაგრამ, როგორც ჩანს მე არ მიყვარს ის, არაა ჩემი, არ შემიძლია მთელი ცხოვრება მივუძღვნა ხელნაწერებს და ანტიკური თუ ბიზანტიური ეპოქის მასალებზე ვიმუშაო, ღამეები ვათენო მთარგმნელობით მოღვაწეობაში, ამის უფლებას მატერიალური პრობლემები არ მაძლევს. მდიდარი რომ ვყოფილიყავი, მექნებოდა უფლება ბოლომდე გავყოლოდი ჩემს პროფესიას, მაგრამ შემოსავალი რომ გინდა გქონდეს და იძულებული ხარ პრაგმატულად იაზროვნო, იქ კლასიკური ფილოლოგია მხოლოდ ხელს გიშლის.

მომბეზრდა გაოცებული სახეების დანახვა ჩემი სპეციალობის გაგების შემდეგ რომ აქვთ ხოლმე, მომბეზრდა ერთგვაროვანი წარმოდგენები ჩემზე: ,,აა, ე.ი. ძალიან ჭკვიანი ხარ შენ რახან მანდ სწავლობ”, ან ,,გენიოსი ხარ?” კიდევ: ,,ვააა, საღოლ შენ, ძაან მაგარია, მაგრამ საკუთარი თავი არ გიყვარს?” მომბეზრდა იმის ახსნა თუ რატომ ვსწავლობ აქ და რა მიზანი მაქვს, თანაც ეს მაშინ, როდესაც თავადაც აღარ ვიცი რატომ ავირჩიე ეს პროფესია…  ბევრისთვის სასიამოვნოა ძალიან ჭკვიანები და განათლებულები რომ ჰგონიათ სხვებს, ამით საკუთარ ამპარტავნებას იკმაყოფილებენ, მაგრამ მე არ მომწონს არასათანადი წარმოდგენებს რომ იქმნიან ხოლმე ჩემზე, ამიტომ აღარ ვლაპარაკობ ამაზე.

რა შორს წავედი, არადა უბრალოდ სამსახურს ვეძებ… ისე კი ძალიან მაინტერესებს, თუკი არასდროს ვიმუშავებ, როგორღა შევიძენ სამუშაო გამოცდილებას? არადა თითქმის ყველა ვაკანსიაში სავალდებულო ან სასურველია სამუშაო გამოცდილება, მესმის რომ დამსაქმებლისთვის ჯობია გამოცდილი ადამიანი, მაგრამ მე რა ვქნა, რომელსაც არ მაქვს ეს გამოცდილება და თუ არ მომცემენ მუშაობის საშუალებას არც არასდროს მექნება?!

კიდევ ერთი პრობლემა ინგლისური ენაა, რომელიც არ ვიცი, რა ვქნა, ისე მოხდა რომ არ ვიცი, არ ვსწავლობდი სკოლაში, მერე მომზადებასაც ვერ მოვაბი თავი და დავრჩი ასე🙂 ახლა კი, როდესაც უკვე ინგლისურის არცოდნა სირცხვილად ითვლება ლამის და ადამიანს ვერ ნახავ, ვინც ეს ენა არ იცის, თავს შეზღუდულად ვგრძნობ, კიდევ კარგი რომ რუსული ენის ცოდნა ჯერ კიდევ მეხმარება რაღაცაში, მაგრამ ისეთი მიმართულებით მიდის დამოკიდებულებები რუსულისადმი, ეჭვი მაქვს, მალე ესეც ვეღარაფერში დამეხმარება…

მოკლედ, დიდ გაწამაწიაში ვარ…

16 Comments leave one →
  1. April 14, 2011 00:37

    ნათია, დასაწყისისთვის გეტყვი, რომ ძალიან მომეწონა შენი ბლოგი და მშვენივრად წერ. რაც შეხება შენს დილემას, საშინელებაა, როცა ისეთი პროფესია გაქვს, რომელიც არ გიყვარს. ამას მგონი, მართლა სჯობს, სამუშაოს შოვნა გიჭირდეს.
    შემიძლია, რაღაც გირჩიო. რაკი ასე კარგად გამოგდის წერა, იქნებ პუბლიცისტიკის მიმართულებით წახვიდე? ან წიგნებზე რეცენზიები წერო… მგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება. წარმატებებს გისურვებ. ამ ბლოგზე კიდევ დავბრუნდები

  2. April 14, 2011 00:44

    მე 18 წლიდან ვმუშაობ, მეორე კურსიდან, არადა მეც თსუ ში ვსწავლობდი, მეც ჰუმანიტარულზე, მეც ესეთი გრაფიკი მქონდა.😀 რთული იყო, თანაც ძალიან, შეთავსება, არც ისე იყო რომ სამაგიეროდ სწავლა მიმეგდო-დილით ვსწავლობდი-საღამოს ვმუშაობდი და ღამის 2 ზე მივდიოდი სახლში, მაგრამ შემოსავალი მქონდა.. მთავარია მოინდომო.. და ისე რას ეძებ, სად ეძებ და როგორ ეძებ?.. ან რეზიუმე როგორი გაქვს? მაგასაც კი აქვს მნიშვნელობა, ასე რომ… ნუ, წარმატებებს გისურვებ!!!!
    რაც შეეხება ინგლისურს-კი, უმეტესად ითხოვენ და შენც გაიარე კურსები, აიღე სერტიფიკატი.. სულ არაფერს-აჯობებს და წაგადგება..
    ჩემი მეგობარი, კურსელი, გაქანებული ჰუმანიტარი ეხლა ბუღალტრად მუშაობს, კურსები გაიარა და ისე… ანუ, მთავარია სწორად ეძებო და იცოდე რა უნდა გააკეთო და აუცილებლად იპოვი!! იმოქმედე :*

  3. eva permalink
    April 14, 2011 07:13

    kide kargi marto ar vkopilvar😀

  4. April 14, 2011 08:35

    მეხუთე აბზაცზე გეტყვი: ყველა ვერ იქნება იურისტი და ეკონომისტი. მეც ვიდექი ამ პრობლემის წინაშე და შეიძლება კიდევ დავდგე, მაგრამ არ მინანია, რომელიმე პოპულარულ ფაკულტეტზე რატომ არ ჩავაბარე-მეთქი. მეორე საკითხია, რომ არც ეს პროფესიაა ჩემი, რასაც ქვია.

    მეექვსე აბზაცის 4, 5, 6, 7 ხაზებში ჩემი თავი დავინახე ზუსტად.

    მერვე და მეცხრე აბზაცებშციც მე ვარ🙂 ჩემი უმუშევრობის პერიოდი გამახსენდა.

  5. ნათია permalink*
    April 14, 2011 09:57

    kundzuli: დიდი მადლობა, მიხარია თუ მოგეწონა, მაგრამ ისე კარგად მაინც არ გამომდის რომ რეცენზიები ვწერო, ამაზე არასდრო მიფიქრია.

    Teaa: მართალია ხარ, ვიცი, ასე ადვილად არ გამოვა და რომ უნდა ვიწვალო, უბრალოდ გამოცდილება არ მაქვს, ახლა დავიწყე მაგაზე ფიქრი და გარკვეული სირთულეების წინაშე აღმოვჩნდი. ინგლისურსაც ვისწავლი და გარკვეულ კურსებსაც გავივლი, უბრალოდ, გული მწყდება რომ სამუშაოს პოვნის საშუალებას უნივერსიტეტი არ მაძლევს. დიდი მადლობა რჩევისთვის.

    eva: ბევრნი ვართ🙂

    ბნელო: იურისპრუდენცია და მენეჯმენტი მხოლოდ საილუსტრაციოდ მოვიყვანე, როგორც ყველაზე პოპულარული სპეციალობები. ვნანობთქო რომ გითხრა ეს ტყუილი იქნება, მაგ ფაკულტეტებზე ვერ ვისწავლიდი მაინც, არ შემიძლია ვიყო იურისტი, ხოლო ტექნიკური საგნებისგან ძალიან შორს ვდგავარ. მე გული სწორედ იმაზე მწყდება, რომ არ შემიძლია პრაგმატულად აზროვნება, არ მივისწრაფვი არაფერი ფიზიკურად ღირებულისკენ, მაგრამ იძულებული ვარ ვიფიქრო მაგ ყოველივეზე, რაც საკმაოდ რთულია ჩემთვის.

  6. April 15, 2011 05:45

    პირველ რიგში, ნუ გეშინია. ყველაფერი კარგად იქნება. მეც ისეთი პროფესია მაქვს, რომლითაც დღესდღობით ძნელია დაკავდე – ხელოვნებათმცოდნე. მაგრამ ის, რომ ძნელია, არ ნიშნავს შეუძლებელიას.
    რუსული რა დონეზე იცი? წერა, კითხვა, ლაპარაკი?
    ინგლისური ასე გიჭირს? იქნებ დაიწყო შენით თვითმასწავლებელების გამოყენება და სწავლა? დაუთმე ხოლმე დღეში საათი ან საათნახევარი. მოუსმინე ინგლისურ ფილმებს, ინტერვიუებს, ყური მიაჩვიე, ტექსტები იკითხე, ჯერ პატარა, მერე დიდ–დიდი..

    მერე კიდე, შეადგინე სივი, ეცადე სადმე ტრენინგი ან სტაჟირება გაიარო, ეს კარგ გამოცდილებას იძლევა. ყოველ შემთხვევაში, გაერკვევი რა როგორ ხდება და სივიშიც ჩაწერ, ეგ პლუსია.

    შემდეგ, ხელნაწერებიო და იქნებ უნივერსიტეტმა გაგიკეთოს მიმართვა ან ხელნაწერთა ინსტიტუტში ან მუზეუმში (ჩემი ოცნების სამუშაო ადგილი :დ), ან მაშინ, იქნებ სადმე მდივნის ან თანაშემწის ვაკანსიებს ეძებდე, ან სხვაც შეიძლება, გააჩნია, მითხარი რომ არ ხარ წუნია სამუშაოს მხრივ🙂
    კიდევ რა, ეცადე დამატებით რამე კიდევ ისწავლო ან რამე უნარ–ჩვევები შეიძინო (ეს თანამედროვე გაგებით რომ ვთქვათ).

    კიდევ რა, მინდა გითხრა რომ მარტო არ ხარ :* ეძებე და იპოვი აუცილებლად. ასე წუწუნებდა ჩემთვის ძალიან საყვარელი და ნაცნობი ორი ბლოგერი: კნუტი და ადოლისი, ორივემ იპოვა ის რაც უნდოდათ. მთავარია არ ჩამოყრო ყურები, იყო მიზანდასახული, ჟინიანი, და იმედით სავსე, რომ ყველაფერი იქნება🙂

    ამას იმიტომ გწერ, რომ მეც ვიყავი შენს ასაკში მასეთ მდგომარეობაში, მუშაობა დავიწყე 2006ში, ანუ, სადღაც ხო, შენხელა ვიყავი. და სანამ დაიწყებდი მუშაობას, დეპრესიული პერიოდის გადალახვაში დედაჩემი დამეხმარა. ის მიბიძგებდა, მანუგეშებდა და მაქეზებდა. არ ვიცი შენთან როგორ და რა ხდება, მაგრამ მინდა მეც დაგეხმარო ჩემებურად, როგორც დედაჩემი დამეხმარა🙂
    პ.ს. კიდე რამე გამახსენდა რჩევის სახით და მოგწერ :*

  7. ნათია permalink*
    April 15, 2011 07:02

    უღრმესი მადლობა ასეთი გულთბილი სიტყვებისთვის და გულითადი რჩევისთვის :**ახლა ვდგები ნელნელა კალაპოტში და ვხვდები, რომ მართლა საჭიროა ნორმალურად მივხედო ინგლისურს და გავიარო რაღაც კურსები, იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გამომივა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ასეთი რჩევებისთვის, ძალიან გამახარე :**

  8. April 15, 2011 09:37

    ui, da MINOR specialoba ra gaqvs?🙂

  9. ნათია permalink*
    April 15, 2011 13:55

    მეორადად მქონდა ქართული ფილოლოგია, ფილოსოფია, ახალი ბერძნული ფილოლოგია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, ბიზანტიური ფილოლოგია😀 საბოლოოდ MINOR არ გამომდის, უკვე იმდენი კრედიტი დავაგროვე ამ სპეციალობის გარეშე საგნებში, რომ მთავარს ვერ ვსაწრებ და სემსტრს ვიმატებ😀 ასე იცის ცაში ფრენამ😀

  10. April 17, 2011 12:23

    მაგ მაინორზე… ყველაზე საინტერესო ისაა, რომ დიპლომი ავიღეთ და მაინორი არავის არ უწერია, გამოდის, ხალხმა ტყუილად იწვალა😦 უბრალოდ საგნების ჩამონათვალს გაძლევენ დანართში, რაც გაიარე და რა ქულები გქონდა…😦 ასე გააცრუა თსუ მ უკანასკნელი იმედიც😦

  11. April 18, 2011 20:43

    სასწრაფოდ მოძებნე კარგი კურსები და დაიწყე ინგლისურის სწავლა. CV ელემენტარული სერთიფიკატებით მაინც უნდა გქონდეს სავსე.

    წარმატებები :*

  12. April 19, 2011 07:27

    21 წელი ძალიან ადრეა იმისთვის, “მშობლებს კისერზე ვაზივარო”, თქვა… ჯერ ყველაფერი წინ გაქვს, თუმცა ამ მიმართულებით რომ ფიქრობ, უკვე კარგია და რაღაცნაირად იმის გარანტიაც არის, რომ 10 წლის შემდეგ მსგავსი პრობლემები არ გექნება🙂

    არაპოპულარული პროფესია მაქვსო, ამასაც ნუ იტყვი – საბოლოო ჯამში,არსებობს მხოლოდ პროფესიონალი და არაპროფესიონალი და წარმატების მიღწევა ნებისმიერ, ყველაზე “არამყვირალა” სფეროშიც შეიძლება.

    გუდ ლაკ!

  13. ნათია permalink*
    April 26, 2011 22:36

    vekoo: პირველი ნაბიჯი გადავდგი უკვე, სამშაბათიდან ვიწყებ🙂

    მოლი ბლუმ, ყველაფერში მართალი ხარ, დიდი მადლობა :*

  14. ivditi permalink
    May 13, 2011 00:06

    ძალიან კარგად მესმის შენი, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ხელი უნდა ჩაიქნიო. ხუთი წელია უმუშევარი ვარ, მაგრამ მაინც ვცდილობ რაიმე მოვძებნო, ჩემი განათლებითა და შესაძლებლობებით.ინგლისური კი თავად დამკვეთების უმეტესობასაც უჭირს🙂. ამჟამად ჩვენს ქვეყანაში ყველა სფერო უვარგისია, რაც გინდა დაამთავრო. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ხელი ჩაიქნიო და უიმედობამ დაგძლიოს. ჩემი რჩევაა მაქსიმალურად გაერკვიე შენს სურვილებსა და შესაძლებლობებში.გზა აუცილებლად გამოჩნდება. საუკეთესო სურვილებით

  15. May 22, 2011 11:20

    შენს დღეში ვარ მეც :დ

Trackbacks

  1. რა მომიტანა ბლოგერობამ «

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: