Skip to content

შეცდომები და 7 რამ რაც არ იცით ჩემზე :)

April 15, 2011

kevana- მ დამთაგა ამ თამაშში, ჰოდა ახლა ვზივარ და ვფიქრობ რა დავწერო🙂 იმიტომ კი არა, რომ ჩემზე ყველაფერი ცნობილია და აღარ ვიცი რაღა გითხრათ, ან შეცდომები არ დამიშვია, არა, უბრალოდ რაზე გავამახვილო ყურადღება, არ ვიცი, ან რომელი შეცდომა დავასახელო ჩემ მიერ უამრავ ჩადენილთაგან😀 თანაც, აქ პოსტებს, ძირითადად, ცხელ გულზე ვწერ ხოლმე, როგორია დალაგებული ტვინით დაწერო, აბა, ვცადოთ, ვნახოთ რა გამოვა!😀

                                                    შეცდომები


Erare humanum est-ო თქვა ერთხელ სენეკამ და სენეკამდე კიდევ ბევრმა, მაგრამ ეს გამოთქმაა ყველაზე პოპულარული, იმიტომაც მოვიყვანე მაგალითად🙂 ადამიანი რომ შეცდომებს უშვებს, ეს თავისთავადია, გასარკვევი ისაა, თუ კონკრეტულად რა შეცდომა დაუშვა, ვინმეს ავნო თუ არა ამით და როგორ ეცადა, ან საერთოდ ეცადა თუ არა მის გამოსწორებაზე ეზრუნა. ჭკვიანია ის, ვინც სხვის შეცდომებზე სწავლობს, ბრიყვი კი მხოლო საკუთარზე – ესეც უთქვამს უკვე ვიღაცას (ვაიმე, ყველაფერი ნათქვამი და დაწერილია, ახალი რაღა უნდა ვთქვა?🙂 ).
შეცდომის დაშვებისას ვერ ვაცნობიერებთ, რომ არასწორად ვიქცევით, თუმცა, ხანდახან ვაცნობიერებთ კიდეც, მაგრამ ჯიუტად არ ვაღიარებთ, ამიტომ მერე გვიჭირს მისი გამოსწორება. ვფიქრობ, რომ მთავარია არ გვრცხვენოდეს თუ გვიტყდებოდეს შეცდომის აღიარების და თამამად შევხედოთ მას თვალებში. დღეს მე თამამად ვწერ ამას, რადგან სწორედ დღეს დავიწყე ჩემი შეცდომების შედეგად არეული მდგომარეობის მოგვარება,

რამდენიმე ადამიანს ბოდიში მოვიხადე, ავუხსენი რომ მართლა გავიგე თუ როგორ საშინლად მოვიქეცი და ახლა თავს კარგად ვგრძნობ, თითქოს რაღაც ლოდი მომწყდა გულიდან. ისიც ვიცი, რომ დღევანდელი საქციელით პრობლემა არ მომიგვარებია, მაგრამ მთავარია რომ პირველი ნაბიჯი გადავდგი, ამის მერე კი მომდევნო საფეხურების გავლა უფრო გამიადვილდება.

შეცდომებმა მასწავლეს თუ როგორ უნდა გავუფრთხილდე ურთიერთობებს, დამანახეს რა ადგილზე დგანან ესა თუ ის ადამიანები ჩემს ცხოვრებაში. ერთი რჩევა ჩემგან: ყველას გვაქვს ჩვენი გზა გასავლელი, რომელზეც შეცდომებს აუცილებლად დაუშვებთ, მთავარია დროზე იზრუნოთ მათ გამოსწორებაზე და რაც შეიძლება მალე დაიბრუნოთ ადამიანების ნდობა, თორემ მთავარი ბოდიშის მოხდა არაა, მთავარი დაკარგული ნდობის დაბრუნებაა. მერწმუნეთ, რომ არ აქვს ფასი 1000 პატიების თხოვნას და ტირილს თუ მან, ვისთანაც რაღაც დააშავეთ, არ იგრძნო, არ მიხვდა, რომ თქვენ გულწრფელად ნანობთ და რომ მომავალში მსგავს რამეს აღარ გააკეთებთ. ცრემლების ღვრას და ბოდიშის მოხდას, აჯობებს თუ დაარწმუნებთ თქვენი ქმედებით, რომ იმ შეცდომამ, რომელიც დაუშვით, რაღაც გასწავლათ და სწორი მიმართულება გაჩვენათ.

 

ვფიქრობ, რომ შეცდომების გამო დეპრესიაში კი არ უნდა ვვარდებოდეთ, არამედ უნდა ვცდილობდეთ, რაც შეიძლება მეტი ვისწავლოთ მისგან! გამოვიყენოთ შეცდომები საჩვენოდ, ნუ მივცემთ თავს უფლებას, რომ დაგვაკარგვინოს ძვირფასი ადამიანები, დავუმტკიცოთ სხვებს და საკუთარ თავსაც, რომ შეგვიძლია ვიყოთ ძლიერები, გადავლახოთ ყველანაირი დაბრკოლება და ახალი შემართებით გავაგრძელოთ ცხოვრება!

და რაც მთავარია, ნუ, ყოველ შემთხვევაში, მე ვთვლი რომ ეს მთავარია: თუკი ადამაინები არ გვაპატიებენ ჩადენილ შეცდომას, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ მის გამოსასწორებლად, ეს მხოლოდ მათი პრობლემაა. საშინელი შეგრძნებაა, როდესაც მთელ ჩვენს ცხოვრებას, მთელ ურთიერთობას რაც გვაქვს ადამიანებთან, ერთი შეცდომის გამო უსვამენ ხაზს და ამ ერთი არასწორი ქმედებით აფასებენ, როდესაც ძალიან ბევრი დადებითი გვაკავშირებთ ერთმანეთთან. არავის მისცეთ უფლება, რომ ერთ შეცდომას შეგწირონ და სხვა არაფერი დაგიფასონ.

არ იფიქროთ, რომ ძალიან გამოცდილი ვარ და გმოძღვრავთ, სადაც თქვენ გელაპარაკჯებით, იქ, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავს მივმართავ და მერე სხვებს.  არ გეგონოთ, რომ რამეზე მიგითითებთ და მინდა რამე გასწავლოთ, არა, საამისოდ არ გამოვდგები, უბრალობ, საკუთარ გამოცდილებას გიზიარებთ და თქვენ, როგორც გინდათ, ისე გამოიყენეთ ეს ჩემი გამოცდილება😉

                                                 7 რამ რაც არ იცით ჩემზე:

 

 რიცხვი 8 დიდად არ მხიბლავს, არანაირი შინაარსის მატარებელია ჩემთვის, არაფერს უკავშირდება და არც რამეს გამოხატავს, შემეძლო დამეწერა 3-ზე, 7-ზე, 9-ზე, მაგრამ 8-ზე კი არ შემიძლია, უბრალოდ არ მინდა, ამიტომ ვწერ 7-ს:

  1. თქვენ არ იცით, რომ მე ბავშვობაში ქართული არ ვიცოდი, სახლში რუსულად ვლაპარაკობდით და მოგვიანებით, სკოლაში ვისწავლე, ფაქტობრივად, ქართული ენა🙂 ალბათ, ამიტომ არის, რომ როდესაც ძალიან ვარ აღელვებული, უნებლიედ რუსული აქცენტით ვიწყებ ლაპარაკს🙂
  2. თქვენ არ იცით, რომ 6 სკოლა მაქვს გამოცვლილი საქართველოს სხვადასხვა რაიონებში და თბილისში, მართალია, ამის შედეგად ბევრი ადამიანი გავიცანი, მაგრამ მაინც გული მწყდება, რომ 11 წელი ერთსა და იმავე ადამიანებთან ერთად არ მისწავლია და ნორმალურად, ვერც ვერავის დავუმეგობრდი გარემოს ასე ხშირად შეცვლის გამო.
  3. არ იცით, რომ ძალიან ემოციური ვარ და kevana-სი არ იყოს, მეც  ხშირად ვტირი ხოლმე.  გული მწყდება, რომ როდესაც ყველაზე ნაკლებად მინდა ცრემლები წამომივიდეს თვალებიდან, მაშინ მეტირება ხოლმე. ვერა და ვერ ვისწავლე ემოციების კონტროლი რა.
  4. არ იცით, რომ ბავშვობაში კარგად ვხატავდი და ვოცნებობდი მხატვარი გამოვსულიყავი, სამწუხაროდ ხატვას თავი დავანებე და ეს ოცნება არ ამიხდა, არადა ბებიაჩემი უკვე კარადაში აწყობდა ჩემს მომავალში მოპოვებულ ჯილდოებსა თუ პრიზებს🙂
  5. არ იცით, რომ ძალიან ფამილარული ვარ, არაა, ეს სიტყვა არ მიყვარს, მოკლედ, რა დავარქვა, არ ვიცი… რა ვქნა არ შემიძლია დისტანციის დაცვა. თუკი გავიცანი ადამიანი და დადებითად განვეწყვე მის მიმართ, ისე ვექცევი, თითქოს დიდი ხნის ნაცნობი იყოს, არ შემიძლია გრძნობების შეკავება, დისტანციის დაცვა მაშინ, როდესაც ამის საჭიროებას ვერ ვგრძნობ. არ ვთვლი რომ ეს ნაკლია, თუმცა, ამის გამო, რამდენჯერმე მიმიღია შენიშვნა ახლო მეგობრებისგან _ ზედმეტი ფამილარობა არ ვარგაოო. ჰოო, ვიცი, რომ არ ვარგა, მაგრამ ასეთი ვარ და რა ვქნა🙂
  6. არ იცით, რომ ძალიან მინდა დრომ 4 წლით დაიხიოს უკან, მინდა რომ 2007 წლის 1 ოქტომბერი იყოს ხვალ რომ გავიღვიძებ (ანუ, პირველ კურსზე სწავლა რომ დაგვეწყო ის დღე). რამდენ რამეს შევცვლიდიიი, ამ პერიოდს უფრო ნაყოფიერად გამოვიყენებდი, ვიდრე ამ ოთხი წლის განმავლობაში გამოვიყენე, უფრო მეტ რამეს ვისწავლიდი და უფრო მეტად გავუფრთხილდებოდი ურთიერთობებს.
  7. და ბოლოს, თქვენ არ იცით, რომ ბოლო სამი წელი ერთადერთი მიზანი მქონდა _ ჩამებარებინა ფსიქოლოგიურზე,.ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე რომ მოვხვდი, გული დამწყდა, მაგრამ ბედს შევეგუე, როგორც იტყვიან ხოლმე. ბოლო დროს ვფიქრობ, რომ ჯობდა საბუთები გადამეტანა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, აქ არ უნდა დავრჩენილიყავი, მაგრამ რაც იყო იყო, ყველაფერი წინ მაქვს🙂

სულ ეს არის რისი დაწერაც მოვახერხე, მშურს მისი, ვინც ახერხებს მოკლე სიტყვაში კონკრეტული შინაარსის ჩადებას. გრძელი სიტყვ მოკლედ ითქმისოო, ყველამ ვიცით ეს, მაგრამ მე ჯერ ვერ ვახერხებ მაგდენს რომ გრძელი სიტყვა მოკლედ ვთქვა, პირიქით, კიდევ ბევრი დამრჩა სათქმელი🙂

P.S. მაპატიეთ, თუ თავი შეგაწყინეთ ამხელა პოსტის კითხვით, მაგამ გამოცდილებას შევიძენ და ვეცდები მოკლედ ვწერო ხოლმე🙂

P.P.S. გამიხარდება თუ ჩემი რჩევები ვინმეს გამოგადგებათ😉

9 Comments leave one →
  1. April 15, 2011 18:42

    5 მომეწონა)

  2. April 15, 2011 19:10

    ვა, 6 სკოლა გამოიცვალე? მე მარტო 2–ის მოვასაწარი :დ

    ემოციების კონტროლი კარგი რამეა, მეც იმათგანში ვარ, ვისაც უნდა რომ ისწავლოს🙂

  3. ნათია permalink*
    April 15, 2011 19:43

    faifuris angelozi: მეხუთე მეც მომწონს🙂
    kevana: ჰოო, 6 სკოლა და მეთორმეტე კლასი მეც რომ შემხებოდა მეშვიდეშიც გადავბარგდებოდი😀

  4. ♥ Miss.Catalan.. ♥ permalink
    April 22, 2011 17:56

    sainteresoa : )

  5. April 26, 2011 21:32

    “თქვენ არ იცით, რომ მე ბავშვობაში ქართული არ ვიცოდი, სახლში რუსულად ვლაპარაკობდით და მოგვიანებით, სკოლაში ვისწავლე,
    არ იცით, რომ ძალიან ემოციური ვარ და kevana-სი არ იყოს, მეც ხშირად ვტირი ხოლმე. გული მწყდება,
    არ იცით, რომ ძალიან მინდა დრომ 4 წლით დაიხიოს უკან, მინდა რომ 2007 ” >> შენ არ იცი , რო მემც რუსულენოვანი ოჯახიდან ვარ… მეც ნამეტანად ემოციურივარ და მეც დიდი სიამოვნებით დავაბრუნებდი უკან დროს 2007 წლის ოქტომბრის თვეში😦
    ბლინ😦

  6. April 27, 2011 07:43

    მეწყინა. 8 ჩემთვის ყველაზე ძვირფასი, საყვარელი და აი, გემრიელი რიცხვია. შენ კი..
    მმ, მე აგისრულებ ოცნებას და ჩავაბარებ ფსიქოლოგიურზე. ^^

  7. April 27, 2011 08:09

    კარგად წერ🙂 და სულაც არ იყო გრძელი და მოსაწყენი პოსტი.

    • ნათია permalink*
      April 27, 2011 10:54

      დიდი მადლობა, მოლი ბლუმ, ჩემთვის ბევრს ნიშნავს შენ რომ მოგწონს, ძალიან მიხარია.
      Mallorie, ნუ გეწყინაა🙂 უბრალოდ რვას არ აქვს ჩემთვის არანაირი დატვირთვა, ჩემ მიერ ზემოთ ჩამოთვლილ რიცხვებს კი აქვთ და მერჩივნა ის რაოდენობა დამეწერა, რომელიც ამ ციფრებს დაემთხვეოდა🙂 ძალია კარგია მანდ თუ აბარებ, მთელი გულით და სულით გისურვებ წარმატებებს, არაჩვეულებრივი პროფესია გექნება.

  8. April 27, 2011 11:04

    რვას ჩინელები ემადლიერებიან🙂

    2008.08.08 – ოლიმპიადის დაწყების დღეც კი ნუმეროლოგიური მოსაზრებებით შეარჩიეს.

    ჩვენთვის გამოდგა საშინელი დღე, თორემ…😦

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: