Skip to content

ღამენათევი რობოტის ფიქრები

April 27, 2011

როცა ღამეს ვათენებ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სამყაროს ბუნებრივ წყობაში ისეთი ცვლილება შევიტანე, რომლის შეტანაც დაუშვებელი იყო. მგონია რომ ღამეს მოვპარე დრო და დღეს მივაწერე.

როცა ღამეს ვათენებ არ მინდა გათენდეს, საათს ვუყურებ _  2-ა, ისე მივიდა ისარი 6-მდე ვერ გავიგე, მამლის ყივილმა მიმახვედრა რომ თემდებოდა. ვერ ვიტან მამლის ყივილს, უსიამო განცდას იწვევს ჩემში, თითქოს მაჩქარებს, მახსენებს ისეთ რამეს რისი გახსენებაც არ მინდა.

როცა ვათენებ, დაკარგული სიზმარივით ამედევნება ხოლმე დღე და მეც მივყვები დროს, რომელიც ჩემთვის წრიულია და არა ვექტორული. ინერციულად ვბრუნავ გაცვეთილ ორბიტაზე და მის გაშლას წრფივი მიმრთულებით არ ვცდილობ.

მინდა უფრო მეტად დავბურო ფანჯრები, რომ დღის დანისლულმა სინათლემ არ შემოაღწიოს ოთახში, ამასაც თუ სინათლე შეიძლება უწოდო, ღრუბლებიდან გამოწოვილი უღიმღამო ნისლივითაა, რომელსაც სასწრაფოდ სჭირდება მზის მაცოცხლებელი ენერგია, თორემ უკვე ობი ეკიდება სინესტისგან.

როცა თავზე მათენდება, მეორე ცხოვრება იწყება. ჩემი ნიღბების კოლექციიდან უნდა ამოვარჩიო ერთ-ერთი და მოვირგო, ნამდვილ სახეს ვერავინ უძლებს, ლამაზი ღიმილია ზედ საჭირო რომ დღე ასატანი გახდეს.

კიდევ ერთხელ კივის მამალი და უსიამოდ მბურძგლავს ტანში. დაკარგული სიზმარი მებჯაუჭება ტვინის რომელიღაც უჯრედებზე და მითრევს დღე…

მაინც რას ნიშნავს არჩევანის თავისუფლება რომ გაქვს ადამიანს? არჩევანი დაძინებასა და არდაძინებას შორის, სიზმრის დაკარგვასა და მასთან შეხვედრას შორის? თითქოს რობოტი ვარ, რომელიც დგას ცხოვრებისეული საარჩვენო ყუთის წინაშე და მონოტონურად აკეთებს ურიცხ არჩევანს და ეს არჩევენი არასდროსაა დამოკიდებული თავისუფალ ნებაზე, არამედ დაპროგრამებული მანქანის ქმედებას გავს მხოლოდ…

ამ პროგრამებს თუ აწესრიგებს ნეტა ვინმე ოდესმე? თუ აწესრიგებს, მაშინ მას თუ აქვს არჩევანის თავისუფლება თუ ისიც მონოტონურად აწკაპუნებს კლავიატურაზე თითებს და ახლა-ახალ პროგრამებს გვიტვირთავ ახლა-ახალ არჩევანთა წინაშე დასაყენებლად? თუ ჩავთვლით, რომ მას აქვს არჩევანის თავისუფლება, მაშინ ჩვენ მისი თოჯინები გამოვდივართ, ფაიფურის თოჯინები, რობლებსაც იდუმალი ის გვათამაშებს და ვაი თუ ხელი არასწორად დადო, წაიქცევა თოჯინა და დაიმსხვრევა! მერე მას აწებებს ის და ხელებ-ფეხებშეკოწიწებული მასახარა განაგრძობს ინერციულ მოღვაწეობას არჩევანთა დიდი ყუთის წინაშე. ხოლო თუ ჩავთვლით, რომ ჩვენი პროგრამების ჩამტვირთველს არ აქვს არჩევანის თავისუფლება, მაშინ დროის ჩემეული აღქმამდე მივდივართ, სადაც ჩაკეტილი წრე იქმნება.

დიდი ინკვიზიტორი მჭირდება ახლა მე.

P.S. ჩემთვის  ქვები ყრიან, ვარსკვლავები ანათებენ, ხეები დგანან, ფოთლები შრიალებენ  და ფიფქები თრთიან

7 Comments leave one →
  1. April 27, 2011 07:44

    სასიამოვნო პოსტია, კარგად წასაკითხი.

  2. April 27, 2011 08:10

    პოსტ სკრიპტუმი განსაკუთრებით მომეწონა🙂

  3. April 27, 2011 11:18

    იცი რა მიხარია? რასაც ღამის გათენების შემდეგ ვგრძნობ ხოლმე სიტყვა–სიტყვით ჩამოაყალიბე!🙂

  4. April 29, 2011 14:43

    ძალიან მომეწონა კარგი კი არა ძალიან კარგი პოსტიააა :))))

  5. May 6, 2011 08:29

    არაფერს წერ?😦

  6. ნათია permalink*
    May 8, 2011 18:13

    ვწერ, მოლი, ბევრს ვწერ და draft-ში ვინახავ, გამოქვეყნებამდე ვერ მიმყავს ჩემი ნაწერი…

  7. May 14, 2011 12:18

    ასე მგონია სულის ხმაურისაგან ვყრუვდები:(:(: ვეღარ დავაშოშმინე შეშლილი სული…სული სულს ეძებს….
    p.s შენი ბლოგის კითხვისას ისეთი შთაბეჭდილება მრჩება თითქოს საკუთარ დღიურს ვკითხულობ…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: