Skip to content

პაწაწინა-დიდი პრობლემები

May 18, 2011

რამდენი ხანია მივეცი საკუთარ თავს პირობა, რომ აღარ ვეწუწუნები მეგობრებს და ჯერჯერობით ვახერხებ მის შესრულებას, მაგრამ მაქვს ხოლმე მომენტები, როდესაც ვგრძნობ, რომ ძალიან მჭირდება ადამიანი, რომელსაც დაველაპარაკები და გულს გადავუშლი, მაგრამ არა, მორჩა! დასრულდა მეგობრებთან ტირილის ხანა, ახლა მე ბედნიერი უნდა ვიყო, მაგრამ საკუთარ თავზე მეშლება ნერვები, რომ ასეთი დაუოკებელი სურვილი მამოძრავებს ვინმეს ველაპარაკო საკუთარ თავზე, ჩემს განცდებზე…

ყოველთვის უსიამოვნოა იმის მოსმენა, რომ სინადვილეში ჩემს ცხოვრებაში არ არსებობს ტრაგედია და მე მას ხელოვნურად ვქმნი, ასეთი რამის მოსმენის დროს არ ვბრაზდები, გული მეკუმშება, თავს ცუდად ვგრძნობ და აღარ მაქვს სურვილი საუბრის გაგრძელების… ემოციურ დონეზე ადამაინები მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ის, რაც ჩემთვის ტრაგედიაა, ვიღაცისთვის პატარა დაბრკოლებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩემი ტკივილი დასაცინია. ასევე მტკივნეულია, როდესაც ჩემს ახლანდელ მდგომარეობას ხსნიან ჩემი ასაკით, ამბობენ: ,,დიდი არაფერი, ასაკის ბრალია, გაგივლის” და მერე ორაზროვნად იღიმებიან, ეს მკლავს! ახლა რა პრობლემებიც მაწუხებს, მაწუხებდა 13 წლის ასაკშიც, 15 წლის რომ ვიყავი მაშინაც, 18 წლისასაც და ახლა, 21 წლის ასაკშიც, უბრალოდ, ახლა, 13 წელთან შედარებით ცოტა გავიზარდე და ვისწავლე გრძნობების განსხვავებულად გამოხატვაც, თანაც, ამას ემატება ახალი პრობლემებიც, რომლებიც არ ვიცი როგორ მოვაგვარო, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი: ვიცი როგორც უნდა მოვაგვარო, მაგრამ… რა მაგრამ?! საკუთარ თავს ვეკითხები რა მაბრკოლებს, რატომ არ მივიწევ წინ სხვა ადამიანებივით? ქვიშაში რატომ ვყოფ თავს ყოველთვის სირაქლემასავით? რატომ არასდროს მყოფნის გამბედაობა პირისპირ დავხვდე პრობლემებს? რატომ ვარ ასეთი სუსტი?!

ადამიანები, ძირითადად, დგანან ისეთი პრობლემების წინაშე, რომელთა მოგვარებაც შეუძლიათ. ასაკთან ერთად იზრდება მათი რაოდენობა და ხარისხიც, მაგრამ ჩვენ ვიძენთ გამოცდილებასაც, რაც გვეხმარება ახალ, უფრო ძლიერ დაბრკოლებასთან შეჭიდებაში. მე კი მგონია, რომ ჩემი ასაკის მატებასთან ერთად არ იზრდება ჩემი გამოცდილება, არ ვსწავლობ არაფერ ახალს და დროთა განმავლობაში გაზრდილი პრობლემა მაშინებს, არ შემიძლია მისი მოგვარება, სადღაც 16 წლის ასაკში ვარ ჩარჩენილი და ვერაფრით მივმხვდარვარ როგორ შევიძინო გამოცდილება…

მე დავდე პირობა, რომ აღარ ვისაუბრებ საკუთარ პრობლემებზე და ამ პირობას ვასრულებ მეგობრებთან, მაგრამ,  ჩემს ცხოვრებაში, არიან ადამიანები, რომლებიც, როგორც კი მკითხავენ: რა გჭირს, კარგად ხარ? – მზად ვარ დავიწყო ლაპარაკი თუ რაოდენ უბედური ვარ და რომ დიდი ხანია რაც თავს ცუდად ვგრძნობ, მაგრამ არც ამას ვაკეთებ, თავს ვერევი, ვიღიმი და ყველაფერი კარგად არის… არიან კიდევ ადამიანები, რომელთაც რატომღაც ძალიან მინდა გაიგონ ჩემი სულის ,,ბნელი” კუნჭულების შესახებ, აუცილებელი არაა ეს პრობლემებზე საუბრით შემოიფარგლებოდეს, ვგულისხმობ სიღრმისეულ საუბრებს ადამიანთან, რომელის აღგაფრთოვანებს, რომელსაც ენდობი, მიუხედავად იმისა რომ შეიძლება არც კი იცნობ…

ხანდახან  ძალიან მინდა, რომ ამა და ამ ადამიანმა მომწეროს და მკითხოს რამე, გული მეკუმშება ისე მწყურია მასთან საუბარი, მზად ვარ ველაპარაკო გაუჩერებლად რამდენიმე საათი, ვეკამათო, მაქსიმალურად გამოვხატო ემოციები, მოვისმინო მისი არგუმენტები… როგორ მინდა ხოლმე ადამიანებმა იგრძნონ, რომ მე ძალიან მჭირდება საუბარი მათთან… თან თითქოს მეშინია ახალი ურთიერთობების წამოწყების, იმედგაცრუების მეშინია, მაგრამ თან ვესწრაფვი, რომ რაც შეიძლება გულახდილი, გულწრფელი ვიყო, უკვე აღარ ვიცი ეს ნაკლია თუ ღირსება. ყოველთვის გულწრფელი ვარ და ბოლომდე სიმართლეს ვამბობ, როდესაც რაღაცას მეკითხებიან. ხშირად მიკამათია მეგობრებთან იმასთან დაკავშირებით, რომ არ ვარგა ზედმეტი გულახდილობა, მაგრამ მე ზღვარს ვერ ვუდებ საკუთარ ემოციებს…

კიდევ არიან ადამიანები, რომლებთან ურთიერთობისაც მეშინია, როგორ აგიხსნათ… მეშინია იმიტომ, რომ მე მათით აღფრთოვანებული ვარ, ვიცნობ მათ ასე თუ ისე, ბლოგი იქნება ეს თუ სოციალური ქსელი და აი, აი, დგება მომენტი, როდესაც შენ უნდა გაიცნო ეს ადამიანი და ჩერდები, გული ძალუმად გიწყებს ძგერას და ნაბიჯსაც ვეღარ დგამ, გეშინია მისი უარყოფითი რეაქციის შენი დანახვისას რომ შეიძლება გამოხატოს… ვერაფრით ვძლევ ამ კომპლექსს… ინტერნეტში გაცილებით ადვილია ურთიერთობა, მაგრამ პირისპირ…

სისულელეა… ვიცი ყველაფერი მოგვარდება, უბრალოდ, ამ ყოველივეს  გამოხატვა მჭირდებოდა, რომ თავი კარგად მეგრძნო…  მადლობა ჩემს ბლოგს, რომ მეხმარება ამაში🙂

3 Comments leave one →
  1. May 19, 2011 06:21

    სხვისი პრობლემა ყველას (ან თითქმის ყველას) უმნიშვნელო ჰგონია, სამწუხაროდ.

    არადა ასე არ არის (რა თქმა უნდა) და არც ასაკს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. გაიზრდები და გაივლის, საერთოდ, უკიდურესად აბსურდული ფრაზა მგონია. რამ უნდა გაიაროს? ფიქრს და აზროვნებას შეწყვეტ?

  2. May 19, 2011 06:25

    …”გულახდილი, გულწრფელი ვიყო, უკვე აღარ ვიცი ეს ნაკლია თუ ღირსება. ყოველთვის გულწრფელი ვარ და ბოლომდე სიმართლეს ვამბობ, როდესაც რაღაცას მეკითხებიან. ხშირად მიკამათია მეგობრებთან იმასთან დაკავშირებით, რომ არ ვარგა ზედმეტი გულახდილობა, მაგრამ მე ზღვარს ვერ ვუდებ საკუთარ ემოციებს…”
    -ai es, sul chemia!
    სიმართლე გითხრა ბევრჯერ მინანია ამ თვისების გამო…თვით ინტერნეტ სივრცეშიც კი იმხელა აგრესია ვიგრძენი,როცა დავაპირე ვინმესთვის გულის გადაშლა…ყოველთვის მიკვირს იმ ადამიანების ვისაც შეუძლია მხოლოდ გულში იფიქროს და არასდროს გამოხატოს ხმამაღლა თუ რას ფიქრობს>?შენ კი ჩემო მეგობარო გირჩევ გაგრძელე წერა ყველაზე კარგი მესაიდუმლე ხომ ფურცელია?(ნუ,ამ შემთხვევაში…ბლოგი)

  3. June 1, 2011 15:11

    იცი რას ვერ ვხვდები?აი რატომ არ უნდა ესაუბრო შენს მეგობრებს შენს პრობლემებზე. .მე მყავს ისეთი ადამიანები რომლებთანაც ბოლომდე გულახდილი ვარ და არ მეშინია იმის რომ ის ვერ გაიგებს ჩემსას.ესეთ მეგობრებს გისურვებ შენც

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: