Skip to content

როგორ ვებრძოლოთ ჰომოფობიას?

May 21, 2011

 17 მაისს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე იყო. მის აღსანიშნავად Frontlinje Georgia-ში აჩვენეს ლია ჯაყელის ფილმი ,,მედ ყოფნის ფასი ჰომოფობიურ გარემოში” . ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც განიხილავდნენ ჰომოფობიასთან დაკავშირებულ პრობლემებს, კერძოდ, საზოგადოების დამოკიდებულებას განსხვავებული ორიენტაციის მქონე ადამიანებისადმი.

ბევრი ისაუბრეს მასმედიისა და ეკლესიის როლზე,  მათ გავლენაზე და ბევრიც იკამათეს იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა შეიცვალოს საზოგადოების დამოკიდებულება არაჰეტეროსექსუალი ადამიანების მიმართ. აქცენტები, ძირითადად, დასმული იყო იმ მიმართულებით, რომ საჭიროა მეტი ინმფორმაციულობა, რის უქონლობაც უარყოფით გავლენას ახდენს ხალხზე, ასევე ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ არასათანადოდ ექცევა ეკლესია ჰომოსექსუალებს, ტრანსექსუალებს თუ ბისექსუალებს და რომ მათი არაჯანსაღი დამოკიდებულების სათავეში დგას სამღვდელოების მიერ არასათანადოდ გააზრებული საეკლესიო დოგმები და ცუდად წაკითხული წმინდა წერილი, სადაც უფალი ერთმანეთის სიყვარულს, თანადგომას გვასწავლის და არა გარიყვას და შეურაცხყოფის მიყენებას.

რას ნიშნავს, როდესაც ხარ არატრადიციული ორიენტაციის მატარებელი? ეს ნიშნავს იმას, რომ გიზიდავს შენივე სქესის ადამიანი. რას ნიშნავს როდესაც გიზიდავს საპირისპირო სქესის ადამიანი? გიზიდავს, ე.ი. მოგწონს ის და გსურს მასთან სექსუალური კონტაქტის დამყარება და ეს მოწონება მხოლოდ კოცნას და ხელზე ხელის მოკიდებას ნამდვილად არ უნდა ნიშნავდეს. ჰოდა, მე გეკითხებით თქვენ: როგორ უნდა აღიაროს საზოგადოებამ მათგან განსხვავებული ორიენტაციის მქონე ადამიანები, როდესაც ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ჯერ კიდევ მტკიცედ აქვს გადგმული ფესვები ქალიშვილობის ინსტიტუტს, სადაც ჯანსაღი ურთიერთობა ქალსა და მამაკაცს შორის, რომელიც სიყვარულზეა დამყარებული, არასწორ საქციელად აღიქმება? სადაც ბოზი ხარ თუ ქუჩაში კოცნი შეყვარებულს, გიკეთია ,,უცნაური” მაკიაჟი, ან, უბრალოდ გაცვია სხვებისგან განსხვავებულად.

ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, სადაც სტერეოტიპულად აზროვნებენ, სადაც ტრადიციებს აყენებენ პირველ ადგილზე, სადაც ჯერ კიდევ თხოვდებიან გარიგებით და სიტყვა ,,სექსის” გაგონებისასაც კი წითლდებიან, სადაც ხუანისა და მარიას სასიყვარულო ურთიერთობები გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენს გვერდით მცხოვრები ადამიანის გრძნობები (არადა სერიალებში აქტიურად ვხვდებით სასიყვარულო სცენებს, სადაც მთავარი გმირი გოგონა ყოველთვის ნებდება ,,ცხოვრების სიყვარულს” და სათუთად აბარებს მას თავის განძს – ქალიშვილობას🙂 ).

მაინტერესებს, ვის გვინდა დავუმტკიცოთ, რომ არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანების ურთიერთობა ჯანსაღია და არაფერია ამაში განსაკუთრებული? იმათ ხომ არა, ქალსა და მამაკაცს შორის ქორწინებამდე სექსი რომ უდიდეს ცოდვად მიაჩნიათ? იმათ ღიპზე ყანწდადებულნი რომ სვამენ პატრიოტულ სადღეგრძელოებს? თუ იმათ ,,ბირჟებზე” მდგარნი თუ სადარბაზოებიდან მომზირალნი ჩუმად რომ განიხილავენ ვის რა აცვია, როგორ დადის, რას ჭამს, როგორ სუნთქავს?! მიმაჩნია, რომ თუ მიზანი არის ასეთ ხალხს ავუხსნათ რამე , მაშინ ტყუილად ვირჯებით, დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ადამიანები არასდროს აღიარებენ მათგან განსხვავებულებს. თუ გვინდა, რომ მომავალში მაინც აღარ ხდებოდეს დისკრიმინაცია ჩვენგან განსხვავებულების, მაშინ საჭიროა ახალგაზრდები გაერკვნენ პრობლემის არსში და ისევე არ მოიქცნენ, როგორც მათი მშობლები.

რა თქმა უნდა, ზოგადად არაფერს ვერჩი ადამიანებს, რომლებსაც არ უნდათ, რომ ქორწინებამდე ჰქონდეთ ურთიერთობა, არც ტრადიციის დამცველებს ვერჩი რამეს, არც მორწმუნეებს; რაც ჯანსაღია, ყველაფერი მისაღებია, მაგრამ, როდესაც ასეთი ადამიანები სხვის ცხოვრებაში უხეშად იწყებენ ჩარევას, იქ უკვე აღარ მესმის მათი. არავისი საქმე არ არის რა სახის ურთიერთობით არიან დაკავებულნი ადამიანები ერთმანეთში, რა აცვიათ, როგორ დადიან, რა მუსიკას უსმენენ და ა.შ. თუკი სხვები არ გვახვევენ თავს თავიანთ დამოკიდებულებებს, ჩვენ რაღატომ ვიბოღმებით და ვმოქმედებთ არასათანადოდ? ვფიქრობ, რომ თუკი მოვეშვებით ერთმანეთს მოვახვიოთ თავს საკუთარი შეხედულებები, თუკი შევწყვეტთ საჯაროდ განხილვას გარშემომყოფების პირადი ცხოვრებისა, მაშინ დავდგებით სწორ გზაზე. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ მხოლოდ ინფორმაციის არარსებობაში არაა პრობლემა. ასეთ დროს, პირიქით, ინფორმაციის მიწოდებამ შეიძლება კიდევ უფრო გააღიზიანოს ამ საკითხში გაუცნობიერებელი მასები. ასეთ ვითარებაში სხვა ინფორმაცია სჭირდება საზოგადოებას და მერე კი, ამაზე დაყრდნობით, მათგან განსხვავებული ადამიანების აღიარება-არაღიარების საკითხეც შეიძლება საუბარი.

5 Comments leave one →
  1. May 21, 2011 15:30

    განათლებით მხოლოდ. სხვა გზას მე ვერ ვხედავ.

  2. ნათია permalink*
    May 21, 2011 15:42

    მართალია ხარ, მოლი, რა თქმა უნდა, უბრალოდ იმის ხაზგასმა მინდოდა, რომ ძალიან რთული საქმე მგონია სწორხაზოვნად მოაზროვნე ადამიანებს დაანახო სიმართლე.
    განათლებამ რომ გვიშველოს, ის უნდა მივიღოთ და თუ არ გვინდა მიღება? ახალგაზრდებზე კი იმიტომ გავამახვილე ყურადღება, რომ მათ კიდევ შეიძლება რამე გააგებინო, განსხვავებით მათი წინა თაობებისგან.

  3. partizan permalink
    May 21, 2011 15:44

    პრინციპი “ჩემი საქმე არაა” ამ ამბავში გაამართლებდა :):):). მე პირადად არ მაინტერესებს ვინ ვის რას უშვება, მაგრამ მე ერთი რამე მშლის ნერვზე, “მოდური ჰომოობა”!!! ზოგადად ” იცხოვრე რა შენი ცხოვრებით და ნუ აწვები იმას რომ ყველაზე “კაი ტიპები” “პიდარასტები” იყვნენ :):):):) (ასეთი დიალოგიც მაქვს მოსმენილი ) ყველამ ვიცხოვროთ ჩვენი ცხოვრებით და ნურც ჩავერევით და ნურც ჩავირევთ!!!

  4. May 21, 2011 17:15

    გაოცებული :)))))) სასიამოვნოდ🙂

  5. თვალებს არ ვუჯერებ:) permalink
    May 21, 2011 17:19

    ააა, განათლება, განათლება, მე უკვე მყავს მაგალითი;);)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: