Skip to content

წიგნის ფესტივალი

May 30, 2011

წიგნის მეცამეტე ფესტივალი იმაზე გაცილებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემთვის ვიდრე წარმომედგინა. შარშან ფილარმონიაში მხოლოდ ერთხელ მივედი, ეგ იყო და ეგ, წელსაც არ ვაპირებდი რომ დღე არ გამომეტოვებინა, მაგრამ ისე მოვიხიბლე წლევანდელი ფესტივალით, რომ, ფაქტობრივად, დილიდან საღამომდე იქ ვიყავი🙂

თითოეული დღის აღწერას არ ვაპირებ, რა ემოციებითაც ვიყავი შეპყრობილი ყოველ საღამოს, მოლისთან კომენტარებშია გადმოცემული🙂 მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ ეს იყო საოცარი 4 დღე, რომელსაც მე ვატარებდი ისეთ გარემოში, რომელშიც ხშირად მინდა ვიყო ხოლმე. სიმართლე გითხრათ, პირველ დღეს ცოტა დაძაბული ვიყავი, წინა ღამეს განვითარებული მოვლენების გამო, მაგრამ მიხარია, რომ ამ მიზეზით ფესტივალს ხალხი არ მოჰკლებია. უამრავი ადამიანი დაიარებოდა სტენდებს შორის და ყიდულობდა წიგნებს. რა თქმა უნდა, ვეძებდი მოლის, ხან ვინ მეგონა და ხან ვინ, მაგრამ, სამწუხაროდ, მაინც ვერ ამოვიცანი😦 მემგონი ვერც ვერავინ ამოიცნო🙂

ფანტასტიური დღეები მქონდა. დილიდან საღამომდე დავბოდიალობდი გამომცემლობებს შორის, ვათვალიერებდი წიგნებს, ვიღებდი ფოტოებს, დავესწარი თითქმის ყველა პრეზენტაციას, შევიძინე რამდენიმე წიგნი, მაგრამ თან გული მწდებოდა რომ ამორჩევა მიწევდა და ყველაფრის ყიდვას ვერ ვახერხებდი, რაც მინდოდა😦

ამ მაისურებზე გადავირიე

განსაკუთრებით მომეწონა გამომცემლობა ,,დიოგენეს” განყოფილება. შექმნილი იყო სასიამოვნო გარემო,  წიგნები იყიდებოდა ფასდაკლებით, წიგნების გარდა კი ,,დიოგენე” მყიდველ სთავაზობდა არაჩვეულებრივ laptray-ს და საოცრად ლამაზ მაისურებს, რომლებიც ხელით იყო გაფორმებული ძალიან ლამაზად და გული მწყდება, რომ ვერ მოვახერხე შემეძინა ერთ–ერთი მათგანი😦 ,,დიოგენემ” მკითხველებს შესთავაზა გათამაშებაში მონაწილეობის მიღებაც, გული დამწყდა რომ ვერაფერი მოვიგე😦 სამაგიეროდ მათი მაღაზიის ფასდაკლების ბარათები ხომ მაქვს და კიდევ დაგროვების ბარათიც, როცა მომინდება მივალ და შევიძენ სასურველ წიგნს სასურველ ფასად🙂

საინტერესო შეთავაზებები ჰქონდა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას. შედგა ქართულ–შვედური ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია, რომელიც საბავშვო ლიტერატურის გავნითარებასთან არის დაკავშირებული. ამერიკული მოთხრობების ანთოლოგიის პრეზენტაციაზე, სამწუხაროდ, არ ვიყავი, მაგრამ დავესწარი 15 საუკეთეოს მოთხრობის ავტორების დაჯილდოვებას. ოთხივე დღის განმავლობაში გამომცემლობა მკითხველებს სთავაზობდა დასწრებოდნენ ცნობილი ავტორების წიგნების პრეზენტაციას და წიგნის შეძენის შემთხვევაში ავტოგრაფის მოპოვების საშუალებასაც გაძლევდნენ, თანაც ეს წიგნები იყიდებოდა 25 %-იანი ფასდაკლებით.

გამომცემლობა, პალიტრა L-თან ფესტივალის მიმდინარეობისას ხალხის ნაკადი არ წყდებოდა, მე მძლივს მოვახერხე მანდ რამდენიმე წიგნის ყიდვა, მხოლოდ რიგში დგომის შემდეგ🙂

თსუ–ს გამომცემლობებიდან განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის განყოფილებას, რომელიც ყველაზე მეტად გამოირჩეოდა მის გვერდით მყოფი თსუ–ს გამომცემლობებისგან მრავალფეროვანი არჩევანით და ხელსაყრელი ფასებით🙂

გამომცემლობა ,,ბიბლუსს” ჰქონდა საინტერესო შეთავაზებები და წიგნის ყიდვის შემთხვევაში ,,ბარამბოს” კამფეტებითა და შოკოლადებითაც გასაჩუქრებდნენ, რითაც გემრიელად ჩავიტკბარუნე პირი🙂 ფესტივალის ბოლო დღეს, კვირას, ბიბლუსმა დააჯილდოვა ფოტოკონკურსის გამარჯვებულები და კიდევ რამდენიმე გამარჯვებული გამოვლინდა სხვა კონკურსშიც, რომლის მიზანიც იყო გამომცემლობის მიერ შეთავაზებული ფრაზის დასრულება.

ძალიან სასიამოვნო გარემო იყო შექმნილი გამომცემლობა ლოგოსს პრესთან, სტენდთან იდგა პატარა მაგიდა სადაც ბავშვებს შეეძლოთ დაეხატათ და მერე თითოეულ ნახატს აკრავდნენ იქვე, კედელზე. ის ადგილი მუდამ სავსე იყო პატარებით, რომლებიც გულმოდგინედ ხატავდნენ. გამომცემლობა ლოგოსმა ასევე შესთავაზა მკითხველს ნატო დავითაშვილი წიგნის  ,,ნისლებში და ნისლებს მიღმა” პრეზენტაცია , რომელიც ფენტეზის ჟანრშია დაწერილი და ქართულ მითოლოგიას ეყრდნობა. პრეზენტაციას ესწრებოდა თავად ავტორიც.

საინტერესო კუთხე იყო შექმნილი ბავშვებისთვის გამომცემლობა სიესტასთანაც, სადაც პირადად მე პატარა ბავშვივით მიხაროდა იმ სათამაშოების დანახვა რაც იქ იყო🙂 იქვე ელაგა წიგნები, რომლებსაც პატარები ათვალიერებდნენ, ხოლო მშობლები კი უკითხავდნენ მათ იქ გადმოცემულ ამბებს. ორ პატარ ანგელოზს მეც წავუკითხე რამდენიმე ზღაპარი, საოცარი დღე იყო🙂

წიგნის ფესტივალმა კიდევ იმით გამახარა, რომ გავიცანი რამდენიმე ბლოგერი, პირველი იყო როდე,  რომელიც რომ დავინახე, მაშინვე ვიცანი და დაველაპარაკე🙂 როდე მესამე დღესაც შემხვდა და ვილაპარაკეთ, თურმე რახანია ერთ კორპუსში ვსწავლობთ და არ გვინახავს ერთმანეთი არასდროს🙂 ფესტივალის მესამე დღეს ვნახე ლაშა და სიყვარულოვნა , ლაშამ ვერ მიცნო სახეზე, მაგრამ სახელი და გვარი რომ ვუთხარი გავახსენდი🙂 სიყვარულოვნა ფესტივალის დახურვის დღესაც შემხვდა, ერთად დავესწარით ბიბლუსის დაჯილდოვებას. ძალიან საყვარელია ნათია🙂 დიოგენეს გათამაშების მიმდინარეობისას კი თვალი მოვკარი ოთიკოს, რომელმაც ასევე მიცნო. მერე ჩვენ ერთად წამოვედით ფესტივალიდან, მისი შეძენილი წიგნები დავათვალიერე🙂

P.S. ისე შევეჩვიე ეს ოთხი დღე ყოველ დილით პავილიონში სიარულს, რომ ახლა უცნაურად ვგრძნობ თავს იქ რომ არ ვარ🙂

P.P.S. ამიერიდან ჭკუას ვისწავლი, დღეიდან ვიწყებ ფულის შეგროვებას მომავალი წიგნის ფესტივალისთვის, რომ მერე წლევანდელივით გული აღარ დამწყდეს იმ წიგნებზე, რომელთა შეძენაც მინდოდა და ვერ მოვახერხე🙂

8 Comments leave one →
  1. May 30, 2011 08:31

    რა კარგი რევიუა🙂 ყველაზე გემრიელი (პირდაპირი და ირიბი გაგებით) მომენტები შეგირჩევია.

    შენი კომენტარები პოსტებზე უხვად მაქვს და მინდა გითხრა, საოცრად ექსპრესიულია. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, დაღლილ-დაქანცული შემოხედვას და შთაბეჭდილებების გაზიარებას მაინც რომ ახერხებდი. მე, ეს ოთხი დღე, მეგობარი და ფავორიტი ბლოგები უსინდისოდ მყავდა მიტოვებული და დანაკლისს ახლა ვანაზღაურებ😦

    შენი ფბ-ს ალბომი მომეწონა ძალიან. გემოვნებით შერჩეული კადრებია.

    მიხარია, ფესტივალმა რომ გასიამოვნა. დარწმუნებული იყავი, გაისად კიდევ უფრო უკეთეს იმპერსიებს და უფრო მეტ წიგნს წამოიღებ🙂

    ცნობით, მგონი, მართლა ვერავინ მიცნო🙂

  2. May 30, 2011 08:33

    წელს ნამდვილად ძალიან მომეწონა წიგნის ფესტივალი. შარშანდელ ფილარმონიაში მგონი არც არაფერი შემიძენია. რეალურად, არც ფასდაკლებები იყო თუ სწორად მახსოვს. იმედი მაქვს რომ მომავალ წელს კიდევ უფრო გააუმჯობესებენ ყველაფერს. მიხაროდა, ხალხს პარკებით რომ ვხედავდი პავილიონიდან გამომავალს.🙂

  3. May 30, 2011 09:00

    მართლაც მშვენიერი დღეები გავატარეთ!… გისურვებ ბეევრი ფულის შეგროვებას მომავალი ფესტივალისთვის! :))

  4. ნათია permalink*
    May 30, 2011 10:28

    მოლი, დიდი მადლობა, ძალიან, ძალიან დიდი!🙂 მეც მაქვს მაგის იმედი რომ მომავალ წელს უფრო მეტ წიგნს წამოვიღებ🙂

    13th, სამწუხაროდ არ დავსწრებივარ შარშანდელ წიგნის ფესტივალს, ამიტომ პარალელს ვერ გავავლებ😦 მეც მიხაროდა წიგნებით დატვირთულ ადამიანებს რომ ვხედავდი🙂

    როდე, მართლაც რომ არაჩვეულებრიივ დღეები იყო!🙂 დიდი მადლობა, იმედია შევძლებ🙂

  5. May 30, 2011 10:53

    შარშანდელს ბევრად სჯობდა წლევანდელი ფესტივალი. უქმე დღეებით, მდებარეობით, გამომცემლობების სიმრავლით, ფასდაკლებებით… ყველაფრით უკეთესი იყო.

  6. May 30, 2011 14:24

    მე მგონი ნელ ნელა წინ მივიწევთ და შეგვძლებია ღონისძიებების ორგანიზება ძალიან დიდი იმედი მაქ მომავალი წლის, რომ რაღაც კიდე უკეთესს მოიფიქრებენ და მაგარი იქნება🙂

  7. ნათია permalink*
    May 30, 2011 15:23

    კიდევ კარგი რომ რაღაცაში მაინც მივიწევთ წინ, თანაც ისეთ მნიშვნელოვან სამყაროში, როგორიც წიგნებია🙂

  8. May 30, 2011 16:32

    მართლაც კარგი და გამორჩეული ფესტივალი იყო. მეც გამიხარდა, რომ ბევრი ხალხი იყო – ხალხმა წიგნების სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი და არა პოლიტიკური გარჩევების🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: