Skip to content

რელიგიის მოდაში შემოსული კრიტიკა და ამ კრიტიკის გავლენა საზოგადოებაზე

June 5, 2011

მინდა გამოვეხმაურო ბოლო დროს დამკვიდრებულ ტენდენციას რელიგიური საკითხების დაცინვასთან დაკავშირებით. ყველა, ვისაც არ ეზარება, ამ თემაზე წერს და ამით ცდილობს საზოგადოებაში გარკვეული ადგილის დამკვიდრებას. მინდა გამოვყო რამდენიმე ასპექტი, რომელიც ახდენს ხალხზე გავლენას მსგავსი შინაარსის სტატიებისა თუ პოსტების წაკითხვის შემდეგ:

ბევრი ადამიანი ცდილობს დააკნინოს სამღვდელოება უსვამს რა ხაზს მათ არასწორ ქმედებებს ეკლესიისა თუ საზოგადოების წინაშე. რა თქმა უნდა, არაფერი მაქვს იმის საწინააღმდეგო, რომ ყველას აქვს უფლება გამოთქვას საკუთარი აზრი, მაგრამ საკითხში ცუდად ჩახედულ ადამიანს არ შეუძლია სათანადოდ გაიაზროს მოწოდებული კრიტიკა და ეკლესიის დამაკნინებელი მასალის წაკითხვისა თუ ნახვის შემდეგ, მას ექმნება შთაბეჭდილება, რომ ავტორი ღმერთსაც დასცინის, შესაბამისად, ამის გამო, უჩნდება პროტესტის გრძნობა, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, არაკორექტულად ამჟღავნებს ხოლმე თავს. ამის შემდეგ, იმის მაგივრად რომ ადამიანები შევეცადოთ და მაქსიმალურად ვიზრუნოთ ეკლესიის წარმომადგენელთა არასწორი ქმედებების აღმოსაფხვრელად, ჩვენ მივვარდებით მათ, ვინც გაბედა მათი გაკრიტიკება და მიწასთან ვასწორებთ. ამიტომ მგონია, რომ თუ გვინდა  ღვთის დოგმების არასათანდოდ გამოყენების გამო წინააღმდეგობა გავუწიოთ მღვდლებს, ეს სურვილი ისეთი სახით უნდა მივაწოდოთ საზოგადოებას, რომ მან შეძლოს ადეკვატურად გაიაზროს ეს ინფორმაცია და მიხვდეს, რომ სასულიერო პირების ნაკლზე ხაზგასმა, არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე ცდილობს დააკნინოს და დასცინოს ღმერთს. ხალხმა უნდა გაიგოს, რომ მღვდლებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და თუკი შეცდომას უშვებენ, ამაზე მითითება მომაკვდინებელი ცოდვა არ არის.

პასუხი მსგავსი სტატიების წინააღმდეგ, ძირითადად, გამოიხატება შეურაცხყოფის მიყენებაში, თუ როგორ გაბედა მავანმა და მავანმა და გამოთქვა საკუთარი უარყოფითი დამოკიდებულება სასულიერო პირების მიმართ. მე მსგავს გამოხმაურებებს კრიტიკას ვერ ვუწოდებ. კრიტიკა ორივე მხარის პოზიციის გააზრებას, უარყოფოთი და დადებითი მხარეების დანახვას და შესაბამისად სრულყოფილ ორმხრივ ანალიზს გულისხმობს და არა ერთი მხარის უკიდურესობაში ყოფნას. მსგავსი ,,სენი” (რომელიმე უკიდურესობაში ყოფნა, რომელსაც, სამწუხაროდ, უმეტესობა კრიტიკად აღვიქვამთ), დამახასიათებელია ქართველებისთვის. ჩვენ, ძირითადად, ემოციურ დონეზე ვწყვეტთ ხოლმე პრობლემატურ საკითხებს და არა რაციონალურად გააზრების საფუძველზე, ეს კი ხელს გვიშლის სათანადო აზრის ჩამოყალიბებაში, რადგან ემოციურ დონეზე გადაწყვეტილი საკითხებით რთული ხდება სასურველი შედეგის მიღწევა.

ადამიანები სხვადასხვა წყაროებიდან ვიღებთ ინფორმაციას და რაც არ უნდა უნდობლად მივუდგეთ ახლადგაცნობილ დებულებებსა თუ არგუმენტებს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, ისინი გაუცნობიერებლად ილექებიან ჩვენს ტვინში და გარკვეულ როლს თამაშობენ მსოფლაღქმის ჩამოყალიბებაში. ჩვენ ვერ განვსაზღვრავთ რა ინფორმაციას იღებს ხოლმე ჩვენი ტვინი და რა რჩება მის ხვეულებს შორის, აქედან გამომდინარე, არავისთვსი არის უცხო, რომ მასმედიას დიდი გავლენა აქვს საზოგადოების ცნობიერებაზე და  ვფიქრობ, რომ როდესაც ხალხს ვაწვდით გარკვეულ მასალას მტკივნეულ საკითხებზე, სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა სათანადო ცოდნის ქონა, როდესაც ვეხებით ისეთ საკითხს, როგორიცაა ეკლესია.

დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანს, რომელიც აწვდის ინფორმაციას საზოგადოებას, ჟურნალისტი იქნება ეს თუ ბლოგერი არ აქვს მნიშვნელობა. 19, 20, 21, 22 წლის ასაკში ჩვენ ჯერ არ მოგვეპოვება სათანადო ცოდნა იმისთვის, რომ ხალხს მივუთითოთ თუ როგორ უნდა მოიქცნენ ეკლესიასთან დამოკიდებულებაში, რისი მიღებაა საჭირო ანალიზის გარეშე და რისი მხოლოდ გააზრების შემდეგ. მსაგვსი მითითებების მიცემისათვის მხოლოდ ბიბლიის წაკითხვა არ არის საკმარისი, საჭიროა ეკლესიის ისტორიის სათანადო ცოდნა, წმინდა მამების წერილების წაკითხვა, იმ დოგმების გაცნობა, რომლებითაც ხელმძღვანელობს ეკლესია და რომლებიც მხოლოდ 10 მცნებით არ შემოიფარგლება; საჭიროა ურთიერთობის ქონა ეკლესიასთან და მხოლოდ ჯიპიანი მღვდლების დანახვის შემდეგ მიღება გადაწყვეტილებისა, რომ ისინი ჭეშმარიტებას არ ემსახურებიან, არასწორია. საჭიროა გამოცდილების დაგროვება, რომელიც სწორედ სასულიერო პირებთან და მრევლთან ურთიერთობას გულისხმობს. მე ამ ყველაფრის სიღრმისეულ გააზრებაზე მაქვს ლაპარაკი თორემ მორწმუნე ადამიანებთან ასე თუ ისე ყველას გვაქვს შეხება. იქიდან კი დასკვნების გამოტანა რასაც ყურმოკვრით ვიგებთ ეკლესიასთან დაკავშირებით სხადასხვა წყაროებიდან, იქნება ეს ტელევიზია, ჟურნალ-გაზეთები თუ ჭორიკანა მეზობელი, არაა სწორი. ვინმე შეიძლენა შემეწინააღმეგოს და მითხრას, რომ ყველა თეოლოგი ან ეკლესიის ისტორიის მცოდნე ვერ იქნება, მაგრამ მიმაჩნია, რომ თუ წერ ეკლესიის და სამღვდელოების დამაკნინებელ სტატიას ან პოსტს, მაშინ კეთილი უნდა ინებო და ასე თუ ისე გაერკვე ქრისტიანულ მოძღვრებაში და მხოლოდ ზედაპირული ცოდნით არ შემოიფარგლო.

როდესაც საჯაროდ ვწერთ მსგავს საკითხზე ე.ი. გვინდა რომ ეს სხვამაც ნახოს, აბა, მხოლოდ საკუთარი თავისთვსი ხომ არ ვწერთ? რატომ გვინდა სხვამ ნახოს? იმიტომ რომ გაიაზროს რას ვწერთ და დაფიქრდეს თუ რამდენად სწორია მისი დამოკიდებულებები ეკლესიისადმი. შესაბამისად თუ გვინდა ვინმეს რამე დავანახოთ ეს სათანადო ფორმით უნდა გავაკეთოთ. თუ ავდგებით და სარკაზმით გაჯერებულ სტატიას დავწერთ, რომელიც მხოლოდ აქილიკებს და ფეხქვეშ თელავს ეკლესიას, რა თქმა უნდა, მორწმუნეთა სიმპატიას ვერ მოვიპოვებთ (ამ შემთხვევაში მე არ ვგულისხმობ ადამიანებს, რომელთა მიზანი მართლა მხოლოდ დაცინვაა და არა რაიმეს გამოსწორებაზე ზრუნვა).

მე, ალბათ, დიდ მრჩევლად არ გამოვდგები მსგავს საკითხებში, იმიტომ რომ მეც მაკლია გამოცდილება და ჯერჯერობით არ გამაჩნაი სათანადო ცოდნა. ჩვენობით იმიტომ ვლაპარაკობ, რომ როდესაც მოგმართავთ მსგავსი სტატიებისა და პოსტების ავტორებს საკუთარ თავსაც მივმართავ, მეც არ მინდა რომ მსგავსი რამ დამემართოს და უნებლიედ ვინმეზე ცუდი ზეგავლენა მოვახდინო არგუმენტების გარეშე დაწერილი რაიმე პოსტით, რომელიც მხოლოდ ცინიზმს შეიცავს.

საზოგადოებაზე გავლენას ახდენს უცენზუროდ გამოთქმული მოსაზრებებიც, რომლებიც, დამეთანხმებით, მართლაც არაა სასიამოვნო მოსასმენი. უცენზურო გამოთქმები, ძირითადად, სოციალურ ქსელებში დატოვებული კომენტარებით შემოიფარგლება და არა სტატიებით, მაგრამ არც მსგავსი შინაარსის კომენტარების დაწერა მიმაჩნია სასურველად. კვლავაც ვიმეორებ, რომ ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება, მაგრამ, როდესაც ვიცით, რომ ამ აზრს აუცილებლად მოჰყვება არასათანადო გამოხმაურება, მოახდენენ მის ინტერპრეტაციას და ა.შ. მაშინ იქნებ ვეცადოთ და ვიყოთ მეტად კორექტულნი?

პოსტში არ მაქვს საუბარი ადამიანებზე, რომლებიც განგებ წერენ მსგავსი შინაარსის სტატიებს, რათა გააღიზიანონ საზოგადოება ან მათზე, რომლებიც სარგებლობენ ამ საკითხის აქტუალობით და გამომდინარე იქიდან, რომ იციან მათ სტატიასა თუ პოსტს ბევრი წაიკითხავს, სარგებლობენ ამით და წერენ ზედაპირულ ვაიკრიტიკას.

მე ვცდილობ გავერკვე თუ რა იწვევს სასულიერო პირების მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ადამიანებისადმი მრევლის უარყოფით დამოკდიებულებას და პირიქით, მაინტერესებს თუ რა ხერხებით ცდილობენ ნაკლის მითითებას მღვდლებისა და ეკლესიის არმომწონე პირები. ეს საკმაოდ რთული საკითხია და ასე ხელის ერთი მოსმით ვერ გადაწყდება, რა თქმა უნდა, მაგრამ მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ურთიერთობა მრევლსა და არამრევლს შორის ოდესმე აუცილებლად მოგვარდება ყოველგვარი ექსცესების გარეშე.

20 Comments leave one →
  1. ზურა ჯიშკარიანი permalink
    June 5, 2011 22:24

    მიუხედავ რამდენიმე აზრისა რაშიც არ გეთანხმები, ეს პოსტი საუკეთესოა შენს პოსტებს შორის.

  2. June 5, 2011 22:32

    ძალიანკარგი პოსტია
    მიზანმიმართულად ხდება აგრესიულად სარკაზმის გადმორთხმევა რელიგიაზე.აიჩემებენ ერთ კონკრეტულ მოვლენას და მიდის დაცინვები.იმას ვერ ხვდებიან,რომ არ შეიძლება ყველას ’ერთ ქვაბში” მოხარშვა.სამწუხაროდ ცუდი ყოველთვის თვალშიმოსახვედრია და ბრიყვ ადამიანს აღარ აძლევს საშუალებას დაინახოს უამრავი კარგი.
    მარტო ზურგს უკან ქილიკით ’კაცუნები’ ირთობენ თავს!

  3. ნათია permalink*
    June 6, 2011 18:07

    ზურა, გმადლობ, მაგრამ კრიტიკა უფრო მიხარია ხოლმე🙂

    ketusi, დიდი მადლობა, მართალია ხარ, მაგის ხაზგასმა მინდოდა სწორედ ამ პოსტით.

  4. June 6, 2011 19:39

    თავისთავად ცუდია ინტრიგანული ხასიათის გამოქვეყნებები, მაგრამ უარესია როდესაც აზრი ისეა გადმოცემული, რომ ბევრს არ ესმის რისი თქმა უნდა ავტორს და ეს მერე ათასგვარ უაზრო დისკუსიას იწვევს. მით უმეტეს კამათის კულტურა ნამდვილად დაბალ დონეზე გვაქვს და ეგრევე შეურაცხოფებზე გადავდივართ, ასე რომ სრულიად გეთანხმები!

  5. ნათია permalink*
    June 6, 2011 19:54

    გეთანხმები, შიო, საკმაოდ რთულია მონახო სტატიები თუ პოსტები სადაც ადამიანური ტერმინებით ისაუბრებენ მსგავს საკითხებზე. ეს კი აბნევს უბრალო ადამიანებს და ძირითადად არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებენ ხოლმე ამას. ადგება ავტორი და ჩივის, მე ეს არ მითქვამს და რას მაბრალებენო, იმას კი ვერ ხვდება მისი ,,მაღალფარდოვნი უბნობა” ბევრს რომ არ ესმის.

  6. June 6, 2011 21:33

    საზოგადოებას ერთი მხრივ, განსხვავებული აზრის მიღება უჭირს, მეორე მხრივ ამ განსხვავებული აზრის სწორად გამოთქმა არ იცის : )

  7. June 6, 2011 21:46

    ზეგავლენისა რა გითხრა აბა…
    რაღაც ვერ ვხედავ ეს რამე ზეგავლენას ახდენდეს საზოგადოებაზე.

    ფეხბურთის მატჩის წინ ნომერ პირველი და არსებულტაგან ყველაზე ძველი სპორტული გაზეთი ლელო როდესაც გამოდის ასეთი ჰედლაინით (წითლად და მსხვილი შრიფტით) – პატრიარქმა ნაკრები დალოცა…
    ეს შიზოფრენია თუ არაა, რა არის სხვა?
    შენ კი ამბობ ზეგავლენაო🙂

  8. June 7, 2011 05:23

    სალამი! დღევანდელი ეკლესიის კრიტიკაში სულ სხვა რამაა მთავარი! ამჟამინდელ ,,მართლამდიდებლობას” არაფერი აქვს საერთო სარწმუნოებასთან და ის წარმოადგენს რუსული პრავოსლავიეს გაგრძელებას, ანუ რუსეთის იმპერიის იდეოლოგიურ რუპორს. სწორედ ამის გამო ჩნდება გადაულახავი წინააღმდეგობა თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს ინტერესებსა (დასავლეთზე ორიენტაცია) და პოლიტიკურ არენაზე გამოსულ ეკლესიას შორის. აი, ესაა მთავარი წყალგამყოფი, აბა ვისღა აინტერესებს თ.გიგნაძის, დ.ქვლივიძის და სხვათა შუასაუკუნეებიდან წამოსული, ინგლისის დაძირვისა თუ იაპონიის მრუშობისთვის დასჯის შესახებ ფანტაზიები და მათი კრიტიკა?

  9. ნათია permalink*
    June 7, 2011 06:06

    Charlius: საზოგადოებამ არ იცის? კი, შესაძლოა, მაგრამ ეგ უკვე სხვა საკითხია, ამ პოსტში მე სხვა რამეს ვუსვამ ხაზს.
    Lord Vader: ზეგავლენაში ვიგულისხმე ის რეაქცია, რასაც ამჟღავნებს მორწმუნე საზოგადოება სასულიერო პირთა ან ეკლესიის დამაკნინებელი მასალის გაცნობის შემდეგ, მსგავსი შინაარსის სტატიები გავლენას რომ არ ახდენდეს ვინმეზე, არც ამხელა აჟიოტაჟს გამოიწვევდა და ავტორიც არ გახდებოდა ლანძღვის საგანი. სიტყვა ,,ზეგავლენა” მაინც და მაინც იმას არ ნიშნავს, რომ რაიმეს ცვლის ძირფესვიანად ეს გავლენა🙂
    ochila: სალამი🙂 რა გითხრათ აბა, ეგ პრობლემა სერიოზულ კვლევას მოითხოვს მაგ საკითხში კარგად გარკვეული ადამიანების მიერ და ეს კვლევა შეუძლებელია ერთი სტატიით გადაწყდეს, საკვლევი მასალა და აღმოსაფხვრელი პრობლემა საკმაოდ ბევრია.

  10. June 7, 2011 07:17

    ეს არ არის რელიგიის მოდაში შესული კრიტიკა, ეს არის: “ხალხმა ხმა ამოიღო”

  11. tatkii permalink
    June 11, 2011 00:12

    მე ვერაფერ ცუდს ვერ ვხედავ იმაში, რომ ვიღაცამ ჯიპიან მღვდელზე გამოთქვას თავისი აზრი, მაგრამ აზრი არ უნდა გავდეს განსჯას.. ბიბლიაში წერია ნუ განსჯი – თავად განსჯილი იქნები.. უფალს აქვს მხოლოდ განსჯის უფლება.. მაგრამ ნათ გეთანხმები ქართველებს გვახასიათებს ირონია და სარკაზმი.. და არა მხოლოდ ამ კონკრეტულ თემაზე.. უთხარი ქართველს ‘ ა’ და გაოგნდები რამდენი ნაკლი ქონია ანბანის პირველ ასოს😀😀😀

  12. ნათია permalink*
    June 11, 2011 00:37

    არა, რა თქმა უნდა, იმაში ცუდი რა უნდა იყოს, რომ ჯიპიან მღვდელზე თქვა რამე, საქმე იმაშია რა ფორმით გამოთქვამ, თორემ საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება ყველას გვაქვს🙂

  13. natuki permalink
    June 26, 2011 15:34

    ragaceebi kargia ragacas ar vetanxmebi ,magram bolojamshii saintereso postia..:D
    http://expressss.wordpress.com/

  14. ნათია permalink*
    June 26, 2011 19:12

    მადლობა დიდი🙂 კარგი იქნებოდა ისიც აღგენიშნა რას ეთანხმები და რას არა🙂

  15. July 25, 2011 17:37

    მიუხედავად იმისა, ვინ რა აზრისაა ამ თემაზე, ვფიქრობ, რომ შენი პოსტი ჯერ მარტო იმითაა პატივსაცემი, რომ თანმიმდევრული, დაწყნარებული და სრულიად არადემაგოგიურია.
    ისე კი, ამ ბოლო დროს რაღაც მიწყნარდა აჟიოტაჟი ამ თემის ირგვლივ… ნეტა ყველაფერი გაირკვა თუ აქტუალობა დაკარგა საკითხმა?
    შეიძლება “მოდიდანაც გადავიდა”…

  16. ნათია permalink*
    July 25, 2011 19:44

    დიდი მადლობა, მაქსიმალურად ვეცადე დემაგოგობა არ დამეწყო🙂 ცოტათი მიწყნარდა,მაგრამ ეს ისეთი საკითხია აქტუალობას რომ არასდროს დაკარგავს, ამიტომ ყოველ წამს უნდა ველოდეთ მორიგ აფეთქებას🙂

  17. October 30, 2011 12:31

    ”რელიგია არის ილუზია და იგი დამყარებულია ადამიანის ინსტინქტურ წაქეზებებზე.”

    ფროიდი

  18. Georgian Dreamer permalink
    May 6, 2012 10:40

    გეთანხმები მაგრამ ყველაფერში არა
    მე რომ ავდგე ეხლა და ახალი რელიგია შევქმნა , რაღაც აბსურდული და იდიოტური რწმენა , მაგალითად ჩემი აწ გარდაცვლილი მეზობელი ალექსანდრე , რომელიც ხანდახან ჭადრაკს მეთამაშებოდა და ღრმად ფილოსოფიური საუბრები გვქონდა ხოლმე🙂 , ღმერთად გამოვაცხადო🙂 ვთქვა რომ ის ყოვლისშემძლე იყო და სასწაულებს ახდენდა🙂 , ხომ არის სულელური ეს ყველაფერი და სხვებისთვის დასაცინი , მაგრამ მე მწამდეს და მიმაჩნდეს რომ არავის არა აქვს უფლება რამე თქვას ცინიკურად , ან დამცინოს ჩემი ე.წ. რელიგიის გამო , ზურგს უკან თუ პირდაპირ მაინც დამცინებენ , იმიტომ რომ ვიქნები სხვის თვალში დასაცინი , ეხლა მეტყვი რომ ქრისტიანობა ბევრად სერიოზული რელიგიაა , მილიონობით მიმდევარი ყავს და ასე შემდეგ , მაგრამ ღრმადმორწმუნე ქრისტიანების ლოგიკით რომ ვიმსჯელოთ არავის აქვს უფლება ჩემს რწმენას (თუნდაც იდიოტურს) დასცინოს , მაგრამ მაინც დასცინებენ იმიტომ რომ დაცინვას იმსახურებს🙂 მე , შენ და სხვა ვერ აუკრძალავს ვინმეს არ დამცინოო , ცინიკური არ იყოო , რა თქმა უნდა ყოველგვარი შეურაცხყოფის გარეშე , კონსტიტუციის მიხედვით არავინ ისჯება სხვა ადამიანის დაცინვის გამო , აი უნდა ვიღაც ათეისტს და დასცინის ქრისტიანს , მისთვის ისეთივე დასაცინია ალბათ ეგ რელიგია როგორც შენთვის ჩემი მეზობლის კულტი🙂
    იქნებ დაფიქრდეს ყველა და მიხვდეს რომ როცა პირადად არ გეხებიან , შენს პიროვნებას არ ეხებიან და თუნდაც ვიღაცამ ქრისტიანული რელიგია ცუდად მოიხსენიოს ეს უფლებას არ გვაძლევს რომ ამ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მივაყენოთ , ამას გვიკრძალავს კონსტიტუცია და ქრისტიანული მოძღვრება😉

    “ერეტიკოს შეგონების შემდეგ უნდა გავერიდოთ და არა კამათის შემდეგ (ტიტე 3:10)”

    ცოტა დიდიკომენტარია მაგრამ უფრო მოკლედ ვერ ვთქვი🙂

    • May 6, 2012 10:45

      გეთანხმები ყველაფერში, მაგრამ მე აქ, ძირითადად, ხაზს ვუსვამ იმას, რომ თუ შენი ცინიზმი, თანაც არასათანადო ფორმებით გამოხატული, გავლენას ახდენს საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე, მაშინ მეტი კორექტულობა გმართებს და დაფიქრება იმაზე თუ რას ამბობ, იმას ვგულისხმობ, რომ ,,წონად ფიგურებს” მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, თორე მე მეგობართა წრეში რას და რა ფორმით ვიტყვი, ეს მხოლოდ ჩემი საქმეა🙂

Trackbacks

  1. რა მომიტანა ბლოგერობამ «

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: