Skip to content

მოპარული წიგნებით მიღებული განათლება

June 21, 2011

წლების წინ, როდესაც დადგა დრო, რომ ჩვენ დამოუკიდებლად უნდა დაგვეწყო მხატვრული ლიტერატურის კითხვა, ძალიან ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდით: ჩემს სოფელში არსებული ბიბლიოთეკა საგულდაგულოდ იყო ჩარაზული და იქ მომუშავე ბიბლიოთეკარს კი ყოველთვის ეზარებოდა სამსახურამდე არსებული ასიოდე მეტრის გავლა და სახლში ჯდომას ამჯობინებდა🙂 ბიბლიოთეკა განთავსებული იყო ე.წ. კანტორაში (ასე ერქვა ჯერ კიდევ კომუნისტების პერიოდში და მას მერე მაინც ეს სახელი შემორჩა), რომელიც ჩემი სახლის გვერდით მდებარეობდა. იყო დრო, როდესაც ამ დაწესებულებაში მუშაობდნენ კეთილსინდისიერი ადამიანებიც, რომლებიც პირნათლად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას, მაგრამ მე, სამწუხაროდ, მაგ დროს ძალიან პატარა ვიყავი და წიგნებს არ ვკითხულობდი. მახსოვს რამდენჯერ ჩავიდნენ ჩვენი მშობლები ბიბლიოთეკართან იმის მოთხოვნით, რომ გაეღო ბიბლიოთეკა, მაგრამ ამან არ გაჭრა.

ამ დაწესებულებაში ცუდად განვითარებული მოვლენების პიკი იყო, როდესაც სოფლის გამგეობის ერთ-ერთი ოთახიდან, რომელიც ოდესღაც ბიბლიოეთეკის ფუნქციას ასრულებდა, საბარგო მანქანაზე დაყარეს წიგნები, ამოვიდნენ ახალ ბიბლიოეთეკაში, შემდეგ კი ხელებისა და ფეხების ოსტატური მოძრაობით უსწრაფესდა ჩამოცალეს საბარგულიდან წიგნები ბიბლიოთეკის იატაკზე, მერე კარი კვლავ საგულდაგულოდ ჩარაზეს და წავიდნენ! იქამდე ბიბლიოეთეკარი თვეში ერთხელ მაინც თუ ამოვიდოდა გაურკვეველ საქმეთა შესასრულებლად სამსახურში, ამის შემდეგ ბიბლიოეთეკის კარი მგონი აღარც გაღებულა, მიზეზი მარტივი იყო: მას ძირს დაყრილი წიგნების თაროებზე დალაგება ეზარებოდა!

გამომდინარე იქიდან, რომ ბიბლიოთეკის შენობა იყო ერთსართულიანი, ბავშვებს ფანჯრიდან შეგვეძლო დაგვენახა თუ რა ხდებოდა შიგნით. ოთახში იდგა  თაროები, იატაკი კი მოფენილი იყო საბარგულიდან ჩამოცლილი წიგნებით ისე, რომ ნემსის ჩასავარდნი ადგილიც კი არ იყო დარჩენილი, ამიტომ თუ ვინმეს შიგნით შესვლა მოუნდებოდა, აუცილებლად წიგნებზე უნდა დაებიჯებინა… ჯერ ხომ ასე უპატივცემულოდ მოპყრობა არ აკმარეს ამ წიგნებს, მერე რომ წვიმა ჩადიოდა და ასველებდა მათ და თაგვები რომ დარბოდნენ ზემოდან, არავის მოსვლია აზრად როგორმე გამოესწორებინა სიტუაცია…

ამ დროს ბავშვები ვფიქრობდით თუ რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა, რომ ეს წიგნები ხელში ჩაგვეგდო. და აი ერთხელ მივაგენით არაჩვეულებრივ საშუალებას: შენობას სახურავიდან ჰქონდა ჩასასვლელი დერეფანში, რომელიც ბიბლიოთეკას ემიჯნებოდა, კარი კი, რომლითაც ერთდებოდა ეს ორი ოთახი, ღია იყო! რამდენჯერმე მშობლებისგან მალულად ჩავედით ბიბლოთეკაში სახურავიდან და ერთხელაც გადავწყვიტეთ იქიდან წიგნებიც წამოგვეღო. რამდენადაც მახსოვს დედაჩემს წინააღმდეგობა არ გაუწევია, რის გამოც მუდამ მადლობელი ვიქნები მისი, წარმოდგენაც არ მინდა რა მოხდებოდა მას რომ სასტიკი უარი ეთქვა ამაზე!😀

თავიდან მინდოდა, რომ წაკითხული წიგნები კვლავ ბიბლიოთეკაში დამებრუნებინა, მაგრამ იქ რომ ჩავედი ახალი წიგნების ასაღებად, მივხვდი – წაკითხული ლიტერატურის დაბრუნება უახლოეს მომავალში მათ განადგურებას გამოიწვევდა იმ ოთახში არსებული სავალალო მდგომარეობის გამო, ამიტომ იქიდან წამოღებულ წიგნები უკან აღარ დამიბრუნებია.

პეროდულად ჩავდიოდი იქ, ამომქონდა ახალი წიგნები და ვკითხულობდი. ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ ბიბლიოთეკის მთავარი შესასვლელის საკეტი გაფუჭდა და უკვე სახურავიდან ძრომიალის გარეშე შეიძლებოდა იქ მოხვედრა და ყურადღებაც არავის მიუქცევია გატეხილი კლიტისთვის. შემდეგ ზუსტად რა ბედი ეწია იქ არსებულ მასალებს არ ვიცი, ვიცი ის, რომ წვიმის წყლისგან დაობებული წიგნები სადღაც გადაყარეს, რაც გადარჩა კი გაურკევევლ ადგილზე წაიღეს იმავე საშუალებით, რითაც მოიტანეს –  საბარგო მანქანით, თუ არ ვცდები რაიონის მთავარ ბიბლიოთეკაში წაიღეს.

დღევანდელი გადასახედიდან სულ არ აღვიქვამ ტრაგიკულად, რომ ჩვენ წიგნებს ვიპარავდით, რადგან რომელი წიგნებიც გამოვიტანეთ ბიბლიოეთეკიდან, იატაკზე გდებისგან გაფუჭებას გადაურჩა და ბავშვებმა კი შევძელით საჭირო მხატვრული ლიტერატურის წაკითხვა😀

4 Comments leave one →
  1. June 21, 2011 16:08

    ოო რა საშინელი სოფლის ხალხი ყოფილა. ძალია კარგი გიქნია ნათია, მეც ასე მოვიქცეოდი! სულ გამოვზიდავდი იქაურობას! :))

  2. June 21, 2011 16:24

    ყოჩაღ:) ერთხელ მაღლივის სამეცნიეროს ბიბლიოთეკარი შემომელანძღა, წიგნები საცავში უმისამართოდ ეყარა და საბიბლიოთეკო ნომერი უკან, ცარცით ეწერა. რაც მე იმას ვეჩხუბე…

    ნამდვილად კარგად მოქცეულხარ, ნათია🙂

  3. ნათია permalink*
    June 22, 2011 19:58

    ჰო, მეც ასე მგონია, მიხარაი რომ წამოვიღეეე ის წიგნებიი🙂

Trackbacks

  1. ბნელი და ტკბილი 90-ანები |

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: