Skip to content

გადაგვარებული კალია ჩემს ქვეცნობიერში

July 25, 2011

15 წუთის წინ კომპიუტერი გამოვრთე და დასაძინებლად დავწექი. დავდე თუ არა ბალიშზე თავი, მაშინვე უცნაური ხმები შემომესმა სამზარეულოდან, ასეთ ხმას შაშვი, თუ რომელიღაც ფრინველი  გამოსცემს ხოლმე და რომლის მოსმენაც ტყეში ყოფნის დროს ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ იმავე ხმის გაგონებამ ჩემს სამზარეულოში უსიამოვნო ჟრჟოლა მომგვარა. გულაჩქარებული წამოვხტი საწოლიდან და სამზარეულოს კარი მოვხურე…

რა არსება იმყოფება ამჯერად იქ, წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ მე ის კალია მგონია, რომელმაც განიცადა მუტაცია შეერწყა რა ობობას და რატომღაც ფრინველის ხმაზე აჭიკჭიკდა. მას აქვს კალიის სახე   და ფრთები, ქვემოთ კი ობობასმაგვარი ფეხები აქვს გამოსული, თანაც შავი და ბანჯგვლიანი. ის, ალბათ, სამზარეულოს მაგიდაზე ზის და თავის რვა ფეხს ათამაშებს, ელოდება როდის შევალ და შემომახტება, მერე თავის საზარელ რვა ფეხს აათამაშებს ჩემს შისშისგან ათრთოლებულ სხეულზე და მერე სახეზე მოიდომებს გადმოსვლას, მე კი არ მივცემ მას ამის უფლებას, დაე, იჯდეს იქ, რამდენ ხანსაც უნდა და მელოდოს, მე არ შევალ სამზარეულოში. ის კი, ჩემი ავადმყოფური წარმოსახვის ნაყოფი, კიდევ უფრო გაიზრდება და ხვალ კიდევ ერთხელ დაიწყებს ჩემი ფსიქიკის წვალებას. მე კი აღარ ვიცი როდემდე გავუძლებ მისი საცეცების ჩემი ტვინის ხვეულებში ფათურს…

სულ სხვაა, როდესაც გეშინია საწოლის ქვეშ მყოფი გაურკვეველი სახის ურჩხულის თუ მოჩვენების რომელიც დაძრწის ოთახებში და სულ სხვა, როდესაც შენი სხეულის თითოეული კუნთი დაძაბულია და აღსავსე იმის მოლოდინით, რომ ყოველ წამს შესაძლოა თავზე დაგახტეს ეს საშინელი მუტანტი…

მე ახლა მარტო ვარ და ვიცი, რომ ის არსება სადღაც აქვეა, ახლოს, მე მესმის როგორ დადის თავისი რვა ფეხით იატაკზე და მისი თითოეული დაბიჯება ძირს, ჩემი ხელების ინსტიქტურ კანკალს იწვევს… და მე ამ ყველაფერს ვწერ, რათა შეძლებისდაგვარად გავთავისუფლდე შიშისგან, ეს მეხმარება შიშის გაქარწყლებაში, არ შემიძლია და არ მინდა შევჩერდე… აი, კიდევ ერთხელ გადაინაცვლა სხვაგან საზარელ მუტანტად ქცეულმა კალიამ და კიდევ ერთხელ გამიფართოვდა შიშისგან თვალის გუგები.

შიში, რომელსაც იწვევს იმ არსების გვერდზე ყოფნა, აბსოლუტურად განსხვავდება სხვა შიშებისგან. მაგალითად, როდესაც გზაზე გადასვლისას საიდანღაც ჩნდება მანქანა, უეცრად გიჩქარდება გული და ელდანაკრავმა აღარ იცი რა გააკეთო; იმის მაგივრად, რომ გადაირბინო, სხეული გიშეშდება და ადგილზე ეწებები, მერე ისევ მძღოლის ოსტატობა გიხსნის და შენ გადაურჩები ავარიას, მაგრამ ამ შიშს გაცილებით ნაკლებად დაჰკრავს სიკვდილის სუნი, ვიდრე კალიასთან ურთიერთობისას გამოწვეულს შიშს.

შიში ობობების და კალიების გაერთიანდა ამ ერთ მუტანტში და ახლა მისი არსებობის შეგრძნება კანის საოცარ დაჭიმვას იწვევს მთელს სხეულზე და ახლა ისე, როგორც არასდროს, მთელ ტანზე ვგრძნობ როგორ იჭიმება მისი თითოეული ნაწილი და ცდილობს შიგნით, სხეულში ჩაბრუნებას და მე ნელნელა ვბრუნდები საკუთარ თავში… კანი ტრიალებს და ემალება შიშს ჩემში, ემალება ღამეულ კოშმარს მთელი არსების დაძაბვით და ტვინში არსებული ნერვული დაბოლოებები ვეღარ უძლებს ამხელა დაძაბულობას და უეცრად ეშვება… თითქოს სადღაც გაქრა შიში, მაგრამ, არა, ის აქ არის, შენს ზურგზე და ხერხემლის ბოლოდან ნელნელა მიიწევს ზევით, თავისი სველი საცეცებით ეხება შენს სხეულს და მისი ნაბიჯების ყოველი დადგმისას თითქოს დენი გივლის მთელ სხეულში…

გაჩუმდა, ხმა აღარ მესმის, წასულა… მაგრამ ხვალ ისევ მოვა, ისევ ამატარებს შიში თავის ხელებს ზურგზე და თვალის გუგებს ამიწვავს. დღეს კი, დღეს აღარაფერი, დარჩა მხოლოდ დაძაბული სხეული დაცლილი ემოციებისგან და თავი მეთევზის მიერ ანკესზე წამოგებული თევზი მგონია, რომელიც აქეთ-იქით ქანაობს პირით კაუჭზე გამოდებული და ბოლოს ბედს ნებდება…

ისე, ნეტა მართლა რა სგრძნობს თევზი უყურებს რა მეთევზეს იმ მომენტში, როდესაც ის მას ანკესიდან ხსნის…

11 Comments leave one →
  1. July 25, 2011 01:08

    წარმოვიდგინე შენი ობობა. ისე ფოტოები ისეტი დამთრგუნველი გიდევს ამ პოსტში, შესაშინებლად ესეც სრულებით საკმარისია :დ

  2. July 25, 2011 06:24

    ბოლო ფოტო თავიდან ვერ დავინახე და როცა შევამჩნიე + შენი აღწერილობაც დავურთე გამაჟრიალა :შ

  3. ნათია permalink*
    July 25, 2011 07:05

    ჩემი შიში ამ ფოტოებზე უფრო საშინელი იყო :S :S🙂

  4. July 25, 2011 07:23

    იქეთ შეაშინე🙂 საუკეთესო გამოსავალია…

  5. ნათია permalink*
    July 25, 2011 07:39

    აი, ახლა დღეა და თავს კარგად ვგრძნობ, მგონია, რომ ვერნაირი კალია ვერ შემაშინებს, მაგრამ, როგორც კი დაღამდება… :S🙂

  6. July 25, 2011 11:09

    მშვენიერი ჩანახატია ;)) მე ობობების მეშინია.😦

  7. ნათია permalink*
    July 25, 2011 19:36

    დიდი მადლობა, როდე🙂 მეც მეშინია ობობების, მაგრამ ამჯერად კალიები უფრო მაწუხებენ ვიდრე ობობები :S🙂

  8. August 10, 2011 16:09

    ვაი, ვაი… რა არის, კაცო, საშინელებათა ბლოგის ჟანრს ამკვიდრებ?🙂

  9. August 19, 2011 11:30

    კიდევ კარგი ამას საღამოს არ ვკითულობდი.. ბრრრრ. შემეშინდა…

  10. August 19, 2011 11:37

    გუშინწინ ღამის სამ საათზე, ჩემს ბალიშზე დავიჭირე კალია. თავთან დასეირნობდა და ხმამ გამაღვიძა🙂

  11. September 7, 2011 16:22

    shemeshinda da Shen warmomidgenixar..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: