Skip to content

ბედნიერი და ფერადი პოსტი :)

October 9, 2011

რომ დაფიქრდეს ადამიანი, რა ცოტა რამ არის საჭირო ბედნიერებისთვის? სინამდვილეში, ბევრს არაფერს ვითხოვთ ხოლმე ცხოვრებისგან. ბედნიერება დეტალებშია. მაგალითად, დღეს იმის გამო ვარ ბედნიერი, რომ ფერადი ტანსაცმელი ვიყიდე ზამთრისთვის, ზუსტად ისეთი, როგორიც მინდოდა და მიხარია! კიდევ ბლოგის დიზაინი შევცვალე, sidebar-ს რაღაც დეტალები დავამატე, გავამწვანე და ფორთოხლისფერი ფოტოები ავტვირთე, რომლებიც ძალიან მომწონს. ბოლო დროს ვჭედავ ამ ფერზე, მინდა, რომ თმა შევიღებო ფორთოხლისფრად და სანამ მაგას მოვაბამდე თავს, იქამდე ყველა ფერში ნარინჯისფერს ვეძებ და ფოტოების თვალიერებით ვკმაყოფილდები🙂

ეს ფერი მომწონს❤

შეიძლება, თავი ბედნიერად ვიგრძნო მხოლოდ იმიტომ, რომ სახლში მოსულს ჩაი და ლიმონი დამხვდეს, ლიმონი ჩემი სისუსტეა, შემიძლია უსასრულოდ ვჭამო❤
ბედნიერი ვარ, როდესაც წვიმიანი ამინდის შემდეგ, მოულოდნელად, გამოანათებს მზე, ამ დროს შემიძლია უსასრულოდ ვიბოდიალო ქუჩებში და ყვითელი ფოთლების შრიალით დავტკბე, ან აყვავებულ ხეებს ვუყურო ღიმილით🙂  
ბედნიერი ვარ, როდესაც ქარი თმას მიწეწავს, ან ქვიშას მაყრის სახეში, ამ დროს თვალები მეწვის, მაგრამ ვგრძნობ, რომ ცოცხალი ვარ და მიხარია!🙂

ბედნიერი ვარ ქუჩაში მოსიარულე ღიმილიან სახეებს თუ ვხედავ, ისიც კი მიხარია ხალხს თუ ფერადი ტანსაცმელი აცვია, უზომოდ გახარებული ვარ, რომ ბოლო დროს შავი აღარაა ძველებურად პოპულარული და ადამიანები მიეჩვივნენ ფერადი ტანსაცმლის ჩაცმას :) 
ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ არ მშია, არ მწყურია, არ ვარ ინვალიდი, არ მყავს მტრები, არ ვძულვარ არავის🙂
ბედნიერი ვარ, რომ არ მაქვს ბევრი ფული, მერე გაცილებით მეტი პრობლემა მექნებოდა🙂
ბედნიერი ვარ, რომ არ ამსრულებია ოცნებები,  ისინი გაცილებით მიმზიდველია მაშინ, როდესაც ოცნებად რჩებიან და არ ხდებიან, ყველაზე ლამაზი ხომ ოცნების პროცესია და რა შედეგი🙂

ბედნიერი ვარ, რომ არაფრისთვის მიმიღწევია, რომ მიმეღწია, წინსვლას ვეღარ შევძლებდი🙂
ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ნებისმიერი სურვილი ძალიან ძნელად ასასრულებელია, სამაგიეროდ, გაცილებით მშვენიერია შედეგი, რასაც ვაღწევ დაბრკოლებების გადალახვის შემდეგ, ამას კი ვერ მოვახერხებდი _ ახდენილი სურვილებით დატკბობას_ ადვილი რომ ყოფილიყო მათი ასრულება🙂
ბედნიერი ვარ, რომ უამრავზე უამრავი წიგნი არ მაქვს წაკითხული, ბევრი საინტერესო ფილმი არ მაქვს ნანახი, საოცარი მუსიკა არ მაქვს მოსმენილი, წინ პირველად წაკითხვის, ნახვის, მოსმენის ბედნიერება მელის! :)  

ყველაფერი წინ მელის და ბედნიერი ვარ ამით! ბედნიერი ვარ იმით, რომ ცოცხალი ვარ,  ვსუნთქავ. ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია მიხაროდეს, მტკიოდეს, ვწუხდე, განვიცდიდე, ვტიროდე, ვყვიროდე და ა.შ. და ა.შ.
ბედნიერი ვარ იმით, რომ მყავს კარგი მეგობრები. ღმერთო, მეტი არაფერი მინდა, არასდროს გთხოვ მეტს, ხოლო თუ გთხოვ, არ ამისრულო, თუ ამისრულებ, ხომ იცი, ადამიანის ბუნება ხარბია და მეტი მომინდება :)  
შესაძლოა, ხვალ სულაც არ ვიყო ასეთ განწყობაზე და თავს ცუდად ვგრძნობდე, მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ზეგ კვლავ ბედნიერი ვიქნები და ყველაფერს ნათელ ფერებში დავინახავ🙂
ცხოვრება ძალიან მაგარი რამეა! სხვაგან ვერსად დატკბები სიცოცხლით!🙂

 
 
 
 
 
 
 
  

11 Comments leave one →
  1. October 9, 2011 20:01

    რა ფერადი და დადებითი პოსტია🙂 ხალისს რომ შეგმატებს.

    მშვიდობაში ახალი სამოსი და ბლოგის ახალი დიზაინიც.~

    მიხარია, კარგად რომ ხარ, ნათია🙂

  2. ნათია permalink*
    October 9, 2011 20:06

    დიდი მადლობა, მოლი❤ ჰო, დღეს ნამეტანი ბედნიერი ვარ❤🙂

  3. October 9, 2011 20:22

    თმის ფერი ჯანდაბას, ბოლოს და ბოლოს, გადაიღებავ, მაგრამ ისეთ ჭორფლებს მაინც ნუ მიიხატავ სახეზე🙂🙂🙂

  4. ნათია permalink*
    October 9, 2011 20:24

    რომც მინდოდეს მაინც ვერ მივიხატავ, თუმცა, მოიცაა, რაღაც ხალხური მეთოდი არსებობს ჭორფლის წარმოსაქმნელად, უნდა გავიგო!🙂

  5. October 9, 2011 20:32

    მზისფერი ნათია :*

  6. October 10, 2011 06:41

    რა კარგი პოსტია❤ თან ვგიჟდები ნარინჯისფერზე❤

  7. October 10, 2011 08:09

    ოჰო! მიხარია ხალხი, რომ ბედნიერია! ისე მაგ საზომით მეც ბედნიერი ვარ და ესეც მიხარია!🙂 ახლა რომ ვუკვირდები ისე მეც (ძალიან) მომწონს ფერად ტანსაცმელში მოსილ-მოსიარულე ადამიანები.🙂 დაე სულ ასეთი ბედნიერი ყოფილიყავი.🙂

  8. ნათია permalink*
    October 10, 2011 09:34

    ეკაუკა:❤

    kisoki, მადლობა დიდი❤

    tsotnee, მიხარია შენც რომ ბედნიერი ხარ, ასე გააგრძელე🙂 ნეტა ზამთარშიც ასეთი ფერადები იყვნენ. ვნახოთ, ნეტა წელს რა ფერის ზამთარი გვექნება🙂

  9. October 10, 2011 15:07

    🙂🙂🙂

  10. daji permalink
    January 4, 2012 11:50

    უკვე მიყვარდება ეს ბლოგი🙂

  11. January 4, 2012 18:51

    მადლობა დიდი, რა ჯობია იმას ერთგული მკითხველი თუ შემემატება შენი სახით❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: