Skip to content

ფერების სამყარო

October 11, 2011

ფერს ძალიან დიდი დატვირთვა აქვს ჩემს ცხოვრებაში, სამყაროს, ძირითადად, თვალით აღვიქვამ და ადამიანებს ფერებად ვყოფ.

ხანდახან, ადამიანი იმის მიხედვით იძენს ფერს, თუ პირველად რა ემოცია წამოვიდა მისგან. ხანდახან კი ლაპარაკის მანერა, ან თვალის ჭრილის მოძრაობა, ხელის თითების მდგომარეობა, ცხვირის შეჭმუხვნის სიხშირე, თმის გადაწევის მანერა და ა.შ. განსაზღვრავს მის ფერადოვნებას, მაგრამ, ძირითადად, მაინც შინაგანი მახასიათებლებით განისაზღვრება ფერის მინიჭება. ისეც მომხდარა, რომ გაცნობის დღეს, ადამიანისთვის მიმინიჭებია გარკვეული ფერი და შემდეგ ის სულ სხვა ფერის აღმოჩენილა. ხანდახან ისეც ხდება, რომ თავიდან სულ არ ვფიქრობ რა ფერის არის ადამიანი, შემდეგ რაღაც იცვლება, ის გარკვეულ ფერს იძენს ჩემთვის და მაშინ მახსენდება, რომ სულ თავიდან ის სხვა ფერის იყო მაშინ, როდესაც მის ფერზე სულ არ ვფიქრობდი; ეს ის შემთხვევაა, როდესაც უნებლიედ იძენენ ადამიანები ფერებს, ისე რომ, ვერც კი ვხვდები.

ვისთანაც მაქვს ურთიერთობა, ყველას ფერთა გარკვეულ კატეგორიაში ვაერთიანებ. ამას სპეციალურად არ ვაკეთებ, უნებლიედ თავსდებიან ჩემი ნაცნობები  ფერებში და როდესაც მათ ვუყურებ, ვფიქრობ, ვუსმენ, უნებლიედ, გარკვეულ ტონალობებში ვხედავ მათ.

ხანდახან, ისე ხდება, რომ როდესაც პირველად დავინახავ ადამიანს, მაშინვე ვხვდები რა ფერის არის ის, ხანდახან კი გაუცნობიერებლად ვანიჭებ მას გარკვეულ ფერს. კონკრეტულად რა განსაზღვრავს მათთვის ფერების მნინიჭებას, ზუსტად არ ვიცი. შეიძლება, ისე მოხდეს, რომ ადამიანი უპირატესობას ანიჭებდეს გარკვეულ ფერს, მაგალითად ლურჯს და, ძირითადად, ლურჯი ფერის ტანსაცმელი ეცვას ხოლმე, მაგრამ ის ჩემთვის სულაც არ ასოცირდებოდეს ლურჯთან და იყოს ყვითელი.

ადამიანები, რომლებიც ჩემთვის ერთ გარკვეულ ფერში ერთიანდებინ, რაღაცით ჰგვანან ერთმანეთს, უფრო სწორი იქნებოდა, თუ ვიტყოდი, რომ ადამიანები მუქი და ღია ფერისები არიან. ეს უკიდეგანოდ თუ განვაზოგადებთ, შემდეგ ისინი იყოფიან ნაკლებად ან მეტად მუქებად, ძალიან მკვეთრ, ან ღია ფერის ტონებად, შემდეგ ფერები მოდის, თითოეულ ფერს განსხვავებული ტონალობა აქვს, მაგალითად ღია და მუქი ფერის ყვითელ კატეგორიაში სხვადასხვა ადამიანები არიან გაერთიანებულნი .

ბოლო დროს ვჭედავ ნარინჯისფერზე, ჰო, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით _ ვჭედავ! რამდენიმე დღეა გუგლში დავძრომიალობ და ყველაფერს ვიწერ რაც ამ ფერს უკავშირდება; ფორთოხლისფერი თმის მქონე გოგოებს, კატებს, პეპლებს, ნარინჯისფერ სახლებს, სკამებს, ყვავილებს, სოკოებს , ფეხსაცელს, ქოლგებს და ა.შ.

ადრე მწვანეზე ვიყავი ჩაციკლული, ყველაფერი მომწონდა რაც ამ ფერს უკავშირდებოდა. შემდეგ წითელზე გავჭედე და ახლა ნარინჯისფერზე ვხდები ცუდად, ასე არც მწვანე და არც წითელი მომწონებია, იმდენად ლამაზია ეს ფერი ჩემთვის, რომ ვფიქრობ, თმა ხომ არ შემეღება ცეცხლისფრად? ვნახოთ, ვნახოოთ🙂

ჩემი ჭედვები ნარინჯისფერზე:

აქ ყველაფერი მომწონს, თმა, ქუდი, ტანსაცმელი❤

ეს ფოტო მომეწონა, ორიგინალურია, საათი-ფორთოხლები🙂

აი, ასეთ სახლში ვიცხოვრებდი🙂

ეს ჩემი საიდუმლო ადგილი იქნებოდა და არავის ვეტყოდი ასეთი საინტერესო ოთახი რომ მაქვს🙂

თმა❤

ფორთოხლისფერი და ლურჯი ერთად ძალიან ლამაზია

6 Comments leave one →
  1. October 11, 2011 15:50

    შენი ნარინჯისფერი ველოსიპედი ვნახე ვოლზე🙂 მე მწვანე მომწონს ძალიან.

  2. ნათია permalink*
    October 11, 2011 15:57

    საყვარელი ველოსიპედი, მომწონს❤🙂
    მწვანე მეც ძალიან მომწონს და წითელიც, მაგრამ ფორთოხლისფერი.. მმ🙂

  3. October 11, 2011 16:37

    საინტერესოა… არასოდეს “გამიფერადებია” ადამიანები… ნარინჯისფერი მეც მომწონს… აი, იცი როგორია? რაღაცნაირი… გემრიელი

  4. ნათია permalink*
    October 11, 2011 16:45

    ჰო, ზუსტად, მე რომ მკითხონ როგორ დაახასიათებ ნარინჯისფერსო, ასე ვუპასუხებ: რაღაცნაირია, გემრიელითქო …🙂

  5. მთვარეულა permalink
    November 19, 2011 19:25

    რა ძალიან ლამაზი ფერიააა.. მე ამას შემოდგომის(უფრო ოქტომბრის) ფერს ვეძახი. ადამიანები არ ვიცი, მაგრამ თვეებს, დღეებს, სახელებს ყოველთვის სხვადასხვა ფერებში წარმოვიდგენდი. ცისარტყელის მოყვარული ადამიანი ხარ :))

  6. orange permalink*
    November 19, 2011 19:32

    ადამიანებსაც, დღეებსაც და თვეებსაც განსაზღვრული ფერები აქვთ ჩემთვის… ცისარტყელის ფერები მიყვარს, კი❤🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: