Skip to content

პროვინციალიზმი ქართულად

November 5, 2011

შენ შორეულ პროვინციაში ცხოვრობ, უბრალო გოგონა ხარ და უამრავი ოცნება გაქვს.

შენი სოფელი პატარაა და იქ განსაკუთრებული არაფერი ხდება. მხოლოდ ზაფხულობით გამოცოცხლდება ხოლმე გარემო შენთან, დამსვენებლები ჩამოდიან და სოფლის ერთფეროვანი ცხოვრება გადახალისდება ხოლმე.

შენ ხედავ, რომ ქალაქიდან ჩამოსულ გოგოებს ბიჭები უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ, ზაფხულობით მათ აღარ ახსოვხარ და მხოლოდ თბილისელ გოგოებთან ,,აბირჟავებენ” ხოლმე საღაამოობით, ერთმანეთს ასწრებენ რომელი უფრო მალე დაურეკავს, ან მივა მის სახლთან; შენ კი ამას უყურებ შორიდან და გულის სიღრმეში ტკივილს გრძნობ, რომ მთელი ყურადღება თბილისელ გოგოებზეა გადატანილი. მერე ცდილობ, რომ მათ მიბაძო და ისე მაინც მიიქციო ბიჭების ყურადღება, მაგრამ არ გამოგდის და უფრო მეტად გწყდება გული.

ქალაქელი გოგო თამამია, მოკლე შორტები აცვია ხოლმე და თან სიგარეტს ეწევა, ბიჭები მას უყურებენ და დროგამოშვებით ნერწყვს ყლაპავენ, გოგო კი ვითომ ვერ ამჩნევს მის ფეხებზე მოშტერებულ ათას თვალს და მშვიდად აგრძელებს სიგარეტის მოწევას. შენ კი, საკუთარ თავზე დაბოღმილი, შედიხარ სახლში და უკვე მერამდენედ აკვირდები საკუთარ თავს სარკეში, თან ვერაფრით გაგიგია რითია ის გოგო შენზე უკეთესი.

ზაფხული იწურება, თბილისელი დამსვენებლები მშობლიურ ქალაქს უბრუნდებიან, შენ ისევ ყურადღების ცენტრში ხარ და ეს ძალიან გიხარია.

შენ  ხადავ, რომ შენზე უფროსი გოგოები, რომლების სასწავლებლად წავიდნენ თბილისში და პერიოდულად ჩამოდიან სოფელში მშობლების და ბებია-ბაბუის სანახავად, შეცვლილები არიან, მედიდურად გიყურებენ, ,,მოდურად” აცვიათ და ,,უცნაურ” რამეებზე ლაპარაკობენ. შენ კი ვაღარ პოულობ მათთან საერთო ენას.

შენ ძალიან გინდა, რომ გაიზარდო, წახვიდე თბილისში და გახდე იმათნაირი, როგორებიც მოსწონთ ბიჭებს.

როგორც იქნა, დგება ქალაქში გადაბარგების დროც. შენ დააბიჯებ თბილისის ქუჩებში და ცდილობ გაიგო რა აქვს ამ ქალაქს განსაკუთრებული.

შენ ცდილობ ადგილი დაიმკვიდრო საზოგადოებაში, რომელშიც მოხვდი და იცვამ ზუსტად ისე, როგორც შენს სოფელში ჩამოსულ გოგოებს ეცვათ ხოლმე, დგები მაღალ ქუსლებზე და უამრავ მაკიაჟს ისვამ სახეზე.

შენ არ მოგწონს ქუსლებზე სიარული, მაგრამ შენში გამჯდარი სტერეოტიპები არ გაძლევს იმის საშუალებას, რომ უარი თქვა მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე და კლასიკურ ტანსაცმელზე, არც მაკიაჟს იშორებ თავიდან.

შენ დაძაბული  დადიხარ თბილისის ქუჩებში, ყოველ წამს ქაჩავ  ქვემოთ ზემოთ აწეულ თეთრ პერანგს, ცდილობ აკონტროლო ნაბიჯები, გეშინია ფეხი არ გადაგიბრუნდეს და არ წაიქცე.

შენ გიხარია, გიხარია რომ თანდათან ემსგავსები იმათ, რომელთანაირი ყოველთვის გინდოდა ყოფილიყავი.

შენ მოგწონს შემოდგომის თბილისი, ასფალტზე დაყრილ ფოთლებში გინდა ხოლმე სირბილი, მაგრამ გგონია, რომ ეს აქ დაუშვებელია, თბილისში კეტებით სიარული არ შეიძლება, აქ სერიოზული ხალხი ცხოვრობს.

შენ დაღლილი ბრუნდები სახლში და თვალს ავლებ განვლილ დღეს, ყველამ ნახა შენი ახალი ჩანთა, განსხვავებული მაკიაჟიც შეგიფასეს, ბოლო თაობის მობილურით აღფრთოვანდნენ, შენც ხომ ეს გინდოდა? ამას არ ელტვოდი? მაგრამ არ გრძნობ სიხარულს, ეს ემოციები მეტისმეტად ზედაპირულია, მაგრამ ტვინში გამჯდარი სტერეოტიპები კვლავ გიშლიან ხელს თავისუფლად ცხოვრებაში.

შენ ჩადიხარ სოფელში და ცდილობ დაანახო ყველას როგორი სხვანაირი ხარ. მედიდურად ჩაუვლი მეზობლებს და ცალყბად ესალმები. შედიხარ სახლში და ხვდები, რომ რაღაც ისე არ არის, ბედნიერებას არ განიჭებს იმაზე ფიქრი, რომ ყველამ დაინახა როგორ შეიცვალე, რომ ,,მოდური” გოგო ხარ და თბილისში ცხოვრობ. ვერაფრით აგიხსნია რა გჭირს. ბრუნდები თბილისში და ძველებურად აგრძელებ ცხოვრებას, ახალი ქუსლიანი ფეხსაცმელი, ბიჭები, მესიჯობა მთელი ღამით,  პაემნები ,,ხინკლის სახლში”, თუ ბიჭმა იქ დაგპატიჟა, ან რონელიმე რესტორანში მსგავსი სახელით, ე.ი. ძაან გაგიმართლა. სუფრები, სადღეგრძელოები, კვლავ ბიჭები ტექსტებით: შენ ჩემი დაიკო ხარ და მსგავსი. იდიოტური ლექციები და რეტროგრადი ლექტორები. მაგრამ შენ ვერც კი ხვდები, რომ შეგიძლია წინააღდეგობა გაუწიო არსებულ სისტემას და ეცადო რამე შეცვალო, შენ უბრალო პროვინციელი გოგონა ხარ, რომელიც თბილისში ჩამოსვლაზე ოცნებობდა…

ადექი! გაიხადე ეგ საშინელი ფეხსაცმელი, რომელიც სიარულში ხელს გიშლის, მოიშორე მოჭერილი ტანსაცმელი და წადი, ირბინე შემოდგომით სავსე ქუჩებში, იყვირე, აიღე ძირს დაყრილი ფოთლები და აისროლე ჰაერში, უთხარი შენ ვითომ მეგობარ ,,ძერსკ გოგჩოებს” რომ გეზიზღება მათი ყალბი ცხოვრება, მლიქვნელობა, გაუთავაბელი ლაპარაკი ტანსაცმელზე და ბიჭებზე. უთხარი ლექტორს, რომ არასდროს ისწავლი იმ სისულელეს, რითაც ის ცდილობს, რომ თავი გამოგიტენოს და პროგრესულად აზროვნების უნარი ჩაგიკლას.

იცი, რა ლამაზია წვიმიანი თბილისი? გადი, დასველდი წვიმაში! ან ქარიანი თბილისი როგორია? გადი, გაიშალე თმა და მიეცი საშუალება ქარს დუაროს მის თოთოეულ ღერს.

დაამსხვრიე სტერეოპტიპები, ერთი ხელის მოსმით მოიშორე ისინი თავიდან. ნამდვილი ცხობრება ტანსაცმელი და სხვების დასანახად პაემნებზე სიარული არ არის, ცხოვრება იმაზე გაცილებით მნიშვნელოვანი, ღრმა და ლამაზია, ვიდრე შენ გგონია.

მთავარია, შეძლო სტერეოტიპების დამსხვრევა, მთავარია, იყო ის, რაც ხარ და არა ხელოვნურად შეთითხნილი თოჯინა, ყველაფერი კარგად იქნება!

27 Comments leave one →
  1. November 5, 2011 21:07

    მთავარია, იყო ის, რაც ხარ და არა ხელოვნურად შეთითხნილი თოჯინა,

    აი, ზუსტად!

  2. November 5, 2011 21:15

    ვაიმე დავითრგუნე😦 მოლის აზრს ვიზიარებ მეც,

  3. November 5, 2011 21:16

    აუჰ, კარგია❤ ემოცია მოიტანა ))

  4. ნათია permalink*
    November 5, 2011 21:24

    მოლი, მეც ეგ მგონია ყველაზე მთავარი, იყო ის, რად ხარ

    გრაფინია, მართლა დამთრგუნველია და ასეთი ადამიანი საკმაოდ ბევრია, სამწუხაროდ, თან მე მსუბუქი შემთხვევა აღვწერე, უფრო უარესები ისინი არიან, რომლებიც ჩემგან აღწერილისგან განსხვავებით, ოდნავაც კი ვერ ხვდებიან, რომ სხვების მიმბაძველობით ცხოვრობენ.

    agatako, მადლობა❤🙂

  5. November 6, 2011 00:33

    გეთანხმები.
    მაგრამ არის კიდებ ერთი რამ:

    გოგონები პროვინციიდან სულ არ არიან მორცხვები, პირიქით!
    სწორედ ისინი ეწევიან ყველაზე მეტს, სწორედ ისინი იცმევენ ყველაზე მოკლე შორტებს, სწორედ დადიან ჩუმჩუმად ბიჭებთან და მცირე ასაკშივე უმრავ სისულელეს აკეთებენ.
    სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა, დღეს სოფელში სულ სხვა სიტუაციაა.

  6. ნათია permalink*
    November 6, 2011 05:51

    მაგას მიმბაძველობით აკეთებენ. რომ ხედავენ როგორი თამამები (თამამები მათთან შედარებით, თორემ, შესაძლოს ის თბილისელი გოგოები სულაც არ ყოფილიყვნენ თამამები), თავისუფლები არიან სოფელში ჩამოსული თბილისელები, ცდილობენ მათ მიბაძონ და საბოლოოდ ამ ,,თამამ” გოგოებს ყველაფერში აჯობებენ, უფრო მოკლე შორტებსაც იცვამენ და სიგარეტსაც ეწევიან. პრობლემა ზომიერებაშია, ვერ აკონტროლებენ საკუთარ თავს და არ იციან რა არის სწორი და რა არასწორი, ხელოვნურ თოჯინებად გარდაიქმნებიან და კაი ტიპობა ჰგონიათ მიმბაძველობით ცხოვრება.

  7. November 6, 2011 07:49

    ამ ყველაფერზე გაუთავებლად შეიძლება ლაპარაკი და მით უმეტეს მაგალითების მოყვანა. ნამდვილად ეფექტური პოსტია. ჩემი აზრით ამ სიტუაციას ზოგადად განაპირობებს ასევე ზოგადი ინტელექტუალური დონე. არც ერთი ,,ქალაქელი” და ,,სოფლელი” რომელიც შენი თქმის არ იყოს პროგრესულად აზროვნებს არ დაიწყებს ტანზე ჩამოკიდული ტილოებით საზოგადოებაში დამკვიდრებას და მით უფრო სხვის შეფასებას სოფლელობაზე ან პირიქით მხოლოდ იმის გამო რომ ვიღაც ვერ იცმევს ,,ძერსკულად”

  8. Anonymous permalink
    November 6, 2011 08:10

    კაცო, ვერ გავიგე მაიკიაჟი სახეზე აქვთ თუ თავზე?!😀😀

  9. November 6, 2011 09:22

    http://cheishvilig.wordpress.com/2011/11/01/%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%AA-%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%9D/ – აი, ეს გამახსენა უცებ, იდეა ერთია🙂
    ძალიან კარგი პოსტია!

  10. November 6, 2011 09:33

    დამბურძგლა!
    კარგად წერ :*

  11. November 6, 2011 09:41

    კაია რომ არასდროს მიოცნებია თბილისში ჩამოსვლაზე, ბიჭების ყურადღებაც დიდად არასდროს მანაღვლებდა, მთავარი იყო იმ ერთს მოვწონებოდი, ვინც მე მომწონდა😀

    მიხარია, რომ წესით ამ პოსტის ადრესატი მეც უნდა ვიყო (არათბილისელობის გამო მხოლოდ), მაგრამ არც ერთი ფრაზა არ მეხება😀 თბილისის შემოდგომა მგონი ადგილობრივებზე მეტად მიყვარს და კედები არც ბათუმში მომიშორებია და აქ მით უმეტეს, სად მაქვს ქუსლიანების თავი, გაგიჟდი?😀

  12. orange permalink*
    November 6, 2011 10:29

    Anonymous: თავზე ჰო, აბა, სახეზე რა მაკიჟის ადგილია? :დ

    Tamara: ჰო, ჩემი გმირიც ციცინოა🙂 მადლობა დიდი :*

    nancygaladriel: მადლობა🙂

    გვირილა: აი, მიხარია, რომ ასეთი ხარ, მეც პროვინციიდან ვარ და კარგად ვიცი რა ხდება იქ მაგ კუთხით და ძალიან კარგია, რომ გარკვეული ნაწილი, მაგალითად, როგორიც ხარ შენ, მოახერხეს და გათავისუფლდნენ სტერეოტიპული აზროვნებისგან და არ გახდნენ მიმბაძველები.

  13. November 6, 2011 10:52

    შენ შორეულ პროვინციაში ცხოვრობ, უბრალო გოგონა ხარ რომელმაც ჯერ არ იცის რომ ყველაზე დიდი პროვინცია თბილისია, თან ძერსკი სნობებით გაძეძგილი პროვინცია…🙂

  14. November 6, 2011 16:13

    ჩანაწერი მომეწონა იმიტომ რომ საბოლოოდ “სოფლელი” გოგოების მხარეს მაინც არ ხარ🙂 ისე კი მაღალი ქუსლების სტერეოტიპი ძალიან დიდი ხანია დაიმსხვრა, თბილისში დავადებულ-გაზრდილი ვარ, მაგრამ ქუსლებზე მარტო ბანკეტზე და მსგავს პომპეზურ შეხვედრებზე მაცვია. თბილისელი გოგოების ბრალი სულაც არ არის მაღლივის იმ საშინელ გზაზე ჩამოსული გოოგების 80 ან 70% შპილკებზე შემხტარი თუ დადის:)

  15. orange permalink*
    November 6, 2011 16:52

    ჰექსე: მართალია, მაგ სიტყვებით რომ დამესრულებინა პოსტი, უფრო კარგი გამოვიდოდა🙂
    natia121: რა თქმა უნდა, არ არის თბილისელი გოგოების ბრალი, უბრალოდ სოფლელი გოგოები აღიქვამენ ბევრ რამეს არასწორად და პრიორიტეტების განსაზვრა უჭირთ, როგორ რამდენჯერმე აღვნიშნე, მიმბაძველობით ცხოვრობენ.

  16. November 6, 2011 18:11

    ისე, ჩვენში დარჩეს და “სოფლელი” მე მენტალური მახასიათებელი მგონია და არა გეოგრაფიული კატეგორია.

    ე.წ. “კარენოი თბილისელების” დიდი ნაწილი ღრმა “სოფლელი” და პროვინციელია.

  17. November 7, 2011 14:55

    საერთოდ პრობლემა პროვინციალიზმშია და არა მაღალ ქუსლებში… ქუსლების მიხედვით არ განიზომება, ადამიანი პიროვნებაა თუ კლოუნი,,,, მე მიყვარს მაღალი ქუსლები და ძალიან ვნანობ, რომ ოდესღაც მივატოვე. ზუსტად იმ პრინციპით, რა პრინციპითაც ,,პროვინციელები,, იცვამენ დდდდ აქ არ არის მიღებული ყოველდღიურად მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება…. მაგრამ ყოველდღე დაბლებით და კედებით ისე ცუდად ვგრძნობდი თავს, მეც ჩემებურად დავანგრიე ეგ სტერეოტიპი და ისევ საკუთარ ჩაცმის სტილს მივუბრუნდი. ვფიქრობ ყველაზე ლამაზი მელოდია ქალის ნაბიჯების ხმაა….
    მთავარი ის კი არ არის, კედებით ირბენ, ფეხშიშველი თუ შანელის შავი ფეხსაცმლით შემოდგომის თბილისში, მთავარია აკეთო ის, რაც გინდა. ახალი დოგმებით თუ ძველი ჩაანაცვლე, პროგრესი არ ქვია ამას. მაკიაჟიც მიყვარს, მაღალი ქუსლებიც, ძერსკი გამოხედვაც, სიგარეტიც და მოტმასნილი კაბებიც… იმიტომ რომ ასე ვგრძნობ თავს კომფორტულად, ასე მომწონს საკუთარი თავი და რასაც ვაკეთებ ბუნებრივია და არა ყალბი მიმბაძველობა.
    ისე მეც ძალიან მაღიზიანებს, როცა ქალმა არ იცის მაღლებზე სიარული და საცოდავად დაბორძიკებს…. არც საღამოს კაბა და ახლად დაბადებული ხბოს ნაბიჯები უხდება ერთმანეთს…. თუ არ ჩაიცვი, ვერც სიარულს ისწავლი….
    ერთი სიტყვით…. გიყვარდეს საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხარ, თორემ არც სხვას მოეწონები ყალბი და სილელი))))

  18. orange permalink*
    November 7, 2011 15:12

    მოლი, მეც ასე მგონია, გეოგრაფიულობის მიხედვით არ განვსაზღვრავ.

    ნინია, საქმე მაინც და მაინც მაღალ ქუსლებში კი არ არის, ამ პოსტში მაღალი ქუსლიც, მაკიაჟიც, სიგარეტის მოწევაც და ძვირადღირებული ტანსაცმელიც პირობითი ცნებებია, რომელთა უკან მე მხოლოდ და მხოლოდ ხელოვნურ ადამიანებს ვგულისხმობდი. კონკრეტულად ზემოთ ჩამოთვლილზე კი იმიტომ მაქვს გაკეთებული აქცენტი, რომ ძალიან ბევრს ადამიანს, ამ ყველაფრის ქონის გარეშე ვერ წარმოუდგენია როგორ უნდა დაიმკვიდროს ადგილი საზოგადოებაში და ხდება მიმბაძველი. ხელოვნური შეიძლება ისიც იყოს, ვინც კეტებს იცვამს და საგანგებოდ ყიდულობს ,,უცნაურ” ტანსაცმელს, უნდა, რომ სხვებისგან გამოირჩეოდეს, ოღონდ ეს მისი შინაგანი მოთხოვნილება კი არ არის, ესეც მომბაძველობის შედეგია. მსგავსი მიმბაძველობის განხილვა რამდენიმე კუთხიდანაა შესაძლებელია🙂

  19. November 7, 2011 18:24

    ცოტა გადამეტებულია ეს ყველაფერი… 21 წლის ვარ თბილიშში დავიბადე და გავიზარდე მარა რაც მისწორდება იმას ყოველთვის ვაკეთებ… ვიღაცის დასანახად არც არაფერი მიყიდია და არც ჩამიცვავს… პირიქით სოფელში უფრო ჭორაობენ , დედაჩემი ყოველთვის განსაკუთრებით მიმზადებს ტანსაცმელს სოფელში რო მივდივარ … არ თქვან ბომჟი შვილი ყავსო :))))

  20. Anonymous permalink
    November 11, 2011 19:18

    თუ შეიძლება განმართეთ “თბილისელის” მნიშვნელობა… დღეს ვინ არის თბილისელი?

  21. NoName permalink
    November 11, 2011 19:20

    თქვენი წარმოდგენით ვინ არის დღეს ნამდვილი თბილისელი?
    რომელი თაობის წარმომადგენელი უნდა იყოს რომ მას ვუწოდოთ თბილისელი.
    ეხლა ავლაბრელი სომხები არ გვინდა ოღონთ😉

  22. November 19, 2011 17:19

    ძალიან საინტერესო თემაა, მივულოცავ ავტორს! ამგვარი გამოხმაურება ნებისმიერ ბლოგერს შეშურდება. უბრალოდ, იმას ვიტყვი, რომ მეც სოფლელი ვარ და მსგავსი რაღაცეები რომ არ განმიცდია, რომელ კატეგორიაში ვთავსდები?

  23. orange permalink*
    November 19, 2011 18:44

    megzuri, მეც სოფლელი ვარ :დ კომენტარებისთვისაც რომ გადაგეხედა, ალბათ, უკეთ გაიგებდი რისი თქმა მინდოდა ამ პოსტით და რომ მე გეოგრაფიულ პროვინციალიზმზე სულაც არ ვსაუბრობ აქ🙂

  24. daji permalink
    January 4, 2012 11:04

    მოგესალმებით, გილოცავთ ახალ წელს. მეც მჭირდა პროვინციალიზმი (ამ პრობლემას ასე ვეზახდი), მაგრამ მაღალ ქუსლებზე ნამდვილად არ შევმდგავრვარ ამის გამო. ისედაც მიყვარდა🙂

    ახლა სერიოზულად, მე სოფელში გავიზარდე და ვგიჯდები ეხლაც სოფელზე. ბევრ ჩემს ახლობელს დაემართა პროვინციალიზმი, მე კი ცოტა ამაყი გავხდი, ცოტა პრანჭია, ცოტა კეკლუცი, ლაპარაკის მანერაც შევიცვალე და სიცილისაც. მაგრამ მალევე მივხვდი რომ მხოლოდ იმიტომ არ უნდა შევიცვალო-ბევრ ბიჭს მოვეწონო( მანამდეც მოვწონდი და ახლა რატომ უნდა გადავრეულიყავი ამაზე?) ან იმიტომ რომ სუპერ სვეცკი გავმხდარიყავი. ყველა ის თვისება გავანაალიზე რომელიც შევიძინე და ჩამოვწერე, მერე ის მოვნიშნე რაც მომწონდა ჩემი იყო და რაც ვიღაცის ან რაღაცის გამო მინდოდა. ამის შემდეგ ჩემს თავთან აღარ მქონია ამ საკითხზე პრობლემები. ის ვარ რაც ვარ, არ მოგწონვარ? კარგად იყავი. სამაგიეროდ ზუსტად ვიცი რომ არ ვმსახიობობ და ვიპრანჭები (ამის გამო ზოგიერტი ,,მეგობარი” დავკარგე). მაპატიეთ ამხელა პოსტისხელა კომენტარი, უბრალოდ მინდოდა ასეთ საინტერესო ტემაზე პატარა მაგალითი-გამოსავალი შემომეთავაზებინა. ადამიანები იცვლებიან, ხან კარგად ხან ცუდად, მთავარია ყველაფერი შენი იყოს შენს ხასიათთან მორგებული. უი როგორც იქნა მოვრჩი🙂

  25. daji permalink
    January 4, 2012 11:11

    რაღაც უცნაური კომენტარი დამიდია. ისეთი ვჩანვარ თიტქოს ,,ვბლატაობ” არა არა და არა, მე ყველაზე მეტად ეგ მეზიზღება.

    ოკ ახლა მართლა წავედი🙂

  26. January 4, 2012 18:48

    დაჯი, რატომ იხდი ბოდიშს ვერ გავიგე, პირიქით, დიდი მადლობა ასეთი ვრცელი და ამომწურავი კომენტარისთვის და აქ ,,ბლატაობა” არსად დამინახავს🙂 არსად წახვიდე, შემოიხედე ხოლმე ჩემს ბლოგზე, ძალიან გამახარებ🙂

  27. qeti-tati permalink
    July 22, 2015 15:53

    მე ვგიჟდები ნამდვილ თბილისელებზე და ინტელიგენტ ხალხზე. მდაბიო ადამიანი შეიძლება სოფელშიც ცხოვრობდეს და თბილისშიც, ელიტა რაიონშიც არის და თბილისის უბნებში, ადამიანის დონეს განათლება ჰქმნის და არა ბრენდული სამოსი, განათლებული ადამიანი თავმდაბალი და მოწესრიგებულია, ის არც სხვას დასცინებს, და არც არავის მიაქცევს ყურადღებას. მთავარი არის კარგი განათლება,.თუ გინდა დახვეწილი ადამიანი იყო..სადაც გინდა იქ დაიბადე, რა მნიშვნელობა აქვს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: