Skip to content

არეული ცხოვრების რიტმი

December 20, 2011

რამდენი ხანია პოსტი აღარ დამიწერია, არადა, იმდენი რამ მოხდა ბოლო სამი კვირის განმავლობაში, ალბათ, ერთი თვე არ მეყოფა მოსაყოლად.

ბოლო დროს ჩემი ცხოვრებისგან აბსოლუტურად განსხვავებული რიტმით ვცხოვრობ, ეს რიტმი მომწონს, მოხიბლული ვარ თოთოეული ცვლილებით, რასაც ვხედავ, მაგრამ უცბად ამდენმა ცვლილებამ გადამღალა. არ ვიცი როგორ ავაყოლო ამ ახალ რიტმს ფეხი. ვიცი, დასვენება მჭირდება და ურთიერთობის დარეგულირება ახალ ნაცნობებთან, მეგობრებთან, მაგრამ როგორ გავაკეთო ეს, არ ვიცი. თითქოს გამოვიფიტე, ახლა თუ არ შევჩრედი, ასე მგონია, დავეცემი და მოვკვდები.

ახალი ურთიერთობების გამო ცოტა დროს ვუთმობ ძველ მეგობრებს, რაც ძალიან ცუდია, ეს როგორმე უნდა გამოვასწორო. დრო თითქმის არაფრისთვის მრჩება, იმიტომ კი არა, რომ ძალიან დაკავებული ვარ, არამედ იმიტომ, რომ მას სათანადოდ ვერ ვანაწილებ.
დაგეგმვა არ გამომდის, ალბათ, ჩემი გეგმების მიხედვით რომ ეწყობოდეს ყველაფერი, გაცილებით ადვილი იქნებოდა ცხოვრების ყოველდღიური რიტმისთვის ფეხის აყოლა. არ გამომდის ურთიერთობების დარეგულირებაც, რაც დრო გადის, მით უფრო მეტად ვხვდები, რომ ადამიანებს თითქმის არ ვიცნობ, არასდროს ვიცი ვის როგორ უნდა მოვექცე. ვისთან რა პოზიცია დავიკავო, ყოველთვის იმას გამოვხატავ, რასაც ვგრძნობ, ყოველვარი დაფიქრების გარეშე, ჩემ შემთხვევაში არ ამართლებს გამოთქმა: იყავი ის რაც ხარ, ვხვდები, რომ ასე ადამიანებს ვკარგავ ხოლმე, ძვირფას ადამიანებს, არადა, ჩემთვის საკმაოდ რთულია გრძნობების გაკონტროლება.

უამრავი რამეზე ვფიქრობ და დასკვნა კი ვერ გამომაქვს, ბოლოს მაინც გრძნობები იმარჯვებს. აი, დავალაგებ გონებაში ყველაფერს, დავაწყობ გეგმებს, მაგრამ საქმე საქმეზე მიდგება და ყველაფერი ირევა.

ხანდახან მგონია, რომ სათანადოდ არ მაფასებენ, არადა თითქოს არც მოვითხოვ დაფასებას, მაგრამ როგორც კი ვიგრძნობ, რომ არასათანადოდ მექცევიან მაშინვე შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს, ვერ გამიგია რა მინდა, არადა, საშინლი შეგრძნებაა, როდესაც გარკვეულ სიმაღლეს კარგავ სხვების თვალში და ვერაფრით გაგიგია ეს რამ გამოიწვია, ცდილობ ჩაუღრმავდე საკუთარ ქმედებებს, გაარკვიო თუ რა შეგეშალა, მაგრამ ვერაფერს პოულობ, ალბათ იმიტომ, რომ მხოლოდ საკუთარ თავში ეძებ, არადა, შეიძლება, შეცდომა შენ კი არა, იმან დაუშვა.

ახლა სადმე შორს მინდა ყოფნა, მთაში… ბუხარი, ჩაი ლიმონით, სარწეველა სავარძელი და მუხლებზე გადაფარებული პლედი, ულამაზესი ხედი ფანჯრიდან და წიგნები…

6 Comments leave one →
  1. December 20, 2011 08:54

    ყველაფერი დალაგდება ნათ, მთავარია რომ ცდილობ და მთავარია რომ საკუთარ თავში ეძებ!😉

  2. December 20, 2011 08:55

    მეგობრები ხომ რაღაც უსულო არსებები არ არიან,ყველასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა ვერ გექნება: ) იცვლებიან ადამიანები,მათი შეხედულებები და ცხოვრების სტილიც ცვალებადი აქვთ,ასე რომ ნუ ღელავ ძველი მეგობრების გამო… ვინც საჭიროა ის ყოველთვის მეგობარი იქნება.

    აი მაგალითად მე წუხელ საუკეთესო მეგობარმა მესიჯი მომწორა,შენთან მეგობრობა პირად ცხოვრებაში ხელს მიშლის და ძალიან გთხოვ აღარ მომწოროო : ) მაგარია არა?

  3. December 20, 2011 09:14

    თავიდან გემრიელად დაიწყო და მერე მივხვდი, რომ ნაღვლიანი პოსტია😦 დასვენება გჭირდება ახლა შენ.

    გიორგი მართალია, ნამდვილი მეგობარი აუცილებლად შენთან დარჩება და ვინც ვერ დაგაფასებს და წავა… ესეიგი, არც ყოფილა მეგობრობის ღირსი.

    ყველაფერი კარგად იქნება, ნათია🙂

  4. orange permalink*
    December 20, 2011 12:27

    შიო, მადლობა❤🙂

    გიო, ძველი მეგობრები არც დამიკარგავს, უბრალოდ ურთიერთობა დამეძაბა რამდენიმესთან. ეგ კი ცუდი რამ დაგმართნია, პირად ცხოვრებაში ხელს რატომ უშლიდი, ვერ გავიგე, ვწუხვარ ამის გამო😦

    მოლი, გეგონა ამ ხნის განმავლობაში რაც მოხდა, იმის შემაჯამებელი პოსტი იქნებოდა არა? ჰო, მინდოდა კიდეც რომ ყველაფერი დამეწერა, მაგრამ არ გამომივიდა… და დიდი მადლობა შენ🙂

  5. December 20, 2011 17:21

    მესმის შენი.
    “ახლა სადმე შორს მინდა ყოფნა, მთაში… ბუხარი, ჩაი ლიმონით, სარწეველა სავარძელი და მუხლებზე გადაფარებული პლედი, ულამაზესი ხედი ფანჯრიდან და წიგნები…” –ეს მე ყოველღე მინდა…
    სხვაშიც ეძებე შეცდომები,ყველაფერში შენ ვერ იქნები დამნაშავე.

  6. December 23, 2011 16:34

    მეც მასე დამემართა, უნივერსიტეტმა ახალი მეგობრები, ახალი ქალაქი, ახალი გარემო და ბევრი ახალი საქმე გამიჩინა, ისე, რომ ძველი მეგობრები ხშირად არ მახსენდება, რომ მახსენდება მრცხვენია ხოლმე…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: