Skip to content

დრო

January 17, 2012

დრო წელვადია, ბრუნვადი და უკუქცევადი, ის შეგვიძლია დავკეცოთ და სამგზავრო ჩანთაში ჩავდოთ, მერე ზურგზე მოვიკიდოთ და ასე დრომოკიდებულებმა ვიაროთ ქუჩებში.

დროს არ შეუძლია გვმართოს, მას ჩვენ ვმართავთ, ჩვენ ვქმნით დროს და ჩვენვე  ვაჩერებთ, ვსპობთ. ჩვენვე შეგვიძლია ის გადავინახოთ სახლის ბნელ კუნჭულში და ხანდახან ვნახოთ ხოლმე, რათა დადებული მტვერი გადავფერთხოთ. ან, საერთოდაც, დავივიწყოთ და იყოს ასე დრო მიგდებული ოთახის ბნელ კუნჭულში მტვერდადებული და დასვრილი.

ჩვენ შეგვიძლია დროს ველაპარკოთ, დავლიოთ მასთან ერთად ჩაი, თანაც აუცილებლად ლიმონთან ერთად, აბა, რა არის დროსთან ლაპარაკი ორთქლადენილი ჭიქა ჩაის გარეშე? დრო და ჩაი, ჩაი და დრო…

ჩვენ ვილაპარაკებთ  კომეტებზე, ასტეროიდებსა და დროის ხვრელებზე, ის მეტყვის, რომ არანაირი დროის ხვრელები არ არსებობს, რადგან თავად დროც არარსებულია, მე ვეტყვი, რომ საკუთარი თავის უარყოფით ადგილს ვერ დაიმკვიდრბეს და ცხოვრებას დაინგრევს, მერე ჩვენ ვიჩხუბებთ, ვუყვირებთ ერთმანეთს და დაცარიელებულ ჩაის ჭიქებს დავამტვრევთ, მერე ვიტირებთ, ერთმანეთს ჩავეხუტებით და ძალიან ბევრს ვიტირებთ.

მე და დროს შეგვიძლია ერთმანეთს წერილები მივწეროთ და ამას ვაკეთებთ კიდეც. ის ყოველთვის ჩუმად მწერს, დილით რომ ვიღვიძებ ბალიშთან მხვდება არეული ხელით ნაწერი ბარათი, მე მეღიმება და ვიწყებ კითხვას, სანამ ბოლომდე ჩავალ, რამდენჯერმე ხელახლა ვუბრუნდები წაკითხულ  სტრიქონებს და ვცდილობ გავარკვიო რას გულისხმობს ჩემი დაბნეული დრო. ის ბევრ რამეზე წერს, თითოეული წერილი სავსეა ერთმანმეთთან დაუკავშირებელი და დაუსრულებელი აზრებით, თითქოს დრო მაძლევს გარკვეულ მიმართულებას და ეს აზრები მე უნდა მივიყვანო ბოლომდე. საინტერესოა, საიდან შოულობს ამ საოცრად გაყვითლებულ სიფრიფანა ფურცლებს, რომლებიც ისე ძველია, რომ მეშინია ხელში არ შემომეფშვნას.

მე ვწერ სიტყვებს, რომლებიც ალოგიკურად მომდის თავში აზრად, ერთმენათთან დაუკავშირებელ ფრაზებს ვურევ ერთმენთში, მერე დრო კითხულობს, ალაგებს მათ და ყოველთვის მაოცებს იმით, თუ როგორ ახერხებს ჩემი გაფანტული აზრების მწყობრში მოყვანას…

შემოვსალტოთ დედამიწა თოკებით და ჩამოვკიდოთ მთვარეზე, მერე კი ვათამაშოთ, აი, ასე, თითით ვუბიძგოთ ჯერ ფრთხილად, მერე კი სწრაფად და მკეთრად, ვუყუროთ, როგორ ტრიალებს პლანეტა მთვარის გარშემო და თან მასაც ატრიალებს. მე და დროს შეგვიძლია ავიღოთ დედამიწა და ხელში შევათამაშოთ, ერთმანეთს ვესროლოთ და თან შევაწუწოთ ოკეანეები, მდინარეები და ტბები, თავზე გადავისხათ ამ პლანეტაზე არსებული მთელი წყალი და თან ძალიან ბევრი ვიცინოთ, მე და დრომ…

ჩვენ დავიღლებით და წავალთ ხანგრძლივ მოგზაურობაში, ხანგრძლივობის ილუზიას დრო შექმნის, მე კი მართლა დავიჯერებ, რომ ხანგრძლივ მოგზაურობაში ვარ. მე და დრო ერთად ვივლით და ვილაპარკებთ აპოკალიფსზე,  ნიცშეზე, ჟანა დარკსა და ფორთოხლებზე, ჩვენ ბევრს მოვწევთ და ნამწვავებს გზაში დავყრით, დავლევთ არაყს და მერე ვიცეკვებთ, ძალიან ბევრ ვიცეკვებთ, ვიცეკვებთ გულის წასვლამდე, დაცემამდე.

ჯანდაბამდე გზა ჰქონია ყველას, ქვეყნად მხოლოდ ჩვენ ორნი ვართ, მე და დრო…

3 Comments leave one →
  1. January 17, 2012 20:06

    ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე
    მე და დრო,მე და დრო :დ

  2. January 17, 2012 20:30


Trackbacks

  1. Hug Day 21.01.2012 ჩახუტების დღე « Till the End…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: