Skip to content

შემეხე

January 22, 2012

გუშინ რუსთაველის თეატრის მაყურებელი უჩვეულო სანახაობის მომსწრე გახდა, ექსპერიმენტულ დარბაზში დადგმული სპეკტაკლი რამდენიმე ახალგაზრდის ისტორიას გადმოგცვემდა, რომლებიც ერთ ოთახში იყვნენ ჩაკეტილნი და საკმაოდ ინტიმურ საკითხებზე საუბრობდნენ. ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც მსახიობები უშუალოდ შედიოდნენ კონტაქტში მაყურებელთან და მხოლოდ სცენაზე თამაშით არ შემოიფარგლებოდნენ.

სპექტაკლს უჩვეულო ხიბლს სძენდა და უფრო საინტერესოს ხდიდა ის ფაქტი, რომ მაყურებელთან ურთიერთობა ექსპრომტი იყო და არა წინასწარ შემუშავებული სცენარის მიხედვით დადგმული, ამიტომ სცენასა და ლოჟაში მიმდინარე მოვლენები, შესაძლოა, გარკვეულწილად შეცვლილიყო იმის მიხედვით თუ რა რეაქცია ექნებოდა მსახიობთან კონტაქტისას შემთხვევით შერჩეულ მაყურებელს. საინტერესოა, რამდენად მიიღებს მსგავს ექსპერიმენტს ქართველი მაყურებელი, რომელიც შეჩვეულია სტანდარტულ თეტრალურ სანახაობას და უშუალოდ არ ერთვება ხოლმე სპექტაკლის მსვლელობაში (ვგულისხმობ პირდაპირ ჩართულობას, როდესაც მაყურებელიც მონაწილე ხდება სპექტაკლის და უშუალო კონტაქტში შედის მსახიობებთან, თორემ მაყურებელი რომ სცენაზე მიმდინარე მოვლენებში ჩართულია, ეს თავისთავადია).

სპეკტაკლის სახელწოდებაა ,,შემეხე” , რომელზეც 18 წლამდე მოზარდები არ დაიშვებიან, რადგან გაჯერებულია ინტიმური სცენებით. ერთ ოთახში შეკრებილი 6 ახალგაზრდა ყვება საკუთარ ისტორიას, რომლებიც დაკავშირებულია პირველ სიყვარულთან, სექსთან. მსგავს თემებზე საუბრისას, რომლებიც თავიდან მოჩვენებითი თავისუფლებით არის შენიღბული, თანდათან იკვეთება თითოეული მონაწილის დამოკიდებულება ინტიმური საკითხებისადმი. ამ სპექტაკლის ნახვისას საინტერესო პარალელების გავლება შეიძლება ქართულ რეალობასთან. მასში მონაწილე სამი ქართველი მსახიობიდან ორს, ქალებს, აქვთ კომპლექსი მამაკაცებთან ურთიერთობის, ერთ-ერთი აღიარებს კიდეც, რომ ჰქონდა მცდელობა სექსუალური აქტის დამყარების, მაგრამ არ გამოუვიდა, რადგან შეეშინდა. მეორეს, რომელიც ერთი შეხედვით თავისუფალ და თამამ ქალს თამაშობს, გადამწყვეტი მომენტისას უარყოფითი რეაქცია აქვს მამაკაცის შეხებაზე და საშველად იხმობს დედას, რაც მკვეთრად უსვამს ხაზს ქართულ საზოგადოებაში შვილების დედისადმი მიჯაჭვულობის პრეცენდენტს.

ამის პარალელურად, ინგლისელი მსახიობები არ უშინდებიან ინტიმურ სცენებს, ისინი თამამად კოცნიან ერთმანეთს და ამას ისე თავისუფლად ახერხებენ, რომ მაყურებელს რჩება შთაბეჭდილება, რომ ის შესაძლოა პირდაპირ სცენაზე გახდეს სექსუალური აქტის მომსწრე.

ერთ-ერთი ყველაზე თამამი სცენა მამაკაცის შიშველი სხეულის ჩვენება იყო, რომელიც ხაზს უსვამდა მის სექსუალურ თავისუფლებას, ამის პარალელურად სცენაზე განვითარებული მოვლენები ერთგვარ ანარეკლს წარმოადგენდნენ იმ გმირების ქვეცნობიერისა, რომლებსაც განასახიერებდნენ მსახიობები.

სპექტაკლში, გარდა მკვეთრად ხაზგასმული სცენებისა, დიდი მნიშვნელობა ექცევა დეტალებსაც. ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგიართ გოგონას აქვს შიში მამაკაცის სასქესო ორგანოს შეხებისასც კი, იგი არ იცნობ საწინააღმდეგო სქესის სხეულს და კომპლექსდება ურთიერთობისას, რადგან არ იცის რა გააკეთოს. სცენაზე ასევე ვხედავთ თუ როგორ ცდილობს მამაკაცი სექსუალური აქტის დამყარებას ქალთან და ამ მცდელობისას იგი აბსოლუტური ლიდერია, ქალს არ შეუძლია ამ ერთგვარ თამაშში მონაწილეობის მიღება და დაძაბული ადევნებს თვალყურს თუ როგორ ეხვევა და კოცნის მას პარტნიორი.

სპექტაკლში მონაწილე მსახიობები იხსენებენ რა ბავშვობის ინტიმურ ისტორიებს, თითქოს ფარდას ხდიან ადამიანის ქვეცნობიერში ჩადებულ სექსუალურ მოთხოვნილებებს და ფანტაზიებს, საუბრობენ ისეთ თემებზე, როგორიცაა ლტოლვა საკმაოდ მცირე ასაკის ბავშვებისადმიც, რამაც, შესაძლოა, გააღიზიანიოს მაყურებელი, ამიტომ როლს მორგებული მსახიობი შეშინებული უარყოფს გარკვეულ დეტალებს, თითქოს ამით მაყურებლის გულს იგებს, არ უნდა, რომ უარყოფითი დამოკიდებულების მსხვერპლი გახდეს. მსგავსი ისტორიების მოყოლას, ქვეცნობიერად უდევს სურვილი ბავშვობაში დაბრუნების, რომელშიც ყველაფერი გაცილებით ადვილი და მარტივი ჩანდა. სპექტაკლი სწორედ ბავშვობის შორეულ მოგონებაზე საუბრით სრულდება, რომელსაც, ამ შემთხვევაში, არ აქვს კავშირი სექსთან და, უბრალოდ, წარსულში დაბრუნების  სურვილს უკავშირდება.

საინტერესო იყო სცენაზე ვიდეოკამერით გადაღებული კადრების ჩვენება, რაც საშუალებას გვაძლევდა, მსახიობისთვის სხვა რაკურსითაც შეგვეხედა.

ოდნავ გაუგებრად მომეჩვენა ის ფაქტი თუ კონკრეტულად რა როლს ირგებდნენ მსახიობები. თამაშობდნენ რეჟისორის მიერ შექმნილ გმირებს თუ საკუთარ თავს, ეს ერთგვარად ხელოვნურს ხდიდა სპექტაკლში განვითარებულ მოვლენებს, მაგრამ მიუხედავად ამის, თამამად შესაძლებელია თქმა, რომ ექსპერიმენტმა გაამართლა, მაყურებელმა ასე თუ ისე, დადებითად მიიღო უჩვეულო წარმოდგენა სცენაზე, მაგრამ ეს მხოლოდ ზედაპირული შთაბეჭდილებაა, ვნახოთ რამდენად იქნება შესაძლებელი კიდევ დადგმა მსგავსი სპექტაკლების რუსთაველის თეატრში და გადაინაცვლებს თუ არა ის ექსპერიმენტულიდან მთავარ სცენაზე.

,,შემეხე” რუთაველის თეატრისა და ბრიტანეთის ნაციონალური თეტრის მემორანდუმის ფარგლებში ,,idiots company”-ისა და ბრიტანეთის საბჭოს პარტნიორობით განხორციელდა BP-ს ფინანსური მხარდაჭერით. დამდგმელი რეჟისორი – ალექსანდრე ზელდინი.

სპექტაკლის ნახვა ქართველ მაყურებელს  კიდევ 22, 23, 24, 25 და 26 იანვარს შეეძლება, რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ დარბაზში.

Musicbox-ის ვიდეო სპეკტაკლის შესახებ:

11 Comments leave one →
  1. January 22, 2012 14:06

    ბოლოში ნოემბრის ნაცვლად იანვარი არ უნდა ეწეროს, ნათია?

  2. January 22, 2012 14:08

    დამაინტერესა ამ სპექტაკლმა და ახლა ეს რომ წავიკითხე კიდევ უფრო მომინდა წასვლა.
    ახლა ვორჭოფობ წავიდე თუ არა😀

  3. January 22, 2012 14:44

    მაყურებელს რჩება შთაბეჭდილება, რომ ის შესაძლოა პირდაპირ სცენაზე გახდეს სექსუალური აქტის მომსწრე.

    მაგრამ გაწბილებული და პირშიჩალაგამოვლებული რჩება.

  4. January 22, 2012 15:16

    რა საინტერესოა…სიამოვნებით ვნახავდი,მაგრამ ეს დრო…

  5. January 22, 2012 15:42

    საინტერესოააა

  6. January 22, 2012 16:16

    მოლი, მართალია, ახლავე ჩავასწორებ🙂

    სალ, წადი აუცილებლად, საინტერესო იქნება კდემა გრაფინიას შეფასება🙂

    ლორდ, სწორედაც!🙂 პირადად მე, პირში ჩალაგამოვლებული დავრჩი, უფრო მეტის მოლოდინი მქონდა :დ

    ნენსი, 8 საათზე არ შეგიძლია ნახვა, თუ ამ რიცხვებში არ გცალია?

    გიორგი, კი, ნამდვილად საინტერესოა🙂

  7. January 22, 2012 16:26

    ეეეჰ მე აბიტურიენტი ვარ სტაფილოსფერო გოგონავ :დ ცხოვრება წართმეული მაქვს :დ

  8. January 22, 2012 16:30

    აჰ, გასაგებია, მესმის შენი, თან თუ აბიტურიენტი ხარ, ალბათ, სრულწლოვანიც არ იქნები და, შესაბამისად, ვერც ნახავ მაგ სპექტაკლს🙂

  9. January 22, 2012 17:29

    აუუ :დ იმედი ჩამიკლა:დ

  10. January 23, 2012 07:23

    საინტერესოა. იმედია ხვალ ვნახავ🙂

  11. January 24, 2012 09:58

    კარგია ფორთოხალო. დამაინტერესე !
    არ ვიცი რამდენად მოვახერხებ წასვლას ამ გამოცდების გადამკიდე, მაგრამ სურვილი მაქვს🙂

Trackbacks

  1. ექსპერიმენტული შეხება (18 +) | არეული ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: