Skip to content

ბრძოლა შაქრის მთის იმპერიასთან, ანუ რატომ გავაუქმე ფეისბუქი

January 26, 2012

უკვე სამი დღე გავიდა, რაც ფეისბუქი გავაუქმე. როგორც ერთი ჩემი მეგობარი უწოდებს, ცუკერბერგის, იგივე შაქრის მთის იმპერიას მოვშორდი. გადაწყვეტილება სპონტანურად მივიღე, ყოველგვარი ფიქრისა და ყოყმანის გარეშე, უცბად ავდექი და გავაუქმე. გარდა პირწიგნაკის წაშლისა, პარალელურად, გამოვრთე მობილურიც და ახლა წარმოდგენა არ მაქვს სად დევს შორ მანძილზე ადამიანებთან დამაკავშირებელი პატარა აპარატი. მეგობრებს შემთხვევით ვხვდები, რაც ძალიან საინტერესოა, ერთადერთი ნაკლი ის აქვს ამ ყველაფერს, რომ არასდროს ვიცი რომელი საათია და ქუჩაში მიწევს ხოლმე გამვლელების შეწუხება ამის გასარკვევად.

რატომ გადავწყვიტე ფეისბუქის გაუქმება? ნამდვილად არ გამიუქმებია იმის გამო, რომ დროს მაკარგვინებდა, არა, იშვიათ გამონაკლისთა გარდა, რა თქმა უნდა, როდესაც ღამის ოთხ საათამდე კომპიუტერთან შემორჩენილი მთავარ გვერდს ვარეფრეშებდი ხოლმე. არც იმის გამო, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რამე პრობლემა შემექმნა და მონიტორთან დიდხანს ყოფნას ზიანი მოჰქონდა ჩემთვის. უბრალოდ, გადავწყვიტე სამუდამოდ თუ არა, დროებით მაინც მოვშორებოდი სოციუმთან დამაკავშირებელ ლურჯ სამყაროს და მხოლოდ რეალურად დამემყარებინა ადამიანებთან ურთიერთობა. თანაც, რომ არ მოგატყუოთ, მჭირდება გარკვევა გარკვეულ მოვლენებში, რომლებიც ბოლო დროს განვითარად ჩემს ცხოვრებაში, ამაში კი ნამდვილად მიშლიდა ხელს ფეისბუქი.

პირველად ხდება რომ ინტერნეტსივრცეში შებოდიალებისას ფეისბუქს არ ვკრეფ და ახლა უჩვეულოდ გამოიყურება გუგლ ქრომის ზედა პანელი facebook –ის გარეშე, მაგრამ ყველაფერი ხომ შეჩვევაზეა, მალე გადაივლის ამ ქსელში შესვლის მოთხოვნილება, თუმცა ისიც ვიცი, რომ მსგავსი განაცხადის გაკეთება ჯერ ადრეა, რადგან მხოლოდ და მხოლოდ 3 დღე გავიდა, რაც გავაუქმე ექაუნთი და შესაძლოა ამ დღეებში ისე ძალიან მომინდეს შაქრის მთის იმპერიაში დაბრუნება, რომ ვეღარ გავძლო და კვლავ ფეისბუქის მომხმარაბელი გავხდე.

რა უარყოფითი შედეგი შეიძლება ჰქონდეს ფეისბუქის გაუქმებას?

  • აღარ ვიქნები ისეთი აქტიური, როგორც ვიყავი აქამდე და გამომვტოვებ ძალიან ბევრ საინტერესო ივენთს;
  • ვეღარ გავიგებ ჩემ გარშემო განვითარებული საინტერესო მოვლენების შესახებ მინიმუმ სამი დღის განმავლობაში მაინც, ან, შესაძლოა, საერთოდაც ვერ გავიგო;
  • კავშირი აღარ მექნება იმ ადამიანებთან, რომლებთანაც აქამდე, ძირითადად, ფეისბუქის საშუალებით მქონდა ურთიერთობა;
  • ვეღარ ჩავერთვები  ,,ფესბუქურ” დისკუსიებში, რომლებსაც, სიმართლე გითხრათ, შეთანხმებამდე არასდროს მივყავდით მოკამათეები, მაგრამ მიანც საინტერესი იყო;

მეტი არყოფითი აღარ მახსენდება, თუ გამახსენდება, აუცილებლად ჩავამატებ.

რა დადებითი შედეგი შეიძლება ჰქონდეს ფესბუქის გაუქმებას?

  • მეტი დრო მექნება წიგნების წასაკითხად;
  • დავიძინებ ადრე, შესაბამისად, გავიღვიძებ კიდეც ადრე, რაც სასარგებლოა როგორც ჯანმრთელობისთვის, ასევე ჩემი ცხოვრების გრაფიკისთვისაც და ყოველ დილით ადრე ადგომა ჩემთვის ტანჯვა აღარ იქნება;
  • ვირტუალური სითბოს გამოხატვის: სმაილების, გულების, კოცნების და თბილი სიტყვების მიწერის მაგივრად, რეალურად გამოვხატავ ამ ყველაფერს, რადგან ვერცერთი სმაილი ვერ შეედრება ადამიანთან რეალურ ჩახუტებას, რადგან ჩახუტება დედამიწის ზურგზე ყველაზე მაგარი რამეა!
  • დავწერ მეტს, მაინც და მაინც ბლოგზე წერას არ ვგულისხმობ, ამის გარდაც მაქვს ძალიან ბევრი დასაწერი, თუმცა, შესაძლოა, ბლოგზე უფრო მეტად გავაქტიურდე და გაცილებით მეტი პოსტი შემოგთავაზოთ ხოლმე.

ამ ყველაფრის გარდა კიდევ ერთი სტიმული მაქვს, რომ არ აღვადგინო ფეისბუქი, გუშინ სანაძლეო დავდე ერთ ადამიანთან, რომ უახლოესი 20 დღის განმავლობაში არ დავუბრუნდები შაქრის მთის იმპერიას, სანაცვლოდ კი გემრიელ შოკოლად მივიღებ🙂 გამომდინარე იქიდან, რომ შოკოლადი, ჩახუტებასა და მაკდონალდსის კარამელის ნაყინთან ერთად, ერთ–ერთი ყველაზე მაგარი რამეა ჩემთვის, ნამდვილად არ ვაპირებ ფეისბუქის აღდგენას🙂

მაინტერესებს, თქვენთვის რა დადებით ან უარყოფით შედეგს მოიტანს ფესბუქის გაუქმება? თუ არ დაგეზარებათ, პასუხი გამეცით კომენტარებში, ჰო, კარგი იქნება, თუ დადებითს უფრო მეტს გავიგებ, რათა კიდევ ერთხელ მომეცეს სტიმული რომ არ აღვადგინო ფეისბუქი🙂

ბოლოს კი  გთავაზობთ ერთი ჩემი მეგობრის ჩანაწერს ფეისბუქთან დაკავშირებით:

,,მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო

მსურს გაცნობოთ, რომ ჩემი და დაწყევლილი ცუკე,,ნ”ბერგის სოციალურ მონსტრს შორის ურთიერთობა დამთავრებულია.
მიზეზები სხვადასხვაა თუმცა ორი მათგანი უმთავრესია:
1. დროის უაზრო ფლანგვა.
2. არსებული ურთიერთობების გაყალბება ან/და არასწორი ურთიერერთობების ჩამოყალიბება ზემოაღნიშნული მონსტრის საშუალებით.
ჩემთვის ორივე მიზეზი საკმარისზე მეტი იყო ეს ყველაფერი, რომ დამესრულებინა. 
ჩემთვის ერთი ნამდვილი გაღიმება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე 1 000 ვირტუალური სმაილი.
ჩემთვის ნამდვილი 5 მეგობრის ყოლა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე 437 ვურტუალურის.
ჩემთვის ერთი ცხენი და ერთი კატა უფრო რეალურია ვიდრე ვირტუალური მთელი ფერმის ქონა.
როგორც იტყოდნენ ერთ დალაიქებას ერთი კარგი ჩახუტება სჯობსო. 
P.S თუ სადმე ჩემი დაპატიჟება მოგინდებათ, ჩემთან ერთად დალევა და სხვა მრავალი სოციალური აქტივობა 
უმერჩილესად გთხოვთ, მომწეროთ ერთი მტშ (SMS) ან ერთი ჯანსაღი ელოქტრონული წერილი ან სულაც დამირეკოთ. ეს ყველაფერი ადვილი განსახორციელებელია.” 
P.S.თუ ვინმეს გექნებათ ჩემთან დაკავშირების სურვილი, მომწერეთ ბლოგზე ან მეილზე:
natia.gulisashvili@yahoo.com
მუდამ თქვენი, ფორთოხლის გოგონა🙂
15 Comments leave one →
  1. January 26, 2012 09:11

    მშვენივრად მოქცეულხარ.

  2. January 26, 2012 12:14

    მთელი გულით გილაიქებ! :)) ისე ალბათ მაგის ბრალია სულ თვალებში რომ მეჩრები ხო? :D:D:D:D გუშინ კინოს სახლის ამბების მერე კიდევ მოგკარი თვალნი ქორებულ მჭვრეტელნი 😀

  3. January 26, 2012 12:30

    ისა მთავარია, აქ გვეყოლები და იქაც, გარეთ :))

  4. January 26, 2012 13:49

    მაგარია, თუმცა მობილური მაინც დაიტოვე ან მაჯის საათი გაიკეთე🙂

  5. January 26, 2012 14:55

    ბრავო.. შენნაირი ნებისყოფა მომცა :დ

  6. zandara permalink
    January 26, 2012 18:08

    da me nati?😛

  7. January 26, 2012 19:17

    მაგარია!
    მე რეალურად მჭირდება ბოლო დროს (კაი წყაროა), თორემ “მოგბაძავდი”.
    წარმატებები რეალურ ცხოვრებაში და ბევრი რეალური კოცნა და ჩახუტება, რომელსაც მართლაც არაფერის სჯობს😉

  8. January 27, 2012 10:48

    აი ყოჩაღ🙂
    ! მაგრანმ ეგეც რომ გავაუქმო, ჩემი გრაფიკის წყალობით, სულ დავსოციალდეგრადირდები :)))
    და ჯობია მქონდე.ს ღამეებს მაინც არ ვათენებ, ზოგჯერ რამდენიმე დღეს ისე გადის არც შევდივარ და რას მიშლის

  9. მორელა permalink
    January 29, 2012 08:57

    რა გითხრა აბა,ეგ ყველასთვის სხვადასხვანაირადაა,ზოგზე კარგადაც მოქმედებს,აი მაგალითად მე რამდენიმე თვე მქონდა,რამაც გაამართლა მიზეზები თუ რატომ არ ვაკეთებდი მას ადრე,უბრალოდ ისეთ გულჩვილ ადამიანს როგორიც მე ვარ ჯობია ურთიერთობა მხოლოდ ოჯახის წევრებთან ჰქონდეს…რადგან არავინ აწყენინოს და უცებ ხიდთან გავლისას სკუპ არ მოუნდეს.. )) უბრალოდ სიყალბეს ვერ ვიტან და ფეისბუქი სხვა არაფერია,ცხოვრებას გავს…ყალბია და გულგრილი..პირში გეუბნება მკიდიხარო..მათ შორის ის განსხვავებაა რომ ერთი ადვილი გასუქმებელია,მეორე კი….

  10. მორელა permalink
    January 29, 2012 08:58

    რა გითხრა აბა .ეგ ყველასთვის სხვადასხვანაირადაა,ზოგზე კარგადაც მოქმედებს,აი მაგალითად მე რამდენიმე თვე მქონდა,რამაც გაამართლა მიზეზები თუ რატომ არ ვაკეთებდი მას ადრე,უბრალოდ ისეთ გულჩვილ ადამიანს როგორიც მე ვარ ჯობია ურთიერთობა მხოლოდ ოჯახის წევრებთან ჰქონდეს…რადგან არავინ აწყენინოს და უცებ ხიდთან გავლისას სკუპ არ მოუნდეს.. )) უბრალოდ სიყალბეს ვერ ვიტან და ფეისბუქი სხვა არაფერია,ცხოვრებას გავს…ყალბია და გულგრილი..პირში გეუბნება მკიდიხარო..მათ შორის ის განსხვავებაა რომ ერთი ადვილი გასუქმებელია,მეორე კი….

  11. March 7, 2012 19:25

    სტატია დაიწერა 26 იანვარს.. როგორც ვხვდები სანაძლეო მოიგე, ვინაიდან 7 მარტს facebook_ზე ისევ ხარ…🙂🙂
    ახლა მოგიყვები ჩემზე…
    მე არ გამიუქმებია Facebook, მაგრამ გამაუქმებინეს… ბევრი წუხილის და მცდელობის მერე შევეგუე და შევეშვი…
    ეს მოხდა 26 აგვისტოს!
    ყველას მოგეხსენებათ მაშინ გავრცელდა ვირუსი Facebook_ის საშუალებით, სამწუხაროა რომ ამ ვირუსის ერთ-ერთი მიმღები ვიყავი მე და ჩემმა კომპიუტერმა Facebook დაბლოკა… მერე ვეღარ განვბლოკე, ერთადერთი ხსნა windows_ის “გადაყენებაა”, მაგრამ ვიფიქრე, მხოლოდ Facebook მაქვს ბავლოკილი, რატომ გადავაყენო? სხვა ყველაფერი კარგად მუშაობს… ამასთან მაინტერესებდა რამდენ ხანს შევძლებდი “უმონსტროდ”🙂🙂🙂
    რა მოხდა იმის მერე? წერილები რომელსაც facebook_ზე მწერენ, მაილზე ვკითხულობ და მაილიდან ვპასუხობ, სამწუხაროა რომ მეგობრობის შემოთავაზებებს მაილიდან ვერ ვეთანხმები, თუმცა ამისთვის არსებობს უნივერსიტეტი და იქიდან ხანდახან შესულს შემიძლია ყველა ასეთ შემოთავაზებას დავეთანხმო….🙂🙂🙂
    ახლა ძალიან ხშირად მომინდება Facebook, იმიტომ რომ იქ ბევრი საინტერესო დისკუსია დავტოვე, მაგრამ ერთ რამეს ვხვდები – ჩემი გონება ცოტა იფილტრება უამრავი არასაჭირო ინფორმაციისგან…
    ამიტომ? მე მინდა გითხრა… ცუდია რომ Fb გააუქმე, მაგრამ კარგია რომ აღადგინე!🙂🙂🙂
    უფრო კარგია თუ ზომიერად აღადგინე…🙂🙂🙂
    ———-
    აუ, მაგრად ვიბოდიალე ხომ? ნუ მეძინება და ალბათ ამიტომ – ახლა რომ Fb მქონდეს ჯერ ძილს არც კი გავივლებდი თავში…🙂🙂🙂

    • March 7, 2012 19:33

      კი, სანაძლეო მოვიგე🙂 მაგ ვირუსის შესახებ არ ვიცოდი. გადააყენე მერე ვინდოუსი და გამოიყენებ ფეისბუქი ადამიანურად🙂

      • March 7, 2012 19:37

        არა ჩემო კარგო… მერე ვიცი არაადამიანურად გამოვიყენებ, ამიტომ იყოს როგორცაა…🙂🙂🙂
        მე საკუთარ თავთან ბრძოლაში თითქმისყველანაირისაშუალებისგამოყენების მომხრე ვარ…🙂🙂🙂

  12. iliamesxi permalink
    February 13, 2013 19:26

    ძლიერი ყოფილხარ :დ მე არ გამომდის ეგ და ცუდია :ს მართლაც ცხოვრების მნიშვნელოვან დროს ვკარგავ მანდ უაზრობებიში:/

Trackbacks

  1. 2012 წლის შემაჯამებელი პოსტი «

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: