Skip to content

საუბარი საკუთარ თავთან

January 28, 2012

თავის მოკვლა მინდა. ადრე ამის მეშინოდა, რადგან მეგონა, რომ ჯოჯოხეთში მოვხვდებოდი, მაგრამ ახლა ღმერთი აღარ მწამს და ჯოჯოხეთისა და სამოთხის არსებობისაც აღარ მჯერა. მაინც რაღაც მაკავებს ამ სიცოცხლესთან, ვებღაუჭები მბჟუტავ იმედს, რომ მალე ყველაფერი კარგად იქნება და ჩვეულებრივ შევძლებ ცხოვრების გაგრძელებას.

ხშირად ვუყურებ მაჯებს და ვცდილობ წარმოვიდგინო თუ როგორ გადმოვა სისხლი ძარღვებიდან, როდესაც მათ გადავსერავ, მაგრამ არ ვიცი, თუ თავის მოკვლას გადავწყვეტ, ალბათ, აუცილებლად აბებს დავლევ; სახურავიდან არ გადავხტები, არც თავს ჩამოვიხრჩობ და არც მაჯებს გადავისერავ, თუმცა უაღრესი სასოწარკვეთის მდგოიმარეობაში რომ ვიქნები, შესაძლოა, ნებისმიერი საშუალება გამოვიყენო რათა გამოვემშვიდობო სიცოცხლეს.

ჩემთვის ყოველი დღე იმის გამორკვევის უბადრუკი მცდელობით იწყება თუ რა არის ჩემი ცხოვრების აზრი და მხოლოდ იმიტომ ვეხმარები ჩემს გარეშემომყოფებს, რომ თავი საჭიროდ ვიგრძნო. სინამდვილეში, სიკეთეს არ ვაკეთებ, მხოლოდ იმიტომ ვასრულებ ნებისმიერ თხოვნას, რომ კიდევ რამდენიმე ხნით მოვიტყუო საკუთარი თავი, რომ საჭირო ვარ ადამიანებისთვის, იქნებ, სინამდვილეში, არვინ მიყენებს და მათ ნამდვილად სჭირდებათ ჩემი დახმარება…

თავის მოკვლა დიდი ხელოვნებაა და არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ის ძლიერ ადამიანთა ხვედრია და არა სულმოკლეების, როგორც დამკვიდრებული აზრი ქადაგებს. ალბათ, მეტისმეტად სუსტი ვარ იმისთვის, რომ თავი მოვიკლა.

ნამდვილად არ ვარ ისეთი კეთილი, როგორც ყველას ჰგონია. ხანდახან მგონია, რომ სინამდვუილეში არავინ მიყვარს და სითბოს გადამეტებული გამოხატვით უბრალოდ ვცდილობ, რომ საკუთარ თავს დავუმტკიცო, რომ სიყვარულით ვარ სავსე. მაგრამ ეს ხანდახან, უმეტეს შემთხვევებში კი მიყვარს ადამიანები, თუმცა ერთადერთი პრეტენზია რაც მათ მიმართ მაქვს, არის ის, რომ არასდროს ვიღებ საპასუხოდ იმას, რასაც გავცემ. ამიტომ სურვილი მიჩნდება ხოლმე, რომ არავინ მიყვარდეს, მგონია, რომ ასე გაცილებით ბედნიერი ვიქნებოდი. თუმცა არის ადამიანთა გარკვეული კატეგორია, რომელთა სიყვარული არ შემიძლია. მაგალითად, არ მიყვარს ადამიანები, რომლებიც რბილი ,,ლ”–ებით ლაპარაკობენ, ჰო, ეს აბსურდულად ჟღერს, მაგრამ არ შემიძლია ახლო ურთიერთობის დამყარება ადამიანთან, რომლის ლ–ც ყოველ წუთს ყურს მჭრის. ასევე, არ მიყვარს ადამიანები, რომლებსაც ცხოვრების ეშინიათ,  შეშინებულ კრავებს გვანან, დაზაფრულ ბატკნებს, შესაძლოა, ისინი, გარკვეულწილად, საკუთარ თავს  მაგონებენ და იმიტომ… არ მიყვარს ადამიანები, რომლებსაც ცინიკური დამოკიდებულება აქვთ ჩემდამი, არ მიყვარს საკუთარ თავზე შეყვარებული ეგოისტები, შესაძლოა იმიტომ, რომ ქვეცნობიერად მეც ძალიან მინდა, რომ საკუთარი თავი მიყვარდეს და რადგან ეს არ შემიძლია, სხვა ეგოისტებისადმი უარყოფითი დამოკიდებულების გამოვლენით ვიმშვიდებ თავს.

სინამდვილეში, არც ბავშვური ვარ და არც ისეთი საყვარელი, როგორც ეს ბევრს ჰგონია. ესეც ერთ–ერთი ნიღაბთაგანია, რომლებსაც მთელი ჩემი ცხოვრება ვატარებ. სინამდვილეში, ორპირი და მლიქვნელი ვარ და ყველა ბედნიერი ადამიანის მშურს…

იქნებ იმიტომ ვერ ვბედავ თავის მოკვლას, რომ გულის სიღრმეში მაინც მწამს ღმერთის და მეშინია ჯოჯოხეთში მოხვედრის?…

12 Comments leave one →
  1. January 28, 2012 08:26

    თავის მოკვლა, სხვას რომ გავეშვათ, პრობლემის გადაწყვეტის ყველაზე პრიმიტიული გზაა და როგორც წესი, ამ გზას ძალიან სუსტი ადამიანები ირჩევენ.

  2. Anonymous permalink
    January 28, 2012 08:49

    ნათია, მე მიზანთროპი ვარ და კარგი ვარ, ამავედროს.
    თავის მოკლვლას არ ვაპირებ, რადგან ცუდები დანარჩენები არიან, მე კი კარგი ვარ.ასე რომ , სხვისი სიცუდის გამო საკუთარი თავის მოკვალს აზრი არ აქვს. უმალ აჯობებს, მათ მოიკლან თავი !!! :)))))))))))

  3. January 28, 2012 09:00

    ვისთვის როგორ, მოლი🙂

    Annymous, ამ კომენტარზე იმდენი ვიცინე, რომ დროებით გვერდზე გადავდებ სიკვდილზე ფიქრს :დ

  4. January 28, 2012 10:12

    პრობლემის გადაჭრის უაზრო გზაა… დავიჯერო, არ არიან ადამიანები, რომელთა გამოც სიცოცხლე ღირს?

  5. January 28, 2012 11:41

    მე კი მგონია, რომ ამაზე ყველას უფიქრია და ეს ნორმალურია. თუმცა გაფიქრება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გააკეთებ

  6. January 28, 2012 20:49

    “თავის მოკვლა დიდი ხელოვნებაა და არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ის ძლიერ ადამიანთა ხვედრია და არა სულმოკლეების, როგორც დამკვიდრებული აზრი ქადაგებს. ალბათ, მეტისმეტად სუსტი ვარ იმისთვის, რომ თავი მოვიკლა.”

    თუნდაც იდიოტი მიწოდეთ, მაგრამ 100%-ით თანახმა ვარ ამ აზრთან…

    P.S. განაგრძე ბრძოლა, სანამ შეძლებ!

  7. January 28, 2012 20:50

    გირჩევ კარგად გაერკვე საკუთარ თავში …და რა მნიშვნელობა აქვს როგორი ხარ?
    ეგეთი ხარ?ეგეთი ხარ და მორჩა.any problems?

  8. მორელა permalink
    January 29, 2012 10:21

    ეძებ ეძებ ეძებ ეჭიდები ეჭიდები რაგაცებს იგონებ იგონებ მერე ბევრი ბევრი იმედგაცრუება ტკივილი ახალი ხავსი ხელჩასაჭიდად როდემდე გაგძელდება ასე ერთხელაც უბრალოდ ძალები ამოიწურება მითუმეტეს რომ გრძნობ ბოლო ძალებიც ტყუილად მოიკრიბე თვითმკვლელობა უკვე ოცნებად იქცა და ყველაზე ახლობელ საგნად დედამიწაზე…

  9. January 30, 2012 15:06

    “ის ძლიერ ადამიანთა ხვედრია და არა სულმოკლეების, როგორც დამკვიდრებული აზრი ქადაგებს.”

    ამაზე მერე ვიკამათოთ თუ გინდა.
    ძლიერთა ხვედრი იშვიათად არის, სუსტთა ხვედრი უფრო ხშირად

  10. February 3, 2012 07:06

    დავიგრუზე

  11. Anonymous permalink
    February 7, 2012 15:30

    გაეშვი რა, ქიმიაა სუფთა – ენდორფინების ნაკლებობა🙂 ქიმიის გულისთვის ხო არ მოიკლავ არა თავს, რამე უფრო ღირებული მიზეზი გამოძებნე შენც🙂

  12. February 8, 2012 08:09

    ვჭამოთ ბევრი შოკოლადი და ვიყოთ ბედნიერები, არა?🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: