Skip to content

პრობლემაა

February 1, 2012

არსებობს პრობლემები, რომლებიც ნაკლებად სერიოზულია და მათ გამო არ ღირს დეპრესიაში ჩავარდნა.

არსებობს პრობლემები, რომელთა მოგვარების გარეშე ცხოვრებას ძველებურად ვერ გავაგრძელებთ.

არსებობს მარადიული პრობლემები, რომლებიც არასდროს მოგვარდება

და კიდევ არსებობს პრობლემები, რომლებიც ღიმილისმომგვრელია, ანდა, მე ვიტყოდი, რომ სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, თუნდაც შებრუნებით: სატირალია, სასაცილო რომ არ იყოს, მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს, როგორც არის.

გასაგებია

რომ პრობლემაა, როდესაც იმ სივრცეში, რომელშიც თავი ასე თუ ისე კომპეტენტურად მიგვაჩნია, იჭრება ადამიანი, რომელიც, მსუბუქად რომ ვთქვათ, აზრზე არ არის რა ხდება და ცდილობს დაგვიმტკიცოს, რომ ვცდებით და აზრი შეგვაცვლევინოს.

პრობლემაა, როდესაც ცდილობენ დაგვიმტკიცონ აბსურდის ჭეშმარიტება და გვაიძულებენ თავდახრილმა მოვუსმინოთ მათ რჩევას.

პრობლემაა, როდესაც მოითხოვენ შავზე ვთქვათ რომ ის თეთრია, ანდა, პირიქით.

პრობლემაა, როდესაც ჩვენს ცხოვრებაში იჭრებიან და ცდილობენ პირადი გახადონ საჯარო.

პრობლემაა, როდესაც თავზე გვახვევენ გაუგებარ სტერეოტიპებს.

პრობლემაა, როდესაც ჩვენი ცხოვრება ნათესავებისა და მეზობლების აზრის მიხედვით წყდება.

პრობლემაა, როდესაც ყველა მუქარით მიგვითითებს პატიოსნებაზე, სინამდვილეში კი, ამ სიტყვის არსს ვერ წვდებიან.

პრობლემაა, როდესაც ადამიანებს არ აქვთ ელემენტარული ანალიტიკური აზროვნების უნარი და სამყაროს მხოლოდ ერთი მხარის დანახვა შეუძლიათ, მხოლოდ ერთ წრფეზე განიხილავენ მოვლენებს.

მაგრამ

უფრო დიდი პრობლემაა, თუკი საზოგადოებას ზურგს ვაქცევთ და იმის მაგივრად, რომ მათ ავუხსნათ თუ როგორ ცდებიან, ცინიზმით განმსჭვალულნი მოკაკვულ თითს ვიშვერთ მათკენ და წარბაწეულნი დავიფხორებით, უკაცრადად, და ერთ ადგილზე მტკივნეულად გაჩრილი პეროს გამო.

11 Comments leave one →
  1. February 1, 2012 07:18

    ამ პოსტს, ალბათ, კონკრეტული ადრესატი (ადრესატები) ჰყავს. დეტალები, რა თქმა უნდა, არ ვიცი, თუმცა რასაც წერ, ნამდვილად ასეა.

  2. February 3, 2012 07:11

    ჩემი სათქმელიც თქვი ამ პოსტით🙂 დიდი მადლობა

  3. ხოზე permalink
    February 7, 2012 15:38

    არც ისაა ნაკლები პრობლემა, როცა რატომღაც სულ სხვები არიან პრობლემები და ჩვენ უნდა “გავანათლოთ”😉

  4. February 8, 2012 07:00

    პეროზე რომ მიწერია მაგასაც ვგულისხმობ🙂

  5. ხოზე permalink
    February 8, 2012 08:28

    🙂 ეხლა სიმართლე. ძალიან მომეწონა თქვენი პოსტები და, შესაბამისად, პოზიტიური პირველი შთაბეჭდილებაც ჩამომიყალიბდა თქვენზე. წინა “მოპროვოკაციო” კომენტარი უფრო თქვენი რეაქციის გასაზომად დავწერე. დამაინტერესა, თავს დამესხმოდით თუ არა. თქვენი მშვიდი პასუხი მაფიქრებს რომ ნამდვილად ისეთი ხართ, როგორც თქვენს პოსტებში ჩანხართ – ასაკისთვის მოულოდნელად გონებადამჯდარი და გააზრებული🙂 პატივისცემა ჩემგან.

  6. ხოზე permalink
    February 8, 2012 08:32

    სულ შემთხვევით მოვხვდი თქვენს ბლოგზე და სამწუხაროდ დროის უქონლობის გამო მომავალში ვერ მივვყვები მას. თუმცა ამ შემთხვევით, გავლით, შემოხედვსიასაც კი იმდენად მიიქცია ყურადრება თქვენმა პოსტებმა რომ დავყევი ცდუნებას და კომენტარები დაგიწერეთ.

    აქ რა დასაწყისსაც ვხედავ, მგონია რომ თქვენი ცხოვრება ფუჭად არ ჩაივლის და რაღაც ძალიან ღირებულს დატოვებთ აუცილებლად. ასე რომ ქიმიის გამო მართლა ნუ მოიკლავთ თავს🙂 ის კომენტარიც ჩემი იყო, უბრალოდ სახელის დაწერა დამავიწყდა. აბა, წარმატებები

  7. February 8, 2012 08:38

    დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის, ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც ჩემი პოსტები მოსწონთ, თუმცა, სიმართლე გითხრათ, კრიტიკა მირჩევნია🙂 ისე, საინტერესოა, საიდან გაიგეთ რამდენი წლის ვარ? ალბათ, რომელიმე პოსტში ვახსენე, აღარ მახსოვს🙂

  8. ხოზე permalink
    February 8, 2012 09:21

    🙂 წარმოდგენა არ მაქვს ზუსტად რამდენი წლის ხართ, მაგრამ პოსტებში დახატული სიტუაციებიდან და სურათიდან დამრჩა შთაბეჭდილება რომ ახალგაზრდა უნდა იყოთ. ხო, პრინციპში შეიძლება მაგრადაც შევცდი და უკვე 60 წლის მხცოვანი ქალბატონი ბრძანდებით🙂 რა სულელურად გამოიყურება ჩემი წინა კომენტარები მაშინ ამ გადმოსახედიდან🙂

  9. ხოზე permalink
    February 8, 2012 09:27

    ეხლა რესერჩი გავაკეთე უფრო დეტალური. მე მგონი არ შევცდი🙂 21-23 წლის იქნებით.

  10. ხოზე permalink
    February 8, 2012 09:29

    ა ხო, არ შეშფოთდეთ, თქვენივე ბლოგზე გავაკეტე რესერჩი🙂 ძალივანი სტრუქტურების მონაცემთა ბაზები არ გამომიყენებია🙂

  11. March 21, 2012 17:16

    კარგი პოსტია. ყველას რომ აწუხებს ისეთი🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: