Skip to content

მრცხვენია

February 6, 2012

როდესაც გარკვეულ მომენტში რამის შემრცხვება, ვწითლდები და ნერვიულობას ვიწყებ, ლაპარაკის უნარს ვკარგავ და სისულელეებს ვბოდავ ხოლმე.

როცა ისეთი რამის მრცხვენია, რაც პირადად მე მიკავშირდება და ყოველდღიურად მიწევს ხოლმე ამაზე ფიქრი, ეს გრძნობა უცნაურად გამკრავს ხოლმე გულის სიღრმეში, თითქოს სირცხვილი და სინანული ირევა ერთმანეთში და ამაზე ფიქრი ცუდ ხასიათზე მაყენებს.

როდესაც ზოგადსაკაცობრიო დარდი შემიპყრობს ხოლმე ( :დ ), თავს დანანებით გადავიქნევ ხოლმე აქეთ–იქით, მაგრამ სირცხვილით ვიწვები–თქო რომ ვთქვა, ეს ტყუილი იქნება.

არ მრცხვენია იმის, რომ საქართველოში ხალხი შიმშილობს, მე მრცხვენია იმის, რომ მაქვს საჭმელი, მაგრამ ამას არ ვაფასებ.

არ მრცხვენია, ქუჩაში მათხოვრებს რომ ვხედავ, ჯიბეში ბევრი ხურდა რომ მიყრია, იმის მრცხვენია.

არ მრცხვენია, რომ დღეს ეკლესიის სახელით ბევრი მანიპულირებს, მე სიკეთის გაკეთებას უანგაროდ რომ ვერ ვახერხებ, იმის მრცხვენია.

არ მრცხვენია, განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების მიმართ რომ არაადეკვატური რეაქცია აქვს საზოგადოებას, მე რომ ვერ ვახერხებ ხოლმე საკუთარი პოზიციის ნათლად ჩამოყალიბებას, როდესაც მათ ვიცავ, აი, ამის მრცხვენია.

არ მრცხვენია, რომ ქართულ საზოგადოებას პოლიტიკაზე საუბრისას ორი უკიდურესობის გარდა სხვა დამოკიდებულების აღქმა არ შეუძლია, მე სურვილიც კი რომ არ მაქვს პოლიტიკაში ოდნავ მაინც გავერკვე, აი, ამის მრცხვენია.

არ მრცხვენია, გაუნათლებლობის პრობლემა რომ დგას ქართულ საზოგადოებაში, მე რომ ვარ გაუნათლებელი, აი, ამის მრცხვენია.

არ მრცხვენია, ქვეყანაში ქალიშვილობის და კაი ბიჭობის ინსტიტუტებს ჯერ კიდევ მძლავრად რომ აქვთ ფესვები გადგმული, მე რომ ვერ ვახერხებ ამ პრობლემებთან ცხადად დაპირისპირებას და მათ აღმოფხვრაზე ზრუნვას, ამის მრცხვენია.

არ მრცხვენია, რომ საქართველოში საკუთარი თავებისთვის კი არა, მეზობლებისთვისა და ნათესავებისთვის ცხოვრობენ, მე რომ კაი ტიპის როლს ვთამაშობ, სინამდვილეში კი მსგავსი გავლენებისგან თავის არიდებას ვერ ვახერხებ, აი, ამის მრცხვენია.

მრცხვენია, რომ სუსტი ნებისყოფა მაქვს, ამის გამო ვერასდროს ვაიძუილებ თავს ვაკეთო ის რაც საჭიროა და არა ის, რაც მინდა.

მრცხვენია, მერყევი რომ ვარ და, ძირითადად,  არასდროს მაქვს ჩამოყალიბებული პოზიცია რომელიმე საკითხთან მიმართებაში.

მრცხვენია, რომ ადვილად ვექცევი სხვისი გავლენის ქვეშ.

მრცხვენია, რომ ხშირად ვწუწუნებ, არადა, რეალურად, ჩემი პრობლემების მოგვარება გაცილებით მარტივია, ვიდრე მე წარმომიდგენია.

მრცხვენია, რომ დედაჩემი საზღვარგარეთ არის, მინდა, რომ დედა იყოს აქ, მე ვმუშაობდე, მე ვარჩენდე მას და არა პირიქით.

მრცხვენია, რომ არ ვაფასებ ყველაზე ძვირფას ადამიანებს და ფუჭ იდეალებს გამოვეკიდები ხოლმე.

მრცხვენია, რომ ჩემი სირცხვილის გრძნობა, ძირითადად, საკუთარი პიროვნების გარეთ არ გადის და ეგოს გარშემო ტრიალებს, ჰმ, არაა, ვიტყუები, ამის არ მრცხვენია. სულ არ მაინტერესებს რა ხდება ხოლმე ქვეყანაში, როდესაც მე ვარ ცუდად, სანამ ყველაზე ელემენტარულ მოთხოვნილებასაც კი არ დავიკმაყოფილებ, არ შემიძლია ფიქრი საქართველოსი არსებულ პრობლემებზე. მაგალითად, როდესაც დილით სარკეში ვიხედები და ჩემი თავი სასტიკად არ მომწონს, სიმართლე გითხრათ, მსგავს მომენტებში, სულ არ მადარდებს ხოლმე რამდენი ბავშვი შიმშილობს და რამდენი მათხოვარი იყინება თბილისის ქუჩებში, კიდევ რა ახალი იდიოტური გადასახადი დაგვიწესა სახელმწიფომ და რამდენი ათეული ლარით დაგვაკლო ხელფასი, იჩაგრებიან თუ არა განსხვავებული ორიენტაციის მქონე ადამიანები და რამდენი ,,მართლმადიდებელი” მანიპულირებს ეკლესიის სახელით და ა.შ. და ა.შ. არ ვიცი ეს ეგოიზმია თუ ნიჰილიზმი, გამოწვეული ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისადმი სრული ინდიფერენტულობიდან გამომდინარე, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება.

მგონია, რომ ყველაფერს ის აჯობებს, თუ ჩვენ ყველა საკუთარ ,,სირცხვილებს” მივხედავთ და ვეცდებით გამოვასწოროთ. რაც უფრო მეტად მოვინდომებთ მთელი ერის სირცხვილით ვიყოთ განმსჭვალულნი, მით მეტად  არაფერი გამოგვივა. ჰოდა, კიდევ ის, რომ მარტო  ,,მრცხვენიას” ძახილი არას გვარგებს, თუ იმ ნაკლოვანებების გამოსწორებაზე არ ვიზრუნეთ, რის გამოც გვრცხვენია.

P.S. არასდროს შემრცხვება იმის, რომ საქართველოში დავიბადე და არ მესმის იმ ადამიანების, რომლებსაც ქართველად ყოფნის რცხვენიათ. მგონია, რომ ასეთებს საშინელი კომპლექსები აწუხებთ და ამის აღიარების ნაცვლად, საკუთარ უიღბლობას ქვეყანას აბრალებენ.

17 Comments leave one →
  1. February 6, 2012 10:05

    ნამდვილად არ მეგონა, ეს საყოველთაოდ ატაცებული “მრცხვენია” თუ მომეწონებოდა, მაგრამ შენ მართლა კარგად გიწერია.

    პოსტ სკრიპტუმი განსაკუთრებით და კიდევ ის, რომ “მრცხვენიას” ძახილით არაფერი გამოვაო.

  2. February 6, 2012 19:55

    შენ ყველაზე კარგად გიწერია ეს თაგ პოსტი თუ რაცაა და ვიტყვი ამას ყველგან თუ საჭიროა😀
    და მომენატრე))))❤

  3. Anonymous permalink
    February 6, 2012 21:53

    მე კიდევ მრცხვენია, რომ ძირითადად, ისეთი კარგი არ ვარ, როგორი კარგიც მეგობრებს ვჭირდები! ან ისეთი ცუდი არ ვარ, როგორი ცუდიც მეგობრებს ვჭირდები!
    გმადლობ, ნათ, კარგი პოსტია!

  4. February 7, 2012 06:21

    მოლი, დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის, ვეცდადე, რომ გულწრფელი ვყოფილიყავი და მგონი გამომივიდა🙂

    სალ, ძალიან გამახარე❤ მეც უზომოდ მომენატრე, აი, ძალიან❤

    მარტუს, ოჰ, მარტუს, გნახავ შენ მე დღეს და დაგელაპარაკები🙂❤

  5. Anonymous permalink
    February 7, 2012 10:18

    მარტუს კი არააა, გოგოოო, ანონიმი ვარ მე აქაანეეე დაა ნუ გამამხეეელ თორეეეე!!!

  6. Sofo permalink
    February 7, 2012 10:29

    ეს არის ის პოსტი რომელიც 100%-ით ემთხვევა ჩემს აზრებს. და ეს ის ერთადერთი 100%-ია როდესაც მართლა 100-ს ვგულისხმობ და არა თუნდაც 99.9-ს. პ.ს-ში რაც გიწერია მაგაზე მეც მაქვს პოსტი.

  7. February 7, 2012 13:26

    “P.S. არასდროს შემრცხვება იმის, რომ საქართველოში დავიბადე და არ მესმის იმ ადამიანების, რომლებსაც ქართველად ყოფნის რცხვენიათ. მგონია, რომ ასეთებს საშინელი კომპლექსები აწუხებთ და ამის აღიარების ნაცვლად, საკუთარ უიღბლობას ქვეყანას აბრალებენ.”❤
    გენაცვალე :*

    მრცხვენია, რომ ასეთი კარგი პოსტის წერისას გუშინ ბიბლიოთეკაში შემოგეჭერი და ხელი შეგიშალე :შ

  8. ხოზე permalink
    February 7, 2012 15:43

    Cool. კარგი პოსტია. “მრცხვენიას” კარგად გააზრება დასაწყისია ხოლმე როგორც წესი. მაგრამ დადასრულია ხიტრი რამე🙂 ისაა საინტერესო “აღარ მრცხვენია”-თი დამთავრდება თუ “ეგ მრცხვენია მოვაგვარე”-თი🙂

  9. February 8, 2012 06:59

    სოფო, მიხარია შენც თუ ასე ფიქრობ და ახლავე ვნახავ შენ პოსტსაც🙂

    მიშკა, ეგ არაფერი, სრულიად უმნიშვნელო და უსფუძვლო სირცხვილია, როგორც იტყვიან ხოლმე _ ამაზე უარესის არაფრის არასდროს შეგრცხვეს🙂 მაშინ რომ შემოხვედი ამ პოსტს ვწერდი, ჰო, მაგრამ ხელი ნამდვილად არ შეგიშლია🙂

    ხოზე, მართალი ხარ, არ მგონია ადამიანებმა იმ დონემდე მივაღწიოთ, რომ არაფრის არასდროს შეგვრცხვეს, განა იმიტომ რომ უსირცხვილოები გავხდებით, არამედ, მართლა არაფერს რომ აღარ გავაკეთებთ შესარცხვენელს🙂

  10. zandara permalink
    February 8, 2012 17:16

    🙂
    xo nati, rom enatrebi, da skypeshic ki vegar gxedaven, magisi ar grcxvenia?😛

  11. zandara permalink
    February 8, 2012 17:25

    megobars gamomrcha😛

  12. February 9, 2012 10:25

    კარგი პოსტია,ნათია

    უბრალოდ “პ.ს” ით მთლიანად გააფუჭე :დ
    პირადი გრძნობები,დაპირისპირებები და ა.შ გვერდზე რომ გადადო პოსტის წერისდროს კარგი იქნება. მეც ვმუშაობ მაგაზე :E

  13. February 10, 2012 10:22

    გიორგი, ჩემს ბლოგზე ერთ პოსტსაც კი ვერ ნახავ ობიექტურად რომ იყოს დაწერილი, ყველაფერს სუბიექტური შეხედულებებიდან გამომდინარე ვწერ .

  14. February 10, 2012 19:57

    ნათია,ვიცი რომ შენი სუბიექტური შეხედულებაა და მაგის გამო უფრო დაგიწერე კომენტარი. შეიძლება ითქვას მაგის გამო მეტკინა გული. თორე ობიექტურ ჭეშმარიტებაზე ვერც გვექნება ვერცერთს პრეტენზია :]]

  15. February 11, 2012 06:43

    როგორ განსხვავდებიან ადამიანები. მე PS-ში დაწერილი განაცხადი მომეწონა ყველაზე მეტად🙂

    ამ განსხვავებულობის გამოა ცხოვრება ასე საინტერესო როა. საქართველშიც კი საინტერესოა🙂

    შეიძლება “საშინელი კომპლექსები” საწყენი იყოს მათთვის, ვისაც საქართველოში ცხოვრება რცხვენია, მაგრამ თუ გავიხსენებთ რომ ყველას ჩვენი “საშინელი კომპლექსი” გვაქვს, ნეგატიური შეფერილობა მოაკლდება ფორთოხლის ამ მოსაზრებას

  16. February 13, 2012 10:06

    გიორგი, გული რატომ გეტკინა ვერ გავიგე, ჩემი PS–დან გამომდინარე საშინელი კომპლექსების მქონედ რომ აღიქვი საკუთარი თავი? ეს ჩემი სუბიექტური შეხედულებაა მასობრივად გაბატონებულ ზიზღზე საქართველოს მიმართ და მგონია, რომ ასეთი შეხედულებების მატარებელთა აბსოლუტურ უმრავლესობას კომპლექსების გამო სძულს სამშობლო. საკუთარი თავის რეალიზებას რომ ვერ ახდენენ, მერე ამას საქართველოში გაბატონებულ მარაზმს აბრალებენ. შენ გაქვს თუ არა კომპლექსები ეს შენზე უკეთ არავინ იცის და, იმედია, საქართველოსადმი შენი უარყოფითი დამოკიდებულება რაციონალურ საფუძველზე დაყრდნობით არის გამოწვეული და არა არასრულფასოვნების კომპლექსით. მეც მაქვს უამრავი კომლექსი, რომლებსაც საკუთრ თავზე მუშაობით ვებრძვი და არა ხმამაღლა ყვირილით პრობლემებისადმი. თუ სადმე ხედავ პრობლემას, უნდა იზრუნო მის გამოსწორებაზე, კი არ უნდა გადგე განზე და მარტოსული რევოლუციონერივით დაგმო ყველაფერი.

    ხოზე, ეს საკმაოდ პრობლემატური საკითხია ვის რის გამო სძულს ან უყვარს საქართველო, კომენატრში ჩამოყალიბება რთულია, ალბათ, ერთხელ პოსტს დავწერ ამაზე. ძალიან კი გაანეიტრალე ჩემი პოზიცია, ნეგატიურ დატვირთვას უფრო ატარებდა ჩემი ბოლო შენიშვნა, თუმცა გეთანხმები, რომ ყველას ჩვენი ,,საშინელი კომპლექსი” გვაქვს.

  17. February 18, 2012 18:24

    ეს შენეული მრცხვენია ძალიან მომეწონა. დავაკოპირებიდ რამეს და ვიტყოდი, რომ ეს განსაკუთრებით მომეწონათქო, მარა ტყული იქნება, ყველა ერთნაირად კარგია…. : ))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: