Skip to content

რევოლუცია თუ პროფესიონალიზმი

February 23, 2012

მრავალნი არიან, ვინც მთლიანად იძირება პოლიტიკურ ბრძოლაში, სოციალური რევოლუციის მომზადებაში. ცოტანი ძალიან ცოტანი არიან, ვისაც რევოლუციის მოსამზადებლად სურს, მისი ღირსი გახდეს

ჯორჯ ფრიდმანი

რა წარწერებს აღარ ნახავ საზოგადოებრივ ტუალეტებში ეკას პლიუს გუკას და სკაიპის მისამართებს, ცნობილი მომღერლების სახელებსა და თქვენ წარმოიდგინენ ბრძნულ შეგონებებსაც წააწყდებით აქა-იქ. საინტერესოა, რომ ყველა საპირფარეშოს საკუთრივ მისთვის დამახასიათებელი სპეციფიკა გააჩნია და როდესაც იქ არსებულ წარწერებზე ვლაპარაკობთ, აუცილებლად რამდენიმე ტიპი უნდა გამოვყოთ. მაგალითად თსუ-ს მერვე კორპუსის ტუალეტში გარდა რიგითი ღლაბუცობისა წააწყდებით ლათინურ სენტენციებსაც, რაც მგონია, რომ ერთობ მარგებელია იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც არ სწავლობენ ამ ენას, სამაგიეროდ, ყოველდღე ხედავენ ანტიკური ეპოქის მოღვაწეთა რიგ გამონათქვამებს კარებსა თუ კედლებზე და ასე იმახსოვრებენ მათ.

თუმცა საზოგადოებრივ ტუალეტზე რომ არ ვაპირებ დაწერას, ალბათ, მიმიხდვით, უბრალოდ, დღეს, მერვე კორპუსის ტუალეტის კართან, თაბახის ფურცელი ვიპოვე შემდეგი შინაარის წარწერით: ,,იყავი რევოლუციონერი! დაიცავი შენი უფლებები!” არ ვიცი რამდენად ნახავდნენ ამ ქაღალდს რევოლუციონერი თუ არარევოლუციონერი სტუდენტები, მაგრამ რევოლუციის სულისკვეთებით აღსავსე ადამიანთა ქმედებებმა რადგან ტუალეტის კარამდე მიაღწია, ე.ი. საჭირო ყოფილა ფიქრი გარკვეულ ცვლილებებზე.

თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე არასდროს ვყოფილვარ ისეთი სტუდენტი, რომელიც იბრძოდა საკუთარი უფლებების დასაცავად. ყოველთვის ვეგუებოდი არსებულ რეალობას, რადგან მიმაჩნდა, რომ ჩემი მოვალეობა იყო მესწავლა, ხოლო რევოლუცია ქვეყანაში სხვა ადამიანებს უნდა მოეხდინათ, კონკრეტულად ვის, ამაზე არასდროს დავფიქრებულვარ, მსგავს პრობლემებზე საუბრისას კი ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ არსებობენ ადამიანები, ვისაც უნდათ რომ იბრძოლონ, და დაე გააკეთონ თავისი საქმე, მე კი ბრძოლა არ მინდა, მე ჩემს საქმეს გავაკეთებ. მაგრამ რა შეიცვალა მსგავსი დამოკიდებულებით? მე გადავაბარე პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებს, რომლებსაც უნდა მოეხდინათ გარკვეული ცვლილებები, შეეცვალათ სისტემა, მე კი გულხელდაკრეფილი უნდა ვმჯდარიყავი და რევოლუციონერების მიერ გაკაფული გზით მევლო და კვლამ მეთქვა, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებში ჩართულობა მხოლოდ და მხოლოდ ხელს შემიშლიდა.

მე და ჩემი

მეგობარი ვლაპარაკობდით რამდენიმე დღის წინ იმაზე, თუ როგორ მდორედ მიედინება ჩვენ გარშემო ცხოვრება, არაფერი იცვლება, ახალგაზრდები, რომლებიც წესით და რიგით უნდა ვიყოთ დაინტერესებულნი ცვლილებებით, არაფერს ვაკეთებთ მათ მოსახდებად. ჩვენ ვწერთ ფეისბუქზე სტატუსებს, ვწუწუნებთ ვიწრო სამეგობრო წრეში, მაგრამ ცვლილებების მოსახდენად თითსაც არ ვანძრევთ.

ერთი პერიოდი გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც უნდოდათ ცვლილებების მოხდენა, მაგრამ როგორ უეცრადაც აგორდა ტალღა ამ პროტესტისა, ისევე მოულოდნელად ჩაცხრა და სერიოზული ცვლილებებიც არ მოუტანია. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ჩვენ არაფერი გაკავეთეთ იმისთვის, რომ პროტესტის ტალღა არ ჩამცხრალიყო და კიდევ უფრო დიდი მასშტაბები შეეძინა. ჩვენ ჩვენთვის ვისხედით სახლებში და შორიდან ვუყურებდით როგორ ცდილობდა რამდენიმე ადამიანი წინააღმდეგობის გამოთქმას არსებული სისტემის წინააღმდეგ მერე კი  ლაპარაკიც დავიწყეთ იმაზე, რომ მსგავსი ქმედებების განხორციელებას აზრი არ ჰქონდა.

ერთ-ერთი დიდი პრობლემა, რაც დღესდღეობით დგას ჩვენ წინაშე, ეს არის ნიჰილიზმი. განსაკუთრებით კი იმით არის საშიში ეს ნიჰილიზმი, რომ შედარებით ადვილი პრობლემის მოგვარებაც კი შეუძლებლად მიგვაჩნია და იმის მაგივრად, რომ არსებული სიტუაციიდან გამოსავალი ვეძებოთ, რეალობიდან გაქცევას ვცდილობთ. ჩვენ სხვას ვაკისრებთ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას და თავად კი არ გვინდა ბრძოლა უკეთესობისთვის. ჩვენ ყოველთვის ვიღაცას ვეძებთ, ვის ზურგსაც ამოვეფარებით, თუ იმან გაიმარჯმა, ხომ გვეშველება და ეგ არის (?) თუ არადა ყველანი გავიფანტებით და ,,დანაშაულის” სიმძიმე იმ ერთს დააწვება კისერზე.

მეორე დიდი პრობლემა საკუთარი უფლებების არცოდნაა, ჩვენ არ ვიცით როგორ დავიცვათ საკუთარი პოზიცია, რადგან ვერ ვერკვევით საკუთარ უფლებებში. ზოგს კი საერთოდ არ უჩნდება სურვილი, რომ იბრძოლოს უსამართლობის წინააღმდეგ, რადგან დაახლობითაც კი არ აქვს წარმოდგენა საკუთარ და სხვის უფლებებზე. დიახ, სხვის უფლებებზე, რადგან საკუთარის გარდა, აუცილებელია გარკვეულწილად ვფლობდეთ ინფორმაციას სხვათა უფლებებზეც, რათა არავის მივცეთ საშუალება არასათანდოდ მოგვექცენ. მაგალითად, მე ვმუშაობ თსუ-ს კლასიკური ფილოლოგიის ბიბლიოთეკაში, დღეში რამდენიმე საათს იქ ვატარებ და, ძირითადად, კომპიუტერთან ვზივარ ხოლმე. როდესაც ჩემთან მოდის ბავშვი, რომელსაც უნდა წიგნი ან ქსეროქსის გადაღება, იმის მაგივრად, რომ ადამიანურად მითხრას თუ რას მოითხოვს ჩემგან, ასეთი სიტყვებით მომმართავს: უკაცრავად, ძალიან დიდი ბოდიში რომ გაწუხებთ, ვიცი დაკავებული ხართ, მაგრამ თუ შეიძლება რომ ესა და ეს წიგნი მომცეთ, ან: თუ შეიძლება ქსეროქსი გადამიღეთ, დიდი ბოდიში რა” და თანაც ისეთი სახით მეუბნება ამას, თითქოს რაიმეს აშავებდეს მსგავსი თხოვნით. თავიდან ამას ყურადღებას არ ვაქცევდი, მეგონა მეტისმეტად დიდი ზრდილობის გამოხატულება იყო მსგავსი დამოკიდებულება, მაგრამ მერე დავფიქრდი, ადამიანი მოდის და მეხვეწება, რომ შევასრულო ის, რის გაკეთებასაც მავალდებულებს ჩემი სამსახური. მე ვალდებულიო ვარ ამ ადამიანს დავეხმარო და ამისთვის ხვეწნა-მუდარა არ მჭირდება. ეს რომ გავიაზრე, მსგავსი წინადადებების შემდეგ ყოველთვის ვეუბნები: ნუ მიხდი ბოდიშს, რა მნიშვნელობა აქვს ვწუხდები თუ არა, ჩემი მოვალეობაა, რომ დაგეხმარო და ამისთვის ხვეწნა არ არის საჭირო.

აქამდე ყოველთვის თვალში მხვდებოდა გამყიდველების ,,სწერვობა” და უკმეხი საუბრები მაშინ, როდესაც კლიენტი რამეს ყიდულობდა, თურმე მარტო მათი ხასიათის ბრალი არ ყოფილა ეს, ჩვენ ვდგავართ და ვეხვეწებით, რომ მოგვცეს გარკვეული სახის პროდუქტი და ბოდიშს ვუხდით თუ ზედმეტად შევაწუხეთ, ვერც კი ვიაზრებთ, რომ სინამდვილეში ის ვალდებულია დაგვეხმაროს და ამისთვის არ უნდა ვეხვეწოთ. ყოველდღიურად რომ ისმენს მსგავს ხვეწნა-მუდარას, მერე ფსიქიკაში ილექება, რომ ის არაა ვალდებული დაეხმაროს კლიენტს და მართლა წუხდება, ეს კი აუცილებლად წარბის აწევითა და ნაძალადებად ნასროლი ფრაზებით უნდა გამოხატოს.

ყველაზე დიდი პრობლემა საზოგადოებაში მაინც გაუნათლებლობის პრობლემაა, საკუთარი უფლებების არცოდნაც ხომ გაუნათლებლობის ბრალია. ვინც პრობლემის არსს ამ კუთხით იაზრებს, ის თვლის, რომ პატრიოტიზმი არის პროფესიანალიზმი. ამიტომ მსგავსი დამოკიდებულებების მქონე ადამიანები არასდროს არიან რევოლუციონერები, მათ ურჩევნიან საკუთარი საქმე აკეთონ და ისე გამოადგნენ ქვეყანას, არა რევოლუციითა და აქციებით ებრძოლონ არსებულ სისტემას, არამედ პროფესიანალიზმით.

საკმაოდ რთულია ამ ორ პოზიციას შორის არჩევანის გაკეთება, ყველაზე საუკეთესო ვარიანტია, როდესაც რევოლუციონრიც ხარ და თან ცდილობ გახდე პროფესიონალიც, მაგრამ ეს იდეალური ვარიანტია, ძირითადად, ის ადამიანები, რომლებიც ირჩვეენ პროფესიანლიზმს, ეგუებიან ხოლმე ირგვლივ არსებულ პრობლემებს და მშვიდობიანი გზით ცდილობენ მათ გადაჭრას, მაგრამ მსგავსად გადაჭრილი პრობლემები მე ჯერ არ მინახავს.

ხანდახან ძალიან მინდა, რომ ვიყო რევოლუციონერი, მაგრამ ზემოთ მოხმობილი ციტატისა არ იყოს, ვარ კი ღირსი? მზად ვარ ამისთვის? მაქვს სათანადო გამოცდილება და საერთოდაც მაქვს კი უფლება რევოლუციის მოხდენის?

ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, რამდენიმე წლის შემდეგ აუცილებლად კონფორმისტი ვიქნები, ეს გარდაუვალია, რადგან სავარაუდოდ მეყოლება ოჯახი, მექნება სტაბილური სამსახური და აქედან გამომდინარე, დასაკარგი ძალიან ბევრი მექნება და ვიცი, რაოდენ დიდი პროფესიანალიც არ უნდა ვიყო, ცვლილებებისთვის აღარ ვიბრძოლებ. ახლა კი, ფაქტობრივად,  არაფერი მაქვს დასაკარგი. სტუდენტობა ყველაზე ძლიერი დასაყრდენი ძალა იმიტომ არის, რომ ყველაზე მეტად ამ ასაკში შეგვიძლია ვიბრძოლოთ ცვლილებებისთვის, ვიყოთ რევოლუციონერები, ვიაროთ აქციებზე და ა.შ. მერე კი, მერე ყველანი კონფორმისტები გავხდებით, აუცილებლად გავხდებით კონფორმისტები და ამის ძალიან მეშინია.

5 Comments leave one →
  1. February 23, 2012 17:16

    სტუდენტებმა ჯერაც არ იციან რა ძალას ფლობენ, მაგრამ მაინც უმოქმედოდ არიან. ატკიებულ თავს ეგუებიან, რადგან ეშინიათ წამლის შოვნისას უარესად არ აიტკიონ.

    “ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ჩვენ არაფერი გაკავეთეთ იმისთვის, რომ პროტესტის ტალღა არ ჩამცხრალიყო და კიდევ უფრო დიდი მასშტაბები შეეძინა. ”

    მე რომ კვიტაზე ერტი მოკრძალებული პოსტი დავწერე, ისეთი ამბავი მოჰყვა არც კი მოველოდი. მერე 6-მა (!) თსუ-ელმა ბლოგერმა მითხრა რომ მეც ვაპირებ ახლა მსგავსი პოსტის დაწერას, მეც ვერ ვეგუები ამას და ბლაბლაბლა, მაგრამ ჯერჯერობით არცერთი მათგანის ბლოგზე არ გამოჩენილა მსგავსი პოსტები. ამით არანაირ დიდ ცვლილებას არ ველოდი, მაგრამ უბრალოდ არ მესმის რატომ უნდა ეშინოდეს ადამიანს საკუთარი აზრის (მით უმეტეს, თუ ვერ ეგუება რაღაცას) დაფიქსირება.

    “: თუ შეიძლება ქსეროქსი გადამიღეთ, დიდი ბოდიში რა” და თანაც ისეთი სახით მეუბნება ამას, თითქოს უდიდეს დანაშაულს ახორციელებდეს მსგავსი თხოვნით რომ მომმართავს. ”

    აქ კი მდიდებული “ცისფერი მთბიდან” მარკშეიდერი გამახსენდა :დ
    -უკაცრავად, მოგაცდინეთ, მაპატიეთ, მე მაინტერესებს აი ეს ბზარი იყო აქამდე თუ არა ? – უკაცრავად, ბოდიში, მოგაცდინეთ!

  2. Applepied permalink
    February 23, 2012 18:32

    რაღა მომავალში, უკვე ვართ კონფორმისტები. ნიჰილიზმიც არის, მაგრამ უფრო კონფორმისტები ვართ. ნიჰილიზმი იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ პრობლემები საერთოდ არ შეგვაწუხებდა, დავიკიდებდით… ფაქტია, რომ გვაწუხებს და ხშირად ვლაპარაკობთ კიდეც ამაზე. ამას უბრალოდ პასიური საზოგადოება ჰქვია.

  3. razmua permalink
    February 24, 2012 12:18

    მეც მაგას ვწუწუნებ , რომა რაფერი იცვლება თუმცა მოვიხედავათ და ყვეალფერი შეცვლილია , ოღნდ არა კარგისკენ ჯანდაბა😐

  4. February 24, 2012 12:42

    უცნაურია ამდენი რომ გაქვს უკვე ნაფიქრი. ისიც უცნაურია როგორ სწორად გაქვს ნაწინასწარმეტყველები კონფორმისტობის ამბავი🙂 ჩემი ასაკის გადმოსახედიდან ნამდვილად ეგრე ხდება. ავე შენ, როგორც ჩემი ერთი მეგობარი იტყოდა🙂 კიდევ ერთხელ გამაკვირვე დალაგებული მსჯელობითა და სწორად დასმული საკითხებით.

  5. February 24, 2012 16:16

    რამდენჯერ მიფიქრია იგივეზე!😉 გეთანხმები ყველაფერში! არა რა ჩვენს გასაკეთებელს სხვა არ გააკეთებს!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: