Skip to content

განახლებული აგრარული და შეხვედრა კახა ბენდუქიძესთან

February 29, 2012

რამდენიმე დღის წინ ბლოგერების ჯგუფში წავიკითხე ინფორმაცია, რომ შესაძლოა წავსულიყავით განახლებულ აგრარულ უნივერსიტეტში კახა ბენდუქიძესთან შესახვედრად. რა თქმა უნდა, მეც გამოვთქვი წასვლის სურვილი, პირველი: ვიცოდი, რომ ბატონ კახასთან საინტერესო საუბარი შედგებოდა და მეორე: მაინტერესებდა განახლებული აგრარულის ნახვა.

25 თებერვალს ბლოგერები შევხვდით სააკაძის მოედანზე, სადაც სპეციალურად ჩვენთვის გამოყოფილი ავტობუსით წავედით აგრარულში. შესასვლელში დაგვხვდნენ ადამიანები, რომლებმაც აგვიხსნენ თუ რას ვნახავდით აქ და მერე ბატონ კახასაც შევხვდებოდით. პირველი, რაც მომხვდა ყურში, იყო ის ფრაზა, რომ მთავარი მიზანია დაინგრეს სტერეოტიპი რაც წლების განმავლობაში არსებობდა სასოფლო–სამეურნეო უნივერსიტეტზე.

შესვლისთანავე გამახსენდა ეროვნული გამოცდების პერიოდი, სწორედ იქ ვაბარებდი რამდენიმე წლის წინ და იმის მერე მეორედ მომიწია აქ მოსვლა. ეროვნული გამოცდები გავიხსენე და დაინტერესებული ავყევით მეორე სართულზე მიმავალ კიბეს. გზა და გზა შევდიოდით ლაბორატორიებში,  რომლებიც განკუთვნილი იყო ქიმიური ცდების ჩატარებისთვის.  ერთ–ერთი ასეთი ცდის მომსწრე ჩვენც გავხდით. პირადად მე, პირველად გახვდი ამ პროცესის მოწმე, რადგან სკოლაში სწავლის პერიოდში არ მქონია იმის შესაძლებლობა, რომ თეორიის გარდა ქიმიასთან პრაქტიკული შეხებაც მქონოდა.

გარდა ქიმიური ცდისა, მიკროსკოპით დავაკვირდით ბაქტერიებს, წითელი და სტაფილოსფერი ბაქტერიები იყო. გაკვირვებული ვუყურებდი მსხვილ წითელ და წვრილ ფორთოხლისფერ წერტილებს, რომელთა ადგილმდებარეობას მინაზე მიკროსკოპის გარეშე ვერ გაარკვევდი🙂

გარდა ლაბორატორიებისა, ვნახეთ საგამოცდო აუდიტორიაც, სადაც არ იყო ინტერნეტი, არ იჭერდა მობილური და, როგორც გავიგე, გამოცდის დროს ბავშვებს კამერის მეშვეობითაც აკვირდებიან.

როგორც იქნა მოვრჩით განახლებული აგრარულის დათვალიერებას და ვნახეთ კახა ბენდუქიძე, შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. კითხვები, ძირითადად, ეხებოდა განახლებულ აგრარულს და სწავლის ახალ სისტემას.

რა მომეწონა განახლებულ აგრარულში:

1.ყველაზე მეტად მომეწონა ის ფაქტი, რომ აგრარული აღარ არის ის უნივერსიტეტი, სადაც აბარებდნენ დიპლომისთვის, საჭიროა ისწავლო, სხვა შემთხვევაში გაირიცხები. აგრუნიში ასევე შესაძლებელია მთავარი სპეციალობის პარალელურად აირჩიო მეორადიც და შეთავსებით დაეუფლო მაინორ სპეციალობას.

2.მომეწონა ის ფაქტიც, რომ ყველასთვის სავალდებულო გახდა ინგლისური ენის სწავლა, რადგან მიმაჩნია, რომ თანამედროვე ეპოქაში ელემენტარული დონეზე მაინც ინგლისური ყველამ უნდა იცოდეს.

3.მომეწონა ქიმიის ლაბორატორიები, სადაც თითოეულ სტუდენტს ინდივიდუალურად შეუძლია მუშაობა, არის საკმაოდ ბევრი მიკროსკოპი და სამუშაოსთვის შექმნილია კომფორტული პირობები.

4.მომეწონა გარემონტებული შენობაც, რადგან, როგორც ეროვნული გამოცდების პერიოდიდან მახსოვს, აქ მდგომარეობა სავალალო იყო, ახლა კი იქ სიარულისას ნამდვილად აღარ მქონდა იმის შიში, რომ თავზე რამე დამეცემოდა ან ყოველი ნაბიჯის გადადგმისას იატაკი საწყალობლად იჭრიალებდა🙂

აგრარულზე საუბრის შემდეგ კახა ბენდუქიძემ ყველას სათითაოდ გვკითხა სად ვსწავლობდით ან სად ვაპირებდით ჩაბარებას, შესაბამისად სპეციალობისა, გვაძლევდა რჩევებს და იმასაც გვეკითხებოდა თუ რატომ ავირჩიეთ ესა და ეს სპეციალობა და ნამდვილად ამ დარგში ვხედავთ საკუთარ თავს თუ რომ შეგვეძლოს არჩევანს შევცვლიდით თუ არა.

ვისაუბრეთ მშობლების დამოკიდებულებაზეც შვილების მომავალი პროფესიის არჩევის დროს. თავად კახა ბენდუქიძე სასტიკი წინააღმდეგია, რომ მსგავსი საკითხების გადაწყვეტისას უფროსი თაობა ერეოდეს შვილების არჩევანში და, მით უმეტეს, მკვეთრად უბიძგებდეს მათ გარკვეული პროფესიის არჩევისკენ. ის თვლის, რომ ბავშვა თავად უნდა გადაწყვიტოს რა უნდა მომავალში. სამწუხაროა, რომ დღესდღეობით კვლავ საკმაოდ ბევრი მშობელი თვლის, რომ მან უნდა გადაწყვიტოს შვილის მომავალი და არა თავად შვილმა.

კითხვა–პასუხი შემდეგ დავაგემოვნეთ წითელი და თეთრი ღვინო, მივირთვით ხილი და ყველი, ასევე, უგემრიელესი თაფლი🙂

შედეგი: კარგი შეხვედრა იყო, ინფორმაციული და საინტერესო, რაც მთავარია, სასოფლოსთან დაკავშირებული სტერეოტიპი ჩემში აღარ არსებობს და ის უკვე ერთ-ერთ კონკურენტუანარიან უნივერსიტეტად მიმაჩნია.

One Comment leave one →
  1. March 1, 2012 16:09

    პროფესიებია კონკურენტუნარიანი, თუ ადამიანი პროფესიისთვის ისწავლის და არა მხოლოდ თავის მოსატყუებელი დიპლომისთვის (თუმცა, ახლა უკვე ვეღარ), რადგან, წარმოებები ასე თუ ისე ვითარდება და მაგ დარგების კარგი სპეციალისტების დეფიციტია, საზღვარგარეთიდან ჩამოყავთ და ბეევრ ფულს უხდიან, მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველები აღარ სწავლობენ ამ მიმართულებით, ძირითადად არაპრესტიჟულობის გამო.

    რამდენი კარგი იურისტი ან ბიზნესის ადმინისტრატორიც არ უნდა გვყავდეს, როგორც არ უნდა შევფუთოთ მარკეტინგულად ღვინო, ვერ გავყიდით, თუ მისი დამზადების თანამედროვე, სუფთა და ხარისხიანი ტექნოლოგიები არ დაინერგა და გაკონტროლდა მუდმივი, კვალიფიციური თანამშრომლების მიერ🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: