Skip to content

პარალელური სამყარო

March 7, 2012

-პარლელური სამყაროების არსებობის გჯერა?

-არა…

-მდაა

საინტერესოა, რას იფიქრებდა პარალელურ სამყაროში არსებული მე, მისთვისაც იგივე კითხვა რომ დაესვათ?..

მე მჯერა პარალელური სამყაროების არსებობის, მაგრამ არ ვიცი, რამდენია ასეთი სამყარო, მინდა, რომ რაც შეიძლება ბევრი იყოს, ასე უფრო საინტერესო იქნებოდა. დანამდვილებით კი ის ვიცი, რომ ერთი ასეთი სამყარო ნამდვილად სადღაც ჩვენს პარლელურად არსებობს. ხანდახან ჩვენი სამყაროები იკვეთება, ამ დროს ხან დეჟავუს შეგრძნება გავქვს, ხან გვგონია, რომ დრო გაჩერდა, სინამდვილეში კი, სხვა სამყარო შემოიჭრა ჩვენში, შესაძლოა, იქ არსებულმა მემაც გაირა ჩვენს წინ, იმასაც იგივე შეგრძნება დაეუფლა რაც ჩვენ, მაგრამ ვერ გაიგო რა ხდება, ან, იქნებ გაიგო?…

ერთხელ რომ იმ სამყაროში მცხოვრებ მეს შევხვდე, ალბათ, ასეთი დიალოგი იქნება ჩვენ შორის:

-ჰეი…

-ჰეი…

-მე შენ ვარ?

-შენ მე ხარ

-რა სხვანაირი ხარ

-ჰო, სამწუხაროდ

-მომწონხარ

-მე არ მომწონს ჩემი თავი

-რატომ?

-მსუქანი ვარ, შენ კი ძალიან ლამაზი ხარ

-რა მოგწონს ჩემში?

-წითელი თმა, პირსინგი წარბზე და ის რომ, ძალიან გამხდარი ვარ, უჰ, ხარ…

-დაიკიდე, ამის მიღწევა ადვილია, დიდი არაფერი🙂

დიახ, ზუსტად ასეთი იქნება, რადგან იქ მცხოვრებ ნათიას ცეცხლისფერი თმა ექნება, წარბზე პირსინგი და აუცილებლად ძალიან გამხდარი იქნება.

საინტერესო იქნებოდა, რომ არსებობდეს ამ ორი სამყაროს დამაკავშირებელი გზა, მაგალითად, გვირაბი, ან კიბე, არაა, გვირაბი უფრო საინტერესოა და იდუმალიც. გავივლიდი გვირაბს და იქ ამოვყოფდი თავს, იქ, სადაც იგივე ადამიანები ცხოვრობენ, იმდენივე ქვეყანაა, რამდენიც აქ და მზეც ისევე ამოდის, როგორც ჩვენთან, ერთი ეგაა, რომ იქ აფრიკელი ბავშვები არ შიმშილობენ, გამოგონილია შიდსისა და სიმსივნის საწინააღმდეგო ვირუსი და მსოფლიოს ლიდერი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ აღარასდროს იმუშავებენ ატომური ან კიდევ სხვა სახის ბომბის შექმნაზე.

მიხარია, აქ რომ აღმოვჩნდი, მე ხომ პირველი ადამიანი ვარ, რომელმაც დაარღვია სამყაროთაშორის წესრიგი და ერთი სამყაროდან მეორეში გადავიდა. აქ არავინ იცის, რომ მე უცხო ვარ, ჩვეულებრივ დავაბიჯებ ქუჩებში და ადამიანებს ვაკვირდები. დიდად არ განსხვავდებიან ჩვენს სამყაროში მაცხოვრებლებისგან, მათაც სულ სადღაც ეჩქარებათ და სახეზე სერიოზული გამომეტყველება აქვთ.

დავიბენი, მეგონა აქ მაინც იქნებოდა ბევრი ღიმილი, ხასხასა ფერები, მოლაპარაკე კურდღლები და სახლის სახურავზე მოსიარულე მთვარეები. თუმცა რა უნდა ქუჩაში მოლაპარაკე კურდღელს, სადმე მინდორში უნდა გავიდე და იქ ვნახო, სახურავზე კი მთვარე მხოლოდ ღამე სერნობს, ახლა კი დღეა, მე კი არ მაქვს დრო მინდორში გასვლის და ღამის ლოდინის, საღამომდე უნდა დავბრუნდე ჩემს სამყაროში.

მეტროში ჩავდივარ, მიყვარს მეტრო, იმიტომ რომ იქ გვირაბია, რომლის ბოლოც არავინ იცის სად მიგიყვარს. ზიხარ ვაგონში და გგონია, რომ მატარებელი აუცილებლად აღმოჩნდება ისეთ ადგილზე, სადაც აქამდე არასდროს ყოფილა. იდუმალების მოლოდინი ავსებს სისხლძარღვებს და მატარებელი კი მიდის, მგონი ეს გვირაბი უსასრულოა.

…და, აი, ისიც, ჩემს წინ ვხედავ მის გაოცებულ თვალებს. მე ზუსტად ისეთია, როგორიც წარმომედგინა, უბრალოდ, ისე თბილად არ მხვდება, როგორც მეგონა რომ შემხვდებოდა. ამრეზით მიყურებს და აშკარად არ მოვწინვარ. მე ვეუბნები, რომ მოლაპარაკე კურდღელს ვეძებ, ის კი გაკვირვებული მიყურებს, ალბათ, გიჟი ვგონივარ. უცბად სამყარო  იწყებს ტრიალს, უფრო სწორედ, მეტროს გვირაბი და  თან მითრევს. ტრიალებს, ტრიალებს და მე სივრცეში ვიკარგები, სადღაც ქრება გვირაბი და მის მაგივრად უცნაურ ქარიშხალში ვეხვევი, სული მეხუთება, გული ამიჩქარდა, ვცდილობ ვიყვირო, მაგრამ ძნელია ყვირილი, თითქოს რაღაც გახრჩობს და თვალთ გიბნელდება.

ჰო, ძალიან ძნელია სიზმარში ყვირილი.

6 Comments leave one →
  1. March 7, 2012 17:06

    მშვენიერია🙂

  2. March 7, 2012 18:19

    იცი მასეთი სამყარო “არსებობს”. და მე ვიცი სადაცაა ის…
    შენ სიზმარში ნახე, მე ჩემს წარმოსახვებში ყოველ ღამ, თვალგახელილი და სრულიად სერიოზული გონებით ვხატავ მას ისეთს როგორიც მინდა….🙂🙂🙂
    ამიტომ პარალელური სამყარო “არსებობს”, თუკი შეიძლება იდეას ოდესმე შეესაბამოს ასეთი სიტყვა – არსებობა!🙂🙂🙂
    ————
    მაგრამ ალბათ ჩემი და შენი სამყარო ცოტა განსხვავდება – ჩემ სამყაროში წარბზე ვერცხილფერი (შენს შემთხვევაში ფორთოხლისფერი) ბურთულა არავის ექნება….🙂🙂🙂🙂 რავიცი, რად გინდა თორემ მოგაწებებდი…🙂🙂🙂🙂🙂🙂

    • March 7, 2012 18:33

      ისე, მე ვერცხლისფერი ბურთულა მინდა წარბზე🙂

      • March 7, 2012 18:40

        ჰო… მე მეგონა ეგეც ფორთოხლისფერი წარმოგედგინა…🙂🙂🙂

  3. Anonymous permalink
    March 7, 2012 20:06

    ნათ, ძალიან დაღლილი ვარ, წავიკითხე , მაგრამ, ამაოდ… მოკლედ , თქვენის ნებართვით ჩემს ვოლზე დავაგდებ და მერე კიდევ წავიკითხავ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: