Skip to content

სარვამარტო აურზაური

March 8, 2012

8 მარტი არასდროს მიყვარდა, იმიტომ რომ ეს ერთადერთი დღე იყო სკოლის პერიოდში, როდესაც კლასელი ბიჭები გოგოებს საჩუქრებს გვჩუქნიდნენ ხოლმე, სხვა დროს კი მხოლოდ ვჩხუბობდით. ჩხუბო უფრო საინტერესო იყო, ვიდრე ყვავილებით ხელში მორცხვად დგომა და ხელების სრესა. თანაც, ჩვენ ვალდებულნი ვიყავით მასწავლებელი ქალებისთვის გვეჩუქებინა საჩუქრები, ეს კი საკმაოდ უსიამოვნო პროცესი იყო, მასწავლებელი აუცილებლად ,,გვეჩხუბებოდა” თუ რატომ შევწუხდით, ჩვენ კი უნდა გვეთქვა, თუ როგორ გვიყვარს ისინი და ა.შ.

საქართველოში ჯერ კიდევ მტკიცედაა ფესვგადგმული ტრადიცია, რომ ვალენტინობას, დედისა და ქალთა დღეს, ბიჭმა აუცილებლად უნდა აჩუქოს გოგოს ყვავილები, მერე მათ ერთად გაისეირნონ რუსთაველზე, მერე ბიჭმა გოგო აუცილებლად რომელიმე სახინკლეში უნდა დაპატიჟოს, სადაც მეზობელი სუფრებიდან ღიპიანი ბიძიები ქალთა სადრეგრძელოებს პათოსით იტყვიან შემდეგი ტექსტებით: ,,გაუმარჯოს ჩვენი სუფრის დამამშვენებელ ყვავილებს” , ,,ჩვენი სუფრის მშვენებების, მანდილოსნების სადღეგრძელო მინდა შემოგთავაზოთ” და ა.შ. მერე ეს გულაჩუყებული გოგო, ცალი ვარდით ხელში, სიამაყეშეპარულმა ბიჭმა სახლში უნდა მიაცილოს. მერე კი კვლავ დაიწყება ჩვეულერივი დღეები, ყვავილებისა და სუნამოების გარეშე. მდაააჰ.

სინამდვილეში, არაფერს ვერჩი ამ დღესასწაულებს, ვისაც რა უნდა ის გაუკეთებია, უბრალოდ, დამოკიდებულება არ მიმაჩნია სწორად. მამრობითი სქესი თავს ივალდებულებს, რომ ქალს აჩუქოს ერთი სხვებისგან ვითომ გამორჩეულო დღე, ქალიც ავალდებულებს კაცს, რომ ეს დღე გამოყოს მისთვის, სამაგიეროდ, სხვა დღეებში თანახმაა ,,კუხნაში” იტრიალოს, მას ხომ ასეთი კარგი ქმარი ჰყავს, წელიწადში სამჯერ ყვავილებს ჩუქნის ხოლმე, საყვარელი❤🙂

-დღეს არსად მიდიხარ?

-რავი, არაა, სახლში უნდა ვიყო

-და ,,ის” არ გეპატიჟება სადმე?

-ვინ ,,ის” და რატომ?

-დღეს ჰო რვა მარტია, რა ვიცი, ვინმე ,,პაკლონიკი” არ გყავს?

-ა, ჰო, რავი, არ მეპატიჟება

ამას მოჰყვა მოსაუბრის ცინიკური მზერა🙂

მდაააჰ🙂

ისე, საინტერესო დამოკიდებულება აქვთ ხოლმე ამ დაპატიჟებებზე, სახინკლეებსა და დუქნებში აქეთ-აქით სიარულზე, დაახლოებით ასეთი: ბიჭმა თუ ხინკლის სახლში არ დაგპატიჟა, რაა მამული?🙂 მახსოვს, ერთხელ როგორი გაოგნებული მიყურებდა ერთი გოგო, რომელსაც ვერაფრით დავაჯერე, რომ ხინკლის სახლში არ ვიყავი ნამყოფი, აბა, შენ სტუდენტობა არ გქონიაო, ასე მითხრა🙂

ისე, ძალიან მაინტერესებს, რა მუღამი აქვს რუსთაველის გამზირზე ცალი ვარდით ხელში სიარულს? ან დიდი ფუმფულა სათამაშოთი? ან დიდი ფუმფულა სათამაშოთი და მეორე ხელში ყვავილების დიდი თაიგულით? ერთხელ უნდა ვცადო, მაინტერესებს, როგორ ვივლი.

ისე, ყვავილებით აქეთ-იქით ბოდიალს, მგონი რამე ექსტრემალური საჩუქრის გაკეთება ჯობია. რა მაგარი იქნებოდა რვა მარტს ბიჭი გოგოს სუნამოების მაგივრად რომ რამე სხვას სთავაზობდეს:

1.სადმე მთაში წასვლას კარვითა და საძილე ტომრებით, თან აუცილებლად არაყიც უნდა წაიღონ და თბილი ტანსაცმელიც;

2.მაღლივის ხიდიდან ერთად გადახტომას, რა თქმა უნდა, თოკებით, ისე, თოკების გარეშე უფრო საინტერესო იქნებოდა;

3.რომელიმე მიტოვებულ სახლის სახურავზე ლუდის ან არყის დალევას და მერე იქიდან გადმოხტომას;

4.სადმე ზღვის პირას წასვლას და იქ ქვიშაზე კარვით დარჩენას (აქაც აუცილებელია არაყი) 

რას გადავეკიდე ამ სასმელს, ან გადმოხტომას, მაგრამ ახლა ორივე ძალიან მინდა და, ალბათ, იმიტომ მომდის მხოლოდ სასმელსა და ექსტრემთან დაკავშირებული ამბები თავში🙂 ისე, ამ ყველაფრის გაკეთება ნებისმიერ დღეს შეიძლება🙂

ის, რაც არასდროს მინდა, რომ ბიჭმა გამიკეთოს:

1.რა თქმა უნდა, არ მინდა, რომ რვა მარტს ყვავილები, სათამაშო ანდაც სუნამო მაჩუქოს და მერე სახინკლეში დამპატიჟოს🙂

1.ეზოში ბენზინით დაწეროს მიყვარხარ, მერე ცეცხლი წაუკიდოს და მერე თიხის თასებში ანთებული სანთლებით ხელში რამე სიმღერა მიმღეროს ძმაკაცებთან ერთად.

3.არ მინდა, რომ ჩემი სადღეგრძელო წარმოთქვას სუფრაზე (ისე, მსგავს სუფრაზე ოდესმე ერთად რომ მოვხვდეთ, ისიც არ მინდა)🙂

ნუუ, კიდევ ბევრი რამ არ მომეწონება, ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

ჰო, სკოლის პერიოდზე გამახსენდა, ერთხელ კლასელებმა ფული შევაგროვეთ, დამრიგებლისთვის საჩუქარი უნდა გვეყიდა, იცით რა ვუყიდეთ? დანა-ჩანგლის კომპლექტი🙂

20 Comments leave one →
  1. March 8, 2012 23:16

    ვალდებულებისთვის და მარტო იმისთვის, რომ ასეა დადგენილი, არც სარვამარტო საჩუქარი ვარგა, არც საახალწლო, არც საშობაო და საერთოდ, არც არაფერი. მითუმეტეს, სისულელე მგონია, “არ დაგპატიჟა? აჰაა!” ტიპის დიალოგები.

    გემოვნებით შერჩეული საჩუქარი (ზუსტად ის, რაც მინდა), რომელიმე მყუდრო კაფეში ყავის დალევა, პანატერიაში პიცას, დონატ სტოპში – დონატების ან ტერემოკში პელმენის და ბლინების დაგემოვნება, რვა მარტსაც მიხარია, პირველ ივნისსაც, 25 აგვისტოსაც და ცამეტ დეკემბერსაც.

    და ამ სიხარულში და სიამოვნებაში ის სულ არ მიშლის ხელს, კლარა ცეტკინის და როზა ლუქსემბურგის მოფიქრებული დღე რომ არის. საერთოდ არაფერი რომ არ მოეფიქრებინათ, საჩუქრებს და სასუსნავს მაინც არ დავიკლებდი🙂

    • March 8, 2012 23:24

      ყველაზე მეტად სწორედ ეგ არ მომწონს, რომ ვალდებულების გამო ჩუქნიან საჩუქრებს ქალებს და არა იმიტომ, რომ, უბრალოდ, ეს მათთვის სასიამოვნოა. რაც შეეხება საჩუქრებსა და სასუსნავებს, მეც არ ვარ წინააღმდეგი, როცა უნდათ, მაშინ მაჩუქონ, თუნდაც რვა მარტს, მთავარია, ჩუქება უნდოდეთ და ეს მოვალეობის მოხდის მიზნით არ ხდებოდეს🙂

  2. March 8, 2012 23:22

    ხინკლის სახლში ნამყოფი როგორ არ ვარ, მაგრამ პაემანზე ნამდვილად არა🙂 მომშივდა და რა მექნა🙂

    არყის რა მოგახსენო და მშვენიერი რაღაცები კი ჩამოთვალე!

    • March 8, 2012 23:27

      ხინკლის სახლში კი არა, თამარა, ბიკენტიას საქაბაბეში ვარ ნამყოფი, თან არაერთხელ. მარტო არა, რა თქმა უნდა🙂

    • March 8, 2012 23:27

      ხინკლის სახლში ახლა მეც ვარ ნამყოფი, უბრალოდ, მაშინ ჯერ კიდევ არ ვიყავი🙂 ისე, ხინკალი და ლუდი ძალიან მიყვარს, რა ვქნა, მართლა ძალიან მიყვარს🙂

  3. Anonymous permalink
    March 9, 2012 04:11

    მაგარი ყლეობაა

    • March 9, 2012 06:01

      ეტყობა შენ რუსთაველზე სერნობ ხოლმე შეყვარებულთან ერთად🙂

  4. March 9, 2012 08:44

    კარგია ფორთოხალო.
    მაგრამ ხინკალიც კარგია :დ
    ვერც მე ვიტან მსგავს დღესასწაულებს. ამიტომაც გეუბნები გადავაკეთოთ “ნუთელას საერთაშორისო დღედ” :დ
    მერე შეყვარებულები ივლიან ცალი ვარდის ნაცვლად ნუთელას ბანკით ხელში :დ

    და სახინკლესთან (და არა მარტო სახინკლესთან) დაკავშირებით რა არის იცი ? რაღაც შაბლონური სახე არ უნდა მიიღოს და ვალდებულება არ უნდა იყოს გოგოს სადმე დაპატიჟება, თორემ სიტყვაზე მე და ჩემ პარტნიორს თუ რვა მარტს მოგვინდა ხინკალი, ვიღაც ღიპიანი ბიძების გამო რატომ უნდა ვთქვათ უარი?

    აი სადღეგრძელოები კი მართლა საქს ! :დ

  5. March 9, 2012 08:45

    მაგრამ აი ახლა ვაკვირდები და 8 მარტს რომ მოგვინდეს ხინკალი, მაინც არ წავალთ სახინკლეში. იმიტომ რომ სიტუაცია გვეცოდინება როგორია და ვერ შევირგებთ :დ
    შით😐
    ბანჯგვლიანი ღიპის დედაც ჯეკ !

    • March 9, 2012 08:48

      სახინკლე მეც ძალიან მიყვარს, ვგიჟდები ხინკალსა და ლუდზე, მაგრამ ჩემს ბიჭთან ერთად რვა მარტს არასდროს წავალ იქ, ვიცი რა სიტუაციაც იქნება და იმიტომ🙂 ისა, მართლა ნუტელას ბანკით მირჩევნია სირული ყვავილების ჩუქებას :დ

      • March 9, 2012 10:16

        ჰო ეგ დავწერე მეც. სიტუაცია რომ იცი როგორი იქნება შეიკავებ თავს :შ
        ნუთელას ბანკა მართლა კარგი იდეაა, მართლა გემრიელია, მართლა ნოვატორულია (სააკაშვილის აქცენტით “ა”-ზე მავილით)

  6. Anonymous permalink
    March 9, 2012 16:27

    ყველაფერი მომწონს სიტყვა “ბანკის” გარდა.

    • March 9, 2012 16:32

      და სადა პოსტში სიტყვა ,,ბანკი”?🙂

      • March 10, 2012 20:44

        “ქილა” ძაან ხელოვნური გამოვიდოდა და არ დავწერე :დ

  7. Anonymous permalink
    March 9, 2012 16:48

    ანუ სიტყვა “ბანკა”

    • March 9, 2012 16:59

      აჰ, კომენტარებს გულისხმობ?🙂

  8. March 9, 2012 16:49

    სახინკლე არის ამქვეყნად ყველაზე რომანტიული ადგილი :დ

  9. March 9, 2012 19:52

    ოოოოო ხინკლის სახლში დაპატიჟება ეს ხომ კულმინაციური მომენტიაა, ორიგინალურობის პიკი🙂 ამ დროს სულ ეს კითხვა მაქვს, რატომ? რააატოოომ? :)) ზღვის პირას წასვლა კარვით ძალიან მომეწონა😉

  10. March 10, 2012 11:19

    პათოსს ვეთანხმები, დეტალების უმრავლესობასაც : ))
    მაგრამ აი, დიდი ფუმფულა სათამაშო რომ მაჩუქონ (ბიჭმა, გოგომ, ბიძაშვილმა, შეყვარებულმა, ძმაკაცის დის ბიცოლამ… ოღონდ მთლად “ვიღაცამ” არა), ისე გადავირევი, რომ არც რუსთაველზე და არც არსად გავლა არ მომინდებოდა, დავტაცებდი ხელს, სახლში წავიღებდი და ორი კვირა მაინც ვივლიდი იმასთან ჩახუტებული : ))

    • March 10, 2012 12:00

      ფუმფულა სათამაშოს მეც არაფერს ვერჩი, უბრალოდ, მასთან ერთად ქუჩაში აქეთ-იქით ბოდიალზე მეცინება🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: