Skip to content

არაჩვეულებრივი სიზმრები

March 10, 2012

უცნაურია, საწოლზე წევხარ, მაგრამ თან ხედავ როგორ დადის ვიღაც შენი მსგავსი ჭერზე და ობობებს იჭერს. ცდილობ თვალები დახუჭო, მაგრამ არ გამოგდის, სხეულს ვერ იმორჩილებ, ხელებსაც ვერ ამოძრავებ და საერთოდაც, ერთდერთი რაც შეგიძლია, ეს სუნთქვაა. ის შენნაირი კი ჩამოდის ჭერიდან და გიახლოვდება, თვალებთან ახლოს მოაქვს ობობას ტანი, რომელიც ფეხებს საცოდავად აქნევს და ცდილობს თავი გაითავისუფლოს. გინდა იყვირო, მაგრამ არ შეგიძლია, ამის მაგივრად კი თეთრ ნისლში ინთქმები და გრძნობ როგორ იწოვს ეს ნისლი შენს სხეულს, სადღაც გითრევს, გული მიგდის, თვალგახელილი კი საკუთარ საწოლში ხარ, შეშინებილი იხედები ზემოთ, ამოისუნთქე იქ არავინ დადის, კოშმარი დასრულდა.

სიზმრები, ძირითადად, არასდროს არის უცნაური და ამოუცნობი, მათში ყოველთვის ის აირეკლება, რაზეც მთელი დღე ფიქრობდი, ოცნებობდი, ან რისი გაკეთებაც ძალიან გინდა და ვერ აკეთებ. მაგალითად, თუ გესიზმრება ფეისბუქი, ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი დღე კომპიუტერთან იჯექი და ფბ-ზე დაძრომიალობდი. თუ კოშმარებს ხედავ, ე.ი. ძილის წინ უსიამოვნო თემებზე ფიქრობდი, თუ სიზმრებს არეულად ხედავ და საბოლოოდ რა ნახე თავადაც ვერ იხსენებ, ე.ი. ძალიან ბევრი რამ გააკეთე დღის განმავლობაში და დაღლილმა დაიძინე და ა.შ.

ისე, ეს არ არის საინტერესო, ჩვეულებრივი სიზმრებია, სამაგიეროდ, არსებობს არაჩვეულებრივი სიზმრებიც, რომლებსაც ახსნას ვერ ვუძებდნით და ვერაფრით ვიგებთ რატომ გვესიზმრება ის, რაზეც არასდროს გვიფიქრია და არც გვინახავს. მე მიყვარს ასეთი სიზმრები, მერე ვცდილობ ამოვხსნა თუ რისი თქმა უნდოდა ამით ჩემს ქვეცნობიერს.

მიდიხარ ვიწრო გვირაბში, გგონია, რომ აქედან ვერასდროს გააღწევ, სული გეხუთება, უცბად უზარმაზარ უფსკრულთან აღმოჩნდები, შენს წინ კი ადამიანები დაფრინავენ, ადამიანები და კიდევ საგნები, რომლებიც, ერთი შეხედვით, ვერ უნდა ჩერდებოდნენ ჰაერში, განსხვავებით ადამიანებისგან, რომლებსაც მართლა შეუძლიათ ფრენა, უბრალოდ, ამის არ სჯერათ. უცბად ლიფტში აღმოჩნდები, რომელიც სადღაც ადის, ძალიან დიდხანს ადის, ფეხზე დგომისგან იღლები და შიში გიპყრობს, რომ ამ დახურული სივრციდან ვეღარასდროს გააღწევ, მერე მისდევ წითელ ცხენს, რომელიც მირბის და არ ჩერდება, ცდილობ დაეწიო, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე რთული სიზმარში სირბილია, ნელ-ნელა გეკვეთება ფეხები და ჩერდები, ცდილობ იყვირო, მაგრამ ყვირილიც ძნელია სიზმარში.

სიზმარში ყველაზე მაგარი მომენტი მაშინ დგება , როდესაც ხვდები, რომ ეს ყველაფერი რეალური არ არის და სიზმარია, მაშინვე აკეთებ ყველაფერს, რისი გაკეთებაც გინდა რეალურად და ვერ აკეთებ, მაგალითად, მე ყოველთვის ვიწყებ ფრენას, როდესაც ვხვდები, რომ ეს სასიკვდილო საფრთხეს არ შეიცავს, რადგან მესიზმრება. ნეტა როდის დავიჯერებ, რომ რეალურადაც შემიძლია გავფრინდე, მთავარია, შიში გადავლახო.

იქნებ ჩვენ რაც გვგონია რეალობა სწორდ ის არის სიზმარი, ხოლო სიზმარი რეალობაა? ეს რომ ასე იყოს, მაშინ მშვიდად შევძლებდი ფრენას.

9 Comments leave one →
  1. March 10, 2012 20:37

    ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სიმღერის კლიპი გამახსენდა.

    • March 10, 2012 20:45

      რაღაცით ჰგავს ჩემს სიზმრებს:)
      მერე კიდევ ბევრს დავწერ სიზმრებზე, უფრო დეტალურად🙂

  2. March 10, 2012 20:46

    მე ძალიან მომეწონა ეს ფილმი და …

  3. კატო permalink
    March 10, 2012 20:52

    ჩემი პარალელური სამყაროა, ძალიან მიყვარს სიზმრები ^^
    ჩვეულებრივი/არეული/ფერადი/შავ-თეთრი/უცნაური/ცუდი/კარგი/არაჩვეულებრივი… ყველანაირ სიზმარს ვნახულობ და მიყვარს.❤
    წუხელ მაგალითად 3 ისეთი სიზმარი ვნახე, არ ვიცი რისი გამოძახილი იყო.
    1. საერთოდ არ მიფიქრია ომზე და იმ კადრებზე სააკაშვილს, რომ დაცვა გადაეფარა, დაბომბვის დროს, მაგრამ აი, ეგ ვნახე.🙂
    2. მე-9 საერთულიდან ვხტებოდი, ლიფტით ავდიოდი უკან და ისევ ვხტებოდი.
    3. წყალდიდობა იყო, თუ ზღვაში ვიყავი, მოკლედ ყველგან წყალი იყო და თავს ვერ ვაღწევდი.
    "ცუდი" სიზმრები მართლა კარგია, იღვიძებ და გიხარია, რომ რეალობა სულ სხვაა🙂
    სიზმრების "შეკვეტაც" შემიძლია.. თუ ძილის წინ ვიფიქრებ რაღაცაზე, სიზმრის სიუჟეტიც იმ თემაზე ვითარდება ხშირად. "გაგრძელებაც" მინახავს/შემიკვეთავს ზოგჯერ. და კიდე, სიზმარში, რომ სიზმარს ნახულობ, ან რაც შენ გიწერია, რომ ხვდები, რომ სიზმარია და რომ გინდა, რომ ბევრი რაღაც მოასწრო🙂 რა კარგია… წავედი, უნდა დავწვე ;დ
    უჰ, რამდენი ვწერე🙂

    • March 10, 2012 20:55

      შენც რომ აგეღწერა საკუთარი სიზმრები, საინტერესო ტექსტი გამოვიდოდა🙂 სიზმრებს კიდევ მრავალი პოსტი მიეძღვნება ჩემთან, ამოუწურავი თემაა🙂

  4. March 11, 2012 10:27

    მეც ბევრჯერ მინატრია ეგ… ხომ გავფრინდებოდი საჰაერო ბურთით, თანაც ყოველგვარი 1500 ლარის გარეშე

  5. March 13, 2012 12:08

    სიზმრების თემა მხოლოდ ჩემთვის არ ყოფილა აქტუალური🙂
    კარგი პოსტი იყო, სასიამოვნო რაღაცით.🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: