Skip to content

შენი ონლაინ კამპანია

March 17, 2012

ინტერნეტ–სივრცეში მორიგი ძრომიალისას საინტერესო კონკურსს გადვაწყდი:  შენი ონლაინ კამპანია ,  რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო   ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრთან ერთად ატარებს. კონკურსის მიზანია ონლაინ კამპანიის ჩატარება იმ ფარგლებში, რასაც მოიცავენ ზემოთდასახელებული სამინისტრო. თუ როგორი სახის უნდა იყოს ონლაინ აქტივობა, ეს დამოკიდებულია  კონკურსანტზე და, რაც მთავარია, ამ ყველაფრის შეფასება არ მოხდება მხოლოდ ლაიქებზე დაყრდნობით, არამედ კომპეტენტური ჟიური გადაწყვეტს გამარჯვებულის ვინაობას.

1.პირველ ეტაპზე კონკურსანტებმა ატვირთეს ერთწუთიანი ვიდეოები, სადაც მოკლედ ჩამოაყალიბეს თუ რის გაკეთებას აპირებენ ონლაინ კამპანიის ფარგლებში.

ეს კონკურსის ის ნაწილია, რომელშიც ჟიური ჯერ არ იღებს მონაწილეობას და ყველაფერი ლაიქებზეა დამოკიდებული. შესაძლოა ბევრისთვის უსიამოვნოა ის ფაქტი, რომ ამ ეტაპზე ლაიქებზე დაყრდნობით ხდება გადასვლა, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუ ხარ მიზანდასახული და გაქვს პრეტენზია, რომ გადაიღე კარგი ვიდეო, ის აუცილებლად მოიპოვებს მეორე ეტაპზე გადასასვლელად საჭირო ხმების ოდენობას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: საბოლოო გადაწყვეტილება იღებს კომპეტენტური ჟიური.

ყველა კონკურსანტის იდეა, რა თქმა უნდა, საინტერესოა, ერთადერთი შენიშვნა რაც მაქვს არის ის, რომ კონკურსანტების უმრავლესობას უჭირს მწყობრად, დამაჯერებლად ლაპარაკი თანაც ბორძიკით და თან ლეპტოპსა თუ დაწერილ ფურცელში ყურებით ყვებიან თავიანთი გეგმების შესახებ. მესმის, რომ რთული იყო ერთ წუთში ონლაინ კამპანიის გგემის ჩამოყალიბება და თანაც კრეატიული ვიდეოს შექმნა, მაგრამ რამდენიმე წინადადების დაზეპირება არ მგონია დიდ სიძნელეებთან ყოფილიყო დაკავშირებული. თუმცა, მიმაჩნია, რომ ვიდეო არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, მთავარია ის გეგმა, რომელსაც მომდევნო ეტაპზე წარმოადგენს კონკურსანტი.

2.მეორე ეტაპზე გადავა კონკურსში მონაწილე ვიდეოების 70 %, რომლებმაც ონლაინ კამპანიის სრული გეგმა უნდა გაუგზავნონ ჟიურის წევრებს.

ეს ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპია, რადგან სწორედ წერილობითი სახით ჩამოყალიბებული გეგმის მიხედვით აარჩევს ჟიური ერთ–ერთ ფინალისტს, ხოლო მეორე ფინალისტი ავტომატურად გახდება ის, ვინც ყველაზე მეტ ლაიქს დააგროვებს.

3.ფინალურ ეტაპზე ორივე მონაწილე რეალურად იწყებს დაწერილი გეგმის შესრულებას.

ამ ეტაპზე მონაწილეებს მოუწევთ იმ გეგმის განხორციელება, რომელის დაწერეს, ხოლო ზაფხულის პირველ დღეს გამოვლინდება მათ შორის საუკეთესო, რომელიც მიიღებს სოლიდურ პრიზს _ 5500 ლარს. ამ კონკურსის კიდევ ერთი პლიუსი ის არის, რომ გარდა ამისა, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელმძღვანელი, ლადო ვარძელაშვილი, რომელიც ასევე ჟიურის წევრიც არის, სამინისტროში დაასქმებს ერთ–ერთ მონაწილეს.

ონლაინ კამპანიის ფარგლებში საინტერესო იდეა აქვს ერთ–ერთ კონკურსანტს, გიორგი მანთიძეს, რომელსაც მხოლოდ იმიტომ არ ვუჭერ მხარს, რომ ის ჩემი მეგობარია, მას მართლა კარგი გეგმა აქვს, რომელიც ძალიან მოკლედ ასე გამოიყურება:

ჩემი ონლაინ კამპანია ”ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვულ ცენტრზეა”. კამპანიის ფარგლებში ჩემი  მიზანი იქნება ცენტრის ცნობადობის გაზრდა ბავშვებსა და ახალგაზრდებში. ამისათვის გამოვიყენებ საქართველოში პოპულარულ სოციალურ ქსელებს Facebook–ს, Youtube–ს და ასევე ბლოგს. ერთ–ერთი მნიშვნელოვანი შედეგი ამ ონლაინ კამპანიის იქნება ის, რომ საზოგადოება დაინახავს რამხელა ძალა აქვს სოციალურ მედიას. ჩემ მიერ ინტერნეტ სივრცეში განხორციელებული აქტივობები რეალურად იმოქმედებს საზოგადოების კეთილდღეობაზე.

ონლაინ კამპანიის ფარგლებში ჩემი მთავარი მიზანი იქნება ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია, მოხალისეობის შესახებ ინფორმაციულობის გაზრდა და ამ აქტივობებში ჩართვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, აივ–ინფექციით და C ჰეპატიტით დაავადებული ბავშვების.

დარწმუნებული ვარ ამ ონლაინ კამპანიის შედეგად გაიზრდება ცენტრის ცნობადობა. შექმნილი აპლიკაციებით, თამაშებით, ასევე კონკურსებითა და ვიდეოებით მოხდება ჯანსაღი ცხოვრების წესისა და მოხალისეობის პროპაგანდა. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ბავშვებსა და ახლგაზრდებში, როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესის აქტუალიზებას, ასევე ინფორმაციულობის გაზრდას თავიანთი თანატოლების საჭიროებების შესახებ.

თუ თქვენც მოგწონთ გიორგის კამპანიის მოკლედ აღწერა, მაშინ დაუჭირეთ მას მხარი :) საჭიროა მხოლოდ ერთი კლიკი :)

მხარდაჭერა ძალიან ადვილია: 

1

2

 

3 Comments leave one →
  1. March 17, 2012 17:58

    გიორგი მომეწონა მაშინ როცა მისი “წესრიგი და თანასწორობა” წავიკითხე… თუმცა ამ ვიდეოში ისიც ისევე იჭყიტება ნაწერში როგორც სხვები…😦😦😦😦
    მოკლედ, like ვერ ვაძლევ – FB კვლავ დაბლოკილი მაქვს…😦😦😀😀😀😀
    და კიდევ ერთი კითხვა, ეს კონკურსი მორჩაა? მეც მომეძალა ახლა იდეები…🙂🙂🙂

    • March 17, 2012 18:02

      კი, ვიცი, იმიტომაც აღვნიშნე პოსტში, რომ ეს არ მომეწონა, მაგრამ მთავარი ვიდეო არაა, მთავარი გეგმაა და გიორგის კარგი გეგმა აქვს, თუ მომდევნო ეტაპზე გადავა, ეს გეგმაც დაიდება ვიდეოსთან ერთად და ნახავ.

      სამწუხაროდ, ვიდეოების მიღება უკვე დასრულდა, მონაწილეობას ვეღარ მიიღებ.

      • March 17, 2012 18:04

        კარგი… მაშინ ისღა დამრჩენია გიორგის ვუგულშემატკივრო…🙂🙂🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: