Skip to content

მოგვეცით სუფთა ტუალეტები!

March 21, 2012

არსებობს პრობლემები, რომლებზეც უნდა ვიმსჯელოთ, ვიკამათოთ,  ვიყვიროთ, დავწეროთ, ვიბრძოლოთ მათ გამოსასწორებლად, მაგრამ არსებობს ისეთი საკითხები, რომლებზეც არ უნდა მახვილდებოდეს ყურადღება, რადგან საერთოდაც არ უნდა არსებობდეს პრობლემა ამ საკითხებთან დაკავშირებით. მსხვილ პრობლემებთან ბრძოლის პარალელურად, თავისთავად უნდა იგულისხმებოდეს, რომ ეს, ერთი შეხედვით, წვრილმანი პრობლემები, მოგვარებულია.

მაგალითად, როდესაც უნივერსიტეტში დგას  განათლების , სტუდენტური თვითმმართველობის, რექტორისა და ადმინისტრაციის პრობლემა, არ შეიძლება ავდგეთ და ვიკამათოთ საპირფარეშოების მოუწესრიგებლობაზე, არადა, ამ მხრივ უნივერსიტეტში სერიოზული პრობლემაა. მიმაჩნია, რომ სირცხვილია ტუალეტებში არსებული სიტუაციის განხილვა, რადგან თავისთავადი უნდა იყოს ის ფაქტი, რომ სველ წერტილებში ყველაფერი რიგზეა. რომელ განათლების სისტემაზე ვლაპარაკობთ, როდესაც ტუალეტში ხშირად არ არის ქაღალდი, თხევადი საპონი, გაფუჭებულია ონკანები, დამტვრეულია კარის სახელურები, წყლის ავზს ჩვეულებრივი სახელურის მაგივრად აქვს მავთული და დგას საშინელი სუნი?

არ ვიცი რამდენ ფულს გამოყოფს ადმინისტრაცია მსგავსი საკითხების მოსაწესრიგებლად, მაგრამ მგონია, რომ ეს არ უნდა იყოს დაკავშირებული ძალიან მსხვილ თანხებთან. როდესაც საპირფარეშოში შედიხარ ხელის დასაბანად, იქიდან უფრო დასვრილი გამოდიხარ, ვიდრე იყავი, ეს კი არაა ნორმალური.

ძალიან მიხარია, რომ პირველ კორპუსში საპირფარეშოები გაარემონტეს და გული აღარავის უსკდება იქ რომ შედის, მაგრამ თსუ-ს, პირველის გარდა, კიდევ რამდენიმე კორპუსი აქვს, სადაც ყველგან სავალალო მდგომარეობაა.

მოგვხედეთ, ჩვენ გვინდა მოწესრიგებული საპირფარეშოები, სადაც იქნება საპონი, ქაღალდი და რაც მთავარია, სისუფთავე!

7 Comments leave one →
  1. March 21, 2012 16:13

    ძალიან ბევრ ადგილას არის იგივე პრობლემა😦

    • March 21, 2012 16:21

      ჰო, ბევრგან არის, მე სადაც ყველაზე უკეთ ვიცნობ სიტუაციას, იმაზე დავწერე.

  2. March 21, 2012 16:16

    ეჰ ნათ, შენ მე6 კორპუსში უნდა ნახო ტუალეტის გვერდით რომ აუდიტორიებია და იქ რომ ლექციები და სემინარები ტარდება😐
    შარდის სუნში ჩატარებული ლექციით რა უნდა ისწავლოს ადამიანმა ?😐

    • March 21, 2012 16:19

      კიდევ კარგი, ტუალეტის სუნში მაინც არ მიტარდება ლექციები, სამწუხაროა, რომ მსგავსი პრობლემა დგას უნივერსიტეტში.

  3. March 22, 2012 08:04

    ვახეხინოთ საპირფარეშოები თვითმმართველობას! მაინც არაფერს აკეთებენ და ენერგია ხომ უნდა დახარჯონ რამეში :დ

  4. March 22, 2012 11:51

    ხო, მართლა მძიმე სიტუაციაა.. დაკვირვებული ვარ ორშაბათობით და დილის 12 საათამდე არის.. აი მერე გვერხევა.

    საერთოდ, საქართვლოში ჯერ ხო გარეთ არ არსებობს ტუალეტები და მით უმეტეს მოწესრიგებული. ადამიანი, ვთქვათ საწყალი ტურისტი, სასტუმროდან შორ მანძილზე თუ წავიდა რა უნდა ქნას?! მერე საზოგადოებრივ დაწესებულებებში ხო ასეთი საშინელი მდგომარეობაა.

    ეს მართლა ისეთი საკითხია, რომ სულ ელემენტარული ყურადღების და მოწესრიგებული მუშაობის შემდეგაც მეეჭვება ისევ პრობლემა იყოს

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: