Skip to content

მარიამ სტიუარტი

March 23, 2012


XVI საუკუნე, ინგლისის ოქროს ხანა. ორი დედოფლის, ელისაბედ პირველის და მარია სტიურტის დაპირისპირება. ამბავი, რომელიც დღემდე ყურადღების ცენტშია და არაერთხელ ყოფილა ცნობილი მწერლებისა თუ კინორეჟისორების განხილვის საგანი.

გუშინ რუსთაველსი თეატრში შილერის ,,მარია სტიუარტის” განახლებული ვერსია ვნახე, რომელიც  პირველად 15 წლის წინ დაიდგა. აღდგენილი სპეკტაკლის რეჟისორი გოჩა კაპანაძეა, რომელმაც მსახიობთა შემადგენლობა მცირედად შეცვალა. ასევე დაამატა გარკვეული დეტალები, თუმცა სიუჟეტური ხაზი იგივე დატოვა. გოჩა კაპანაძის სხვა სარეჟისორო ნამუშევრებს არ ვიცნობ, მაგრამ ამ სპეკტაკლიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ კარგად იმუშავა, სპეკტაკლი შედგა.

სპეკტაკლში მარია სტიუარტის როლს მარინა კახიანი თამაშობს, რომელმაც ძალიან კარგად მოახერხა გარყვნილი ქალის როლის მორგება. ჩვენ ვხედავდით საოცრად ამაყ ქალს, რომელიც სახალხოდ დედოფლად სიკვდილს ამჯობინებდა, დამცირებას და ტახტზე უარის თქმას. საკუთარ გადაწყვეტილებაში ასე დარწმუნებული შოტლანდიის დედოფალს პერიოდულად ცვლიდა სიცოცხლეზე მოჭიდებული ქალის სახე, რომელიც ყოველ ღონეს ხმარობდა, რათა სიცოცხლე და ტახტი შეენარჩუნებინა, მან ელისაბედის მოკვლაც კი სცადა, მაგრამ ეს მცდელობა კრახით დასრულდა. მარია სტიუარტი სრულიად მარტოა, იგი საკუთარმა შვილმაც კი უარყო, რომელიც არაფერს აკეთებს დედის დასახმარებლად. ელისაბედიც მარტოა, მართალია მის გვერდით არის ხალხი, ლორდთა პალატის წარმომადგენლები, გრაფი ლაისტერი, მაგრამ იგი მაინც მარტოა, ის არავის უყვარს, ამ ორი ქალის მარტოობა კიდევ უფრო აღრმავებს ტრაგიზმს.

ერთადერთი ნაკლი ის იყო, რომ მარინა კახიანის თამაშის ყურებისას მახსენდებოდა მსახიობის სატელევიზიო როლები, რაც თავიდან ხელს მიშლიდა მის მარია სტიუარტად აღქმაში, მაგრამ შემდეგ ისე კარგად მოირგო შოტლანდიის უჭკნობი ყვავილის როლი, რომ მეგონა სცენაზე მართლა მარია სტიუარტს ვხედავდი და არა მარინა კახიანს. თუმცა ვთვლი, რომ ის მანერები რაც აქვს გარკვეულ სატელევიზო როლებში, სცენაზე თამაშისას არ უნდა გადმოეტანა.

საერთოდაც, სატელევიზიო როლები, ხელს მიშლის მსახიობის თეატრის სცენაზე სათანადოდ აღქმაში. მაგალითად, ლევან ხურცია, რომელიც  ელისაბედის რჩეულს, გრაფ ლაისტერს თამაშობდა,  როგორც კი ხმა ამოიღო, მაშინვე ვიგრძენი დისკომფორტი, რადგან სატელევიზო შოუები და რეკლამების თანმდევი ხმა გამახსენდა, რომელიც ვერაფრით მოვარგე გრაფ ლაისტერის ხმას. თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს ნაწილობრივ ჩემი პრობლემაცაა, რომ არ ვუყურებდე ტელევიზორს, არც შემექმნებოდა დისკომფორტი თეატრში მისვლისას.

ბრწყინვალედ შეასრულა ელისაბედის როლი ნანუკა ხუსკივაძემ. არ ვიცი როგორ დადიოდა ან როგორი ხმა ჰქონდა ინგლისის დედოფალს, მაგრამ მგონია, რომ ზუსტად ისეთი უნდა ყოფილიყო, როგორიც ის რუსთაველის თეატრის სცენაზე ვიხილე. ინგლისის ძლევამოსილი ქალწული დედოფალი,  კეთილი დედოფალი ბესი, გლორიანა, რომელიც მთელი სპეკტაკლის განმავლობაში ყოყმანობდა თუ კონკრეტულად რა განაჩენი უნდა გამოეტანა მარია სტიუარტისთვის. ჩვენს თვალწინ განვითარებული მოვლენები შეუჩერებელი სვლა იყო მარია სტიუარტის სიკვდილისკენ, რომელსაც ელისაბედი,  მთელი ამ ხნის განმავლობში, ცდილობს გაექცეს. მიუხედავად იმისა, რომ შოტლანდიის დედოფლის სიკვდლს მოითხოვს ყველა, ლორდთა პალატა, ხალხი, ის მაინც ყოყმანობს და აღნიშნავს, რომ ხალხი ბრბოა და მეორე დღეს შესაძლოა მის წინააღმდეგ ამხედრდეს. რა საჭირო იყო ამდენი სასამართლო პროცესები და ლორდთა პალატის დადგენილება, თუ მაინც ჩემი ხელმოწრა წყვეტს მარია სტიუარტის ბედს ჩივის ელისაბედი.

ძალიან საინტერესო იყო სპეკტაკლში მარინა ჯანაშიას როლი, რომელიც მოხუც ელისაბედ განასახიერებდა. სპეკტაკლი სწორედ მისი გამოსვლით დაიწყო.  მოხუცი, დავრდომილი ელისაბედი, რომელიც ნანობს თავის საქციელს და ეძებს სისხლის ლაქებს ხელებზე, რადგან ხელები სისხლში აქვს მოსვრილი, სასოწარკვეთილი ელისაბედი ასე მიმართავს დიდი ხნის წინ მოკლულ ნათესავს: მარიამ სტიუარტ, შოტლანდიის უჭკნობო ყვავილო!  სპეკტაკლის მიმდინარეობისას მოხუცებული ელისაბედი პერიოდულად ჩნდება სცენაზე და თვალყურს ადევნებს წარსულში განვითარებულ მოვლენებს. მისი შემყურე ვხედავთ, თუ რა რეაქცია აქვს თავის ძველ გადაწყვეტილებებზე. ეს საკმაოდ საინტერესო ეპიზოდები იყო, რადგან საშუალება გვქონდა დავკვირვებოდით ერთდროულად ორ ელისაბედს. ზოგიერთ სცენაში ისინი თითქოს ხვდებიან ერთმანეთს, მომავლიდან წარსულში დაბრუნებული მოხუცებული ელისაბედის აჩრდილი თუ წარსულიდან მომავალში გადმონაცვლებული ახალგაზრდა ინგლისის დედოფალი.

გარდა სატელევიზიო შოუებთან ასოციაციისა, კიდევ ერთი, რაც არ მომეწონა, იყო სპეკტაკლის მუსიკალური გაფორმება. ზოგიერთი კომპოზიცია საერთოდ არ ერგებოდა სცენაზე განვითარებულ მოვლენებს. მიმაჩნია, რომ ბრეგოვიჩის მუსიკით რეჟისორს არ უნდა გაეფორმებიან ეს სპეკტაკლი.

ლორდ ბერლეის როლს ასრულებდა მურმან ჯინორია, რომელიც, როგორც გარეგნობით, ასევე ხმის ტემბრით, ძალიან კარგად მოერგო ეამ როლს.

აუცილებალდ უნდა აღვნიშნო ნანული სარაჯიშვილის თამაში, რომელიც ინფანტა მარის როლში იყო და რომელიც, ერთი შეხედვით, მნიშვნელოვან როლს არ ასრულებდა, თუმცა ყოველთვის ესწრებოდა სცენაზე განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებს. სპეტკალის დასასრულსაც ძირს დაგდებული გვირგვინის დახურვისას ხაზს უსვამს ამქვეყნიური დიდებულების სრულ უაზრობას.

გვირგვინი სპეკტაკლის ყველაზე მნიშვნელოვანი რეკვიზიტია, რომელიც სიმბოლურად განასახიერებს ამქვეყნიურ დიდებას, რომლის გამოც ხდება დაპირისპირება ელისაბედსა და მარია სტიუარტს შორის. თავიდან შოტლანდიის დედოფალი არ თმობს გვირგვინს და სიამაყით აცხადებს, რომ ურჩევნია დედოფლად მოკვდეს. ერთ-ერთი ფინალური სცენის თამაშისას კი იგი ძირს აგდებს გვირგინს და მზად არის სიკვდილისთვის, თუმცა ერთ მომენტში ხარბი მზერით კიდევ ერთხელ თვალს ავლებს სამეფო ატრიბუტს და მერე შეშინებული გაურბის გვირგვინს, რომელიც განუზომელი ძალით იზიდავს მას,  იზიდავს ამქვეყნიური დიდება.

რეჟისორის საინტერესო ჩანაფიქრი იყო ერთ-ერთი სცენა: როდესაც ელისაბედს სურს გაიგოს ხალხის აზრი მარია სტიუარტის სიკვდილთან დაკავშირებით, იგი მოულოდნელად აღიმართება სცენის ზემოთ, პარტერში კი ინთება სინათლე, მსახიობი თვალს ავლებს დარბაზს და გექმნება შთაბეჭდილება, რომ შენ ხარ იმ ხალხის ნაწილი, რომელსაც XVI-ე საუკუნეში მიმართავდა ელისაბედი.

სამწუხაროდ, თემურ ჩხეიძის ,,მარიამ სტიუარტი” არ მაქვს ნანახი, რომ შევძლო პარალელების გავლება, თუმცა, მიმაჩნია, რომ გუშინ ნანახი სპეკტაკლი არაფრით  იქნებოდა ნაკლები მის თავდაპირველ დადგმაზე. მიუხედავად მცირედი ხარვეზებისა, რომლებიც ზემოთ აღვნიშნე, სპეკტაკლი შედგა, მოლოდინი დიდი იყო, შედეგმა კი მოლოდინს გადააჭარბა.

ვიდეოები სპეკტაკლის შესახებ:

1.

2.

4 Comments leave one →
  1. tiberieli permalink
    March 24, 2012 15:20

    ძალიან კარგი რეცენზია იყო ნათია, რა კარგად იკითხება შენი პოსტები, თან მუდამ საინტერესო თემებზე წერ :))

  2. unknown permalink
    November 21, 2012 21:06

    dasaxvewia weris manera, da uketesi ikneba mere

  3. January 4, 2014 21:42

    ამაზე უკეთესი შეფასება არ მინახავს სპექტაკლთან დაკავშირებით, მუსიკაზე ვერ დაგეთანხმები მე ძალიან მომწონს ბრეგოვიჩიც და დანარჩენი მელოდიებიც რომლებიც რეჟისორმა შოტლანდიიდან ჩამოიტანა, მაგრამ რაღაცეები გამოგრჩა აღსანიშნავია მარიამის ბანაობის სცენა რომელიც მართლა ძალიან ლამაზადაა მოფიქრებული და სიკვდილის სცენა სადაც ერთი ხარვეზი მეჩხირება ყოველთვის მარიამი სინამდვილეში ჯალათს ეუბნება სიკვდილის წინ რომ მიუტევებს მხოლოდ იმიტომ რომ ეს(სიკვდილი) მისი სულის ხსნისთვის ერთადერთი საშუალებაა, სპექტაკლში კი მარიამი ამბობს რომ ნელა დაარტყან მისი სუსტი კისერის გამო რაც აუფასურებს სცენას. ამასთანავე ზედმეტია დედოფლების შეხვედრა თუ გავითვალისწიენბთ, რომ ისინი ცხოვრებაში ერთმანეთს არ შეხვედრიან მაშინ მოგონილი ამბავი უნდა იყოს ძალიან ამაღელვებელი და წარმოუდგენელი რაც არაა და პირიქით ჩემთვის მოსაწყენიცაა ამიტომ მგონი ეგ სცენა საერთოდ ზედმეტია.

    • January 4, 2014 22:09

      ეს სპექტაკლი იმდენი ხნის წინ მაქვს ნანახი და, შესაბამისად, პოსტიც დაწერილი, რომ დეტალები, სამწუხაროდ, არ მახსოვს🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: