Skip to content

დილემის წინაშე

March 25, 2012

ბოლო დროს ბევრი რამ შეიცვალა, ძალიან ბევრი რამ, თანაც გარკვეულ მოვლენებს კი არ მოჰყვა ეს ცვლილება, არამედ უეცრად მოხდა. ერთი, ორი, სამი და ჩემი ცხოვრება სულ სხვა მიმართულებით წავიდა.

დამკვიდრებული სტერეოტიპის თანახმად, მე ცუდად ვიქცევი, როგორც ნათესავები და მეზობლები იტყვიან: სწორ გზას ავცდი, ხოლო როგორც მე ვთვლი, იმას ვაკეთებ, რაც მინდა და ამით არავის არაფერს ვუშავებ.

საკმაოდ რთულია იცხოვრო შენეული პრიციპებით და თან იმყოფებოდე ისეთ გარემოში, როგორშიც ჩვენ ვცხოვრობთ: უნიკალური ქართული გენიის მატარებელ, ტრადიციების დამცველ, უკიდურესად რელიგიურ საზოგადოებაში, რომელიც მოითხოვს იცხოვრო იმ წესებისა და პრინციპების დაცვით, რომლებსაც ისინი იცავენ (?)

რაც დრო გადის, მით უფრო მეტად ვხვდები, რა რთულია იქცე საქართველოში ინდივიდად, რადგან არ გაქვს დამოუკიდებლად განვითარების შესაძლებლობა, დამოუკიდებლობა კი ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რაც აუცილებელია პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის.

პიროვნებად ჩამოყალიბება, ინდივიდუალიზმი ხანდახან იმასაც ვფიქრობ, რომ სისულელეა ეს ყველაფერი, ჯანდაბა, უნდა შევეშვა ბრძოლას სტერეოტიპების წინააღმდეგ და მივყვე ცხოვრების დინებას, დავრჩე გარკვეულ ჩარჩოებში, ვიყო ბეჯითი სტუდენტი, ავიღო დიპლომი, მერე დავიწყო მუშაობა ბანკში (ყველა გზა ბამკამდე მიდის), მერე გავთხოვდე, გავაჩინო შვილები, ხანდახან ვეჩხუბო ქმარს, მაგრამ შვილების გამო მაინც უარი ვთქვა მასთან გაყრაზე, მერე გავზარდო შვილიშვილებიც და ბოლოს მოვკვდე ღრმად მოხუცებული იმაზე ფიქრით, თუ რა ბედნიერი ცხოვრება მქონდა.

მაგრამ არ მინდა ეს ყველაფერი, უბრალოდ, მეშინია, რომ საბოლოოდ ამ გზით არ წავიდეს ჩემი ცხოვრება. საკუთარი თავის მეშინია. ყველაფერი წარმოსახვითია, მათ შორის ჩვენი წარმოსახვაც.

საინტერესოა, მაინც რატომ ვაკეთებ ამ ყველაფერს? იმიტომ რომ მინდა, თუ იმიტომ რომ ქვეცნობიერად ვეწინააღმდეგები იმ მარაზმ სტერეოტიპებს, რომლებიც მაწუხებენ. შესაძლოა, არ ვარ ის, რადაც თავს ვაჩვენებ ყველას, უბრალოდ, ჩემი უმიზნო ქმედებებით, ვკლავ ჩემში მასებისადმი ასეთ დიდ სიძულვილს, რომელთა დამოკიდებულებებსაც რეალური ქმედებებით მაინც ვერაფერს ვაკლებ.

დანამდვილებით მხოლოდ ის ვიცი, რომ არ მინდა ამ ქვეყანაში ცხოვრება, მაგრამ გაქცევა გამოსავალი არ არის. არსად წავალ, აქ დავრჩები და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მომავალში იმავე სტერეოტიპებმა ჩემს შვილებს არ დაუნგრიონ ცხოვრება.

9 Comments leave one →
  1. March 25, 2012 10:50

    რაც დრო გადის, მით უფრო მეტად ვხვდები, რა რთულია იქცე საქართველოში ინდივიდად
    სულ სულ აი სულ ასე ვფიქრობდი. გეთანხმებიიი

  2. ლაშა ს permalink
    March 25, 2012 16:24

    ესეც გარდატეხის ასაკიი

    • March 25, 2012 16:29

      მართალია, ლაშა, 22 წლის ასაკში 13 წლის თინეიჯერივით ვიქცევი, ალბათ იმიტომ, რომ გარდატეხის ასაკი არ მქონია🙂

  3. March 25, 2012 17:03

    ხშირად მიფიქრია ამ თემაზე და მეც მაგ დასკვნამდე მივსულვარ. ზოგჯერ მგონი ჯობს ვერ ხვდებოდე თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ფასს, ვიდრე ხვდებოდე და ვერ აღწევდე მას

  4. March 25, 2012 17:39

    არ დანებდე🙂

  5. Anonymous permalink
    March 25, 2012 17:44

    “ხანდახან იმასაც ვფიქრობ, რომ სისულელეა ეს ყველაფერი, ჯანდაბა, უნდა შევეშვა ბრძოლას სტერეოტიპების წინააღმდეგ და მივყვე ცხოვრების დინებას, დავრჩე გარკვეულ ჩარჩოებში, ვიყო ბეჯითი სტუდენტი, ავიღო დიპლომი, მერე დავიწყო მუშაობა ბანკში (ყველა გზა ბამკამდე მიდის), მერე გავთხოვდე, გავაჩინო შვილები, ხანდახან ვეჩხუბო ქმარს, მაგრამ შვილების გამო მაინც უარი ვთქვა მასთან გაყრაზე, მერე გავზარდო შვილიშვილებიც და ბოლოს მოვკვდე ღრმად მოხუცებული იმაზე ფიქრით, თუ რა ბედნიერი ცხოვრება მქონდა”

    გავეცანი ამ ყავლგადასულ ცხოვრებისეულ მიდგომას და გულგრილი ვერ დავრჩი.
    და ამის მაგივრად ასე რომ იყოს: რომ მიყვარდეს, მიყვარდეს, მიყვარდეს თუნდაც მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება ჭრელია და რთული? და რომ მაინც მიყვარდეს, რადგან თვითონ ღმერთია სიყვარული თითოეულ ადამიანის შიგნით და ადამიანებს შორის. ქრისტე სხვა არავინ ყოფილა, თუ არა თვითონ ჩვენს შორის მოვლენილი განპიროვნებული და განხორციელებული სიყვარული. სწორედ, მის გზაზე სიარულშია ნამდვილი თავისუფლებაც და ინდივიდუალიზმიც. ეს კი არ ნიშნავს იმას, რომ მაინც და მაინც სხვას ემსგავსო. ამ ნათელ გზაზე ყოველი გულით მავალი პოულობს და ავითარებს თავის წილ განუმეორებლობას. იზრდება, როგორც სიმაღლეში, ასევე სიღრმეში.

  6. March 25, 2012 17:47

    ფორთოხალო, რომ იცოდე რამდენი ხანი ვიდექი ასეთი დილემის წინაშე და მემგონი დავძლიე წინააღმდეგობები, თუმცა ბოლომდე თუ დავძლევ ოდესმე არ ვიცი. შედეგად მივიღე ის, რომ ხალხი არასწორ დასკვნებს აკეთებს ჩემზე, ბევრს არ ვევასები (მიზეზი თავადაც არ იციან) და ა.შ. მაგრამ ძაან მკიდია მსგავსი რაღაცები, ვისაც ვუყვარვარ ისევ ვეყვარები და მორჩა. შენც ალბათ იგივე მოგივა. უბრალოდ მთავარია შენი თავის გჯეროდეს ^_^ ეგაა და ეგ!

    ჰო და კიდევ ერთს, დავამატებდი (ტრიპაჩულად :დ): მამა-შვილი კოწია და ზვიად გამსახურდიაბი, არასდროს მეხატებოდნენ გულზე (კოწია ვაბშე არ მევასება), მაგრამ ზვიადს ერთხელ უფროსმა ბუშმა შემოუთვალა, ამდენს ნუ აქტიურობ, დინებას მიყევიო და ზვიადმა საპასუხო წერილში მიწერა, დინებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიყვებიანო. რავიცი რავიცი… მე კი დამეხმარა ამ კუთხით აზროვნება ბრძოლაში (თუ რა საკვირველია ამას შეიძლება ბრძოლა დავარქვათ, ყველა ადამიანმა უნდა გაიაროს ეს და მაგიტომ) და სხვა ალბათ სხვა რამეს მონახავს. უბრალოდ იყავი ინდივიდუალური, რომ გქონდეს შენი პოზიცია და ყველა ყველას არ ვგავდეთ🙂

  7. March 26, 2012 07:38

    ზუსტად მასე ხდება ხოლმე🙂 როგორ ფიქრობ როგორი უნდა იყოს შენი მომავალი?

  8. March 26, 2012 11:19

    რა ლამაზი თმის ფერი აქვს ამ გოგოს

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: