Skip to content

ცვლილებები

April 6, 2012

ბლოგი მივაგდე, საერთოდ აღარ ვაქცევ ყურადღებას, არადა, მინდა, რომ ვწერო ხოლმე. უბრალოდ, ვეღარ ვიცლი. ეს, გარკვეულწილად, კარგია კიდეც, სერიოზული მიზეზი მაქვს ვეღარ და აღარ დავძრომიალობდე ბლოგოსივრცეში.

საინტერესო რაღაც აღმოვაჩინე, ყველა ადამიანს შეუძლია ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება, უბრალოდ, ამისთვის გამოცდილებაა საჭირო, თავიდან რთულია, მერე გამოგივა.

ადრე ერთად რამდენიმე წიგნს ვკითხულობდი ხოლმე, პრინციპში, ახლაც ასე ვარ, ყოველთვის რამდენიმე წიგნს ვკითხულობ ერთად, არ ვიცი ამას რატომ ვაკეთებ, უბრალოდ, საინტერესოა. ახლა ერთ წიგნსაც ვეღარ ვკითხულობ, სამაგიეროდ, რამდენიმე საქმეს ვაკეთებ ერთად.

ორი კურდღლის მადევარი, ხანდახან, მესამესაც იჭერს ხოლმე და თუ დასჭირდა, მეოთხესაც, გააჩნია მადევარს, კურდღელს და ადგილს, სადაც მისდევს.

შორეულ ბავშვობაში, სოფელში რომ ვცხოვრობდი, ღამე აივანზე გამოვდიოდი და ცას ვუყურებდი, ვოცნებობდი და ღმერთს ველაპარაკებოდი, უფრო სწორედ, უცხოპლანეტელებს, ვეხვეწებოდი, რომ დედამიწიდან შორს, ძალიან ძალიან შორს წავეყვანე. მერე ჩემს ერთადერთ ოცნებად სადმე ჩაბარება იქცა. ახლა ფანჯარასთან აღარ ვდგავარ და ვარსკვლავებს არ ვუყურებ, არც სადმე ჩაბარებაზე ვოცნებობ, ახლა იმაზე ვფიქრობ, ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთებისას რამე მნიშვნელოვანი შეცდომა არ დავუშვა.

O tempora, o mores!

9 Comments leave one →
  1. April 6, 2012 19:16

    არადა ბავშობა ჯობდა…🙂

  2. ნაცისტა :პ permalink
    April 6, 2012 19:18

    გამოდის რომ “ბლოგერობა” არასერიოზულია, სერიოზული საქმეების მქონე ხალხს მისთვის არ ცალია და მოცლილები ჩალიჩობენ მარტო :):):):):)

    • April 7, 2012 11:50

      ბლოგერობა არასერიოზული საქმე არ არის, ნუ, ჩემთვის არასდროს ყოფილა.

  3. April 6, 2012 19:22

    რასაც არ უნდ აკეთებდე, წარმატებები, ნათია!

    • April 7, 2012 11:50

      დიდი მადლობა, მოლი, იმედია, ყველაფერი კარგად იქნება🙂

  4. April 6, 2012 20:56

    როცა ინდომებს ადამიანი, სამსაც დაიჭერს🙂

  5. April 6, 2012 21:03

    ეჰ რა ჯობია ბავშვობას😐
    ჩემს ბავშვობაში გისოსებიანი გარაჟები და ჩამომპალი კორპუსები იყო, სიცივე და სიღარიბე, მაგრამ მაინც მენატრება, იმიტომ რომ ბავშვობა იყო.

    ფორთოხალო, რასაც ვაკვირდები, ერთადერთი რაღაცა რისთვისაც უნდა იბრძოლო არის ის, რომ ისეთი გარემო შეიქმნა სადაც იმუშავებ სიამოვნებით. სხვანაირად უკეთესი არასდროს არაფერი გამოვა😐

    • April 7, 2012 11:53

      ჩემ ბავშვობაში შუქი არ იყო, 7 საათის მერე გარეთ ვერ გახვიდოდი და, ხანდახან, საჭმელიც არ გვქონდა, მაგრამ მეც მენატრება. რა თქმა უნდა, იქ დაბრუნებას არ ვისურვებდი, მაგრამ მაინც სხვა იყო🙂 და, მართალი ხარ, ისეთი გარემო უნდა შეიქმნა, სადაც სიამოვნებით იმუშავებ და ასევე, შეძლებ იცხოვრო დამოუკიდებლად🙂

  6. April 7, 2012 09:14

    ერთ გამოცდილ ბლოგერს ახალბედა ბლოგერები თავიანთ პოსტებზე ლინკებით ბლოგს უსპამავდნენ და თან ეკითხებოდნენ:
    – ბატონო ბლოგერო, გადახედეთ ჩემს პოსტს და მირჩიეთ, გავაგრძელო თუ არა პოსტვაო?
    კორიფე-ბლოგერი კი მუდამ ერთსა და იმავეს პასუხობდე:
    – ბლოგერობისთვის თავის დანებება შემეძლოს – წამითაც არ დავფიქრდებოდიო.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: