Skip to content

გენდერის პრობლემა თანამედროვე საზოგადოებაში

April 17, 2012

პოსტის გამოქვეყნების შემდეგ მითითება გახდა საჭირო და ამიტომ ვამატებ: პოსტი ცალმხრივია და ერთსახოვნად მხარს უჭერს ქალთა უფლებებს

როდესაც გენდერის პრობლემებზე ვიწყებთ საუბარს, ყოველთვის კაცობრიული გამოცდილების გათვალისწინება გვიწევს, რაც ქალის ფუნქციებს თანამედროვე სამყაროში, არც არაფერს მატებს, მხოლოდ თუ აკლებს. მოდი შევეშვათ ქალის როლის ისტორიულ განხილვას, არაფერში გვჭირდება ინდუქციური გამოცდილება, ყველაფერს შევხედოთ აწმყოს თვალით (ეს მათთვის, ვინც ქალის როლის დაკნინებას ისტორიული მიმოხილვით ცდილობს ხოლმე).

რატომ არსებობს გენდერული პრობლემები? ძირითადად, რას ეფუძნება ფემინიზმი? რატომ წარმოიშვა ის? ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც კაცობრიობა ჩანასახოვანი ფორმით არსებობდა, ადამიანები გამოქვაბულებში ცხოვრობდნენ. მამაკაცები სანადიროდ დადიოდნენ, ,,სახლში” საჭმელი მოჰქონდათ, იცავდნენ ოჯახს გარეული მხეცებისგან. ქალები კი შვილებს აჩენდნენ და საჭმელს აკეთებდნენ. ფუნქციათა მსგავსი გადანაწილება ფიზიკურმა შესაძლებლობებმა განაპირობა. კაცი უფრო ძლიერი იყო და უფრო მძიმე და რთული სამუშაოს შესრულება შეეძლო, ქალი კი ,,სახლში” იჯდა, საჭმელს აკეთებდა და შვილებს უვლიდა.

დროთა განმავლობაში ყველაფერი ნელნელა იცვლებოდა, აშკარა გახდა, რომ ქალსაც შეეძლოა იმავე ფუნქციების საკუთარ თავზე აღება, რასაც კაცი აკეთებდა, მაგრამ, ძირითადად, არავინ ათვალისწინებდა მათ აზრს. რაც დრო გადიოდა, მით უფრო მტკიცედ იდგამა ფესვს დამოკიდებულება, რომ მამაკაცი არის ყველაფრის წარმმართველი, ქალი კი უნდა დაემორჩილოს მას. რა თქმა უნდა,  მსგავსი დამოკიდებულების არსებობამ საუკუნეთა განმავლობაში, კიდევ უფრო განამტკიცა გადგმული ფესვები.

XXI საუკუნეში, როდესაც ქალი და მამაკაცი თანაბარი უფლებებით სარგებლობენ და ფუნქციებიც თანაბრად აქვთ გადანაწილებული, მაინც აქტუალურია გენდერის საკითხი. ეს პრობლმა, ძირითადად, ტრადიციულ ქვეყნებში დგას, სადაც რელიგიასა და წეს–ჩვეულებებს დიდი მნიშვნელობაა აქვთ მინიჭებული.

საქართველოში გენდერის პრობლემა ერთ–ერთი ყველაზე აქტუალურთაგანია. მსგავს პრობლემას დამკვიდრებული ტრადიცია უფრო ამყარებს, რადგან ქართველებისთვის საკმაოდ რთულია იმის გააზრება, რომ დრო იცვლება და შეუძლებელია ყველაფერი იმ სახით შენარჩუნდეს, როგორ ეს ოდესღაც იყო. დროის ცვლილებას თან უარყოფითი მოვლენებიც ახლავს თან, რომელთა დამკვიდრება, შესაძლოა, არ იყოს სასურველი, მაგრამ დროს თან მოაქვს უარყოფითიც, რასაც თუ თავიდან ვერ ავიცილებთ, შეგვიძლია მის ოპტიმიზაციას მაინც შევუწყოთ ხელი.

მაგალითად, თუ თანამედროვე ქართველი მამაკაცი ქალის როლის წინ წამოწევას უარყოფითად აღიქვამს, მას უბრალოდ შეუძლია, რომ ამ უარყოფის ოპტიმიზაცია მოახდინოს. მაგალითად, თანამაბარი წვლილი შეიტანოს შვილების აღზრდაში, რაც, დამეთანხმებით, სჯობს იმას, რომ მთელი ცხოვრეა ცოლს ეჩხუბო რატომ მუშაობ, შვილები გაზარდეო🙂 თუმცა რამდენად მისასალმებელია ქალის როლის წინ წამოწევის უარყოფით ფაქტად განხილვა, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ როგორ მოვიქცეთ თუ მასში დადებითს კაცები ვერ ხედავენ?

რატომ ხვდებიან ასე უარყოფითად ქალის მამაკაცთან თანაბარუფლებიანობას?

ალბათ იმიტომ, რომ საკუთარი უფლებების შელახვად აღიქვამენ, ჰგონიათ, რომ ქალები იჭრებიან მათ სფეროში და ლიდერობის სათავეებს ართმევენ. თუმცა, თუკი შესაძლებელია, რომ აიხსნას, კონკრეტულად რასთან არის დაკავშირებული მსგავსი მოვლენა და ეს ახსნა შესაბამისი იქნება იმ ადამიანის მოთხოვნების, ვინც უარყოფითადაა განწყობილი მსგავსი ცვლილებების მიმართ, გამოსავალი აუცილებლად მოიძებნება. იმის თქმა მინდა, რომ ყველას ერთნაირად ვერ გააგებინებ პრობლემის არსს, კახეთში მცხოვრებ გურამას სხვა ენაზე უნდა ელაპარაკო, თბილისელ ძველ ბიჭს სხვა ენაზე და ა.შ.

ფემინისტი არ ვარ, საერთოდაც, ჩემთვის აბსოლუტურად სულერთი იქნებოდა სქესის პრობლემები, პირადად მე რომ არ მეხებოდეს ხოლმე. ვთვლი, რომ ადამიანები იმის მიხედვით ფასდებიან, რასაც აკეთებენ, ან რისი გაკეთებაც შეუძლიათ, და არა იმის გამო – ქალები არიან თუ კაცები.

სამწუხაროდ, სქესზე არსებული სტერეოტიპები, ხელს უწყობენ ქალების მიმართ არასათანადო დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. მაგალითად, თუ ადამიანს გარკვეული საქმის გაკეთება არ შეუძლია, ეს იმას არ ნიშნავს რომ ეს მისი სქესის ბრალია. მაგალითად, როდესაც ქალი გარკვეულ საქმეს ვერ ართმევს თავს, რატომღაც ყოველთვის ამის გამართლებას იმით ცდილობენ, რომ ის ქალია, და არა იმით, რომ იგი უბრალოდ ვერ ერკვევა ამ საქმეში, რაც მას აქვს დავალებული. შესაძლოა, ზუსტად იგივე სიტუაციაში მამაკაციც ყოფილიყო, მაგრამ ამას არავინ ახსნიდა მისი სქესით, აუცილებლად მხოლოდ საქმის უცოდინრობას დააბრალებდნენ.

მესმის, რომ არის სფეროები, სადაც მამაკაცი უკეთ ახერხებს გარკვეული საქმის გაკეთებას და პირიქით. მაგალითად, მუშა მამაკაცი უკეთ გააკეთებს თავის საქმეს, ვიდრე მუშა ქალი, მაგრამ ქალი დამლაგებელი კი უკეთ დაალაგებს, ვიდრე კაცი და ა.შ. მაგრამ მიუხედევად იმისა, რომ მზარეულობა მამაკაცებსაც არაჩვეულებრივად გამოსდით, რატომღაც ჩამოყალიბებულია სტერეოტიპი, რომ ქალი აუცილებლად ,,კუხნაში” უნდა იყოს. თუმცა, ის აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ სრულიად შესაძლებელია, რომ მუშა ქალმაც კარგად გააკეთოს თავისი საქმე და დამლაგებელმა კაცმაც, უბრალოდ, ესეც დამკვიდრებული სტერეოტიპის ბრალია, რომ მუშა აუცილებლად კაცი უნდა იყოს, დამლაგაბელი კი ქალი.

სქესის პრობლემები იმდენად მაღელვებს, რამდენადაც ისინი ხელს უშლიან ჩემ შესახებ არსებული ინფორმაციის სათანადოობას.

მაგალითად, მე მაქვს უამრავი ნაკლი, რომლებიც თავად არ მომწონს, მაგრამ ჩემი ნაკლოვანებები არავინ უნდა განავრცოს სხვა ქალებზე, და პირიქით, სხვა ქალების ნაკლოვანებებიც არაფრით მეხება მე. ის ფაქტი, რომ მე ლოგიკაში სუსტი ვარ და ხანდახან (ხანდახან არა, უმეტეს შემთხვევაში🙂 ) ალოგიკური დასკვნები გამომაქვს, არ ნიშნავს, რომ ყველა სხვა გოგოც ასეთია. ასევე, მაგალითად, თუ რომელიმე ქალს ბევრი ლაპარაკი უყვარს, არ ნიშნავს, რომ მე ენას არ ვაჩერებ და ა.შ.

რა თქმა უნდა, სქესთაშორის განსხვავება ყოველთვის იქნება, როგორ გარეგნულად, ასევე შინაგანად და ფუნქციურად. უბრალოდ, მე მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ მსგავსი განსხვავებების ხაზგასმამ დისკრიმინაციული ხასიათი არ უნდა მიიღოს.

P.S. ფემინისტი არ ვარ🙂

17 Comments leave one →
  1. April 17, 2012 18:10

    ძალიან კარგი, რომ არ ხარ.

    განზოგადება ღრმად არასწორი მგონია მე. არსებობს ჭკვიანი და სულელი ქალი. ჭკვიანი და სულელი მამაკაცი. და ეს არ ნიშნავს, რომ ზოგადად, ვინმე ვინმეზე მეტია და ერთი სქესი “ჯობნის” მეორეს. ან პირიქით, ერთი მჩაგვრელია და მეორე – ჩაგრული.

    • April 17, 2012 18:23

      სწორედ მაგის თქმა მინდა, მოლი, ძალიან არ მომწონს მსგავსი განზოგადებები. რომელიმე ქალი თუ სულელია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ასეთია და პირიქით.

  2. April 17, 2012 18:16

    “ქალი ვიცი მე კუხნიაში” <<< ამ აზროვნებას დიდ ხანს ვერ გასცდება ჩვენი "საზოგადოება"

  3. April 17, 2012 18:45

    ზოგჯერ ქალების ბრალიცაა გენდერული პრობლემები… კაცს კიდე მეტი რა უნდა, რაც ოჯახში ისწავლა იმას აზოგადებს ყველა ქალზე… მარტო ქალი კი არ ფიქრობს რომ “ყველა კაცი ერთნაირია”, კაცის ასევე ფიქრობს, რომ “ყველა ქალი ერთნაირია”

    ერთი ხმა ჩემგან, ორანჟ ^^ მეც ხშირად შემხვედრია ჩემს გარშემო ეგეთი დისკრიმინაცია😦
    ზოგჯერ უფროსი ასაკის კაცებთან ხმა ვერ ამომიღია იმის გამო რომ ქალი ვარ (და მერე იმიტო რომ პატარა ვარ, არადა რანაირი პატარა მე ვარ, მარა ხო იცი, 30 წლისაც რომ იყო, მაინც ბავშვი ხარ) :დ :დ

  4. April 17, 2012 19:24

    არადა, ხარ😀

    • April 17, 2012 19:25

      უი სხვა ექაუნთით დამეპოსტა😀

      • April 17, 2012 19:32

        არ ვარ ფემინისტი, უბრალოდ, ეს პოსტია ცალმხრივი, აი, დავწერ მეორე მხარეზეც და🙂

  5. April 17, 2012 20:07

    არ არის ცუდი პოსტი, უბრალოდ ვერ მივხვდი, მთლიანად შენი
    პათოსიდან გამომდინარე, ზუსტად რომ ფემინისტი ხარ🙂 ჰოდა, რატომ უარყოფ ამას?
    პატივისცემით.

    • April 17, 2012 20:12

      ქალთა უფლებების დაცვა ფემინიზმს არ გულისხმობს, გიორგი. მე სადმე დავწერე, რომ მოვითხოვს ქალებს კაცებზე მეტი უფლებები გვქონდეს-მეთქი?

      • April 18, 2012 20:35

        ნათია, მეც ვერ ვხვდები, რატომ ამბობ, რომ ფემინისტი არ ხარ🙂 ფემინისტები სულაც არ ითხოვენ, რომ ქალებს კაცებზე მეტი უფლებები ჰქონდეთ.

      • April 23, 2012 04:58

        ბოდიში, მაპატიე, მაგრამ ფემინიზმი, შენი აზრით,იმას გულისხმობს, რომ ქალებს მამაკაცებზე მეტი უფლებები ჰქონდეთ?🙂 ეს ასე არ არის, და თუ მაინც ეს გგონია ფემინიზმი, ძირშივე ცდები🙂

        • April 23, 2012 08:38

          კარგად ვიცი რას გულისხმობს ფემინიზმი, მაგრამ სიტყვა ,,ფემინიზმის” ის გაგება, რამაც მან ქართულ საზოგადოებაში შეიძინა, აბსოლუტურად არაა თანხმობაში მის ნამდვილ მნიშვნელობასთან, შესაბამისად, უარვყოფ, არ მინდა ვინმეს ,,ქართული გაგებით” ფემინისტი ვეგონო🙂

  6. April 18, 2012 09:19

    მე ბოლო სამი დღის წინანდელ ჩემს დაკვირვებას გაგიზიარებთ. არაგენდერული მენტალობა ლექსიკაში.
    ვუყურებ ფილს – ვიდრე ჰხვალ. იქ, ლიგიას როლს ჯერ კიდევ ახალგაზრდა დებორა კერი თამაშობს. ვინაიდან ფილმი იტალიელების გადაღებულია, არც კი მიფიქრია დებორას წარმომავლობაზე. მართლაც ძალიან ლამაზია ამ ფილმში და ძალაუნებურად გავიფიქრე – რა ლამაზი ქალები ჰყავთ იტალიელებს.
    ასეთ რამეს ხშირად მოისმენთ, გოგოების ანდა ცოტა კულტურული ბიჭების საუბრიდან, რომელთათვისაც ქალი ყოველთვის “ნაშა” არაა…🙂🙂🙂
    – აუ, იტალიელები რა სიმპათიური ბიჭები/მამაკაცები არიან არა?
    – აბაა! და იტალიელებს და უკრაინელებს ქალებიც რა ლამაზები ჰყავთ.
    ერთი შეხედვით არაფერი, ყოველთვის ასეა – უკრაინელებს ლამაზი ქალები ჰყავთ, რუსებსაც ჰყავთ, იტალიელებს ხომ ჰყავთ და ჰყავთ…
    არ გეჩვენებათ რომ ეს “ყოლა”, ქალების ყოლა, ხანდახან მონების, ძაღლების, საქონლის ყოლასავით გამოითქმის?🙂🙂🙂
    შეიძლება ძალიან არაარგუმენტირებული და უსაფუძვლო ეჭვია, მაგრამ რამაც იმ წამს გამიელვა გონებაში ახლა ის დავწერე.🙂🙂🙂
    ვგონებ ლექსიკურ გენდერთან გვაქვს პრობლემა…🙂

    • April 18, 2012 09:28

      მაპატიეთ… შემეშალა… ეს მშვენიერი გოგონა არა დებორა კერი, არამედ მაგდალენა მიალკარზი ყოფილა… ვიდრე ჰხვალ_ის სხვა წლის გადაღების მონაწილენი მინახავს წეღან…🙂🙂🙂 თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, არც ეს გოგონაა იტალიელი🙂 ვარშავიდან ყოფილა…🙂
      აი, თავად შემიფასეთ – http://i.pinger.pl/pgr427/b49687be0020889a4ca5d8d0/magdamielcarz9xgqx5.jpg

      • April 18, 2012 13:22

        ტერმინოლოგიაშიც რომ დიდი პრობლემაა, ვიცი, ლაშა, ერთხელ მაგაზეც დავწერ. მადლობა ლინკისთვის, ვნახავ🙂

Trackbacks

  1. რა მომიტანა ბლოგერობამ «

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: