Skip to content

მეტისმეტი ბედნიერება

June 29, 2012

ალბათ, როცა ყველაფერი კარგად არის, არაფრის დაწერა არ გინდება, არადა, როცა ცუდად ხარ, სათქმელი იმდენია…

ბავშვობაში მეუბნებოდნენ, რომ თუ ბევრს ვიცინებდი, აუცილებლად რამე ცუდი მოხდებოდა, ეს გონებაში მაქვს ჩარჩენილი და სულ მგონია, რომ ეს კარგი აუცილებლად მალე დამთავრდება და რაღაც ძალიან ცუდი მოხდება.

მეგობარმა მითხრა იმდღეს, რომ მე კარგად ყოფნას ვიმსახურებ იმ ყველაფერი ცუდის ფონზე, რაც ცხოვრებაში გადამიტანია. არ ვიცი რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს, უბრალოდ, ერთის მეშინია, არ დავკარგო წინსვლის სურვილი და ერთ ადგილზე არ გავშეშდე, არ მინდა შევწყვიტო განვითარება.

ხანდახან მგონია ყველა ადამიანი ზომაზე მეტად მიყვარს, იმდენად, რომ ხანდახან ურთიერთობებს გავურბივარ, რადგან ისე ვეჩვევი მათ, რომ მერე დაკარგვის მეშინია…

ბოლო დროს აღმოვაჩინე, რომ ყოველმხრივ საკუთარი თავით კმაყოფილება დიდად განაპირობებს ჩემს ბედნიერებას. როდესაც თვლი, რომ ლამაზი და ჭკვიანი ხარ, იმ დღეს მხოლოდ კარგი ხდება.

მთავარია იმდენად დიდი შეცდომა არ დავუშვა, რომ რაც კარგი ხდება ჩემს ცხოვრებაში, არ დაინგრეს…

კონკრეტულად რისი თქმა მინდა, თავადაც არ ვიცი, მაგრამ წერა ძალიან მომენატრა…

One Comment leave one →
  1. June 29, 2012 21:04

    გამიხარდა შენი პოსტი.
    იმ უიშვიათეს ბლოგერებში ხარ, ვინც გამოწერილი მყავს და მინდა გამიხარდება ძველებური ტემპით თუ დაწერ🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: